საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4213-XIVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/05/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 030000000.05.001.102264
4213-XIVმს-Xმპ
29/05/2024
ვებგვერდი, 12/06/2024
030000000.05.001.102264
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) დაემატოს შემდეგი შინაარსის VII28 თავი:

„თავი VII28

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვის წესი

მუხლი 21110. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვის წესი

1. ფიზიკური პირი, რომელსაც შესაძლებელია ჰქონდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს (შემდგომ − ანტიკორუფციული ბიურო) მიერ პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის განსახორციელებლად საჭირო ინფორმაცია და რომელიც ანტიკორუფციულ ბიუროში გამოსაკითხად არ ცხადდება, შეიძლება ამ მუხლით დადგენილი წესით დაიკითხოს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე.

2. ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დასაკითხად სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს ანტიკორუფციული ბიურო თავისი ადგილსამყოფლის მიხედვით.

3. დასაკითხ პირს უფლება აქვს, თავისი ხარჯით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით, არ გასცეს ინფორმაცია საკუთარი თავის ან/და ახლო ნათესავის წინააღმდეგ. დასაკითხ პირს ეს უფლებები დაკითხვის დაწყებამდე უნდა განემარტოს. ამ ნაწილის მიზნებისთვის დასაკითხი პირის ახლო ნათესავად მიიჩნევა მისი მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე.

4. დაკითხვის დაწყებამდე უნდა დადგინდეს დასაკითხი პირის ვინაობა და სხვა აუცილებელი ინფორმაცია. ეს ინფორმაცია დაკითხვის ოქმში უნდა აღინიშნოს.

5. დასაკითხი პირი ვალდებულია დაკითხვისას ანტიკორუფციულ ბიუროს სწორი ინფორმაცია მიაწოდოს.

6. მაგისტრატი მოსამართლე ვალდებულია დასაკითხი პირი წერილობით გააფრთხილოს ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თაობაზე. გაფრთხილების შესახებ დაკითხვის ოქმში უნდა აღინიშნოს.

7. დაკითხვისას დასაშვებია ხმის ან/და გამოსახულების ჩამწერი ტექნიკური საშუალების გამოყენება. დასაკითხ პირს მისი გამოყენების შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს.

8. დასაკითხ პირს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მაგისტრატი მოსამართლის განკარგულებით ეკისრება ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. ამ ჯარიმის დაკისრება დასაკითხ პირს არ ათავისუფლებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოცხადებისა და ამ მუხლით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებისგან.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

29 მაისი 2024 წ.

N4213-XIVმს-Xმპ