დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 874-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 26/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/07/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/10/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 030000000.05.001.102799 |
|
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. VII6 თავი ამოღებულ იქნეს. 2. VII10 თავი ამოღებულ იქნეს. 3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის VII30–VII33 თავები: „თავი VII30. ადმინისტრაციული სამართალწარმოება საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებასთან ან მის გაგრძელებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით
მუხლი 21114. სასამართლოსთვის მიმართვა 1. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებულ დავაზე თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, თავშესაფრის მაძიებელს ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღნიშნული პირისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, გარდა ამ კოდექსის 21116 და 21117 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებულ დავაზე სარჩელი/საჩივარი უშუალოდ სასამართლოში შეიტანება.
მუხლი 21115. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტის წესი 1. ამ კოდექსის 21114 მუხლით გათვალისწინებულ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებულ დავას თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს და მიღებულ გადაწყვეტილებას მხარეებს უგზავნის სარჩელის სასამართლოში შეტანიდან 2 თვის ვადაში. 2. თბილისის საქალაქო სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა სარჩელის განხილვას არ აბრკოლებს. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მხარეებს მხოლოდ ქართულ ენაზე ჰბარდება. 4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე სააპელაციო საჩივარი აღნიშნული გადაწყვეტილების მხარისთვის ამ კოდექსის 21118 მუხლით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეიტანება უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღებ თბილისის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლე სააპელაციო საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის თბილისის სააპელაციო სასამართლოს. 5. თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა სააპელაციო საჩივრის განხილვას არ აბრკოლებს. 6. თბილისის სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სააპელაციო საჩივრის შეტანიდან 1 თვის ვადაში, გარდა ამ კოდექსის 21116 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. 7. ამ მუხლით გათვალისწინებულ სასამართლო დავაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 10 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლო/თბილისის სააპელაციო სასამართლო ამზადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მხარეებისთვის გადასაცემად. 8. ამ კოდექსის 21114 მუხლით გათვალისწინებულ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებულ დავას თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს ზეპირი მოსმენით, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლო – ზეპირი მოსმენის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება. 9. თუ ამ კოდექსის 21114 მუხლით გათვალისწინებულ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებულ დავაზე მისაღები გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაცემულ უარყოფით დასკვნას ეფუძნება, თბილისის საქალაქო სასამართლო უფლებამოსილია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. ამ შემთხვევაში, თუ საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, რის გამოც საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტა შეუძლებელია, თბილისის საქალაქო სასამართლო უფლებამოსილია დავა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის დანიშვნის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. მხარეთა გამოუცხადებლობა სასამართლოს მიერ აღნიშნული საკითხის ამ მუხლით დადგენილ ვადაში განხილვასა და გადაწყვეტას არ აბრკოლებს.
მუხლი 21116. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტის წესი 1. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ან დაუშვებლად ცნობის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უცხოელისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, ჩაბარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. 2. თბილისის საქალაქო სასამართლო საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებულ დავას განიხილავს და მიღებულ გადაწყვეტილებას მხარეებს უგზავნის სარჩელის სასამართლოში შეტანიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მხარეებს მხოლოდ ქართულ ენაზე ჰბარდება. 4. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული, ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული, დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისთვის ამ კოდექსის 21118 მუხლით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში საჩივრდება თბილისის სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო საჩივარი უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღებ თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანება. მოსამართლე სააპელაციო საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის თბილისის სააპელაციო სასამართლოს. 5. თბილისის სააპელაციო სასამართლო საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამ მუხლით დადგენილი წესით იღებს მისთვის საჩივრის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. 6. ამ მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. თუ საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, რის გამოც საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტა შეუძლებელია, თბილისის საქალაქო სასამართლო/თბილისის სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია დავა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის დანიშვნის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. მხარეთა გამოუცხადებლობა სასამართლოს მიერ აღნიშნული საკითხის ამ მუხლით დადგენილ ვადაში განხილვასა და გადაწყვეტას არ აბრკოლებს. 7. ამ მუხლის დებულებები ვრცელდება აგრეთვე „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 49-ე მუხლისა და 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების შემთხვევაზე.
