საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4646-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110518022, 18/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 030000000.05.001.016310
  • Word
4646-Iს
05/05/2011
ვებგვერდი, 110518022, 18/05/2011
030000000.05.001.016310
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (საქართველოს    საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის VII7 თავი:

თავი VII7

ადმინისტრაციული სამართალწარმოება პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირისათვის და მისი პირველი რიგის მემკვიდრისათვის ფულადი კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებით

    მუხლი 2126. სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვა

1. საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელით სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვ იმავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს.

2. უშუალოდ რეპრესირებული პირი, მისი პირველი რიგის მემკვიდრე ან მათი წარმომადგენელი ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელს წარუდგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს არა უგვიანეს 2014 წლის 1 იანვრისა.

3. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს:

ა) პირის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) პირველი რიგის მემკვიდრის მიერ სარჩელის წარდგენისას მემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) სანოტარო წესით დამოწმებული გარიგება ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის უფლების დათმობის თაობაზე, თუ არსებობს რამდენიმე პირველი რიგის მემკვიდრე და ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის უფლებეს მემკვიდრეები თმობენ ერთი ან რამდენიმე მემკვიდრის სასარგებლოდ.

4. პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირის რამდენიმე პირველი რიგის მემკვიდრის არსებობის შემთხვევაში მათზე გაიცემა ერთიანი ფულადი კომპენსაცია.

    მუხლი 2127. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხის განხილვა

1. მოსამართლე ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელის შეტანიდან 5 დღის ვადაში განიხილავს მისი წარმოებაში მიღების საკითხს.

2. თუ მოსამართლე გამოარკვევს, რომ ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, იგი გამოიტანს განჩინებას არსებული ხარვეზის შესახებ და მოსარჩელეს მის შესავსებად დაუნიშნავს გონივრულ ვადას. თუ მოსარჩელე დანიშნულ ვადაში შეავსებს განჩინებაში მითითებულ ხარვეზს, მოსამართლე გამოიტანს განჩინებას ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ; წინააღმდეგ შემთხვევაში იგი გამოიტანს განჩინებას ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და სარჩელს თანდართულ დოკუმენტებთან ერთად დაუბრუნებს მოსარჩელეს.

3. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლო განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

4. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ სასამართლო განჩინების გამოტანის შემდეგ ან ასეთი განჩინების გამოტანის ვადის გასვლის შემდეგ მოსამართლე სარჩელს და თანდართული დოკუმენტების ასლებს დაუყოვნებლივ უგზავნის მოპასუხეს და განუსაზღვრავს მას შესაგებლის წარდგენის ვადას.

    მუხლი 2128. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელის განხილვა

ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს პირის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების ფაქტს, რომელიც დასტურდება პირის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების დოკუმენტით.

    მუხლი 2129. ფულადი კომპენსაციის გაცემის საკითხის გადაწყვეტის წესი

1. ამ თავით გათვალისწინებული სამართალწარმოებისას მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

2. ფულადი კომპენსაციის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული იძულების სხვადასხვა ფორმის სიმძიმის, აგრეთვე ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით.

3. ამ თავით გათვალისწინებული დავ განხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით, სასამართლო საქმეს განიხილავს ზეპირი მოსმენით. ამ თავით გათვალისწინებული საქმე განხილება საქმეთა განხილვისათვის საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ საერთო ვადებში და დადგენილი წესით.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. სააპელაციო საჩივარი წარედგინება თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომელიც მას თანდართულ მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ გზავნის თბილისის სააპელაციო სასამართლოს.

6. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება (განჩინება) საბოლოოა და არ საჩივრდება.“.

2. 34-ე მუხლის 11 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტი:

ი) პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირისათვის და მისი პირველი რიგის მემკვიდრისათვის ფულადი კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებულ დავაზე.“.

    მუხლი 2

1. ამ კანონის ამოქმედების დროისთვის სასამართლო წარმოებაში არსებული საქმე პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირისათვი და მისი პირველი რიგის მემკვიდრისათვის ფულადი კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირები განიხილება საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ საქართველოს კანონითა და ამ კანონით დადგენილი წესით.

2. პირს, რომელსაც უარი ეთქვა სარჩელზე პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირისათვის და მისი პირველი რიგის მემკვიდრისათვის ფულადი კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებით, უფლება აქვს, ხელახლა მიმართოს სასამართლოს ფულადი კომპენსაციის მიღების მოთხოვნით საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ საქართველოს კანონითა და ამ კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 5 მაისი.

№4646I