დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4214 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/12/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 51, 31/12/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 030.000.000.05.001.002.525 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. 214 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სარჩელის აღძვრის უფლება აქვს პროკურორს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თანამდებობის პირის მიმართ სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 30 დღის ვადაში.“.
2. 217 მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
3. 2111 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მხარეს, რომელიც არ გამოცხადებულა სასამართლოში, ეგზავნება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი მისი გამოტანიდან 5 დღის განმავლობაში. მხარეს უფლება აქვს, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივროს სააპელაციო (საკასაციო) ინსტანციაში. სააპელაციო (საკასაციო) საჩივარზე მხარის ხელმოწერა დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიალურად ან საკონსულო წესით.“.
4. IX1 თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 351 მუხლი:
„მუხლი 351. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრება
თუ ამ კოდექსის VII2 თავის შესაბამისად, მხარის მიმართ გამოტანილია სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მხარეს უფლება აქვს, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივროს სააპელაციო (საკასაციო) ინსტანციაში. ამ დებულების მოქმედება ვრცელდება ამ კოდექსის VII2 თავის ამოქმედების მომენტიდან გამოტანილ ყველა სასამართლო გადაწყვეტილებაზე.“.
5. X თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი X
დასკვნითი დებულება
მუხლი 36. კოდექსის ამოქმედება
ეს კოდექსი ამოქმედდეს 2000 წლის 1 იანვრიდან.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 29 დეკემბერი.
№4214–რს
დოკუმენტის კომენტარები