მუხლი 21117. საზღვრის პროცედურის ფარგლებში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტის წესი 1. საზღვრის პროცედურის ფარგლებში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება გასაჩივრდეს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, ჩაბარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. 2. თბილისის საქალაქო სასამართლო ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებულ დავას განიხილავს და მიღებულ გადაწყვეტილებას მხარეებს უგზავნის სარჩელის სასამართლოში შეტანიდან 7 კალენდარული დღის ვადაში, დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მხარეებს მხოლოდ ქართულ ენაზე ჰბარდება. 4. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მუხლი 21118. სასამართლოს გადაწყვეტილების ან განჩინების ასლის მხარეებისთვის ჩაბარების წესი 1. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებასთან ან მის გაგრძელებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული სასამართლო დავის ფარგლებში სასამართლოს გადაწყვეტილების, განჩინების ან სასამართლო უწყების გამოტანის შემდეგ სასამართლო აღნიშნულ გადაწყვეტილებას, განჩინებას ან სასამართლო უწყებას უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, თავშესაფრის მაძიებელს ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირს აბარებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინება ან სასამართლო უწყება შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების დღის მომდევნო დღიდან.
თავი VII31. ადმინისტრაციული სამართალწარმოება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებასთან დაკავშირებით
მუხლი 21119. მოსამართლის ბრძანება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ 1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს ბრძანებას: ა) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ; ბ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების შესახებ; გ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენების შესახებ; დ) შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 2. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ შუამდგომლობა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს წარედგინება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა. თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა არ წარედგინება სასამართლოს, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. 3. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს წარედგინება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 48 საათისა. 4. მოსამართლე უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების საკითხს ან უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების საკითხს განიხილავს და შესაბამის ბრძანებას გამოსცემს სასამართლოსთვის სათანადო შუამდგომლობის წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში მოსამართლე არ მიიღებს გადაწყვეტილებას უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ ან უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების შესახებ, ეს პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. 5. მოსამართლეს უფლება აქვს, საკუთარი ინიციატივით ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცეს ბრძანება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრული დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენების შესახებ. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე ამ მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილ ვადაში განიხილავს. 6. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების შესახებ ან უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენების შესახებ მოსამართლის ბრძანება შეიძლება ამ თავით დადგენილი წესით გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში. მოსამართლის ბრძანების გასაჩივრება მის მოქმედებას არ აჩერებს.
მუხლი 21120. მოსამართლის ბრძანების გასაჩივრების წესი 1. მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანება ბრძანების გამომცემ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში მხარისთვის მისი გადაცემიდან 5 დღის ვადაში. სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ ეგზავნება სააპელაციო სასამართლოს. 2. მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე სააპელაციო საჩივარს სააპელაციო სასამართლო განიხილავს მისი შეტანიდან 14 დღის ვადაში. 3. სააპელაციო სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა სააპელაციო საჩივრის განხილვას არ აბრკოლებს. 4. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ მოსამართლის ბრძანებას აუქმებს ბრძანებით. 5. სააპელაციო სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავი VII32. ადმინისტრაციული სამართალწარმოება უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებით
მუხლი 21121. მოსამართლის ბრძანება უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“−„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ ბრძანებას.
მუხლი 21122. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის გადაწყვეტის წესი 1. მოსამართლე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობას განიხილავს მისი წარდგენიდან 30 დღის ვადაში და გამოსცემს ბრძანებას უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ ან იღებს გადაწყვეტილებას უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 2. მოსამართლეს უფლება აქვს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის თაობაზეც შუამდგომლობის მიღებიდან არაუგვიანეს 48 საათისა ატყობინებს შუამდგომლობის წარმდგენ ორგანოს და იმ უცხოელს, რომლის გაძევებასაც ითხოვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო. თუ მოსამართლე დაასკვნის, რომ აღნიშნულ შუამდგომლობაში მითითებული გარემოებების გამოკვლევა აუცილებელია, იგი უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენით. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში უცხოელს ეგზავნება შესაბამისი საქმის მასალები. უცხოელს უფლება აქვს, მისთვის საქართველოდან გაძევების თაობაზე შეტყობინებიდან და საქმის მასალების გადაცემიდან 72 საათის ვადაში წერილობით წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოსაზრებები. 4. მოსამართლეს უფლება აქვს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის დასაბუთებულობის შესამოწმებლად გამოიძახოს და დაჰკითხოს პირი, აგრეთვე შუამდგომლობის წარმდგენ ორგანოს და უცხოელს მიმართოს წინადადებით, წარმოადგინონ საჭირო დოკუმენტები და მტკიცებულებები. 5. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) მოსამართლის სახელი და გვარი; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო, რომელმაც მოსამართლეს შუამდგომლობა წარუდგინა; დ) უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ განკარგულება და გასაძევებელი უცხოელის ვინაობა; ე) უცხოელის საქართველოდან გაძევების სამართლებრივი საფუძველი; ვ) ვადა, რომლის განმავლობაშიც უცხოელმა ნებაყოფლობით უნდა დატოვოს საქართველო; ზ) უცხოელისთვის დაკისრებული, საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადაში შესასრულებელი ვალდებულება; თ) ორგანო, რომელიც უფლებამოსილია აღასრულოს ბრძანება, თუ უცხოელი საქართველოს ნებაყოფლობით არ დატოვებს; ი) სახელმწიფო, სადაც უცხოელი უნდა იქნეს გაძევებული; კ) ბრძანების გასაჩივრების წესი; ლ) მოსამართლის ხელმოწერა და ბეჭედი. 6. უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის გადაწყვეტილებაში აღინიშნება უცხოელის ვინაობა, ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ა“−„გ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია, აგრეთვე უცხოელის საქართველოდან გაძევებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი. 7. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის ბრძანების გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე წერილობით დაადასტურებს, რომ მოსამართლის ბრძანებას არ ასაჩივრებს. 8. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ მოსამართლის ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში ამ თავით დადგენილი წესით. მოსამართლის ბრძანების გასაჩივრება მის მოქმედებას აჩერებს.
მუხლი 21123. უცხოელის მიერ საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის შემცირების თაობაზე ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ მოსამართლის ბრძანების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე შუამდგომლობის განხილვის წესი 1. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უცხოელის მიერ საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის შემცირების თაობაზე ან/და საქართველოდან გაძევების შესახებ მოსამართლის ბრძანებით განსაზღვრული საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის გასვლამდე ბრძანების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე შუამდგომლობას წარუდგენს სასამართლოს. სასამართლო აღნიშნულ შუამდგომლობას განიხილავს მისი წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა, ამ კოდექსის 21122 მუხლით დადგენილი წესით, ზეპირი მოსმენის გარეშე და გამოსცემს ბრძანებას. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოსამართლის ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მუხლი 21124. უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადების წესი 1. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამართლე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს ან უცხოელის შუამდგომლობის საფუძველზე, მისი წარდგენიდან 48 საათის ვადაში გამოსცემს უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადების შესახებ ბრძანებას. 2. უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადების შესახებ მოსამართლის ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მუხლი 21125. მოსამართლის ბრძანება საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ 1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს ბრძანებას: ა) საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ; ბ) შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; გ) უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების შესახებ; დ) უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენების შესახებ. 2. უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება უცხოელის დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა. 3. უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 48 საათისა. 4. მოსამართლე საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების საკითხს ან უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების საკითხს განიხილავს და შესაბამის ბრძანებას გამოსცემს სათანადო შუამდგომლობის წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა. 5. მოსამართლეს უფლება აქვს, საკუთარი ინიციატივით ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცეს ბრძანება უცხოელის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლით განსაზღვრული დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენების შესახებ. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე ამ მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილ ვადაში განიხილავს. 6. საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ, უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების შესახებ ან უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენების შესახებ მოსამართლის ბრძანება შეიძლება ამ თავით დადგენილი წესით გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში. მოსამართლის ბრძანების გასაჩივრება მის მოქმედებას არ აჩერებს.
