საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5407-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/11/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/12/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 030000000.05.001.019661
5407-Iს
29/11/2019
ვებგვერდი, 10/12/2019
030000000.05.001.019661
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 2135 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2135. სასამართლოსათვის მიმართვა

1. სასამართლო ამ თავით დადგენილი წესით განიხილავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის − არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის (შემდგომ − არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი) სპეციალისტთა ჯგუფის (შემდგომ − სპეციალისტთა ჯგუფი) შუამდგომლობას არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ ან არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში ყოფნის ვადის გაგრძელების შესახებ.

2. სპეციალისტთა ჯგუფის შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 487 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად,  შუამდგომლობის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.“.

2. 2136 მუხლი ამოღებულ იქნეს.

3. 2137 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასამართლო საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს შუამდგომლობის წარდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.  

2. მოსამართლე საქმეს დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილავს. დახურულ სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ: არასრულწლოვანს, არასრულწლოვნის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელს, სპეციალისტთა ჯგუფის წევრებს, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის სხვა წარმომადგენელს, სოციალურ მუშაკს, არასრულწლოვნის ადვოკატს, აგრეთვე სასამართლოს მიერ მოწვეულ სხვა პირებს.“;

ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:

„21. საქმის განხილვისას მოსამართლე, საქმისთვის მნიშვნელოვან სხვა გარემოებებთან ერთად, ხელმძღვანელობს არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით და მისი რთული ქცევის ან/და მის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი დოკუმენტებით, რომლებიც შუამდგომლობას თან ერთვის. გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინება ისეთი გარემოებები, როგორებიცაა: არასრულწლოვნის ან/და არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრთან თანამშრომლობა; არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის მიერ არასრულწლოვნისთვის შერჩეულ სერვისში/პროგრამაში არასრულწლოვნის მონაწილეობა და მიღწეული შედეგები; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის შემთხვევაში − მისი ხასიათი, სიმძიმე და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები.“. 

4. 271 მუხლის: 

ა) პირველი ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ძალაში დატოვოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს (შემდგომ − ადგილობრივი საბჭო) გადაწყვეტილება მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ ან მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ; 

ბ) სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადგილობრივი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაავალოს მას სათანადო გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა; 

გ) ბათილად ცნოს ადგილობრივი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაავალოს მას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ ან მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-6 ნაწილითა და 43-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო ადგილობრივი საბჭოს ადგილსამყოფლის მიხედვით, ხოლო პატიმრობის კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 90-ე მუხლით გათვალისწინებულ საკითხებს − პირველი ინსტანციის სასამართლო პენიტენციური დაწესებულების ადგილსამყოფლის მიხედვით.“. 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

29 ნოემბერი 2019 წ.

N5407-Iს