საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
დოკუმენტის ნომერი 2352
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/07/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 39(46), 06/08/1999
სარეგისტრაციო კოდი 030.000.000.05.001.000.672
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2352
23/07/1999
სსმ, 39(46), 06/08/1999
030.000.000.05.001.000.672
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (06/12/2011 - 27/12/2011)

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

თავი I. ადმინისტრაციული პროცესის ძირითადი დებულებანი

    მუხლი 1. კოდექსის მოქმედების სფერო

1. ეს კოდექსი განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესებს.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

    მუხლი 2. სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები

1. სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს:

     ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან;

ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა;

გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე;

დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა.

2. სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

4. დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს სარჩელი იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის გადაწყვეტაც მის უფლებამოსილებას განეკუთვნება.

5. სასამართლო, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა, არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუ მოსარჩელემ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა.

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3391-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.28

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800-სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

საქართველოს 2006 წლის 14 ივლისის კანონი №3452-სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ.236

საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5198-სსმI, №28,18.07.2007წ., მუხ.285

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5670-სსმI, №1, 03.01.2008წ., მუხ.2

საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2270-სსმI, №45, 21.12.2009წ., მუხ.331

    მუხლი 3. დისპოზიციურობის პრინციპი

1. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით.

2. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაცი-ული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

    მუხლი 4. შეჯიბრებითობა და საქმის გარემოებების გამოკვლევა სასამართლოს მიერ

ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად.

თავი II. განსჯადობა

    მუხლი 5. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი საქმეები

1. რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით განიხილავს სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებულ ადმინისტრაციულ საქმეებს, გარდა ამ კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საქმეებისა.

2. რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით განიხილავს ასევე ადმინისტრაციულ საქმეებს იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არ მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე.

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800-სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

    მუხლი 6. მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები

მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ საქმეებს:

ა) (ამოღებულია).

ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე გამოტანილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შესახებ;

გ) სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხის თაობაზე;

დ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის თაობაზე;

 სამსახურში შრომითი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავასთან დაკავშირებით;

ვ) მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე ბრძანების გამოცემის თაობაზე.

ზ) შესაბამისი ფსიქიატრიული დაწესებულების ან სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ.

საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №169-სსმI, №7, 08.03.2000წ., მუხ.10

საქართველოს 2000 წლის 25 ოქტომბრის კანონი №567-სსმI, №39, 10.11.2000წ., მუხ.111

საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1555-სსმI, №26, 30.09.2002წ., მუხ124

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3391-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.28

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800-სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

საქართველოს 2006 წლის 14 ივლისის კანონი №3452-სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ.236

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1692-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.175

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3526-სსმI, №46, 04.08.2010წ., მუხ.289

თავი III. მიუკერძოებლობა, აცილება

    მუხლი 7. საქმის განხილვაში მოსამართლის განმეორებითი მონაწილეობის დაუშვებლობა

მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას საქმის განხილვაში, თუ იგი ამ საქმესთან დაკავშირებით ადრე მონაწილეობდა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

საქართველოს 2000 წლის 25 ოქტომბრის კანონი №567-სსმI, №39, 10.11.2000წ., მუხ.111

    მუხლი 8. (ამოღებულია)

საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №169-სსმI, №7, 08.03.2000წ., მუხ.10

თავი IV. პროცესის ხარჯები

    მუხლი 9. სახელმწიფო ბაჟი

1. სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII 3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

2. (ამოღებულია).

3. საქმის შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განახევრდება.

4. (ამოღებულია).

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800-სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5670-სსმI, №1, 03.01.2008წ., მუხ.2

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2510-სსმI, №3, 13.01.2010წ., მუხ.7

    მუხლი 10. პროცესის ხარჯების ანაზღაურება

1. (ამოღებულია).

2. თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

3. თუ მხარე, რომელიც ვალდებულია გადაიხადოს სასამართლოს ხარჯები, რამდენიმე ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან შედგება, მაშინ სასამართლო ხარჯები მათ შორის ნაწილდება თანაბრად.

საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №169-სსმI, №7, 08.03.2000წ., მუხ.10

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800-სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5670-სსმI, №1, 03.01.2008წ., მუხ.2

    მუხლი 11. საპროცესო ხარჯების განაწილება საქმის მორიგებით დამთავრებისას

1. თუ სასამართლო წარმოება დასრულდა მორიგებით და მხარეები ვერ შეთანხმდნენ ხარჯების განაწილებაზე, ამასთან მხარე არ არის გათავისუფლებული სასამართლო ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებისაგან, მაშინ სასამართლო ხარჯები მათ შორის ნაწილდება თანაბრად.

2. სასამართლოსგარეშე ხარჯებს თითოეული მათგანი ანაზღაურებს დამოუკიდებლად.

თავი V. საპროცესო ვადები. სასამართლო შეტყობინება და დაბარება

    მუხლი 12. გასაჩივრების ვადის ათვლა

1. გასაჩივრების ვადის დინება დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი.

2. თუ მხარეს არ ეცნობა გასაჩივრების უფლების შესახებ ან ეცნობა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული რომელიმე მოთხოვნის დარღვევით, მაშინ გასაჩივრება შეიძლება სასამართლოს აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში.

3. ამ მუხლის პირველ ნაწილთან სასამართლო აქტის შეუსაბამობის შემთხვევაში სასამართლო მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით გამოიტანს განჩინებას სასამართლო აქტის ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე. განჩინებაზე დაიშვება კერძო საჩივარი.

საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №169-სსმI, №7, 08.03.2000წ., მუხ.10

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800-სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

    მუხლი 13. მხარეთათვის სასამართლო უწყების, დოკუმენტების გადაცემა

1. სასამართლოს მიერ მხარეთათვის ან საქმეში მონაწილე სხვა პირისათვის გაგზავნილ ყველა უწყებაზე, დოკუმენტსა თუ წერილზე უნდა აღინიშნოს გაგზავნის თარიღი.

2. სასამართლო მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს უგზავნის იმ გადაწყვეტილების, განჩინების ან ბრძანების ასლს, რომელიც ექვემდებარება გასაჩივრებას იმავე ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. სხვა სასამართლო აქტების ასლები მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს გადაეცემათ მათი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.

3. პირი, რომელიც არ არის რეგისტრირებული საქართველოში ან რეგისტრირებულია მისამართის გარეშე, სასამართლოს მოთხოვნით ვალდებულია დანიშნოს სხვა პირი, რომელიც უფლებამოსილი იქნება დოკუმენტების მიღებაზე.

4. (ამოღებულია).

5. თუ სასამართლოს მიერ გასაგზავნი დოკუმენტი დიდი მოცულობისაა, მაშინ მხარეს ან მის წარმომადგენელს ეცნობება ამ დოკუმენტის მხოლოდ დასახელება და ის, რომ მას აქვს მისი სასამართლოს კანცელარიაში გაცნობის უფლება.

6. მხარეს უფლება აქვს მიიღოს ამ დოკუმენტის ასლი საკუთარი ხარჯით ან გააკეთოს ამონაწერი სასამართლოს კანცელარიაში.

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800-სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5670-სსმI, №1, 03.01.2008წ., მუხ.2

    მუხლი 131. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №932-სსმI, №41, 30.12.2004წ., მუხ.208

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2361-სსმI, №55, 27.12.2005წ., მუხ.381

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4231-სსმI, №50, 30.12.2006წ., მუხ.382

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5670-სსმI, №1, 03.01.2008წ., მუხ.2

    მუხლი 132. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობიდან გამომდინარე სასამართლო დავის განხილვის ვადა

     1.  საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობიდან გამომდინარე სასამართლო დავის განხილვის ვადა პირველი ინსტანციის სასამართლოში სასარჩელო განცხადების წარმოებაში მიღებიდან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს, ხოლო თუ განსახილველი საქმე განსაკუთრებული სირთულით გამოირჩევა, განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 2 თვისა.

2. სააპელაციო სასამართლოში საგადასახადო კანონმდებლობიდან გამომდინარე სასამართლო დავის განხილვის ვადა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებიდან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ სასამართლო დავებზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 10 დღის ვადაში სასამართლო ამზადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მხარეებისთვის გადასაცემად.

საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1466-სსმI, №20, 28.07.2009წ., მუხ.100

 საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806-სსმI,№66,03.12.2010წ., მუხ.414

თავი VI. მხარეები ადმინისტრაციულ პროცესში

    მუხლი 14. ადმინისტრაციული პროცესის მონაწილეები

1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 79-ე მუხლით გათვალისწინებული პირების გარდა, ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილეობს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე რაიმე ქმედება.

2. სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს ან სახელმწიფოსაგან დელეგირებული უფლებების საფუძველზე კერძო პირის მოქმედებებსა და გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელია სახელმწიფო.

    მუხლი 15. ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილეობა წარმომადგენლის მეშვეობით

1. თუ მხარე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის   ორგანოა, სასამართლოში მას წარმოადგენს მისი ხელმძღვანელი ან ის თანამდებობის პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვს წარმომადგენლობის უფლება .

2. სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის   ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში თავის წარმომადგენლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დანიშნოს ის თანამდებობის პირი ან საჯარო მოხელე, რომელიც ამ ადმინისტრაციულ ორგანოში მსახურობს.

3. სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია თავის წარმომადგენლად დანიშნოს ადვოკატი .

4. თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 500 000 ლარს ან/და საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომელიც უფლებამოსილია მოითხოვოს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ამ დაწესებულების წარმომადგენლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამდებობის პირის ან სახელმწიფო მოსამსახურის დანიშვნა (გარდა  საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობიდან გამომდინარე დავისა). ამ შემთხვევაში აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანხმობით, უფლებამოსილია, იმავე საქმეზე წარმომადგენლობის უფლებამოსილება მიანიჭოს იმ თანამდებობის პირს ან სახელმწიფო მოსამსახურეს, რომელიც ამ დაწესებულებაში მსახურობს.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში დაუშვებელია, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების წარმომადგენლად დაინიშნოს საქართველოს პროკურატურის მუშაკი.

6. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის მიმართვის, საქმის მასალების მოძრაობისა და წარმომადგენლის დანიშვნის წესი და ვადები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №169-სსმI, №7, 08.03.2000წ., მუხ.10

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800-სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1131-სსმI, №9, 13.04.2009წ., მუხ.31

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1692-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.175

საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806-სსმI,№66,03.12.2010წ., მუხ.414

საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4463- ვებგვერდი , 01.04.2011 წ.

    მუხლი 16. მესამე პირის ჩაბმა ადმინისტრაციულ პროცესში

1. სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე სასამართლო უფლებამოსილია აცნობოს პირს, რომლის ინტრესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩააბას იგი საქმეში მესამე პირად.

2. მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. თუ სამართალურთიერთობაში მონაწილეობს  10  პირზე მეტი, მაშინ სასამართლო საქმეში ჩააბამს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც ამის სურვილს გამოთქვამენ.

21. ყოველ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს განცხადებით, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილის შესაბამისად საქმეში მესამე პირად ჩაბმის თაობაზე.

22. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილის შესაბამისად მესამე პირი შეიძლება ჩაბმული იქნეს საქმეში ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, რისთვისაც იგი მიმართავს სასამართლოს მოტივირებული განცხადებით.

23. მესამე პირის საქმეში ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

3. სასამართლოს განჩინება საქმეში მესამე პირად ჩაბმის შესახებ უნდა გაეგზავნოს მხარეებს და მესამე პირებს, ხოლო თუ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მესამე პირად ათ პირზე მეტია ჩაბმული, განჩინების გადაცემა შეიძლება შეიცვალოს გამოქვეყნებით.

4. სასამართლოს განჩინება პირის მესამე პირად საქმეში ჩაბმის შესახებ არ გასაჩივრდება. ამ მუხლის მე-2 ნაწილთან დაკავშირებით მიღებული სასამართლო განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ იმ პირის მიერ, რომელიც ჩაბმულ იქნა საქმეში.

5. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მესამე პირი სარგებლობს მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა უფლებით და მას ეკისრება მოსარჩელის ყველა მოვალეობა.

საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №169-სსმI, №7, 08.03.2000წ., მუხ.10

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800-სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

თავი VII. სასამართლო მტკიცებულებები

    მუხლი 17. მტკიცების ტვირთი

1. მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

2. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

საქართველოს 2000 წლის 25 ოქტომბრის კანონი №567-სსმI, №39, 10.11.2000წ., მუხ.111

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800-სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5670-სსმI, №1, 03.01.2008წ., მუხ.2

    მუხლი 18. (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800-სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5670-სსმI, №1, 03.01.2008წ., მუხ.2

    მუხლი 19. მტკიცებულებების შეგროვება სასამართლოს მიერ

1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივითაც შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები.

2. მხარეს უფლება აქვს ამ ფაქტობრივი გარემოებების გამოყენებამდე და მტკიცებულებების შემოწმებამდე წარადგინოს საკუთარი მოსაზრება მათ თაობაზე.

3. სასამართლო უფლებამოსილია მხარეს დაუნიშნოს დამატებითი ვადა მტკიცებულებათა წარსადგენად.

4. თუ მხარე საპატიო მიზეზით ვერ ახერხებს მტკიცებულებათა უშუალოდ მიღებას და მათ სასამართლოში წარდგენას, მან ამის შესახებ სასამართლოს უნდა აცნობოს არა უგვიანეს სხდომის დაწყების წინა სამუშაო დღისა.

5. თუ ადმინისტრაციულმა ორგანომ არასაპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყო მტკიცებულებათა წარდგენა, სასამართლო ადმინისტრაციული ორგანოს შესაბამის თანამდებობის პირს აჯარიმებს 200 ლარით, რაც არ ათავისუფლებს მას მტკიცებულებათა შემდგომში წარდგენის ვალდებულებისაგან. ასეთ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელს ან ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართოს წარდგინებით სასამართლოში მტკიცებულებათა წარუდგენლობის მიზეზების დადგენისა და შესაბამისი თანამდებობის პირის მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გატარების თაობაზე.

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5670-სსმI, №1, 03.01.2008წ., მუხ.2

    მუხლი 20. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ინფორმაციის სასამართლოში წარდგენის თაობაზე

ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სასამართლოს მოთხოვნით წარუდგინოს მას საქმის განხილვისა და გადაწყვეტისათვის აუცილებელი დოკუმენტები და სხვა ინფორმაცია.

საქართველოს 2001 წლის 14 სექტემბრის კანონი №1063-სსმI, №26, 01.10.2001წ., მუხ.110

    მუხლი 20 1 . სასამართლოს მიერ გასაიდუმლოებული ინფორმაციის განხილვის წესი

1. სასამართლო (მოსამართლე) გასაიდუმლოებული საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების კანონიერების შემოწმების მიზნით საქმეს იხილავს დახურულ სხდომაზე მხარეთა დასწრების გარეშე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია მხარეებს არ წარედგინება.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული საქმის თაობაზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში არ მიეთითება ის მონაცემი, რომელიც გამოიწვევს გასაიდუმლოებული ინფორმაციის გამჟღავნებას.

საქართველოს 2001 წლის 14 სექტემბრის კანონი №1063-სსმI, №26, 01.10.2001წ., მუხ.110

    მუხლი 21. სასამართლო აქტების გაცნობის უფლება

1. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, საქმეში მონაწილე პირებს შეუძლიათ სასამართლოს კანცელარიაში გაეცნონ საქმის თაობაზე გამოტანილ სასამართლო აქტებს, აგრეთვე სასამართლოსათვის წარდგენილ მასალებს.

2. მხარე უფლებამოსილია მიიღოს სასამართლო აქტებისა და ადმინისტრაციული საქმის სხვა მასალის ასლები სასამართლოს კანცელარიის მეშვეობით. დოკუმენტის ასლის გადაღებისათვის აუცილებელ ხარჯებს ანაზღაურებს მხარე. ასლის გადაღებისათვის სხვა რაიმე გადასახდელის მოთხოვნა არ შეიძლება.

3. მხარეებს გასაცნობად არ წარედგინებათ სასამართლო აქტების პროექტები, აგრეთვე სხვა მოსამზადებელი მასალები.

თავი VII1. ადმინისტრაციული სამართალწარმოება მეწარმის საქმიანობის შემოწმებასთან დაკავშირებით

საქართველოს 2001 წლის 8 ივნისის კანონი №925-სსმI, №18, 28.06.2001წ., მუხ.60

    მუხლი 211. მოსამართლის ბრძანება მეწარმის საქმიანობის შემოწმების თაობაზე

ბრძანებას მეწარმის საქმიანობის შემოწმების თაობაზე მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე ან მაგისტრატი მოსამართლე მეწარმის ადგილსამყოფლის მიხედვით.

საქართველოს 2001 წლის 14 სექტემბრის კანონი №1063-სსმI, №26, 01.10.2001წ., მუხ.110

საქართველოს 2001 წლის 8 ივნისის კანონი №925-სსმI, №18, 28.06.2001წ., მუხ.60

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800-სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

    მუხლი 212. მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობა

1. მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობა მოსამართლეს წარედგინება მეწარმის შემოწმების დაწყებამდე.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც შეიძლება მეყსეული და უშუალო საფრთხე შეექმნას სახელმწიფო უშიშროებას, ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ანდა მტკიცებულებებს, მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს საწარმოს საქმიანობა შემოწმების საგნის ნაწილში და დაუყოვნებლივ მიმართოს მოსამართლეს შუამდგომლობით. თუ საწარმოს საქმიანობის შეჩერება შეუძლებელია ან იგი მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს საწარმოს ანდა ამას მოითხოვს მეწარმე, მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია დაიწყოს მეწარმის შემოწმება და 24 საათის განმავლობაში შესაბამისი შუამდგომლობით მიმართოს მოსამართლეს. შუამდგომლობის წარდგენისას მაკონტროლებელმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, თუ რაში მდგომარეობდა შემოწმების გადაუდებელი აუცილებლობა.

3. მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობა მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ უნდა შეიცავდეს საკმარის საფუძველს ბრძანების გასაცემად. შუამდგომლობაში მიეთითება იმ მეწარმის ზუსტი მონაცემები, რომელიც უნდა შემოწმდეს, შემოწმების ვადა, ხასიათი და ფარგლები.

საქართველოს 2001 წლის 8 ივნისის კანონი №925-სსმI, №18, 28.06.2001წ., მუხ.60

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №801-სსმI, №40, 29.12.2008წ., მუხ.263

    მუხლი 213. მეწარმის საქმიანობის შემოწმების საკითხის გადაწყვეტის წესი

1. მოსამართლე გადაწყვეტილებას მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე იღებს შუამდგომლობის წარდგენიდან 72 საათის განმავლობაში.

2. მოსამართლე მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად. მოსამართლე უფლებამოსილია მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის თაობაზედაც შუამდგომლობის მიღებიდან არა უგვიანეს 24 საათისა ატყობინებს იმ მეწარმეს ან მის წარმომადგენელს, რომლის საქმიანობის შემოწმებასაც ითხოვს მაკონტროლებელი ორგანო და უგზავნის შესაბამის მასალებს. თუ მოსამართლე დაასკვნის, რომ აუცილებელია შუამდგომლობაში მითითებული გარემოებების გამოკვლევა, იგი უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს ღია სასამართლო სხდომაზე, გარდა „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. სხდომის შესახებ მხარეებს უნდა ეცნობოს შუამდგომლობის სასამართლოში წარდგენიდან არა უგვიანეს 48 საათისა. „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ამ კოდექსის 201 მუხლით განსაზღვრული წესით. მეწარმე ან მისი წარმომადგენელი უფლებამოსილია შემოწმების თაობაზე მისთვის შეტყობინებიდან და საქმის მასალების გადაცემიდან 24 საათის განმავლობაში სასამართლოს წერილობით წარუდგინოს თავისი მოსაზრებები.

3. მოსამართლეს უფლება აქვს გამოიძახოს და დაკითხოს პირი, რომლის ჩვენებაც (ცნობები) ასაბუთებს შუამდგომლობას, მისცეს წინადადება შუამდგომლობის შემტან მაკონტროლებელ ორგანოს და მეწარმეს წარმოადგინონ შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმებისათვის საჭირო დოკუმენტები და ნივთიერი მტკიცებულებანი.

4. შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვისას საქმის განხილვა იწყება მოსამართლის მოხსენებით, რომელიც აცხადებს, თუ რა შუამდგომლობა განიხილება, რის შემდეგაც იგი მოისმენს მაკონტროლებელი ორგანოს დასაბუთებულ არგუმენტებს შემოწმების თაობაზე და აძლევს მას შეკითხვებს. მეწარმეს ან მის წარმომადგენელს შესაძლებლობა აქვს მისცეს განმარტებები და გამოთქვას საწინააღმდეგო მოსაზრებები. მოსამართლის ნებართვით მეწარმე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი შეკითხვებს აძლევს მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენელს, რომელიც ვალდებულია უპასუხოს მოსამართლისა და მეწარმის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის შეკითხვებს. მხარეთა გამოუცხადებლობა არ იწვევს შუამდგომლობის განხილვის გადადებას.

5. (ამოღებულია).

6. სასამართლო სხდომაზე დგება ოქმი. შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ მოსამართლე გასცემს დასაბუთებულ ბრძანებას მეწარმის საქმიანობის შემოწმების თაობაზე. თუ მეწარმის შემოწმება უკვე დაწყებულია და სასამართლო უარს აცხადებს მეწარმის საქმიანობის შემოწმებაზე, ბრძანებაში მიეთითება შემოწმების შეწყვეტისა და მეწარმისათვის მიყენებული ზიანის (თუ ზიანი დადგა მაკონტროლებელი ორგანოს ბრალეული ქმედების შედეგად) ანაზღაურების შესახებ.

7. მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება:

ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) მოსამართლის გვარი;

გ) მაკონტროლებელი ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს;

დ) განკარგულება მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ, მისი არსი და მეწარმე, რომლის შემოწმებაც ხდება;

ე) ბრძანების მოქმედებისა და მეწარმის საქმიანობის შემოწმების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 15 დღეს;

ვ) თანამდებობის პირი ან ორგანო, რომელიც უფლებამოსილია შეასრულოს ბრძანება;

ზ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

8. თუ სასამართლო არ ეთანხმება მეწარმის საქმიანობის შემოწმებას, ბრძანებაში აღინიშნება:

ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) მოსამართლის გვარი;

გ) მაკონტროლებელი ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს;

დ) განკარგულება მეწარმის საქმიანობის შემოწმებაზე უარის თქმის თაობაზე შესაბამისი დასაბუთებით და მეწარმე, რომლის საქმიანობის შემოწმებაზედაც ითქვა უარი;

ე) თანამდებობის პირი ან ორგანო, რომელმაც უნდა შეასრულოს ბრძანება;

ვ) მოსამართლის ხელმოწერა და ბეჭედი.

9. მოსამართლის ბრძანება დგება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზავნება შუამდგომლობის წარმდგენ მაკონტროლებელ ორგანოს, მეორე – შესაბამის მეწარმეს ან მის წარმომადგენელს, ხოლო მესამე რჩება სასამართლოში.

11. (ამოღებულია).

12. მოსამართლის ბრძანების მოქმედების და მეწარმის საქმიანობის შემოწმების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 15 დღეს. გამონაკლის შემთხვევაში დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებია ამ ვადის გაგრძელება არა უმეტეს 15 დღისა. ამასთანავე, თუ მეწარმის წლიური ბრუნვა აღემატება 1 მილიონ ლარს, ზემოთ აღნიშნული 30-დღიანი ვადა შეიძლება გაგრძელდეს დამატებით არა უმეტეს 40 დღით. მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობა მეწარმის საქმიანობის შემოწმების ვადის გაგრძელების შესახებ განიხილება ამ მუხლით დადგენილი წესით.

13. შუამდგომლობის წარმდგენი უფლებამოსილია სასამართლოში შუამდგომლობის წარდგენიდან 24 საათში ან შუამდგომლობის სასამართლო სხდომაზე განხილვისას მოსამართლის სათათბირო ოთახში გასვლამდე გამოითხოვოს იგი. იმავე საფუძვლით შუამდგომლობის განმეორებით წარდგენა სასამართ-ლოში არ დაიშვება.

14. მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის ბრძანების გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ. ბრძანების გასაჩივრება აჩერებს ბრძანების მოქმედებას. მოსამართლის ბრძანება ამ მუხლით დადგენილი წესით 48 საათის განმავლობაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში.

15. საჩივარი მოსამართლის დასაბუთებული ბრძანების გაუქმების თაობაზე შეიტანება ბრძანების გამომცემ სასამართლოში მხარისათვის ბრძანების ასლის გადაცემიდან 48 საათის განმავლობაში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს. საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები ეგზავნება მეორე მხარეს.

16. საჩივარი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განიხილება კოლეგიალურად, პირველ ინსტანციაში სასამართლო განხილვისათვის დადგენილი წესით.

17. სააპელაციო ინსტანციის სასამართლო გასაჩივრებულ ბრძანებას აუქმებს ბრძანებით.

18. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

საქართველოს 2001 წლის 8 ივნისის კანონი №925-სსმI, №18, 28.06.2001წ., მუხ.60    საქართველოს 2001 წლის 14 სექტემბრის კანონი №1063-სსმI, №26, 01.10.2001წ., მუხ.110

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800-სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5670-სსმI, №1, 03.01.2008წ., მუხ.2

საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №878-სსმI, №41, 30.12.2008წ., მუხ.313

თავი VII2. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3391-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.28

საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5198-სსმI, №28,18.07.2007წ., მუხ.285

    მუხლი 214. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3391-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.28

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4214-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.442

საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5198-სსმI, №28,18.07.2007წ., მუხ.285

     მუხლი 215. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3391-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.28

საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2266-სსმI, №55, 27.12.2005წ.,მუხ.369

საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5198-სსმI, №28,18.07.2007წ., მუხ.285

    მუხლი 216(ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3391-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.28

საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5198-სსმI, №28,18.07.2007წ., მუხ.285

    მუხლი 217. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3391-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.28

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4214-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.442

საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5198-სსმI, №28,18.07.2007წ., მუხ.285

     მუხლი 218. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3391-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.28

საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5198-სსმI, №28,18.07.2007წ., მუხ.285

    მუხლი 219. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3391-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.28

საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1352-სსმI, №19, 28.04.2005წ., მუხ.124

საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5198-სსმI, №28,18.07.2007წ., მუხ.285

    მუხლი 2110. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3391-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.28

საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5198-სსმI, №28,18.07.2007წ., მუხ.285

     მუხლი 2111. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3391-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.28

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4214-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.442

საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5198-სსმI, №28,18.07.2007წ., მუხ.285

თავი VII3. ადმინისტრაციული სამართალწარმოება ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და დახმარებასთან დაკავშირებით

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3146-სსმI, №20, 09.06.2006წ., მუხ.174

    მუხლი 2112. სასამართლოსათვის მიმართვა

1. ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვს მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

2. ოჯახში ძალადობისას სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3146-სსმI, №20, 09.06.2006წ., მუხ.174

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2510-სსმI, №3, 13.01.2010წ., მუხ.7

    მუხლი 2113. დამცავი ორდერის გამოცემისა და გასაჩივრების წესი

1. ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია გამოცემულ იქნეს დამცავი ორდერი.

2. განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის თაობაზე განიხილება პირველი ინსტანციის სასამართლოში მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით. იგი უნდა შეიცავდეს:

ა) განცხადების შემტანი პირის სახელს, გვარს;

ბ) განცხადების შემტანი პირის საცხოვრებელი ადგილის მისამართს;

1) მოძალადის საცხოვრებელი ან/და სამუშაო ადგილის მისამართსა და ტელეფონის (მათ შორის, მობილურის) ნომერს, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

გ) ოჯახში ძალადობის ფაქტის აღწერას;

დ) ცნობებს მოძალადისა და მსხვერპლის, მათი ურთიერთკავშირის შესახებ;

ე) მტკიცებ ულებათა ჩამონათვალს;

ვ) დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნას;

ზ) მსხვერპლის ან დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლების მქონე სხვა პირის ხელმოწერას.

4. სასამართლო განცხადების სასამართლოს კანცელარიაში დადგენილი წესით რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში განიხილავს მას და იღებს გადაწყვეტილებას დამცავი ორდერის გამოცემის, გაუქმების, მოქმედების ვადის გაგრძელების ან გამოცემაზე უარის თქმის შესახებ.

5. სასამართლო განცხადების სასამართლოს კანცელარიაში დადგენილი წესით რეგისტრაციიდან 24 საათის განმავლობაში განცხადებასა და თანდართულ მასალებს უგზავნის იმ პირს, რომლის მიმართაც არის შეტანილი განცხადება, აგრეთვე აძლევს მას უფლებას წარადგინოს მტკიცებულებები. პირი, რომლის მიმართაც არის შეტანილი განცხადება, უფლებამოსილია წერილობით უპასუხოს განცხადებაში მითითებულ საკითხებს და წარადგინოს მტკიცებულებები სასამართლო უწყების მიღებიდან 3 დღის ვადაში.

51. მოსამართლე უფლებამოსილია მხარის (არასრულწლოვნის შემთხვევაში – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს) ან საკუთარი ინიციატივით საქმე განიხილოს დახურულ სასამართლო სხდომაზე.

52.ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო ასევე განიხილავს არასრულწლოვანთან მოძალადე მშობლის/მშობლების ურთიერთობის საკითხს. არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის კვალის არსებობისას სასამართლოს წინაშე შეიძლება დაისვას მოძალადე მშობლისაგან/მშობლებისაგან არასრულწლოვნის განცალკევების საკითხი. აღნიშნულის თაობაზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლო დროებითი ღონისძიების სახით იღებს განკარგულებას მიმართვიდან 24 საათის განმავლობაში.

6. ამ თავით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული  გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში. გასაჩივრება არ აჩერებს გამოცემული დამცავი ან/და შემაკავებელი ორდერის მოქმედებას. საჩივართან დაკავშირებით ამ თავით დადგენილი წესით გადაწყვეტილებას იღებს სააპელაციო სასამართლო საჩივრის წარდგენიდან 7 დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

7. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აფერხებს ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხების განხილვას შესაბამის სასამართლოში.

71. ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და დახმარებასთან დაკავშირებით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 24 საათის განმავლობაში გადაეცემა მხარეებს. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და დახმარებასთან დაკავშირებით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევაზე რეაგირების მიზნით მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით აგრეთვე ეგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შესაბამის საუბნო სამსახურს; თუ დამცავი ორდერით გათვალისწინებული საკითხები შეეხება არასრულწლოვანს, სასამართლო გადაწყვეტილება ეგზავნება მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამის ადგილობრივ ორგანოს, ხოლო თუ სასამართლო გადაწყვეტილება შეეხება იარაღთან დაკავშირებულ საკითხებს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.

8. (ამოღებულია).

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3146-სსმI, №20, 09.06.2006წ., მუხ.174

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2510-სსმI, №3, 13.01.2010წ., მუხ.7

    მუხლი 2114. შემაკავებელი ორდერის გამოცემისა და გასაჩივრების წესი

1.  ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით შესაძლებელია გამოცემული იქნეს შემაკავებელი ორდერი.

2. შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.

3. შემაკავებელი ორდერი მისი გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს.

4.  სასამართლო შემაკავებელი ორდერის დასამტკიცებლად წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში განიხილავს ორდერის გამოცემის მიზანშეწონილობის საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას მისი დამტკიცების, დამტკიცებაზე უარის თქმის ან ნაწილობრივ დამტკიცების შესახებ.

5. შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებაში დეტალურად უნდა იქნეს ასახული მოძალადისათვის დაწესებული შეზღუდვების პირობები და მსხვერპლის დასაცავად გათვალისწინებული ღონისძიებები.

6. სასამართლო პოლიციის უფლებამოსილი პირის ან პროცესის მონაწილე სხვა პირთა მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრავს შემაკავებელი ორდერის მოქმედების კონკრეტულ ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს.

7. შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შედის ძალაში და 24 საათის განმავლობაში ეგზავნება პროცესის მონაწილე მხარეებს, აგრეთვე ეგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შესაბამის საუბნო სამსახურს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევაზე რეაგირების მიზნით; თუ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული საკითხი შეეხება არასრულწლოვანს,  სასამართლო გადაწყვეტილება ეგზავნება მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამის ადგილობრივ ორგანოს, ხოლო თუ სასამართლო გადაწყვეტილება შეეხება იარაღთან დაკავშირებულ საკითხებს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.

8. თუ შემაკავებელი ორდერის გამოცემის საკითხის განხილვისას  სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, საქმის მასალები ქვემდებარეობის შესაბამისად ეგზავნება შესაბამის ორგანოს სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხის გადასაწყვეტად.

9. უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილება მიიღება და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3146-სსმI, №20, 09.06.2006წ., მუხ.174

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2510-სსმI, №3, 13.01.2010წ., მუხ.7

    მუხლი 2115. დამცავი ან შემაკავებელი ორდერით გასათვალისწინებელი საკითხები

1. დამცავი ან შემაკავებელი ორდერი იწერება სამართალწარმოების ენაზე, ცხადად და გასაგებად. იგი შეიძლება დაიწეროს ხელით ან დაიბეჭდოს ტექნიკური საშუალების გამოყენებით.

2. დამცავ ან შემაკავებელ ორდერში მიეთითება:

ა) მისი გამოცემის თარიღი და ადგილი;

ბ) გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო მის გამოცემას;

გ) მოძალადის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, პროფესია და საცხოვრებელი ადგილი;

დ) ამ მუხლის მე-3–მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული იმ მოქმედებების ჩამონათვალი, რომლებიც ეკრძალება მოძალადეს.

3. დამცავი ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს:

ა) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან დაცვის ზომებს;

ბ) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან გარიდებისა და თავშესაფარში მათი მოთავსების საკითხებს;

გ) მოძალადის ვალდებულებას – არ შეზღუდოს მსხვერპლი, ისარგებლოს პირადი ნივთებით, ავტომანქანით ან სხვა იმ ქონებით, რომელიც აუცილებელია პიროვნების ნორმალური არსებობისათვის;

დ) მოძალადის მიერ თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების აკრძალვას;

ე) მოძალადის არასრულწლოვნისგან განცალკევების, მასთან შეხვედრისა და ურთიერთობის რეგულირების საკითხებს;

ვ) მოძალადის მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ სხვა ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მიახლოების საკითხებს;

ზ) ორდერის მოქმედების ან ორდერით განსაზღვრულ პერიოდში მოძალადისათვის იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობის უფლების შეზღუდვას ან აკრძალვას, აღნიშნულ პერიოდში იარაღის შეძენის ან შეძენაზე ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვების უფლების აკრძალვასა და პირად საკუთრებაში არსებული ან/და კუთვნილი იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის ან მისი დროებით ჩამორთმევის პირობებს ;

თ) მოძალადის მიერ მსხვერპლის მკურნალობის, თავშესაფარში ყოფნის და სხვა, გონივრულ ფარგლებს მიკუთვნებული ხარჯების ანაზღაურების საკითხებს;

ი) მოძალადის სარეაბილიტაციო ცენტრში მოთავსების, მისი რეაბილიტაციის ღონისძიებებისა და რეაბილიტაციაზე ზედამხედველობის საკითხებს;

კ) გაფრთხილებას ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ;

ლ) სხვა საკითხებს, რომლებიც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოებისათვის.

4. შემაკავებელი ორდერი, რომელსაც ხელს აწერენ მისი გამოცემის უფლების მქონე პირი და მსხვერპლი, შეიძლება ითვალისწინებდეს:

ა) მოძალადის იმ სახლისაგან მოშორების საკითხს, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მიუხედავად იმისა, იგი ამ სახლის მესაკუთრეა თუ არა;

ბ) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან გარიდებისა და თავშესაფარში მათი მოთავსების საკითხებს;

გ) მოძალადის მიერ თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების აკრძალვას;

დ) მოძალადის არასრულწლოვნისგან განცალკევების საკითხებს;

ე) მოძალადის მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ სხვა ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მიახლოების საკითხებს;

ვ) ორდერის მოქმედების ან ორდერით განსაზღვრულ პერიოდში მოძალადისათვის იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობის უფლების შეზღუდვას ან აკრძალვას, აღნიშნულ პერიოდში იარაღის შეძენის ან შეძენაზე ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვების უფლების აკრძალვასა და პირად საკუთრებაში არსებული ან/და კუთვნილი იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის ან მისი დროებით ჩამორთმევის პირობებს;

1) გაფრთხილებას ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ;

ზ) სხვა საკითხებს, რომლებიც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოებისათვის.

