დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 931-IIIრს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 02/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 030000000.05.001.102807 |
|
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის VII34 თავი: „თავი VII34. ადმინისტრაციული სამართალწარმოება უკანონო მიგრაციის გამოსავლენად უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმებასთან დაკავშირებით მუხლი 21132. მოსამართლის ბრძანება უცხოელის საცხოვრებელი/ სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 533 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს ბრძანებას უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ. მუხლი 21133. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობა უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ 1. უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობა წარედგინება სასამართლოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს ადგილსამყოფლის მიხედვით, შემოწმების დაწყებამდე. 2. უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს შემოწმების ჩატარების საფუძველს და მისი საჭიროების დასაბუთებას. შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს უცხოელის იმ საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის თაობაზე ზუსტი მონაცემები, რომელიც უნდა შემოწმდეს, შემოწმების ვადა, ხასიათი და ფარგლები, ხოლო უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის განადგურების ან გადამალვის შემთხვევაში − აგრეთვე იმ უცხოელის შესახებ მონაცემები, რომლის სამგზავრო დოკუმენტი უნდა იქნეს მოძიებული ან რომლის საცხოვრებელი ადგილი უნდა გადამოწმდეს. 3. უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე მოსამართლე შესაბამის ბრძანებას გამოსცემს შუამდგომლობის წარდგენიდან 72 საათის განმავლობაში. 4. მოსამართლე უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე, იმ საცხოვრებელი ადგილის მესაკუთრისთვის/მფლობელისთვის, სამუშაო ადგილის შემთხვევაში − დამსაქმებლისთვის ან იმ სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის მესაკუთრისთვის/მფლობელისთვის შეუტყობინებლად, რომლის შემოწმებასაც ითხოვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო. 5. უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) განკარგულება უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ, შესაბამისი დასაბუთება, უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის ადგილმდებარეობის თაობაზე ზუსტი მონაცემები, მესაკუთრის/მფლობელის ან დამსაქმებლის შესახებ ინფორმაცია, ხოლო უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის განადგურების ან გადამალვის შემთხვევაში − აგრეთვე იმ უცხოელის შესახებ მონაცემები, რომლის სამგზავრო დოკუმენტი იქნება მოძიებული ან რომლის საცხოვრებელი ადგილი გადამოწმდება; გ) ბრძანების მოქმედების ვადა, რომლის ფარგლებშიც დასაშვებია უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმება; დ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი. 6. უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) განკარგულება უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ, შესაბამისი დასაბუთება, უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის ადგილმდებარეობის თაობაზე ზუსტი მონაცემები, აგრეთვე იმ საცხოვრებელი ადგილის მესაკუთრის/მფლობელის, სამუშაო ადგილის შემთხვევაში − დამსაქმებლის ან იმ სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის მესაკუთრის/მფლობელის შესახებ ინფორმაცია, რომლის შემოწმებაზედაც უარი ითქვა; გ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი. 7. უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი რჩება სასამართლოში, ხოლო ორი გადაეცემა (ეგზავნება) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც მათგან ერთ ეგზემპლარს წარუდგენს (გადასცემს) საცხოვრებელი ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის მესაკუთრეს/მფლობელს ან დამსაქმებელს შემოწმების დაწყებამდე. უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი რჩება სასამართლოში, ხოლო ორი გადაეცემა (ეგზავნება) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს. 8. უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ მოსამართლის ბრძანების მოქმედების ვადაა 1 თვე. 9. უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ ან მის შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის ბრძანება საჯაროდ არ ცხადდება. 10. მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე და მისი გასაჩივრება არ აჩერებს ბრძანების მოქმედებას. 11. მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი საცხოვრებელი ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის მესაკუთრეს/მფლობელს, სამუშაო ადგილის შემთხვევაში − დამსაქმებელს ან იმ უცხოელს, რომლის მიმართაც ტარდება შემოწმება, შეაქვს ბრძანების გამომცემ სასამართლოში მისთვის (მხარისთვის) ბრძანების ასლის გადაცემიდან 48 საათის განმავლობაში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს. საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები ეგზავნება მეორე მხარეს. 12. საჩივარს სააპელაციო სასამართლო განიხილავს ერთპიროვნულად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საჩივრის განხილვისთვის დადგენილი წესით. 13. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ ბრძანებას აუქმებს ბრძანებით. 14. სააპელაციო სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება. მუხლი 21134. უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმება გადაუდებელი აუცილებლობისას 1. თუ არსებობს შემოწმების ჩატარების გადაუდებელი აუცილებლობა და დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს უცხოელის მიმალვა ანდა მისი სამგზავრო დოკუმენტის განადგურება ან გადამალვა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, დაიწყოს უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმება და 24 საათის განმავლობაში წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა მოსამართლეს. ამ შუამდგომლობის წარდგენისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს შემოწმების ჩატარების გადაუდებელი აუცილებლობა. 2. მოსამართლე შუამდგომლობას განიხილავს და წყვეტს საქმის მასალების მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა, ზეპირი მოსმენის გარეშე. შუამდგომლობა განიხილება ამ კოდექსის 21133 მუხლით დადგენილი წესით. შუამდგომლობის განხილვისას მოსამართლე ამოწმებს მოსამართლის ბრძანების გარეშე ჩატარებული უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების კანონიერებას. 3. საქმის მასალების განხილვის შემდეგ სასამართლო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) ჩატარებული შემოწმების კანონიერად ცნობის შესახებ; ბ) ჩატარებული შემოწმების უკანონოდ ცნობისა და შემოწმების შედეგად მიღებული ინფორმაციის ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოყენების დაუშვებლად ცნობის შესახებ.“. 2. 34-ე მუხლის 11 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) საჩივრები/სააპელაციო საჩივრები ამ კოდექსის VII34 თავით გათვალისწინებულ დავაზე;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 2 ივლისი 2025 წ. N931-IIIრს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები