დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 169 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 24/02/2000 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 7, 08/03/2000 |
სარეგისტრაციო კოდი | 030.000.000.05.001.000.733 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-6 მუხლის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საქართველოს სამთავრობო დაწესებულების, პრეზიდენტის გამგებლობაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სხვა უმაღლესი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის, აგრეთვე მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების თაობაზე;“;
ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 ნაწილი:
„2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოები პირველი ინსტანციის წესით განიხილავენ სარჩელებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების თაობაზე.“.
2. მე-8 მუხლი ამოღებულ იქნეს.
3. მე-10 მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „პროცესის ხარჯები“ შეიცვალოს სიტყვებით „სახელმწიფო ბაჟი“.
4. მე-12 მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-2 და მე-3 ნაწილები ჩაითვალოს შესაბამისად პირველ და მე-2 ნაწილებად;
გ) პირველ ნაწილში სიტყვები „წერილობითი ფორმით“ შეიცვალოს სიტყვებით „სასამართლო აქტით“;
დ) მე-2 ნაწილში სიტყვა „მე-2“ შეიცვალოს სიტყვით „პირველ“.
5. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:
„3. განსაკუთრებულ შემთხვევებში სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანო უფლებამოსილია თავის წარმომადგენლად დანიშნოს ადვოკატი ან უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე სხვა პირი.“.
6. მე-16 მუხლის:
ა) პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს მეორე წინადადება;
ბ) მე-2 ნაწილში რიცხვი „50“ შეიცვალოს რიცხვით „10“;
გ) მე-5 ნაწილში სიტყვის „მოსარჩელის“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „(მოპასუხის)“.
7. 22-ე მუხლის მე-3 ნაწილს სიტყვების „ექვსი თვის ვადაში“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ხოლო ნორმატიული აქტის შემთხვევაში - უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში“.
8. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის „261“ მუხლი:
„მუხლი 261. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობა
1. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში არ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავის დებულებები.
2. სასამართლო (მოსამართლე) უფლებამოსილია მხარის ხელმეორედ არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად გამოიტანოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე და ამ კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით.“.
9. 31-ე მუხლის მე-2 ნაწილს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადებები: „ასეთ შემთხვევაში სასამართლო განსაზღვრავს სასამართლოში წარდგენის ვადას. ამ ვადის დაუცველობის შემთხვევაში დროებითი განჩინება გაუქმებულად ჩაითვლება.“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2000 წლის 24 თებერვალი.
№169_IIს
დოკუმენტის კომენტარები