5. გამოცემულ შესაბამის ორდერში შესაძლებელია მიეთითოს ამ მუხლის მე-3–მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული საკითხებიდან ერთ-ერთი ან ყველა ერთად, ძალადობის ფაქტის ადეკვატურობის გათვალისწინებით.

51. შემაკავებელი და დამცავი ორდერების მოქმედების ვადები განისაზღვრება „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით.

6. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დამცავი ორდერი მზადდება არანაკლებ 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ბარდება მოძალადეს, ერთი – მსხვერპლს, ერთი ეგზემპლარი რჩება ორდერის გამომცემ ორგანოში, ხოლო ერთი ეგზემპლარი ეგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შესაბამის საუბნო სამსახურს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. თუ დამცავი ორდერით გათვალისწინებული საკითხი შეეხება არასრულწლოვანს, დამცავი ორდერის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამის ადგილობრივ ორგანოს, ხოლო თუ სასამართლო გადაწყვეტილება შეეხება იარაღთან დაკავშირებულ საკითხებს, დამცავი და შემაკავებელი ორდერების თითო ეგზემპლარი ეგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს. დამცავ ორდერთან დაკავშირებით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება მხარეებს ბარდება ამ კოდექსით დადგენილი წესით.

61. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შემაკავებელი ორდერი მზადდება არანაკლებ 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ბარდება მოძალადეს, ერთი – მსხვერპლს, ერთი ეგზემპლარი რჩება ორდერის გამომცემ ორგანოში, ხოლო ერთი ეგზემპლარი გადაეცემა სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემდგომი სამართლებრივი პროცედურის განსახორციელებლად.

7. დამცავი ან შემაკავებელი ორდერი ძალაში შედის გამოცემისთანავე.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3146-სსმI, №20, 09.06.2006წ., მუხ.174

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2510-სსმI, №3, 13.01.2010წ., მუხ.7

თავი VII4. ადმინისტრაციული სამართალწარმოება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებასთან დაკავშირებით

საქართველოს 2006 წლის 14 ივლისის კანონი №3452-სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ.236

    მუხლი 2116. მოსამართლის ბრძანება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ

1. შესაბამისი ფსიქიატრიული დაწესებულების ან სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ ბრძანებას გამოსცემს მაგისტრატი მოსამართლე, ხოლო იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არ მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე, – რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე შესაბამისი ფსიქიატრიული დაწესებულების ან სასჯელაღსრულების დაწესებულების ადგილსამყოფლის მიხედვით.

2. მოსამართლე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმეს განიხილავს და ბრძანებას გამოსცემს ამ თავით დადგენილი წესით.

საქართველოს 2006 წლის 14 ივლისის კანონი №3452-სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ.236

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3526-სსმI, №46, 04.08.2010წ., მუხ.289

     მუხლი 2117. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ მოსამართლისათვის ან სასამართლოსათვის მიმართვა

1. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ ბრძანების გამოცემის თხოვნით მაგისტრატ მოსამართლეს ან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მიმართავს იმ ფსიქიატრიული დაწესებულების ან სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია, რომელშიც მოთავსებულია პაციენტი/მსჯავრდებული.

2. ფსიქიატრიული დაწესებულების ან სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია მაგისტრატ მოსამართლეს ან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს ბრძანების გამოცემის თხოვნით მიმართავს პაციენტის/მსჯავრდებულის სტაციონარში მოთავსებიდან/უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულებიდან დადებითი დასკვნის მიღებიდან 48 საათის ვადაში.

3. ფსიქიატრიული დაწესებულების ან სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართვა დასაბუთებული უნდა იყოს და უნდა ეფუძნებოდეს შესაბამისად ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის ან უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების დასკვნას, რომელიც პაციენტის/მსჯავრდებულის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებთან (პასპორტი, პირადობის მოწმობა, ქორწინების მოწმობა და სხვა) ერთად, მათი არსებობის შემთხვევაში, უნდა დაერთოს ფსიქიატრიული დაწესებულების ან სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართვას. თუ არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით სტაციონარში მოსათავსებელი პირის ვინაობა (სახელი, გვარი, ასაკი, სქესი, მოქალაქეობა, საცხოვრებელი ადგილის მისამართი) დაუდ-გენელია, რადგან არ არსებობს მისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტები, ფსიქიატრიული დაწესებულების მიმართვას უნდა დაერთოს „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოქმი, თუ იგი შეადგინა პოლიციის თანამშრომელმა.

საქართველოს 2006 წლის 14 ივლისის კანონი №3452-სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ.236

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3526-სსმI, №46, 04.08.2010წ., მუხ.289

    მუხლი 2118. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმის განხილვისა და ბრძანების გამოცემის წესი

1. მოსამართლე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მიმართვის წარდგენიდან 24 საათის ვადაში.

   2. მოსამართლე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ საქმეს განიხილავს ერთპიროვნულად, დახურულ სასამართლო სხდომაზე. სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ პაციენტის/მსჯავრდებულის მკურნალობის პროცესში ჩართულ პირებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთა მონაწილეობაც აუცილებელია ადმინისტრაციული სამართალწარმოების უზრუნველსაყოფად. საქმის განხილვაში უნდა მონაწილეობდნენ შესაბამისად ფსიქიატრიული დაწესებულების ან სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენელი, შესაბამისი ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის ერთი წევრი მაინც, პაციენტი/მსჯავრდებული და მისი ადვოკატი. თუ პაციენტს/მსჯავრდებულს არა აქვს ადვოკატის აყვანის შესაძლებლობა, სასამართლო ვალდებულია დაუნიშნოს მას ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე. საქმის განხილვაში აგრეთვე მონაწილეობს პაციენტის/მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენელი ან ასეთის არარსებობისას – ნათესავი (ამ შემთხვევაში ტერმინი „პაციენტის ნათესავი“ გულისხმობს „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა წრეს). განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც პაციენტის/მსჯავრდებულის სასამართლოში მიყვანა შეუძლებელია მისი ავადმყოფობის გამო ან სხვა ობიექტური მიზეზით, მოსამართლე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საკითხის განსახილველად ატარებს გასვლით სასამართლო სხდომას იმ სტაციონარში, რომელშიც იმყოფება პაციენტი/მსჯავრდებული.

3. მოსამართლე სასამართლო სხდომის გახსნის შემდეგ აცხადებს, თუ რა მიმართვა განიხილება, ასახელებს სასამართლო პროცესის მონაწილეებს, არკვევს, არის თუ არა აცილებები. შესაბამისად ფსიქიატრიული დაწესებულების ან სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენელი ასაბუთებს თავის მიერ წარდგენილ მიმართვას, რის შემდეგაც უპასუხებს მოსამართლის, პაციენტის/მსჯავრდებულის, მისი ადვოკატის, კანონიერი წარმომადგენლის ან/და ნათესავის შეკითხვებს. პაციენტის/მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენლის ან ნათესავის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა არ არის მიმართვის განხილვის გადადების საფუძველი. 

4. მოსამართლეს უფლება აქვს, გამოიძახოს და დაკითხოს ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის წევრები, რომელთა დასკვნის საფუძველზედაც მიმართა ფსიქიატრიული დაწესებულების ან სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციამ სასამართლოს, აგრეთვე სხვა პირი, რომლის ჩვენებაც (ცნობები) ასაბუთებს მიმართვას. პაციენტი/მსჯავრდებული, მისი ადვოკატი, კანონიერი წარმომადგენელი ან/და ნათესავი უფლებამოსილია მოითხოვოს სხვა პირთა დაკითხვაც, რომელთა ჩვენებას საქმესთან დაკავშირებით შეიძლება არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს. პაციენტს/მსჯავრდებულს, მის ადვოკატს, კანონიერ წარმომადგენელს ან/და ნათესავს უფლება აქვს, სასამართლოს მისცეს განმარტებები და ჩამოაყალიბოს საპირისპირო მოსაზრებები.

5. სასამართლო სხდომაზე დგება ოქმი. მიმართვის დასაბუთებულობის შემოწმებისა და „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლების შეფასების შემდეგ მოსამართლე გამოსცემს დასაბუთებულ ბრძანებას არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების გაწევის მიზნით პაციენტის სტაციონარში მოთავსების შესახებ არანებაყოფლობითი მკურნალობის კრიტერიუმების ამოწურვამდე, მაგრამ არა უმეტეს 6 თვისა.

6. თუ არ არსებობს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების კანონით დადგენილი საფუძვლები, მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებაზე უარის შესახებ. ამ შემთხვევაში არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით სტაციონარში მოთავსებული პირი დაუყოვნებლივ უნდა გაეწეროს სტაციონარიდან.

7. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ მოსამართლის ბრძანებაში მიეთითება:

ა) ბრძანების გამოცემის თარიღი და ადგილი;

ბ) მოსამართლის გვარი;

გ) ფსიქიატრიული დაწესებულება ან სასჯელაღსრულების დაწესებულება, რომლის ადმინისტრაციამაც წარადგინა სასამართლოში მიმართვა;

დ) სასამართლო პროცესის მონაწილე მხარეები;

ე) განკარგულება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ, შესაბამისი დასაბუთებით, და სტაციონარში მოსათავსებელი პირის ვინაობა (თუ პირის ვინაობა დაუდგენელია, რადგან არ არსებობს მისი იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ფაქტი ან მონაცემი, მაშინ მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება – „არაიდენტიფიცირებული პაციენტი №......“ და განხილული ადმინისტრაციული საქმის სარეგისტრაციო ნომრის მიხედვით მას მიენიჭება პირობითი ნომერი);

ვ) არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების გაწევის მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ ბრძანების მოქმედების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. ბრძანებაში, როგორც წესი, მიეთითება, რომ იგი მოქმედებს პაციენტის არანებაყოფლობითი მკურნალობის კრიტერიუმების ამოწურვამდე, რასაც ადგენს შესაბამისი ექიმ-ფსიქიატრთა კომისია დასკვნის საფუძველზე;

ზ) ფსიქიატრიული დაწესებულება (მისი ხელმძღვანელი), რომელმაც უნდა შეასრულოს ბრძანება;

თ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

8. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებაზე უარის შესახებ მოსამართლის დადგენილებაში მიეთითება:

ა) დადგენილების გამოტანის თარიღი და ადგილი;

ბ) მოსამართლის გვარი;

გ) ფსიქიატრიული დაწესებულება ან სასჯელაღსრულების დაწესებულება, რომლის ადმინისტრაციამაც წარადგინა სასამართლოში მიმართვა;

დ) სასამართლო პროცესის მონაწილე მხარეები;

ე) განკარგულება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებაზე უარის შესახებ, შესაბამისი დასაბუთებით, და იმ პირის ვინაობა, რომელიც უნდა მოთავსებულიყო სტაციონარში (თუ პირის ვინაობა დაუდგენელია, რადგან არ არსებობს მისი იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ფაქტი ან მონაცემი, მაშინ მოსამართლის დადგენილებაში აღინიშნება – „არაიდენტიფიცირებული პაციენტი №......“ და განხილული ადმინისტრაციული საქმის სარეგისტრაციო ნომრის მიხედვით მას მიენიჭება პირობითი ნომერი);

ვ) ფსიქიატრიული დაწესებულება (მისი ხელმძღვანელი), რომელმაც უნდა შეასრულოს დადგენილება;

ზ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

9. მოსამართლის ბრძანება (დადგენილება) დგება სამ ცალად, რომელთაგან ერთი ეგზავნება მიმართვის წარმდგენ ფსიქიატრიულ დაწესებულებას, მეორე – პაციენტს, მის კანონიერ წარმომადგენელს ან ნათესავს, ხოლო მესამე რჩება სასამართლოში.

10. ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციას უფლება აქვს სასამართლოში მიმართვის განხილვისას მოსამართლის სათათბირო ოთახში გასვლამდე გამოითხოვოს თავისი მიმართვა.

11. მოსამართლის ბრძანება (დადგენილება) ძალაში შედის მხარეებისათვის ბრძანების (დადგენილების) გამოცხადებისთანავე.

საქართველოს 2006 წლის 14 ივლისის კანონი №3452-სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ.236

საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2270-სსმI, №45, 21.12.2009წ., მუხ.331

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3526-სსმI, №46, 04.08.2010წ., მუხ.289

     მუხლი 2119. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ მოსამართლის ბრძანების მოქმედების ვადა და მისი მოქმედების ვადის გაგრძელების წესი

1. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების გაწევის მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ მოსამართლის ბრძანება მოქმედებს პაციენტის არანებაყოფლობითი მკურნალობის კრიტერიუმების ამოწურვამდე, რაც დასტურდება ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დასკვნის საფუძველზე, მაგრამ ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. აღნიშნული ვადა არ ვრცელდება პაციენტზე, რომელიც სასჯელს იხდის შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში. სტაციონარში მოთავსების ვადა აითვლება პირის სტაციონარში მოთავსებიდან.

2. პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე და „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე დასაშვებია ამ ვადის გაგრძელება არა უმეტეს 6 თვისა. ყოველი ამგვარად გაგრძელებული ვადის ამოწურვის შემთხვევაში ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია უფლებამოსილია კვლავ მიმართოს სასამართლოს ვადის გაგრძელების მოთხოვნით, თუ არ არის ამოწურული პაციენტის არანებაყოფლობითი მკურნალობის კრიტერიუმები. ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართვა არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების გაწევის მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების ვადის გაგრძელების შესახებ განიხილება ამ კოდექსის 2118 მუხლით დადგენილი წესით, ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის შესაბამისი მიმართვის წარდგენიდან 72 საათში.

3. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის არანებაყოფლობითი მკურნალობის კრიტერიუმები ამოიწურა არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების გაწევის მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ ან/და არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების გაწევის მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების ვადის გაგრძელების თაობაზე მოსამართლის ბრძანების გამოცემიდან 6 თვის გასვლამდე, პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა გაიწეროს სტაციონარიდან. გადაწყვეტილებას პაციენტის სტაციონარიდან გაწერის შესახებ იღებს ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დასკვნის საფუძველზე, რაც დაუყოვნებლივ ეცნობება მაგისტრატ მოსამართლეს ან/და შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.

საქართველოს 2006 წლის 14 ივლისის კანონი №3452-სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ.236

საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2270-სსმI, №45, 21.12.2009წ., მუხ.331

     მუხლი 2120. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებასთან დაკავშირებით მოსამართლის ბრძანების (დადგენილების) გასაჩივრება

1. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებასთან დაკავშირებით მოსამართლის ბრძანება (დადგენილება) შეიძლება გაასაჩივროს ფსიქიატრიული დაწესებულების ან სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციამ, პაციენტმა/მსჯავრდებულმა, მისმა ადვოკატმა, კანონიერმა წარმომადგენელმა ან/და ნათესავმა სააპელაციო სასამართლოში ამ მუხლით დადგენილი წესით.

2. საჩივარი მოსამართლის დასაბუთებული ბრძანების (დადგენილების) გაუქმების შესახებ შეიტანება ბრძანების (დადგენილების) გამომცემ (გამომტან) სასამართლოში მხარისთვის ბრძანების (დადგენილების) ასლის გადაცემიდან 48 საათის ვადაში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ გადაუგზავნის სააპელაციო სასამართლოს. საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები გადაეგზავნება მეორე მხარესაც.

3. სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის ბრძანების (დადგენილების) გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.

4. საჩივარი სააპელაციო სასამართლოში განიხილება არსებითად, კოლეგიური წესით, საჩივრის შეტანიდან ერთი კვირის ვადაში, ამ კოდექსის 2118 მუხლით გათვალისწინებული წესით; ამასთანავე სააპელაციო საჩივრის განხილვისას სასამართლოს უფლება აქვს პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის დადგენის მიზნით საკუთარი ინიციატივით ან მხარეთა მოთხოვნით დანიშნოს დამატებითი სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა. დამატებითი სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა ტარდება სახელმწიფოს ხარჯზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დამატებითი სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას მოითხოვს პროცესის მონაწილე ერთ-ერთი მხარე.

5. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ ბრძანებას აუქმებს ბრძანებით, ხოლო გასაჩივრებულ დადგენილებას – დადგენილებით.

6. სააპელაციო სასამართლოს ბრძანება (დადგენილება) საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

საქართველოს 2006 წლის 14 ივლისის კანონი №3452-სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ.236

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3526-სსმI, №46, 04.08.2010წ., მუხ.289

თავი VII5. ადმინისტრაციული სამართალწარმოება საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით

საქართველოს 2007 წლის 11 ივნისის კანონი №5281-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.345

    მუხლი 2121. მოსამართლის ბრძანება გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე

ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე, საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, გამოსცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფლის მიხედვით.

საქართველოს 2007 წლის 11 ივნისის კანონი №5281-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.345

    მუხლი 2122. საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა

საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა დასაბუთებული უნდა იყოს და მასში უნდა მიეთითოს გადასახადის გადამხდელის ზუსტი მონაცემები.

საქართველოს 2007 წლის 11 ივნისის კანონი №5281-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.345

    მუხლი 2123. გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის საკითხის გადაწყვეტის წესი

1. მოსამართლე ბრძანებას საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს შუამდგომლობის წარდგენიდან 14 დღის ვადაში.

2. მოსამართლე საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად. სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობის განხილვაში მონაწილეობენ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი და ის გადასახადის გადამხდელი ან მისი წარმომადგენელი, რომლის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე ბრძანების გამოცემასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ვერ ხერხდება მხარეთა მოწვევა).

3. მხარეთა გამოუცხადებლობა ან მათი მოწვევის შეუძლებლობა არ იწვევს საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის განხილვის გადადებას.

4. საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ მოსამართლე გამოსცემს ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან არდაკმაყოფილების შესახებ, რომელშიც აღინიშნება:

ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) მოსამართლის გვარი;

გ) საგადასახადო ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს;

დ) საგადასახადო ორგანო, რომელიც უფლებამოსილია შეასრულოს ბრძანება;

ე) განკარგულება გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების აუქციონზე რეალიზაციის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან არდაკმაყოფილების შესახებ;

ვ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

5. მოსამართლის ბრძანება დგება სამ ცალად. ერთი ეგზემპლარი ეგზავნება შუამდგომლობის წარმდგენ საგადასახადო ორგანოს, მეორე – გადასახადის გადამხდელს, ხოლო მესამე – რჩება სასამართლოში.

6. მოსამართლის ბრძანება ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის ნაწილში ძალაში შედის ბრძანების გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ. ბრძანების გასაჩივრება აჩერებს ბრძანების მოქმედებას.

7. საჩივარი მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე შეიტანება ბრძანების გამომცემ სასამართლოში, მხარისათვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან 48 საათში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს.

8. საჩივარი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განიხილება შეტანიდან 10 დღის ვადაში.

9. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

საქართველოს 2007 წლის 11 ივნისის კანონი №5281-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.345

თავი VII6. ადმინისტრაციული სამართალწარმოება ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან ან თავშესაფრის მიცემასთან დაკავშირებით 

საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3046-სსმI, №24, 10.05.2010წ., მუხ.165

[ადმინისტრაციული სამართალწარმოება ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებასთან ან თავშესაფრის მიცემასთან დაკავშირებით (ამოქმედდეს 2012 წლის 18 მარტიდან)]

საქართველოს 2011 წლის 6 დეკემბრის კანონი №5371 - ვებგვერდი, 20.12.2011წ.

    მუხლი 2124. სასამართლოსთვის მიმართვა

ლტოლვილის სტატუსის მინიჭების ან თავშესაფრის მიცემის თაობაზე მოთხოვნით რაიონული (საქალაქო) სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს ლტოლვილის სტატუსის ან თავშესაფრის მაძიებელს უარის მიღებიდან 10 დღის ვადაში.

    [მუხლი 2124 . სასამართლოსთვის მიმართვა

ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების ან თავშესაფრის მიცემის თაობაზე მოთხოვნით რაიონული (საქალაქო) სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის ან თავშესაფრის მაძიებელს უარის მიღებიდან 10 დღის ვადაში. (ამოქმედდეს 2012 წლის 18 მარტიდან)]

საქართველოს 2011 წლის 6 დეკემბრის კანონი №5371 - ვებგვერდი, 20.12.2011წ.

    მუხლი 2125. ლტოლვილის სტატუსის მინიჭების ან თავშესაფრის მიცემის საკითხის გადაწყვეტის წესი

1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე გადაწყვეტილებას ლტოლვილის სტატუსის მინიჭების ან თავშესაფრის მიცემის თაობაზე იღებს სარჩელის წარმოებაში მიღებიდან 2 თვის ვადაში.

2. სააპელაციო საჩივარი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე შეიტანება გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში მხარისათვის მისი გადაცემიდან 10 დღის ვადაში. მოსამართლე სააპელაციო საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს.

3. სააპელაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში განიხილება მისი წარმოებაში მიღებიდან 1 თვის ვადაში.

4. სააპელაციო სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას.

5. საკასაციო საჩივარი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე შეიტანება სააპელაციო სასამართლოში მხარისათვის მისი გადაცემიდან 10 დღის ვადაში.

6. საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის საერთო ვადა შეადგენს 2 თვეს. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობას წყვეტს მისი წარმოებაში მიღებიდან 1 თვის ვადაში.

საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3046-სსმI, №24, 10.05.2010წ., მუხ.165

     [მუხლი 21 25 . ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების ან თავშესაფრის მიცემის საკითხის გადაწყვეტის წესი

1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე გადაწყვეტილებას ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების ან თავშესაფრის მიცემის თაობაზე იღებს სარჩელის წარმოებაში მიღებიდან 2 თვის ვადაში.

2. სააპელაციო საჩივარი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე შეიტანება გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში მხარისათვის მისი გადაცემიდან 10 დღის ვადაში. მოსამართლე სააპელაციო საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს.

3. სააპელაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში განიხილება მისი წარმოებაში მიღებიდან 1 თვის ვადაში.

4. სააპელაციო სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას.

5. საკასაციო საჩივარი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე შეიტანება სააპელაციო სასამართლოში მხარისათვის მისი გადაცემიდან 10 დღის ვადაში.

6. საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის საერთო ვადა შეადგენს 2 თვეს. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობას წყვეტს მისი წარმოებაში მიღებიდან 1 თვის ვადაში. (ამოქმედდეს 2012 წლის 18 მარტიდან)]

საქართველოს 2011 წლის 6 დეკემბრის კანონი №5371 - ვებგვერდი, 20.12.2011წ.

თავი VII7 . ადმინისტრაციული სამართალწარმოება პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირისათვის და მისი პირველი რიგის მემკვიდრისათვის ფულადი კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებით

საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4646 - ვებგვერდი, 18.05.2011წ.

     მუხლი 2126 . სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვა

1. „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელით სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ იმავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს.

2. უშუალოდ რეპრესირებული პირი, მისი პირველი რიგის მემკვიდრე ან მათი წარმომადგენელი ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელს წარუდგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს არა უგვიანეს 2014 წლის 1 იანვრისა.

3. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს:

ა) პირის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) პირველი რიგის მემკვიდრის მიერ სარჩელის წარდგენისას − მემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) სანოტარო წესით დამოწმებული გარიგება ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის უფლების დათმობის თაობაზე, თუ არსებობს რამდენიმე პირველი რიგის მემკვიდრე და ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას ეს მემკვიდრეები თმობენ ერთი ან რამდენიმე მემკვიდრის სასარგებლოდ.

4. პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირის რამდენიმე პირველი რიგის მემკვიდრის არსებობის შემთხვევაში მათზე გაიცემა ერთიანი ფულადი კომპენსაცია.

საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4646 - ვებგვერდი, 18.05.2011წ.

    მუხლი 2127 . ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხის განხილვა

1. მოსამართლე ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელის შეტანიდან 5 დღის ვადაში განიხილავს მისი წარმოებაში მიღების საკითხს.

2. თუ მოსამართლე გამოარკვევს, რომ ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, იგი გამოიტანს განჩინებას არსებული ხარვეზის შესახებ და მოსარჩელეს მის შესავსებად დაუნიშნავს გონივრულ ვადას. თუ მოსარჩელე დანიშნულ ვადაში შეავსებს განჩინებაში მითითებულ ხარვეზს, მოსამართლე გამოიტანს განჩინებას ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ; წინააღმდეგ შემთხვევაში იგი გამოიტანს განჩინებას ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და სარჩელს თანდართულ დოკუმენტებთან ერთად დაუბრუნებს მოსარჩელეს.

3. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლო განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

4. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ სასამართლო განჩინების გამოტანის შემდეგ ან ასეთი განჩინების გამოტანის ვადის გასვლის შემდეგ მოსამართლე სარჩელს და თანდართული დოკუმენტების ასლებს დაუყოვნებლივ უგზავნის მოპასუხეს და განუსაზღვრავს მას შესაგებლის წარდგენის ვადას.

საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4646 - ვებგვერდი, 18.05.2011წ.

    მუხლი 2128 . ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელის განხილვა

ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს პირის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების ფაქტს, რომელიც დასტურდება პირის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების დოკუმენტით.

საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4646 - ვებგვერდი, 18.05.2011წ.

    მუხლი 21 29 . ფულადი კომპენსაციის გაცემის საკითხის გადაწყვეტის წესი

1. ამ თავით გათვალისწინებული სამართალწარმოებისას მოპასუხეა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

2. ფულადი კომპენსაციის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თბილისის საქალაქო სასამართლო „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული იძულების სხვადასხვა ფორმის სიმძიმის, აგრეთვე ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით.

3. ამ თავით გათვალისწინებული დავა განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით, სასამართლო საქმეს განიხილავს ზეპირი მოსმენით. ამ თავით გათვალისწინებული საქმე განიხილება საქმეთა განხილვისათვის საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ საერთო ვადებში და დადგენილი წესით.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. სააპელაციო საჩივარი წარედგინება თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომელიც მას თანდართულ მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის თბილისის სააპელაციო სასამართლოს.

6. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება (განჩინება) საბოლოოა და არ საჩივრდება.

საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4646 - ვებგვერდი, 18.05.2011წ.

თავი VII8 . ადმინისტრაციული სამართალწარმოება ტერორიზმთან დაკავშირებული პირებისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციებით განსაზღვრული პირების ქონებაზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებით

საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5354 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.

    მუხლი 2130 . მოსამართლის ბრძანება პირის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე

ბრძანებას ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (შემდგომ − გაერო) წესდების მე-7 თავის შესაბამისად მიღებული რეზოლუციებით (შემდგომ − გაეროს რეზოლუციები) განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის (ამ თავის მიზნებისთვის შემდგომ − კომისია) შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

შენიშვნა: ამ თავის მიზნებისთვის ქონება არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, ან ამ შემოსავლით შეძენილი ქონება, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ, დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად ფლობენ, სარგებლობენ ან განკარგავენ ამ თავით განსაზღვრული პირები.

საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5354 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.

     მუხლი 2131 . კომისიის შუამდგომლობა

კომისიის შუამდგომლობა დასაბუთებული უნდა იყოს და მასში უნდა მიეთითოს ტერორიზმთან დაკავშირებული ან გაეროს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის და მისი ქონების შესახებ მონაცემები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5354 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.

    მუხლი 2132 . ქონებაზე ყადაღის დადების საკითხის გადაწყვეტის წესი

1. მოსამართლე გადაწყვეტილებას კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე იღებს შუამდგომლობის წარდგენიდან 15 დღის განმავლობაში, ტერორიზმთან დაკავშირებული ან გაეროს რეზოლუციებით განსაზღვრული პირისათვის შეუტყობინებლად.

2. მოსამართლე კომისიის შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე.

3. კომისიის შუამდგომლობის განხილვისას მოსამართლე მხედველობაში იღებს ყადაღას დაქვემდებარებულ ქონებაზე კეთილსინდისიერ მესამე პირთა უფლებებს.

4. თუ კომისიის შუამდგომლობის განხილვისას მოსამართლე მივა იმ დასკვნამდე, რომ მასში მითითებული პირი არის გაეროს რეზოლუციებით განსაზღვრული პირი ან/და არის ტერორისტი, აფინანსებს ტერორიზმს ან რაიმე ფორმით არის ტერორიზმთან დაკავშირებული, იგი გამოსცემს ბრძანებას აღნიშნული პირის ქონებაზე ან მის ნაწილზე ყადაღის დადების თაობაზე.

5. მოსამართლის ბრძანებაში პირის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან არდაკმაყოფილების შესახებ აღინიშნება:

ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) მოსამართლის გვარი;

გ) მონაცემები შუამდგომლობის ავტორის შესახებ;

დ) მონაცემები შუამდგომლობაში მითითებული პირის შესახებ;

ე) შუამდგომლობის დაკმაყოფილებისას − მონაცემები შუამდგომლობაში მითითებული პირის ქონების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ვ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

6. პირის ქონებაზე ყადაღის დადება ხდება უვადოდ, ვიდრე არ მოხდება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ მოსამართლის ბრძანების გაუქმება.

7. მოსამართლის ბრძანება დგება სამ ცალად. ერთი ეგზემპლარი რჩება სასამართლოში, მეორე ეგზავნება კომისიას, ხოლო მესამე − შუამდგომლობაში მითითებულ პირს. თუ აღნიშნული პირისთვის ბრძანების გადაცემა ვერ ხერხდება, იგი ქვეყნდება საჯაროდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება გამოქვეყნებიდან მესამე დღეს.

საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5354 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.

    მუხლი 21 33 . ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე მოსამართლის ბრძანების ძალაში შესვლა და გასაჩივრება

1. პირის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე და მისი გასაჩივრება არ აჩერებს ბრძანების მოქმედებას.

2. მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანება ბრძანების გამომცემ სასამართლოში, მხარისათვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან 48 საათში, ხოლო თუ გადაცემა ვერ ხერხდება მისი საჯაროდ გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში, მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს.

3. საჩივარი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განიხილება მისი შეტანიდან 15 დღის ვადაში.

4. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5354 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.

    მუხლი 2134 . კომისიის შუამდგომლობა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე

1. კომისიას უფლება აქვს, ბრძანების გამომცემ სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით პირის ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე შემდეგ შემთხვევებში:

ა) გაეროს რეზოლუციებში განხორციელებული ცვლილებების შედეგად პირი ამოღებულ იქნა გაეროს რეზოლუციიდან ან ამ პირის მიმართ სანქციები გაუქმდა;

ბ) კომისიის მიერ გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ პირი, რომლის ქონებასაც დაედო ყადაღა, არ წარმოადგენდა გაეროს რეზოლუციებში მითითებულ პირს;

გ) კომისიის მიერ პირი ამოღებულ იქნა ტერორიზმთან დაკავშირებული პირების სიიდან;

დ) გარკვეული გარემოებების გამო მიზანშეწონილი აღარ არის პირის ქონებაზე ყადაღის მოქმედება.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შუამდგომლობას განიხილავს თავდაპირველი ბრძანების გამომცემი სასამართლო ამ თავით დადგენილი წესით.

3. მოსამართლე ბრძანებით აუქმებს პირის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე ბრძანებას.

საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5354 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.

თავი VIII. ადმინისტრაციული სამართალწარმოება პირველი ინსტანციის სასამართლოში

    მუხლი 22. სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

1. სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

2. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

3. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ნორმატიული აქტის შემთხვევაში – უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.

4. (ამოღებულია).

5. (ამოღებულია).

6. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის აღძვრის შემთხვევაში არ დაიშვება შეგებებული სარჩელის წარდგენა.

 საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №169-სსმI, №7, 08.03.2000წ., მუხ.10

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3391-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.28

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800-სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4259-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.419

საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5198-სსმI, №28,18.07.2007წ., მუხ.285

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5670-სსმI, №1, 03.01.2008წ., მუხ.2

     მუხლი 23. სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე

1. სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

2. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

3. თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის მიღებიდან ერთი თვის ვადაში.

4. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე სარჩელის აღძვრის შემთხვევაში არ დაიშვება შეგებებული სარჩელის წარდგენა.

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800-სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5670-სსმI, №1, 03.01.2008წ., მუხ.2

     მუხლი 24. სარჩელი ქმედების განხორციელების თაობაზე

1. სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

2. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800-სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5670-სსმI, №1, 03.01.2008წ., მუხ.2

    მუხლი 25. აღიარებითი სარჩელი

1. აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

  2. აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება აღიძრას, თუ მოსარჩელეს შეუძლია აღძრას სარჩელი ამ კოდექსის 22_24-ე მუხლების საფუძველზე.

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800-სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

     მუხლი 251. სახელშეკრულებო დავები

1. სახელშეკრულებო დავების გადაწყვეტა ხდება საერთო სასამართლოებისათვის მიმართვის გზით.

2. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

3. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული კერძოსამართლებრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავა მხარეთა შეთანხმებით შეიძლება განსახილველად გადაეცეს არბიტრაჟს.

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800-სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

საქართველოს 2009 წლის 26 ივნისის კანონი №1346-სსმI, №13, 02.07.2009წ., მუხ.68

    მუხლი 26. სარჩელის წარდგენა განსჯად სასამართლოში

1. სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე.

2. არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

3. სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით.

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800-სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

     მუხლი 261. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობა

1. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში არ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავის დებულებები.

2. (ამოღებულია).

3. სასამართლო (მოსამართლე) უფლებამოსილია, მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად გამოიტანოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე და ამ კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ორივე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია სარჩელი განუხილველად დატოვოს.

საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №169-სსმI, №7, 08.03.2000წ., მუხ.10

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №932-სსმI, №41, 30.12.2004წ., მუხ.208

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1174-სსმI, №13, 12.04.2005წ., მუხ.88

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5670-სსმI, №1, 03.01.2008წ., მუხ.2

    მუხლი 262. განმწესრიგებელი სხდომა

1. სასამართლო სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე ამ კოდექსის 22-ე–25-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით წყვეტს სარჩელის დასაშვებობის საკითხს. თუ დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა საეჭვოა ან მოსამართლე მიიჩნევს, რომ სარჩელი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, სასამართლო სარჩელის მიღებიდან 2 კვირის ვადაში ნიშნავს განმწესრიგებელ სხდომას. მხარეთა გამოუცხადებლობა არ დააბრკოლებს საკითხის განხილვას.

2. სასამართლო განჩინებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ იგი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 22-ე–25-ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლო აღნიშნული საფუძვლით წყვეტს საქმის წარმოებას პროცესის ნებისმიერ სტადიაზე.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში კერძო საჩივრით გასაჩივრებას ექვემდებარება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმისა და სარჩელის დაუშვებლად ცნობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებები.

4. სააპელაციო სასამართლო კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და განჩინების გაუქმების შემთხვევაში საქმეს განსახილველად უბრუნებს განსჯად სასამართლოს.

5. საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენისას სასამართლო იღებს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებას, რომელიც საჩივრდება კერძო საჩივრით.

6. საქმის საკასაციო წესით განხილვისას დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენისას სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინება, რომელიც არ საჩივრდება.

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800-სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5670-სსმI, №1, 03.01.2008წ., მუხ.2

    მუხლი 27. გამარტივებული სამართალწარმოება

   სასამართლო უფლებამოსილია მხარეთა წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ადმინისტრაციული საქმე განიხილოს და გადაწყვიტოს მხარეთა დაუსწრებლად.

     მუხლი 28. დაჩქარებული ადმინისტრაციული სამართალწარმოება

1. სასამართლოს (მოსამართლეს) შეუძლია მხარის მოთხოვნით მიიღოს

გადაწყვეტილება საქმის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ.

2. დაჩქარებული წესით საქმის განხილვის დროს სასამართლო უფლებამოსილია:

ა) შეამოკლოს მოპასუხის მიერ თავისი პასუხის (შესაგებლის) ან შეგებებული სარჩელის წარდგენის ვადა;

ბ) მესამე პირს არ განუსაზღვროს ვადა სარჩელზე საკუთარი მოსაზრების წარდგენისათვის;

გ) არ დაადგინოს მხარეების მიერ ექსპერტის დანიშვნასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების წარდგენის ვადა;

დ) შეუმოკლოს მხარეებს ექსპერტის დასკვნასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების წარდგენის ვადა.

