დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1063 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 14/09/2001 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 26, 10/10/2001 |
სარეგისტრაციო კოდი | 030.000.000.05.001.000.978 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 20. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ინფორმაციის სასამართლოში წარდგენის თაობაზე
ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სასამართლოს მოთხოვნით წარუდგინოს მას საქმის განხილვისა და გადაწყვეტისათვის აუცილებელი დოკუმენტები და სხვა ინფორმაცია.“.
2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 201 მუხლი:
„მუხლი 201. სასამართლოს მიერ გასაიდუმლოებული ინფორმაციის განხილვის წესი
1. სასამართლო (მოსამართლე) გასაიდუმლოებული საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების კანონიერების შემოწმების მიზნით საქმეს იხილავს დახურულ სხდომაზე მხარეთა დასწრების გარეშე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია მხარეებს არ წარედგინება.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული საქმის თაობაზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში არ მიეთითება ის მონაცემი, რომელიც გამოიწვევს გასაიდუმლოებული ინფორმაციის გამჟღავნებას.“.
3. 213 მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მოსამართლე მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად ღია სასამართლო სხდომაზე, გარდა „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. სასამართლო სხდომაში მონაწილეობენ მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენელი და ის მეწარმე ან მისი წარმომადგენელი, რომლის საქმიანობის შემოწმებასაც ითხოვს მაკონტროლებელი ორგანო. „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ამ კოდექსის 201 მუხლით განსაზღვრული წესით.“;
ბ) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძველზე მეწარმე ან მისი წარმომადგენელი 3 დღის განმავლობაში იმ დროიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა აღნიშნული გარემოება, უფლებამოსილია მეწარმის საქმიანობის შემოწმების თაობაზე მოსამართლის ბრძანების გაუქმების შუამდგომლობით მიმართოს იმ სასამართლოს, რომლის მოსამართლის ბრძანებითაც ხორციელდება მეწარმის საქმიანობის შემოწმება. შუამდგომლობა განიხილება ამ მუხლით დადგენილი წესით. შუამდგომლობის დაკმაყოფილება იწვევს მოსამართლის ბრძანების გაუქმებას.“;
გ) მე-11 ნაწილს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება:
„შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსამართლე გამოსცემს ბრძანებას მეწარმის საქმიანობის შემოწმების თაობაზე.“;
დ) მე-14 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის ბრძანების გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ. ბრძანების გასაჩივრება აჩერებს ბრძანების მოქმედებას. მოსამართლის ბრძანება ამ მუხლით დადგენილი წესით 24 საათის განმავლობაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში.“;
ე) მე-14 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15-18 ნაწილები:
„15. საჩივარი მოსამართლის ბრძანების (დადგენილების) გაუქმების თაობაზე შეიტანება ბრძანების (დადგენილების) გამომცემ სასამართლოში მხარისთვის ბრძანების (დადგენილების) ასლის გადაცემიდან 24 საათის განმავლობაში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს. საჩივრის და თანდართული მასალების ასლები ეგზავნება მეორე მხარეს.
16. საჩივარი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განიხილება არსებითად, კოლეგიური წესით, საჩივრის შესვლიდან 3 დღის განმავლობაში, ამ მუხლით გათვალისწინებული წესით.
17. სააპელაციო ინსტანციის სასამართლო გასაჩივრებულ ბრძანებას აუქმებს ბრძანებით, ხოლო გასაჩივრებულ დადგენილებას – დადგენილებით.
18. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება (დადგენილება) საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2001 წლის 14 სექტემბერი.
№1063–Iს
დოკუმენტის კომენტარები