დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 567 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 25/10/2000 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 39, 10/11/2000 |
სარეგისტრაციო კოდი | 030.000.000.05.001.000.829 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი მუხ.190) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:
1. მე-6 მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) ადმინისტრაციული გარიგების დადების ან შესრულების, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზიანის ანაზღაურების თაობაზე, თუ სარჩელის ფასი აღემატება 500 000 ლარს.“.
2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. საქმის განხილვაში მოსამართლის განმეორებითი მონაწილეობის დაუშვებლობა
მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას საქმის განხილვაში, თუ იგი ამ საქმესთან დაკავშირებით ადრე მონაწილეობდა ადმინისტრაციულ წარმოებაში.“.
3. მე-17 მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვები „გაუქმების შესახებ“ შეიცვალოს სიტყვებით „ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“, ხოლო სიტყვა „მოპასუხეს“ – სიტყვებით „ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციული აქტი.“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2000 წლის 25 ოქტომბერი.
№567–Iს
დოკუმენტის კომენტარები