    მუხლი 281. მოქმედება, რომელსაც ასრულებს მოსამართლე პროცესის დაჩქარების მიზნით

სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ იგი არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით. პროცესის დაჩქარების მიზნით, მოსამართლეს შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში.

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5670-სსმI, №1, 03.01.2008წ., მუხ.2

     მუხლი 29. გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება

1. სარჩელის მიღება სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას.

2. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება არ შეჩერდება, თუ:

ა) ეს დაკავშირებულია სახელმწიფო ან ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლების ან სხვა გადასახდელების გადახდასთან;

ბ) აღსრულების გადადება გამოიწვევს მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს, ან მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს ან უსაფრთხოებას;

გ) იგი გამოცემულია შესაბამისი კანონის საფუძველზე გამოცხადებული საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს;

დ) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულია წერილობითი დასაბუთებული გადაწყვეტილება დაუყოვნებელი აღსრულების შესახებ, თუ არსებობს გადაუდებელი აღსრულების აუცილებლობა;

ე) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღსრულებულია ან იგი წარმოადგენს აღმჭურველ აქტს და მისი შეჩერება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს სხვა პირის კანონიერ უფლებას ან ინტერესს;

ვ) ეს გათვალისწინებულია კანონით.

3. მხარის მოთხოვნით, სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას. სასამართლო უფლებამოსილია განსაზღვროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედების შეჩერების ვადა.

4. მხარის მოთხოვნით, სასამართლოს შეუძლია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში გააუქმოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედების შეჩერება, თუ არსებობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის გადაუდებელი აღსრულების აუცილებლობა, რაც დაკავშირებულია მნიშვნელოვან (არსებით) ზიანთან ან ზღუდავს მხარის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

5. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ მხარის შუამდგომლობა შეიძლება წარდგენილ იქნეს სარჩელის აღძვრამდეც.

6. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს სამი დღის ვადაში და ერთი დღის ვადაში უგზავნის მხარეებს.

7. თუ შეჩერებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღსრულებულია, სასამართლოს შეუძლია გააუქმოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება.

8. ახლად აღმოჩენილი გარემოების არსებობისას სასამართლო უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე შეცვალოს ან გააუქმოს განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ.

9. სასამართლო განჩინებაზე დაიშვება კერძო საჩივარი.

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800-სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

    მუხლი 30. განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ

სასამართლოს განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის შეჩერების თაობაზე ძალას კარგავს:

ა) მოცემულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას;

ბ) სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულების შემთხვევაში.

 საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800-სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

    მუხლი 301. განჩინება ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ

1. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლოს შეუძლია სარჩელის აღძვრისას მხარის შუამდგომლობით შეაჩეროს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ამ აქტის კანონიერების თაობაზე ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულებით პირს მიადგება არსებითი ზიანი ან შეუძლებელი გახდება პირის კანონიერი უფლებისა და ინტერესის დაცვა.

2. ახლად აღმოჩენილი გარემოების არსებობისას სასამართლო უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე შეცვალოს ან გააუქმოს განჩინება ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ.

3. სასამართლო განჩინებაზე დაიშვება კერძო საჩივარი.

საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №169-სსმI, №7, 08.03.2000წ., მუხ.10

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800-სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

    მუხლი 31. დროებითი განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ქმედების განხორციელების შესახებ

1. განცხადების საფუძველზე სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე შეუძლია დავის საგანთან დაკავშირებით მიიღოს დროებითი განჩინება, როდესაც არსებობს საშიშროება, რომ არსებული მდგომარეობის შეცვლით ხელი შეეშლება განმცხადებლის უფლების რეალიზაციას ან აღნიშნული მნიშვნელოვნად გართულდება. სასამართლოს დროებითი განჩინების გამოყენება დასაშვებია ასევე სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წინასწარი მოწესრიგებისათვის, თუ ეს მოწესრიგება, უპირველეს ყოვლისა, გრძელვადიანი სამართლებრივი ურთიერთობის შემთხვევაში აუცილებელია მნიშვნელოვანი ზიანის, არსებული საფრთხის ან სხვა საფუძვლების გამო.

2. დროებით განჩინებას იღებს საქმის განმხილველი სასამართლო. ასეთ სასამართლოს წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლო, ხოლო როდესაც დავა იხილება სააპელაციო ინსტანციაში – სააპელაციო სასამართლო.

საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №169-სსმI, №7, 08.03.2000წ., მუხ.10

    მუხლი 32. სასამართლო გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე სარჩელთან დაკავშირებით

1. თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

2. თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღსრულებული იყო სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მხარის შუამდგომლობით სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს აღსრულების გაუქმების წესის შესახებ.

3. სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია, მხარის კანონიერი ინტერესის არსებობისას და მისი მოთხოვნით, ბათილად ცნოს ეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

4. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

5. სასამართლოს გადაწყვეტილებას ნორმატიული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შესახებ აქვს სავალდებულო ძალა . თუ ნორმატიული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადება მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ანდა გამოიწვევს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის   ხარჯების მნიშვნელოვან გაზრდას , სასამართლო უფლებამოსილია ნორმატიული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილად გამოცხადების ნაცვლად გამოაცხადოს ძალადაკარგულად .

6. სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა გამოქვეყნდეს იმავე წესით, რა წესითაც იყო გამოქვეყნებული ნორმატიული აქტი. გამოქვეყნება ხორციელდება ნორმატიული აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს ხარჯით.

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5670-სსმI, №1, 03.01.2008წ., მუხ.2

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1692-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.175

    მუხლი 33. სასამართლო გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე სარჩელთან დაკავშირებით

1. თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

2. სასამართლო უფლებამოსილია თავისი განჩინებით მოაწესრიგოს სადავო საკითხი, თუ აღნიშნული ითვალისწინებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას და არ საჭიროებს საქმის გარემოებათა დამატებით გამოკვლევას, ამასთანავე, საკითხი არ მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. სასამართლოს მიერ გამოტანილ ამ გადაწყვეტილებაზე არ ვრცელდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის ამ კოდექსით დადგენილი წესი.

 საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800-სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

     მუხლი 331 სასამართლოს გადაწყვეტილება მოქმედების განხორციელების თაობაზე სარჩელთან დაკავშირებით

თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800-სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

თავი IX.  აპელაცია და კასაცია, საქმის წარმოების განახლება

საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3046-სსმI, №24, 10.05.2010წ., მუხ.165

    მუხლი 34. სააპელაციო და საკასაციო საჩივრების დასაშვებობა

1. სააპელაციო და საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დასაშვებია, მიუხედავად სარჩელის ფასისა. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლისა და 391-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები.

11. სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლემ შეიძლება ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო საჩივარი:

ა) ამ კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაზე;

ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე;

გ) საჯარო რეესტრის ჩანაწერთან დაკავშირებულ დავაზე;

დ) საცხოვრებელი ბინის პრივატიზებასთან დაკავშირებულ დავაზე;

ე) ადმინისტრაციულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ დავაზე საიჯარო ურთიერთობის თაობაზე;

ვ) სამშენებლო ურთიერთობიდან წარმოშობილ დავაზე;

ზ) კერძო საჩივარზე;

თ) ამ კოდექსის 2123 მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ;

ი) პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირისათვის და მისი პირველი რიგის მემკვიდრისათვის ფულადი კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებულ დავაზე.

2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული წესით საქმეში ჩაბმულმა მესამე პირებმა შეიძლება კანონით დადგენილ ვადებში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

31. ამ მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დასაშვებობის შემოწმების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

4. ადმინისტრაციულ საქმეზე საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისა და გადაწყვეტილების გამოტანის ვადაა 6 თვე.

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800-სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5670-სსმI, №1, 03.01.2008წ., მუხ.2

საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2262-სსმI, №41, 08.12.2009წ., მუხ.306

საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4646 - ვებგვერდი, 18.05.2011წ.

    მუხლი 341. საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში

1. საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებს შეუძლიათ წარადგინონ თავიანთი მოსაზრებები მხოლოდ იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რა საფუძვლითაც დაუშვა საჩივარი საკასაციო სასამართლომ.

2. საკასაციო სასამართლოში ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მესამე პირები შეიძლება ჩაებან მათივე თანხმობით, თუ ისინი სადავოდ არ ხდიან სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და წარადგენენ მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს.

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5670-სსმI, №1, 03.01.2008წ., მუხ.2

    მუხლი 342. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების დაუშვებლობა

ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებასთან დაკავშირებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა არ გამოიყენება.

საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3046-სსმI, №24, 10.05.2010წ., მუხ.165

თავი IX1. გარდამავალი დებულებანი

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800-სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

    მუხლი 35

1. ამ კანონის ამოქმედებამდე საერთო სასამართლოების წარმოებაში არსებული ადმინისტრაციული გარიგების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განხილული და გადაწყვეტილი იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

2. ამ კანონით გათვალისწინებულ სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილებას 2005 წლის 1 ნოემბრამდე ახორციელებენ საოლქო და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოები.

3. საოლქო სასამართლოსა და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს მიერ 2005 წლის 15 ივლისამდე წარმოებაში მიღებული საქმეები, რომელთა განხილვა წარმოადგენს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს უფლებამოსილებას, გადაეცემა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.

4. 2005 წლის 1 ნოემბრამდე დარეგისტრირებული საკასაციო საჩივრების განხილვაზე არ ვრცელდება ამ კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოქმედება.

5. 2008 წლის 1 იანვრამდე შეტანილი სააპელაციო საჩივარი შეიძლება ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლემ შემდეგ საქმეებზე:

ა) ამ კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაზე;

ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე;

გ) საჯარო რეესტრის ჩანაწერთან დაკავშირებულ დავაზე;

დ) საცხოვრებელი ბინის პრივატიზებასთან დაკავშირებულ დავაზე;

ე) ადმინისტრაციულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ დავაზე საიჯარო ურთიერთობის თაობაზე;

ვ) სამშენებლო ურთიერთობიდან წარმოშობილ დავაზე;

ზ) კერძო საჩივარზე;

თ) ამ კოდექსის 2123 მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

6. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ საქმეებზე დაწყებულ სააპელაციო წარმოებას ერთპიროვნულად აგრძელებს სააპელაციო (საოლქო) სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ის მოსამართლე, რომელიც გამწესებულ იქნა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში.

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800-სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2133-სსI, №53, 19.12.2005წ., მუხ.352

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3389-სსმI, №26, 14.07.2006წ., მუხ.211

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4307-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.449

საქართველოს 2007 წლის 11 ივნისის კანონი №5281-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.345

    მუხლი 351. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრება

   თუ ამ კოდექსის VII2 თავის შესაბამისად, მხარის მიმართ გამოტანილია სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მხარეს უფლება აქვს, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივროს სააპელაციო (საკასაციო) ინსტანციაში. ამ დებულების მოქმედება ვრცელდება ამ კოდექსის VII2 თავის ამოქმედების მომენტიდან გამოტანილ ყველა სასამართლო გადაწყვეტილებაზე.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4214-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.442

თავი X. დასკვნითი დებულება

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4214-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.442

    მუხლი 36. კოდექსის ამოქმედება

ეს კოდექსი ამოქმედდეს 2000 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4214-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.442

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1999 წლის 23 ივლისი.

