საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7127-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/09/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 030000000.05.001.020180
7127-Iს
16/09/2020
ვებგვერდი, 21/09/2020
030000000.05.001.020180
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის VII18−VII21 თავები:

„თავი VII18. ადმინისტრაციული სამართალწარმოება ეკონომიკური

აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმებასთან დაკავშირებით

მუხლი 21 68. მოსამართლის ბრძანება ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ

„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ ბრძანებას ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო) მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

მუხლი 21 69. სააგენტოს შუამდგომლობა ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ

1. ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ სააგენტოს შუამდგომლობა მოსამართლეს წარედგინება ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების დაწყებამდე.

2. ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ სააგენტოს შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს აღნიშნული ღონისძიების გამოყენებისათვის საკმარის საფუძველს და მისი გამოყენების საჭიროების დასაბუთებას. სააგენტოს შუამდგომლობაში მიეთითება იმ ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების თაობაზე ზუსტი მონაცემები, რომელიც/რომლებიც უნდა შემოწმდეს/შემოწმდნენ, შემოწმების ვადა, ხასიათი და ფარგლები.

მუხლი 21 70. ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების საკითხის გადაწყვეტის წესი

1. მოსამართლე ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს (ბრძანებას გამოსცემს) ამ შუამდგომლობის წარდგენიდან 72 საათის განმავლობაში.

2. მოსამართლე ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ სააგენტოს შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე, იმ ეკონომიკური აგენტისათვის/ეკონომიკური აგენტებისათვის შეუტყობინებლად, რომლის/რომელთა ადგილზე შემოწმებასაც ითხოვს სააგენტო.

3. ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება:

ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) განკარგულება ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ, შესაბამისი დასაბუთება და იმ ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების თაობაზე ინფორმაცია, რომელიც/რომლებიც შემოწმდება/შემოწმდებიან;

გ) ბრძანების მოქმედებისა და ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების ვადა;

დ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

4. თუ მოსამართლე არ ეთანხმება ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმებას, ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანებაში აღინიშნება:

ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) განკარგულება ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ, შესაბამისი დასაბუთება და იმ ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების თაობაზე ინფორმაცია, რომლის/რომელთა ადგილზე შემოწმებაზედაც უარი ითქვა;

გ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

5. ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი რჩება სასამართლოში, ხოლო ორი გადაეცემა (ეგზავნება) სააგენტოს. სააგენტო ერთ ეგზემპლარს წარუდგენს (გადასცემს) ეკონომიკურ აგენტს/ეკონომიკურ აგენტებს ადგილზე შემოწმების დაწყებამდე.

6. ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა (ეგზავნება) სააგენტოს, მეორე – ეკონომიკურ აგენტს/ეკონომიკურ აგენტებს, ხოლო მესამე რჩება სასამართლოში.

7. ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ მოსამართლის ბრძანების მოქმედების ვადაა არაუმეტეს 1 კვირისა. თუ ეს ვადა აღნიშნული შემოწმებისთვის საკმარისი არ იქნება, დასაშვებია, იგი ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების ვადის გაგრძელების შესახებ სააგენტოს მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე არაუმეტეს 1 თვით გაგრძელდეს. სააგენტოს შუამდგომლობაში მიეთითება ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შედეგად მოპოვებული მონაცემები და მიზეზი, რომლის გამოც ვერ მოხერხდა საქმის მოკვლევისათვის საკმარისი მონაცემების მოპოვება. სააგენტოს შუამდგომლობა განიხილება ამ მუხლით დადგენილი წესით.

8. ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ/ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის ბრძანება საჯაროდ არ ცხადდება.

მუხლი 21 71. ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ/ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის ბრძანების გასაჩივრების წესი

1. ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის ბრძანება სააგენტომ შეიძლება მისთვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან (გაგზავნიდან) 48 საათის განმავლობაში გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოში. მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანება ამ ბრძანების გამომცემ სასამართლოში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ, ეკონომიკური აგენტისათვის/ეკონომიკური აგენტებისათვის შეუტყობინებლად უგზავნის სააპელაციო სასამართლოს.  სააპელაციო სასამართლო საჩივარს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განხილვისათვის დადგენილი წესით.

2. ეკონომიკურმა აგენტმა/ეკონომიკურმა აგენტებმა შეიძლება ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ მოსამართლის ბრძანება მისთვის/მათთვის ბრძანების ეგზემპლარის წარდგენიდან (გადაცემიდან) 48 საათის განმავლობაში გაასაჩივროს/გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. მოსამართლის ბრძანების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარში უნდა აღინიშნოს ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების დაწყებისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლის არარსებობის შესახებ. საჩივარი შეიტანება აღნიშნული ბრძანების გამომცემ სასამართლოში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს და ამის შესახებ ატყობინებს მხარეებს. სააპელაციო სასამართლო საჩივარს განიხილავს შეტანიდან 72 საათის განმავლობაში, ზეპირი მოსმენის გარეშე. სააპელაციო სასამართლოს მიერ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება საჯაროდ ცხადდება და მხარეებს მათი მოთხოვნის შემთხვევაში გადაეცემა.

3. სააპელაციო სასამართლოს მიერ ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ/ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავი VII19. ადმინისტრაციული სამართალწარმოება ეკონომიკური აგენტისაგან/მხარისაგან/დაინტერესებული მხარისაგან ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით

 მუხლი 21 72. მოსამართლის ბრძანება ეკონომიკური აგენტის/მხარის/დაინტერესებული მხარის მიერ სააგენტოსათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ

„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას ეკონომიკური აგენტის/მხარის/დაინტერესებული მხარის მიერ სააგენტოსათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ ბრძანებას შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ეკონომიკური აგენტისაგან/მხარისაგან/დაინტერესებული მხარისაგან ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

მუხლი 21 73. სააგენტოს შუამდგომლობა შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ეკონომიკური აგენტისაგან/მხარისაგან/დაინტერესებული მხარისაგან ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ

1. სააგენტო უფლებამოსილია სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ეკონომიკური აგენტისაგან/მხარისაგან/დაინტერესებული მხარისაგან ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ, თუ სააგენტომ მას ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა მოსთხოვა და ეს ინფორმაცია/დოკუმენტაცია განსაზღვრულ ვადაში არ იქნა წარდგენილი.

2. შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ეკონომიკური აგენტისაგან/მხარისაგან/დაინტერესებული მხარისაგან ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ სააგენტოს შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს შესაბამის დასაბუთებას. სააგენტოს შუამდგომლობაში მიეთითება იმ ეკონომიკური აგენტის/მხარის/დაინტერესებული მხარის თაობაზე ზუსტი მონაცემები, რომლისგანაც სააგენტო ითხოვს ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენას, და მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შინაარსი.

მუხლი 21​ 74. ეკონომიკური აგენტის/მხარის/დაინტერესებული მხარის მიერ სააგენტოსათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანების გამოცემისა და გასაჩივრების წესები

1. მოსამართლე ეკონომიკური აგენტის/მხარის/დაინტერესებული მხარის მიერ სააგენტოსათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ ბრძანებას შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ეკონომიკური აგენტისაგან/მხარისაგან/დაინტერესებული მხარისაგან ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს ამ შუამდგომლობის წარდგენიდან 72 საათის განმავლობაში.

2. მოსამართლე შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ეკონომიკური აგენტისაგან/მხარისაგან/დაინტერესებული მხარისაგან ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ სააგენტოს შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე.

3. შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ეკონომიკური აგენტისაგან/მხარისაგან/დაინტერესებული მხარისაგან ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ სააგენტოს შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ მოსამართლე გამოსცემს დასაბუთებულ ბრძანებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ ან შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

4. სააგენტოს შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ ბრძანებაში აღინიშნება:

ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) ეკონომიკური აგენტი/მხარე/დაინტერესებული მხარე, რომელმაც სააგენტოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია უნდა წარუდგინოს;

გ) ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის ფორმა და ვადა;

დ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ;

ე) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

5. სააგენტოს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანებაში აღინიშნება:

ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისი დასაბუთება;

გ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

6. ეკონომიკური აგენტის/მხარის/დაინტერესებული მხარის მიერ სააგენტოსათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა (ეგზავნება) სააგენტოს, მეორე – ეკონომიკურ აგენტს/მხარეს/დაინტერესებულ მხარეს, ხოლო მესამე რჩება სასამართლოში.

7. ეკონომიკური აგენტის/მხარის/დაინტერესებული მხარის მიერ სააგენტოსათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის მისი გასაჩივრების ვადის ამოწურვის მომენტიდან. ამ ბრძანების გასაჩივრება აჩერებს მის მოქმედებას.

8. ეკონომიკური აგენტის/მხარის/დაინტერესებული მხარის მიერ სააგენტოსათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანება ამ ბრძანების გამომცემ სასამართლოში, მხარისათვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან (გაგზავნიდან) 48 საათის ვადაში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს.

9. სააპელაციო სასამართლო ეკონომიკური აგენტის/მხარის/დაინტერესებული მხარის მიერ სააგენტოსათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარს განიხილავს შეტანიდან 72 საათის განმავლობაში, ზეპირი მოსმენის გარეშე.

10. სააპელაციო სასამართლოს მიერ ეკონომიკური აგენტის/მხარის/დაინტერესებული მხარის მიერ სააგენტოსათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავი VII20. ადმინისტრაციული სამართალწარმოება ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით

მუხლი 21 75. მოსამართლის გადაწყვეტილება ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების შესახებ

„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე იღებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

მუხლი 21 76. სააგენტოს შუამდგომლობა ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე

ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე სააგენტოს შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს აღნიშნული ღონისძიების გამოყენებისათვის საკმარის საფუძველს და მისი გამოყენების საჭიროების დასაბუთებას. სააგენტოს შუამდგომლობაში მიეთითება ეკონომიკური აგენტის თაობაზე ზუსტი მონაცემები და მისი იმ ქმედების შინაარსი, რომლის დროებით შეჩერებასაც ითხოვს სააგენტო.

მუხლი 21 77. ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერების საკითხის გადაწყვეტის წესი

1. მოსამართლე ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე სააგენტოს შუამდგომლობას განიხილავს წარდგენიდან 1 თვის განმავლობაში.

2. მოსამართლე ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე სააგენტოს შუამდგომლობას განიხილავს ზეპირი მოსმენით, რის შესახებაც ამ შუამდგომლობის წარდგენიდან არაუგვიანეს 3 დღისა ატყობინებს აღნიშნულ ეკონომიკურ აგენტს და მას საქმის მასალებს უგზავნის. მხარეთა გამოუცხადებლობა არ იწვევს სააგენტოს შუამდგომლობის განხილვის გადადებას.

3. ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების შესახებ/ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის გადაწყვეტილება მიიღება ბრძანების ფორმით.

4. სააგენტოს შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაბამის ბრძანებაში აღინიშნება:

ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) ინფორმაცია ეკონომიკური აგენტისა და მისი იმ ქმედების თაობაზე, რომელიც შეჩერდება;

გ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ;

დ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

5. სააგენტოს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში შესაბამის ბრძანებაში აღინიშნება:

ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისი დასაბუთება;

გ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

6. ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების შესახებ/ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა (ეგზავნება) სააგენტოს, მეორე – ეკონომიკურ აგენტს, ხოლო მესამე რჩება სასამართლოში.

მუხლი 21​ 78. ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების შესახებ/ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის ბრძანების გასაჩივრების წესი

1. ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების შესახებ/ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის ბრძანება შეიძლება ერთხელ გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში. ამ ბრძანების გასაჩივრება აჩერებს მის მოქმედებას.

2. ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების შესახებ/ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანება ამ ბრძანების გამომცემ სასამართლოში, მხარისათვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან (გაგზავნიდან) 5 დღის ვადაში.

3. მოსამართლე ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების შესახებ/ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს. საჩივრისა და თანდართული საქმის მასალების ასლები მეორე მხარესაც ეგზავნება.

4. სააპელაციო სასამართლო ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების შესახებ/ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარს განიხილავს შეტანიდან 14 დღის განმავლობაში, ამ კოდექსის 2177 მუხლით დადგენილი წესით.

5. სააპელაციო სასამართლოს მიერ ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების შესახებ/ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავი VII21. ადმინისტრაციული სამართალწარმოება ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციის გაუქმებისა და ეკონომიკური აგენტის იძულებით დაყოფის საკითხებთან დაკავშირებით

მუხლი 21 79. მოსამართლის გადაწყვეტილება თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ

„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის  მე-9 პუნქტით ან 11მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ სააგენტოს ან ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანოს (ამ თავის მიზნებისათვის, ორივე ერთად და თითოეული ცალკე, შემდგომ − უფლებამოსილი ორგანო) შუამდგომლობის საფუძველზე იღებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

მუხლი 21 80. უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობა თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ

1. თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს შესაბამისი ღონისძიების გამოყენებისათვის საკმარის საფუძველს და სათანადო დასაბუთებას. შუამდგომლობაში მიეთითება კონცენტრაციის მონაწილე ეკონომიკური აგენტების თაობაზე ზუსტი მონაცემები.

2. თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობას უნდა დაერთოს უფლებამოსილი ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილება და საქმის განხილვისა და გადაწყვეტისათვის საჭირო სხვა ინფორმაცია.

მუხლი 21 81. კონცენტრაციის გაუქმების საკითხის გადაწყვეტის წესი

1. მოსამართლე კონცენტრაციის გაუქმების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ შუამდგომლობის წარდგენიდან 3 თვის ვადაში.

2. მოსამართლე თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობას განიხილავს ზეპირი მოსმენით, რის თაობაზედაც შუამდგომლობის წარდგენიდან არაუგვიანეს 7 დღისა ატყობინებს კონცენტრაციის მონაწილე ეკონომიკურ აგენტებს და მათ საქმის მასალებს გადასცემს (უგზავნის). მხარეთა გამოუცხადებლობა არ იწვევს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის განხილვის გადადებას.

3. კონცენტრაციის მონაწილე ეკონომიკური აგენტები უფლებამოსილი არიან მათთვის საქმის მასალების გადაცემიდან (გაგზავნიდან) არაუგვიანეს 10 დღისა სასამართლოს წერილობით წარუდგინონ თავიანთი მოსაზრებები.

4. თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის განხილვის შედეგად მოსამართლე იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ;

ბ) თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ.

5. მოსამართლე თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ/თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ბრძანების ფორმით. ამ ბრძანებაში აღინიშნება:

ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) განკარგულება კონცენტრაციის გაუქმების შესახებ ან განკარგულება კონცენტრაციის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, შესაბამისი ვადები და განსახორციელებელი ღონისძიებები;

გ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

6. თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ/თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის ბრძანების ერთი ეგზემპლარი რჩება სასამართლოში, ხოლო დანარჩენი ეგზემპლარები გადაეცემა  (ეგზავნება) კონცენტრაციის მონაწილე ეკონომიკურ აგენტებს (მხარეებს) და უფლებამოსილ ორგანოს.

მუხლი 2182. თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ მოსამართლის ბრძანების გასაჩივრების წესი

1. თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის მისი გასაჩივრების ვადის ამოწურვის მომენტიდან. ამ ბრძანების გასაჩივრება აჩერებს მის მოქმედებას.

2. თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანება ამ ბრძანების გამომცემ სასამართლოში, მხარეებისათვის ბრძანების ეგზემპლარების გადაცემიდან (გაგზავნიდან) 5 დღის ვადაში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს.

3. სააპელაციო სასამართლო თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარს განიხილავს შეტანიდან 1 თვის ვადაში, ამ კოდექსის 2181 მუხლით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განხილვისათვის დადგენილი წესით.

4. სააპელაციო სასამართლოს მიერ თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მუხლი 21 83. მოსამართლის ბრძანება დომინანტური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტის იძულებით დაყოფის შესახებ  

„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას დომინანტური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტის იძულებით დაყოფის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს (ბრძანებას გამოსცემს) თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

მუხლი  21 84. უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობა ეკონომიკური აგენტის იძულებით დაყოფის  შესახებ 

1. ეკონომიკური აგენტის იძულებით დაყოფის შესახებ უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს გადაწყვეტილების მიღებისათვის (ბრძანების გამოცემისათვის) საკმარის საფუძველს და სათანადო დასაბუთებას. უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობაში მიეთითება იმ ეკონომიკური აგენტის თაობაზე ზუსტი მონაცემები, რომლის იძულებით დაყოფასაც ითხოვს უფლებამოსილი ორგანო.

2. უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობას უნდა დაერთოს:

ა) დომინანტური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის არაერთგზის დარღვევის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები;

ბ) ინფორმაცია ეკონომიკური აგენტის დაყოფის (საწარმოს ორგანიზაციული და ტერიტორიული განცალკევების) შესაძლებლობის შესახებ;

გ) საქმის განხილვისა და გადაწყვეტისათვის საჭირო სხვა ინფორმაცია.

3. სასამართლოს მიერ ეკონომიკური აგენტის იძულებით დაყოფის საკითხის განხილვაზე ვრცელდება ამ კოდექსის 2179−2182 მუხლებით დადგენილი წესები.“.

2. 34-ე მუხლის 11 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) საჩივრები/სააპელაციო საჩივრები ამ კოდექსის VII18−VII21  თავებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალწარმოებებით განსაზღვრულ დავებზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 45-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

16 სექტემბერი 2020 წ.

N7127-Iს