საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2763-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 31/10/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/11/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 030000000.05.001.017535
2763-Iს
31/10/2014
ვებგვერდი, 11/11/2014
030000000.05.001.017535
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 2126 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. უშუალოდ რეპრესირებული პირი, მისი პირველი რიგის მემკვიდრე ან მათი წარმომადგენელი ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელს არაუგვიანეს 2018 წლის 1 იანვრისა წარუდგენს თბილისის ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს რეპრესირებული პირის/მისი პირველი რიგის მემკვიდრის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამ თავის მიზნებისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქცია მოიცავს აღმოსავლეთ საქართველოს, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქცია – დასავლეთ საქართველოს.“.

2. 2129 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2129. ფულადი კომპენსაციის გაცემის საკითხის გადაწყვეტის წესი

1. ამ თავით გათვალისწინებული სამართალწარმოებისას მოპასუხეა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

2. ფულადი კომპენსაციის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული იძულების სხვადასხვა ფორმის სიმძიმის, აგრეთვე რეპრესირებული პირის ან მისი პირველი რიგის მემკვიდრის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით.

3. ფულადი კომპენსაციის ოდენობაა არანაკლებ 1000 და არაუმეტეს 2000 ლარისა.

4. ამ თავით გათვალისწინებული საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით, სასამართლო საქმეს განიხილავს ზეპირი მოსმენით. ამ თავით გათვალისწინებული საქმე განიხილება საქმის განხილვისათვის საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ საერთო ვადაში და დადგენილი წესით.

5. თბილისის ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, შესაბამისად, თბილისის ან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. სააპელაციო საჩივარი წარედგინება გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს, რომელიც მას თანდართულ მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის სააპელაციო სასამართლოს.

7. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან.

8. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება (განჩინება) საბოლოოა და არ საჩივრდება.“.

მუხლი 2

1. პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლს/მისი პირველი რიგის მემკვიდრეს, რომლის მიმართაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ კანონის ამოქმედებამდე მიიღო გადაწყვეტილება და რომლისთვის მიკუთვნებული ფულადი კომპენსაციის ოდენობაც ამ კანონით დადგენილ მინიმალურ ზღვარზე ნაკლებია, უფლება აქვს, ხელახლა მიმართოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით და მოითხოვოს ფულადი კომპენსაციის ამ კანონით დადგენილი ოდენობის ფარგლებში მიკუთვნება. ამ შემთხვევაში საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე.

2. პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლს/მისი პირველი რიგის მემკვიდრეს, რომლის მიმართაც სასამართლომ ამ კანონით დადგენილი წესით მიიღო გადაწყვეტილება ფულადი კომპენსაციის გაცემის თაობაზე, ამ კანონის ამოქმედებამდე და ამ კანონის შესაბამისად მიკუთვნებული ფულადი კომპენსაციის ოდენობებს შორის სხვაობის შესაბამისი თანხა აუნაზღაურდება სასამართლოს მიერ ბოლო გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში, საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

3. თბილისის საქალაქო სასამართლომ უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის მის წარმოებაში არსებული საქმეების განსჯადობის მიხედვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოსათვის გადაგზავნა და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს მოსარჩელეს.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.

 


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

31 ოქტომბერი 2014 წ.

N2763-Iს