საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3391
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/02/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 6, 09/03/2004
სარეგისტრაციო კოდი 030.000.000.05.001.001.460
  • Word
3391
13/02/2004
სსმ, 6, 09/03/2004
030.000.000.05.001.001.460
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

��� მუხლი 1

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ.190) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-2 მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის �დ� ქვეპუნქტი:

�დ) თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის ქონების კანონიერება.�.

2. მე-6 მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის �ვ� ქვეპუნქტი:

�ვ) თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის მფლობელობაში არსებული უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევასა და სახელმწიფოსთვის გადაცემასთან დაკავშირებით.�.

3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის VII2 თავი:

�თავი VII2

ადმინისტრაციული სამართალწარმოება თანამდებობის პირთა უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემასთან დაკავშირებით

��� მუხლი 214. თანამდებობის პირთა უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ სარჩელის აღძვრა

1. თანამდებობის პირთა უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ სარჩელი შეიძლება აღძრულ იქნეს თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის მიმართ.

2. სარჩელის აღძვრის უფლება აქვს პროკურორს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

��� მუხლი 215. ტერმინთა განმარტება

ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) თანამდებობის პირი � �საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ� საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირი, აგრეთვე სახელმწიფო საწარმოს (რომელშიც სახელმწიფო ფლობს წილის (აქციათა) 50%-ს ან მეტს) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი დაკავებული თანამდებობიდან;

ბ) ოჯახის წევრი � თანამდებობის პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე მასთან მუდმივად მცხოვრები პირი;

გ) ახლო ნათესავი � თანამდებობის პირის ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, გერი, და და ძმა, აგრეთვე მშობლის და შვილის გერები, მეუღლის და, ძმა და მშობლები;

დ) დაკავშირებული პირი � პირი, რომელსაც იურიდიული დოკუმენტაციის საფუძველზე საკუთრებაში აქვს ქონება და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი მოპოვებულია თანამდებობის პირის არაკანონიერ ქმედებათა შედეგად და ამ ქონებით სარგებლობს, განკარგავს (ან განკარგა) თანამდებობის პირი;

ე) უკანონო ქონება � ქონება, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, აქციები (წილი), რომელიც თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს, ახლო ნათესავს ან დაკავშირებულ პირს მოპოვებული აქვთ კანონის მოთხოვნათა დარღვევით;

ვ) დაუსაბუთებელი ქონება � ქონება, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, აქციები (წილი), რომლის კანონიერი საშუალებებით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს ან ახლო ნათესავს არ გააჩნიათ ან იგი შეძენილია უკანონო ქონების გასხვისების შედეგად მიღებული ფულადი სახსრებით.

��� მუხლი 216. ქონების უკანონოდ ან დაუსაბუთებლად ცნობა

1. თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის ქონებას მოსამართლე ცნობს უკანონოდ, თუ საქმის წარმოების პროცესში, სათანადო მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, სასამართლომ გამოარკვია, რომ ქონება ან ამ ქონების შეძენისთვის საჭირო საშუალებები მოპოვებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევის შესაბამისად.

2. მოსარჩელე ვალდებულია სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები მოპასუხის ქონების უკანონობისა და დაუსაბუთებლობის თაობაზე. თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის ქონებას მოსამართლე მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე ცნობს დაუსაბუთებლად, თუ საქმის წარმოების პროცესში მოპასუხემ ვერ წარუდგინა სასამართლოს ქონების ან ამ ქონების შეძენისთვის საჭირო ფინანსური საშუალებების კანონიერი გზით მოპოვების ან ამ ქონებაზე კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები.

��� მუხლი 217. ქონების დაყადაღება

1. თუ არის მონაცემები, რომ თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის მფლობელობაში არსებულ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ ანდა სხვაგვარად გაასხვისებენ, პროკურორი ვალდებულია სასამართლოს მიმართოს განცხადებით ქონების, მათ შორის, საბანკო ანგარიშების დაყადაღების თაობაზე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოიყენება ამ კოდექსის VII2 თავის დებულებები.

��� მუხლი 218. ქონების უკანონოდ ან დაუსაბუთებლად ცნობის იურიდიული შედეგები

1. თუ სასამართლომ ამ თავის 216 მუხლის შესაბამისად თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის ქონება ცნო უკანონოდ ან დაუსაბუთებლად, მოპასუხის ქონება მესამე პირთა კანონიერი ინტერესების დაკმაყოფილების შემდეგ გადაეცემა მის კანონიერ მესაკუთრეს, ხოლო კანონიერი მესაკუთრის დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში � სახელმწიფოს.

2. თუ მოპასუხის ქონების შეძენის წყარო ან მისი კანონიერება ან დასაბუთებულობა ნაწილობრივ დასტურდება, სახელმწიფოს უბრუნდება მოპასუხის ქონების ის ნაწილი, რომლის კანონიერებას ან დასაბუთებულობას მოპასუხე სასამართლო წესით ვერ დაადასტურებს.

3. თუ შეუძლებელია მოპასუხის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების პირვანდელი მდგომარეობით სახელმწიფოსთვის დაბრუნება, მოპასუხეს დაეკისრება ამ ქონების ეკვივალენტური ფულადი თანხის გადახდა.

4. სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხის დაუსაბუთებელი ან უკანონო ქონების კანონიერი მესაკუთრის ან სახელმწიფოსთვის გადაცემის თაობაზე აღსრულდება �სააღსრულებო წარმოებათა შესახებ� საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

��� მუხლი 219. თანამდებობის პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა

1. თუ სასამართლო დაადასტურებს, რომ თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის მფლობელობაში იმყოფება უკანონო და დაუსაბუთებელი ქონება და სასამართლო პროცესის მსვლელობისას თანამდებობის პირის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, პროკურორი აღძრავს სისხლის სამართლის საქმეს მის წინააღმდეგ.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალწარმოება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

��� მუხლი 2110. სარჩელის დაუკმაყოფილებლობის შედეგები

თუ უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების თაობაზე სარჩელი არ დაკმაყოფილდა, იმავე ქონებასთან დაკავშირებით განმეორებითი სარჩელის წარდგენა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოვლინდა ახალაღმოჩენილი გარემოებები.

��� მუხლი 2111. დაუსწრებელი გადაწყვეტილება

1. თანამდებობის პირთა უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემის თაობაზე წარმოებული საქმეების განხილვისას, როდესაც თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის მიმართ გამოცხადებულია ძებნა, არ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-2 ნაწილის �გ� ქვეპუნქტი.

2. მხარეს, რომელიც არ გამოცხადებულა სასამართლოში, ეგზავნება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი მისი გამოტანიდან 5 დღის განმავლობაში.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოიყენება სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების (შეტყობინების) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის VIII თავით დადგენილი წესი.�.

4. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

�4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება ისეთ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებზე, რომლებიც ეხება თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის უკანონო და დაუსაბუთებელ ქონებას და მიღებულია (გამოცემულია) კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.�.

��� მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი

მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 13 თებერვალი

№3391_IIს