დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1261-IVმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 17/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 030000000.05.001.102995 |
|
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. VII9 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ადმინისტრაციული სამართალწარმოება არასრულწლოვანის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გაგზავნასთან დაკავშირებულ საქმეებზე“. 2. 2135 მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სასამართლო ამ თავით დადგენილი წესით განიხილავს: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის − არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის (შემდგომ − არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი) სპეციალისტთა ჯგუფის (შემდგომ − სპეციალისტთა ჯგუფი) შუამდგომლობას არასრულწლოვანის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ ან არასრულწლოვანის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში ყოფნის ვადის გაგრძელების შესახებ; ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის (შემდგომ − რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი) მულტიდისციპლინური ჯგუფის (შემდგომ − მულტიდისციპლინური ჯგუფი) შუამდგომლობას კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების თაობაზე ან კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში ყოფნის ვადის გაგრძელების შესახებ.“; ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი: „3. მულტიდისციპლინური ჯგუფის შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის IV თავით დადგენილი წესით.“. 3. 2137 მუხლის: ა) მე-2 და 21 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მოსამართლე საქმეს დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილავს. ამ კოდექსის 2135 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დახურულ სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ: არასრულწლოვანს, არასრულწლოვანის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელს, სპეციალისტთა ჯგუფის წევრებს, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის სხვა წარმომადგენელს, სოციალურ მუშაკს, არასრულწლოვანის ადვოკატს, აგრეთვე სასამართლოს მიერ მოწვეულ სხვა პირებს, ხოლო იმავე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში − კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კანონიერ წარმომადგენელს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელს, მულტიდისციპლინური ჯგუფის წევრებს, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის სხვა წარმომადგენელს, სოციალურ მუშაკს, ფსიქოლოგს, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ადვოკატს, აგრეთვე სასამართლოს მიერ მოწვეულ სხვა პირებს. 21. ამ კოდექსის 2135 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის განხილვისას მოსამართლე, საქმისთვის მნიშვნელოვან სხვა გარემოებებთან ერთად, ხელმძღვანელობს არასრულწლოვანის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით და მისი რთული ქცევის ან/და მის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი დოკუმენტებით, რომლებიც შუამდგომლობას თან ერთვის. გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინება ისეთი გარემოებები, როგორებიცაა: არასრულწლოვანის ან/და არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლის არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრთან თანამშრომლობა; არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის მიერ არასრულწლოვანისთვის შერჩეულ სერვისში/პროგრამაში არასრულწლოვანის მონაწილეობა და მიღწეული შედეგები; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შემთხვევაში − მისი ხასიათი, სიმძიმე და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები.“; ბ) 21 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 ნაწილი: „22. ამ კოდექსის 2135 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის განხილვისას მოსამართლე, საქმისთვის მნიშვნელოვან სხვა გარემოებებთან ერთად, ხელმძღვანელობს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით და მის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი დოკუმენტებით, რომლებიც შუამდგომლობას თან ერთვის, აგრეთვე განიხილავს „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლების არსებობას. გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინება ისეთი გარემოებები, როგორებიცაა: კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ან/და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრთან თანამშრომლობა; მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანისთვის შერჩეულ სერვისში/პროგრამაში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მონაწილეობა და მიღწეული შედეგები, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ხასიათი, სიმძიმე და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები.“; გ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სასამართლო პროცესზე არასრულწლოვანს წარმოადგენს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი. თუ არასრულწლოვანს არ ჰყავს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი, სასამართლო ვალდებულია მისი ინტერესების დასაცავად საქმეში ჩააბას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო. საქმის განხილვაში ადვოკატის მონაწილეობა სავალდებულოა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან. |
თბილისი, 17 დეკემბერი 2025 წ. N1261-IVმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები