საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2036-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/03/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 030000000.05.001.018796
2036-IIს
07/03/2018
ვებგვერდი, 29/03/2018
030000000.05.001.018796
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 213 მუხლის მე-16 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. საჩივარი სააპელაციო სასამართლოში განიხილება პირველ ინსტანციაში სასამართლო განხილვისათვის დადგენილი წესით.“.

2. 2118 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მოსამართლე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმეს ერთპიროვნულად, დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილავს. სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ პაციენტის/მსჯავრდებულის მკურნალობის პროცესში ჩართულ პირებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთა მონაწილეობაც აუცილებელია ადმინისტრაციული სამართალწარმოების განხორციელების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული საქმის განხილვაში უნდა მონაწილეობდნენ შესაბამისად ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის ან პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენელი, შესაბამისი ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის ერთი წევრი მაინც, პაციენტი/მსჯავრდებული და მისი ადვოკატი. თუ პაციენტს/მსჯავრდებულს არა აქვს ადვოკატის აყვანის შესაძლებლობა, სასამართლო ვალდებულია დაუნიშნოს მას ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე. საქმის განხილვაში მონაწილეობს აგრეთვე პაციენტის/მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენელი, ხოლო მისი არარსებობისას – ნათესავი (ამ შემთხვევაში ტერმინი „პაციენტის ნათესავი“ გულისხმობს პირს „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა წრიდან). განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც პაციენტის/მსჯავრდებულის სასამართლოში მიყვანა შეუძლებელია მისი ავადმყოფობის გამო ან სხვა ობიექტური მიზეზით, მოსამართლე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმის განსახილველად ატარებს გასვლით სასამართლო სხდომას იმ სტაციონარში, რომელშიც პაციენტი/მსჯავრდებული იმყოფება, ან სასამართლოს გადაწყვეტილებით, პაციენტმა/მსჯავრდებულმა საქმის განხილვაში მონაწილეობა შეიძლება მიიღოს დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.“.

3. 2120 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საჩივარი სააპელაციო სასამართლოში განიხილება არსებითად, საჩივრის შეტანიდან 1 კვირის ვადაში, ამ კოდექსის 2118 მუხლით დადგენილი წესით. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს, პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის დადგენის მიზნით საკუთარი ინიციატივით ან მხარის მოთხოვნით დანიშნოს დამატებითი სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა. თუ ეს ექსპერტიზა დანიშნულია სასამართლოს ინიციატივით, იგი ტარდება სახელმწიფოს ხარჯზე. მხარის მოთხოვნით დანიშნული ექსპერტიზა ტარდება ამ მხარის ხარჯზე.“.

4. 2156 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საჩივარს სააპელაციო სასამართლო განიხილავს არსებითად, საჩივრის შეტანიდან 1 კვირის ვადაში, ამ კოდექსის 2154 მუხლით დადგენილი წესით. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის მიზნით საკუთარი ინიციატივით ან მხარის მოთხოვნით დანიშნოს დამატებითი ექსპერტიზა. თუ ეს ექსპერტიზა დანიშნულია სასამართლოს ინიციატივით, იგი ტარდება სახელმწიფოს ხარჯზე. მხარის მოთხოვნით დანიშნული ექსპერტიზა ტარდება ამ მხარის ხარჯზე.“.

5. 34-ე მუხლის:

ა) 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლემ შეიძლება ერთპიროვნულად განიხილოს შემდეგი საქმეები:

ა) სააპელაციო საჩივრები, რომლებიც შეტანილია შემდეგ საქმეებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე:

ა.ა) ამ კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებული დავები;

ა.ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული დავა;

ა.გ) საჯარო რეესტრის ჩანაწერთან დაკავშირებული დავა;

ა.დ) საცხოვრებელი ბინის პრივატიზებასთან დაკავშირებული დავა;

ა.ე) ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავა;

ა.ვ) სამშენებლო ურთიერთობიდან გამომდინარე დავა;

ა.ზ) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე სააღსრულებო ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავა;

ა.თ) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზიანის ანაზღაურების შესახებ დავა;

ა.ი) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე დავა;

ბ) კერძო საჩივრები;

გ) საჩივრები/სააპელაციო საჩივრები ამ კოდექსის VII1 და VII3−VII14 თავებით გათვალისწინებულ დავებზე.“;

ბ) 11 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1და 1ნაწილები:

„12. სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენის გარეშე, თუ:

ა) სააპელაციო საჩივარი ემყარება კანონის დარღვევას და მასში მოთხოვნილია გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმება;

ბ) აშკარაა, რომ სახეზეა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლით (გარდა აღნიშნული მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტებისა) განსაზღვრული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები;

გ) მოპასუხემ ცნო სარჩელი.

13. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს. სააპელაციო სასამართლოს გამოაქვს განჩინება საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თარიღის შესახებ.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

7 მარტი 2018 წ.

N2036-IIს