საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1476-VIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/04/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/04/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 030000000.05.001.020546
1476-VIIIმს-Xმპ
12/04/2022
ვებგვერდი, 19/04/2022
030000000.05.001.020546
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) დაემატოს შემდეგი შინაარსის VII23 და VII24 თავები:

„თავი VII23. ადმინისტრაციული სამართალწარმოება მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით

მუხლი 2190. მოსამართლის გადაწყვეტილება მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე

„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილებას მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერების შესახებ სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე იღებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

მუხლი 2191. სააგენტოს შუამდგომლობა მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერების შესახებ

მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერების შესახებ სააგენტოს შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს აღნიშნული ღონისძიების გამოყენებისთვის საკმარის საფუძველს და მისი გამოყენების საჭიროების დასაბუთებას. სააგენტოს შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს მოვაჭრის შესახებ ზუსტი მონაცემები და მისი იმ ქმედების შინაარსი, რომლის დროებით შეჩერებასაც ითხოვს სააგენტო.

მუხლი 2192. მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერების საკითხის გადაწყვეტის წესი

1. მოსამართლე მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერების შესახებ სააგენტოს შუამდგომლობას განიხილავს 3 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე.

2. მოსამართლე მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე ან მის შეჩერებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ბრძანების ფორმით.

3. სააგენტოს შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება:

ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) მოვაჭრის შესახებ ზუსტი მონაცემები და მისი იმ ქმედების შინაარსი, რომლის დროებით შეჩერებაც ხდება;

გ) მითითება სააგენტოს შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ და შესაბამისი დასაბუთება;

დ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

4. სააგენტოს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება:

ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) უარი სააგენტოს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე და შესაბამისი დასაბუთება;

გ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

5. მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად. ამ ბრძანების ერთი ეგზემპლარი ეგზავნება სააგენტოს, მეორე – მოვაჭრეს, ხოლო მესამე რჩება სასამართლოში.

მუხლი 21​93. მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე ან მის შეჩერებაზე უარის თქმის თაობაზე მოსამართლის ბრძანების გასაჩივრება

1. მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე ან მის შეჩერებაზე უარის თქმის თაობაზე მოსამართლის ბრძანება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში.

2. მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე ან მის შეჩერებაზე უარის თქმის თაობაზე მოსამართლის ბრძანებაზე საჩივარი შეიტანება ამ ბრძანების გამომცემ სასამართლოში, მხარისთვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან 72 საათის განმავლობაში.

3. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს. საჩივრისა და თანდართული საქმის მასალების ასლები მეორე მხარესაც ეგზავნება.

4. სააპელაციო სასამართლო საჩივარს განიხილავს მისი შეტანიდან 7 დღის ვადაში, ამ კოდექსის 2192 მუხლით დადგენილი წესით.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავი VII24. ადმინისტრაციული სამართალწარმოება მოვაჭრისგან ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით

მუხლი 21​94. მოსამართლის ბრძანება მოვაჭრის მიერ სააგენტოსთვის ინფორმაციის წარდგენის შესახებ

„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას მოვაჭრის მიერ სააგენტოსთვის ინფორმაციის წარდგენის შესახებ ბრძანებას მოვაჭრის მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის შესახებ სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

მუხლი 2195. სააგენტოს შუამდგომლობა მოვაჭრის მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის შესახებ

1. სააგენტო უფლებამოსილია სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა მოვაჭრის მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის შესახებ, თუ სააგენტომ მოვაჭრეს საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია მოსთხოვა და ეს ინფორმაცია განსაზღვრულ ვადაში არ იქნა წარდგენილი.

2. მოვაჭრის მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის შესახებ სააგენტოს შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს სათანადო დასაბუთებას. სააგენტოს შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს იმ მოვაჭრის შესახებ ზუსტი მონაცემები, რომლისგანაც სააგენტო ითხოვს ინფორმაციის წარდგენას, და მოთხოვნილი ინფორმაციის შინაარსი.

მუხლი 2196. მოვაჭრის მიერ სააგენტოსთვის ინფორმაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანების გამოცემისა და გასაჩივრების წესები

მოვაჭრის მიერ სააგენტოსთვის ინფორმაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანების გამოცემასა და გასაჩივრებაზე ვრცელდება ამ კოდექსის 21​74 მუხლით დადგენილი წესები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 ნოემბრიდან.

 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

12 აპრილი 2022 წ.

N1476-VIIIმს-Xმპ