საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3039-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 030000000.05.001.018932
3039-რს
05/07/2018
ვებგვერდი, 11/07/2018
030000000.05.001.018932
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) 2135 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან არსებული ექსპერტთა ჯგუფის შუამდგომლობას არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნის/სკოლა-პანსიონში ყოფნის ვადის გაგრძელების შესახებ;

ბ) არასრულწლოვნის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სარჩელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან არსებული ექსპერტთა ჯგუფის მიერ მიღებულ, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 48​7 მუხლის მე-14 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

5 ივლისი 2018 წ.

N3039-რს