№2352_რს

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №169-სსმI, №7, 08.03.2000წ., მუხ.10

2.საქართველოს 2000 წლის 25 ოქტომბრის კანონი №567-სსმI, №39, 10.11.2000წ., მუხ.111

3.საქართველოს 2001 წლის 8 ივნისის კანონი №925-სსმI, №18, 28.06.2001წ., მუხ.60

4.საქართველოს 2001 წლის 14 სექტემბრის კანონი №1063-სსმI, №26, 01.10.2001წ., მუხ.110

5.საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1555-სსმI, №26, 30.09.2002წ., მუხ124

6.საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3391-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.28

7.საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №932-სსმI, №41, 30.12.2004წ., მუხ.208

8.საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1174-სსმI, №13, 12. 04. 2005წ., მუხ.88

9.საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1352-სსმI, №19, 28. 04. 2005წ., მუხ.124

10.საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800-სსმI, №37, 14. 07.2005წ., მუხ.244

11.საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2133-სსI, №53, 19.12.2005წ., მუხ.352

12.საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2266-სსმI, №55, 27.12.2005წ.,მუხ.369

13.საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2361-სსმI, №55, 27.12.2005წ., მუხ.381

14.საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3146-სსმI, №20, 09.06.2006წ., მუხ.174

15.საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3389-სსმI, №26, 14.07.2006წ., მუხ.211

16.საქართველოს 2006 წლის 14 ივლისის კანონი №3452-სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ.236

17.საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4214-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.442

18.საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4231-სსმI, №50, 30.12.2006წ., მუხ.382

19.საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4259-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.419

20.საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4307-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.449

21.საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5198-სსმI, №28,18.07.2007წ., მუხ.285

22.საქართველოს 2007 წლის 11 ივნისის კანონი №5281-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.345

23.საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5670-სსმI, №1, 03.01.2008წ., მუხ.2

24.საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №801-სსმI, №40, 29.12.2008წ., მუხ.263

25.საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №878-სსმI, №41, 30.12.2008წ., მუხ.313

26.საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1131-სსმI, №9, 13.04.2009წ., მუხ.31

27.საქართველოს 2009 წლის 26 ივნისის კანონი №1346-სსმI, №13, 02.07.2009წ., მუხ.68

28.საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1466-სსმI, №20, 28.07.2009წ., მუხ.100

29.საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1692-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.175

30.საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2262-სსმI, №41, 08.12.2009წ., მუხ.306

31.საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2270-სსმI, №45, 21.12.2009წ., მუხ.331

32.საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2510-სსმI, №3, 13.01.2010წ., მუხ.7

33.საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3046-სსმI, №24, 10.05.2010წ., მუხ.165

34. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3526-სსმI, №46,04.08.2010წ., მუხ.289

35. საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806-სსმI,№66,03.12.2010წ., მუხ.414

36. საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4463-ვებგვერდი, 01.04.2011წ.

37 . საქართველოს 201 1 წლის 5 მაისის კანონი №4 646 - ვებგვერდი, 18.05.2011წ.

38 . საქართველოს 2011 წლის 2 5 ნოემბრის კანონი №5354 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.

39 . საქართველოს 2011 წლის 6 დეკემბრის კანონი №5371 - ვებგვერდი, 20.12.2011წ.

97. 15/12/2023 - საქართველოს კანონი - 3995-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 26/12/2023 96. 30/11/2023 - საქართველოს კანონი - 3817-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 19/12/2023 95. 29/11/2023 - საქართველოს კანონი - 3758-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 11/12/2023 94. 03/07/2023 - საქართველოს კანონი - 3458-XIIრს-Xმპ - ვებგვერდი, 25/07/2023 93. 13/06/2023 - საქართველოს კანონი - 3112-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 30/06/2023 92. 31/05/2023 - საქართველოს კანონი - 2994-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 13/06/2023 91. 22/02/2023 - საქართველოს კანონი - 2623-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 10/03/2023 90. 22/12/2022 - საქართველოს კანონი - 2478-Xრს-Xმპ - ვებგვერდი, 29/12/2022 89. 30/11/2022 - საქართველოს კანონი - 2140-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2022 88. 18/10/2022 - საქართველოს კანონი - 1920-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 24/10/2022 87. 09/09/2022 - საქართველოს კანონი - 1809-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 23/09/2022 86. 11/05/2022 - საქართველოს კანონი - 1568-VIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 17/05/2022 85. 12/04/2022 - საქართველოს კანონი - 1476-VIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 19/04/2022 84. 22/12/2021 - საქართველოს კანონი - 1186-VIIრს-Xმპ - ვებგვერდი, 28/12/2021 83. 30/03/2021 - საქართველოს კანონი - 426-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 13/04/2021 82. 29/09/2020 - საქართველოს კანონი - 7180-Iს - ვებგვერდი, 05/10/2020 81. 16/09/2020 - საქართველოს კანონი - 7127-Iს - ვებგვერდი, 21/09/2020 80. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6881-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 79. 13/07/2020 - საქართველოს კანონი - 6759-რს - ვებგვერდი, 20/07/2020 78. 23/06/2020 - საქართველოს კანონი - 6362-IIს - ვებგვერდი, 01/07/2020 77. 20/12/2019 - საქართველოს კანონი - 5656-რს - ვებგვერდი, 31/12/2019 76. 29/11/2019 - საქართველოს კანონი - 5407-Iს - ვებგვერდი, 10/12/2019 75. 30/10/2019 - საქართველოს კანონი - 5229-Iს - ვებგვერდი, 30/10/2019 74. 20/09/2019 - საქართველოს კანონი - 5025-Iს - ვებგვერდი, 01/10/2019 73. 28/06/2019 - საქართველოს კანონი - 4908-IIს - ვებგვერდი, 04/07/2019 72. 30/11/2018 - საქართველოს კანონი - 3807-Iს - ვებგვერდი, 13/12/2018 71. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3095-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 70. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3039-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 69. 07/03/2018 - საქართველოს კანონი - 2036-IIს - ვებგვერდი, 29/03/2018 68. 07/03/2018 - საქართველოს კანონი - 2050-IIს - ვებგვერდი, 21/03/2018 67. 01/06/2017 - საქართველოს კანონი - 950-IIს - ვებგვერდი, 20/06/2017 66. 04/05/2017 - საქართველოს კანონი - 762-IIს - ვებგვერდი, 25/05/2017 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 65. 10/03/2017 - საქართველოს კანონი - 381-IIს - ვებგვერდი, 22/03/2017 64. 14/02/2017 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/3/638 - ვებგვერდი, 21/02/2017 63. 08/02/2017 - საქართველოს კანონი - 258-IIს - ვებგვერდი, 13/02/2017 62. 22/12/2016 - საქართველოს კანონი - 202-რს - ვებგვერდი, 29/12/2016 61. 21/12/2016 - საქართველოს კანონი - 158-რს - ვებგვერდი, 28/12/2016 60. 01/12/2016 - საქართველოს კანონი - 47-Iს - ვებგვერდი, 15/12/2016 59. 22/06/2016 - საქართველოს კანონი - 5450-IIს - ვებგვერდი, 12/07/2016 58. 27/04/2016 - საქართველოს კანონი - 5013-IIს - ვებგვერდი, 13/05/2016 57. 24/12/2015 - საქართველოს კანონი - 4716-რს - ვებგვერდი, 28/12/2015 56. 11/12/2015 - საქართველოს კანონი - 4630-Iს - ვებგვერდი, 23/12/2015 55. 28/10/2015 - საქართველოს კანონი - 4467-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 54. 28/10/2015 - საქართველოს კანონი - 4451-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 53. 27/10/2015 - საქართველოს კანონი - 4350-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 52. 17/07/2015 - საქართველოს კანონი - 4063-რს - ვებგვერდი, 29/07/2015 51. 08/07/2015 - საქართველოს კანონი - 3978-რს - ვებგვერდი, 20/07/2015 50. 03/07/2015 - საქართველოს კანონი - 3900-რს - ვებგვერდი, 10/07/2015 49. 29/05/2015 - საქართველოს კანონი - 3667-IIს - ვებგვერდი, 05/06/2015 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 48. 12/12/2014 - საქართველოს კანონი - 2947-Iს - ვებგვერდი, 24/12/2014 47. 31/10/2014 - საქართველოს კანონი - 2763-Iს - ვებგვერდი, 11/11/2014 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 46. 17/10/2014 - საქართველოს კანონი - 2699-Iს - ვებგვერდი, 31/10/2014 45. 05/03/2014 - საქართველოს კანონი - 2047-IIს - ვებგვერდი, 17/03/2014 44. 25/03/2013 - საქართველოს კანონი - 486-რს - ვებგვერდი, 05/04/2013 43. 05/06/2012 - საქართველოს კანონი - 6392-Iს - ვებგვერდი, 19/06/2012 42. 26/04/2012 - საქართველოს კანონი - 6091-Iს - ვებგვერდი, 10/05/2012 41. 28/12/2011 - საქართველოს კანონი - 5666-რს - ვებგვერდი, 12/01/2012 40. 27/12/2011 - საქართველოს კანონი - 5643-რს - ვებგვერდი, 12/01/2012 39. 06/12/2011 - საქართველოს კანონი - 5371-IIს - ვებგვერდი, 111220010, 20/12/2011 38. 25/11/2011 - საქართველოს კანონი - 5354-IIს - ვებგვერდი, 111208020, 08/12/2011 37. 05/05/2011 - საქართველოს კანონი - 4646-Iს - ვებგვერდი, 110518022, 18/05/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 36. 22/03/2011 - საქართველოს კანონი - 4463-Iს - ვებგვერდი, 110401011, 01/04/2011 35. 12/11/2010 - საქართველოს კანონი - 3806 - სსმ, 66, 03/12/2010 34. 21/07/2010 - საქართველოს კანონი - 3526 - სსმ, 46, 04/08/2010 33. 04/05/2010 - საქართველოს კანონი - 3046 - სსმ, 24, 10/05/2010 32. 28/12/2009 - საქართველოს კანონი - 2510 - სსმ, 3, 13/01/2010 31. 04/12/2009 - საქართველოს კანონი - 2270 - სსმ, 45, 21/12/2009 30. 04/12/2009 - საქართველოს კანონი - 2262 - სსმ, 41, 08/12/2009 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 29. 24/09/2009 - საქართველოს კანონი - 1692 - სსმ, 29, 12/10/2009 28. 16/07/2009 - საქართველოს კანონი - 1466 - სსმ, 20, 28/07/2009 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 27. 26/06/2009 - საქართველოს კანონი - 1346 - სსმ, 13, 02/07/2009 26. 27/03/2009 - საქართველოს კანონი - 1131 - სსმ, 9, 13/04/2009 25. 26/12/2008 - საქართველოს კანონი - 878 - სსმ, 41, 30/12/2008 24. 19/12/2008 - საქართველოს კანონი - 801 - სსმ, 40, 29/12/2008 23. 28/12/2007 - საქართველოს კანონი - 5670 - სსმ, 1, 03/01/2008 22. 11/07/2007 - საქართველოს კანონი - 5281 - სსმ, 30, 30/07/2007 21. 04/07/2007 - საქართველოს კანონი - 5198 - სსმ, 28, 18/07/2007 20. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4307 - სსმ, 51, 31/12/2006 19. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4259 - სსმ, 51, 31/12/2006 18. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4231 - სსმ, 50, 30/12/2006 17. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4214 - სსმ, 51, 31/12/2006 16. 14/07/2006 - საქართველოს კანონი - 3452 - სსმ, 30, 27/07/2006 15. 23/06/2006 - საქართველოს კანონი - 3389 - სსმ, 26, 14/07/2006 14. 24/05/2006 - საქართველოს კანონი - 3146 - სსმ, 20, 09/06/2006 13. 20/12/2005 - საქართველოს კანონი - 2361 - სსმ, 55, 27/12/2005 12. 16/12/2005 - საქართველოს კანონი - 2266 - სსმ, 55, 27/12/2005 11. 25/11/2005 - საქართველოს კანონი - 2133 - სსმ, 53, 19/12/2005 10. 24/06/2005 - საქართველოს კანონი - 1800 - სსმ, 37, 14/07/2005 9. 20/04/2005 - საქართველოს კანონი - 1352 - სსმ, 19, 28/04/2005 8. 25/03/2005 - საქართველოს კანონი - 1174 - სსმ, 13, 12/04/2005 7. 29/12/2004 - საქართველოს კანონი - 932 - სსმ, 41, 30/12/2004 6. 13/02/2004 - საქართველოს კანონი - 3391 - სსმ, 6, 09/03/2004 5. 21/06/2002 - საქართველოს კანონი - 1555 - სსმ, 26, 30/09/2002 4. 14/09/2001 - საქართველოს კანონი - 1063 - სსმ, 26, 10/10/2001 3. 08/06/2001 - საქართველოს კანონი - 925 - სსმ, 18, 28/06/2001 2. 25/10/2000 - საქართველოს კანონი - 567 - სსმ, 39, 10/11/2000 1. 24/02/2000 - საქართველოს კანონი - 169 - სსმ, 7, 08/03/2000