მუხლი 21126. მოსამართლის ბრძანების გასაჩივრების წესი 1. მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანება ბრძანების გამომცემ სასამართლოში მხარისთვის მისი გადაცემიდან 5 დღის ვადაში. სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ ეგზავნება სააპელაციო სასამართლოს. 2. მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე სააპელაციო საჩივარს სააპელაციო სასამართლო განიხილავს მისი შეტანიდან 14 დღის ვადაში. 3. სააპელაციო სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა სააპელაციო საჩივრის განხილვას არ აბრკოლებს. 4. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ მოსამართლის ბრძანებას აუქმებს ბრძანებით. 5. სააპელაციო სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მუხლი 21127. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი რაიონული (საქალაქო) სასამართლო უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე უცხოელის სარჩელს განიხილავს და სასამართლოს გადაწყვეტილება საჩივრდება ამ კოდექსის 21122 და 21126 მუხლებით დადგენილი წესებით და დადგენილ ვადებში.
მუხლი 21128. სასამართლოს გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარების წესი ამ თავით გათვალისწინებული, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხარეს (პირს) მხოლოდ ქართულ ენაზე ჰბარდება. ამ მიზნით სასამართლოს უფლებამოსილი პირებისთვის ხელმისაწვდომია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი მონაცემთა ბაზა.
თავი VII33. ადმინისტრაციული სამართალწარმოება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის XI1 თავით გათვალისწინებულ შემთხვევაში თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებასთან დაკავშირებით
მუხლი 21129. მოსამართლის ბრძანება თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ 1. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის XI1 თავით გათვალისწინებულ შემთხვევაში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს ბრძანებას: ა) თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ; ბ) შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; გ) თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების შესახებ; დ) თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენების შესახებ. 2. თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ შუამდგომლობა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს წარედგინება საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ცნობიდან არაუგვიანეს 48 საათისა. თუ თავშესაფრის მაძიებელი ამ ვადაში არ წარედგინება სასამართლოს, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. 3. თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს წარედგინება თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 48 საათისა. 4. მოსამართლე თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების საკითხს ან თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების საკითხს განიხილავს შესაბამისი შუამდგომლობის წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა. აღნიშნულ ვადაში გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში თავშესაფრის მაძიებელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. 5. მოსამართლეს უფლება აქვს, საკუთარი ინიციატივით ან საჭიროების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცეს ბრძანება თავშესაფრის მაძიებლის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლით განსაზღვრული დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენების შესახებ. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე ამ მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილ ვადაში განიხილავს. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული მოსამართლის ბრძანება შეიძლება ამ თავით დადგენილი წესით გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში. მოსამართლის ბრძანების გასაჩივრება მის მოქმედებას არ აჩერებს.
მუხლი 21130. მოსამართლის ბრძანების გასაჩივრების წესი 1. მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანება ბრძანების გამომცემ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში მხარისთვის მისი გადაცემიდან 5 დღის ვადაში. სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ ეგზავნება სააპელაციო სასამართლოს. 2. მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე სააპელაციო საჩივარს სააპელაციო სასამართლო განიხილავს მისი შეტანიდან 14 დღის ვადაში. 3. სააპელაციო სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა სააპელაციო საჩივრის განხილვას არ აბრკოლებს. 4. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ მოსამართლის ბრძანებას აუქმებს ბრძანებით. 5. სააპელაციო სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მუხლი 21131. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 521 მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 521 მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილება რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში განიხილება და სასამართლოს გადაწყვეტილება საჩივრდება ამ კოდექსის 21122 და 21126 მუხლებით დადგენილი წესების შესაბამისად და დადგენილ ვადებში.“. 4. 34-ე მუხლის 11 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები: „ე) საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული დავა; ვ) საჩივრები/სააპელაციო საჩივრები ამ კოდექსის VII30−VII33 თავებით გათვალისწინებულ დავებზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან. |
თბილისი, 26 ივნისი 2025 წ. N874-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები