„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

  • Word
„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 2510
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 3, 13/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 030.000.000.05.001.003.869
  • Word
2510
28/12/2009
სსმ, 3, 13/01/2010
030.000.000.05.001.003.869
„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-9 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.“.

2. 2112 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 2112. სასამართლოსათვის მიმართვა

1. ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვს მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

2. ოჯახში ძალადობისას სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას.“. 

3. 2113 მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის თაობაზე განიხილება პირველი ინსტანციის სასამართლოში მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი.“;

ბ) მე-3 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) მოძალადის საცხოვრებელი ან/და სამუშაო ადგილის მისამართსა და ტელეფონის (მათ შორის, მობილურის) ნომერს, ასეთის არსებობის შემთხვევაში;“;

გ) მე-4 და მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სასამართლო განცხადების სასამართლოს კანცელარიაში დადგენილი წესით რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში განიხილავს მას და იღებს გადაწყვეტილებას დამცავი ორდერის გამოცემის, გაუქმების, მოქმედების ვადის გაგრძელების ან გამოცემაზე უარის თქმის შესახებ.

5. სასამართლო განცხადების სასამართლოს კანცელარიაში დადგენილი წესით რეგისტრაციიდან 24 საათის განმავლობაში განცხადებასა და თანდართულ მასალებს უგზავნის იმ პირს, რომლის მიმართაც არის შეტანილი განცხადება, აგრეთვე აძლევს მას უფლებას წარადგინოს მტკიცებულებები. პირი, რომლის მიმართაც არის შეტანილი განცხადება, უფლებამოსილია წერილობით უპასუხოს განცხადებაში მითითებულ საკითხებს და წარადგინოს მტკიცებულებები სასამართლო უწყების მიღებიდან 3 დღის ვადაში.“;

დ) მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52  ნაწილები:

„51. მოსამართლე უფლებამოსილია მხარის (არასრულწლოვნის შემთხვევაში – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს) ან საკუთარი ინიციატივით საქმე განიხილოს დახურულ სასამართლო სხდომაზე.

52. „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო ასევე განიხილავს არასრულწლოვანთან მოძალადე მშობლის/მშობლების ურთიერთობის საკითხს. არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის კვალის არსებობისას სასამართლოს წინაშე შეიძლება დაისვას მოძალადე მშობლისაგან/მშობლებისაგან არასრულწლოვნის განცალკევების საკითხი. აღნიშნულის თაობაზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლო დროებითი ღონისძიების სახით იღებს განკარგულებას მიმართვიდან 24 საათის განმავლობაში.“;

ე) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ თავით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული  გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში. გასაჩივრება არ აჩერებს გამოცემული დამცავი ან/და შემაკავებელი ორდერის მოქმედებას. საჩივართან დაკავშირებით ამ თავით დადგენილი წესით გადაწყვეტილებას იღებს სააპელაციო სასამართლო საჩივრის წარდგენიდან 7 დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.“;

ვ) მე-7 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 ნაწილი:

„71. ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და დახმარებასთან დაკავშირებით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 24 საათის განმავლობაში გადაეცემა მხარეებს. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და დახმარებასთან დაკავშირებით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევაზე რეაგირების მიზნით მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით აგრეთვე ეგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შესაბამის საუბნო სამსახურს; თუ დამცავი ორდერით გათვალისწინებული საკითხები შეეხება არასრულწლოვანს, სასამართლო გადაწყვეტილება ეგზავნება მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამის ადგილობრივ ორგანოს, ხოლო თუ სასამართლო გადაწყვეტილება შეეხება იარაღთან დაკავშირებულ საკითხებს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.“;

ზ) მე-8 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 

4. 2114 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 2114. შემაკავებელი ორდერის გამოცემისა და გასაჩივრების წესი

1.  ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით შესაძლებელია გამოცემული იქნეს შემაკავებელი ორდერი.

2. შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.

3. შემაკავებელი ორდერი მისი გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს.

4.  სასამართლო შემაკავებელი ორდერის დასამტკიცებლად წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში განიხილავს ორდერის გამოცემის მიზანშეწონილობის საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას მისი დამტკიცების, დამტკიცებაზე უარის თქმის ან ნაწილობრივ დამტკიცების შესახებ.

5. შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებაში დეტალურად უნდა იქნეს ასახული მოძალადისათვის დაწესებული შეზღუდვების პირობები და მსხვერპლის დასაცავად გათვალისწინებული ღონისძიებები.

6. სასამართლო პოლიციის უფლებამოსილი პირის ან პროცესის მონაწილე სხვა პირთა მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრავს შემაკავებელი ორდერის მოქმედების კონკრეტულ ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს.

7. შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შედის ძალაში და 24 საათის განმავლობაში ეგზავნება პროცესის მონაწილე მხარეებს, აგრეთვე ეგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შესაბამის საუბნო სამსახურს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევაზე რეაგირების მიზნით; თუ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული საკითხი შეეხება არასრულწლოვანს,  სასამართლო გადაწყვეტილება ეგზავნება მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამის ადგილობრივ ორგანოს, ხოლო თუ სასამართლო გადაწყვეტილება შეეხება იარაღთან დაკავშირებულ საკითხებს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.

8. თუ შემაკავებელი ორდერის გამოცემის საკითხის განხილვისას  სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, საქმის მასალები ქვემდებარეობის შესაბამისად ეგზავნება შესაბამის ორგანოს სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხის გადასაწყვეტად.

9. უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილება მიიღება და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.“. 

5. 2115 მუხლის:

ა) მე-3 ნაწილის:

ა.ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მოძალადის არასრულწლოვნისგან განცალკევების, მასთან შეხვედრისა და ურთიერთობის რეგულირების საკითხებს;“;

ა.ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ორდერის მოქმედების ან ორდერით განსაზღვრულ პერიოდში მოძალადისათვის იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობის უფლების შეზღუდვას ან აკრძალვას, აღნიშნულ პერიოდში იარაღის შეძენის ან შეძენაზე ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვების უფლების აკრძალვასა და პირად საკუთრებაში არსებული ან/და კუთვნილი იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის ან მისი დროებით ჩამორთმევის პირობებს;“;

ა.გ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) გაფრთხილებას ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ;“;      

ბ) მე-4 ნაწილის:

ბ.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მოძალადის არასრულწლოვნისგან განცალკევების საკითხებს;“;

ბ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ორდერის მოქმედების ან ორდერით განსაზღვრულ პერიოდში მოძალადისათვის იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობის უფლების შეზღუდვას ან აკრძალვას, აღნიშნულ პერიოდში იარაღის შეძენის ან შეძენაზე ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვების უფლების აკრძალვასა და პირად საკუთრებაში არსებული ან/და კუთვნილი იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის ან მისი დროებით ჩამორთმევის პირობებს;“;

ბ.გ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) გაფრთხილებას ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ;“;

გ) მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 ნაწილი:

„51. შემაკავებელი და დამცავი ორდერების მოქმედების ვადები განისაზღვრება „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით.“;

დ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დამცავი ორდერი მზადდება არანაკლებ 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ბარდება მოძალადეს, ერთი – მსხვერპლს, ერთი ეგზემპლარი რჩება ორდერის გამომცემ ორგანოში, ხოლო ერთი ეგზემპლარი ეგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შესაბამის საუბნო სამსახურს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. თუ დამცავი ორდერით გათვალისწინებული საკითხი შეეხება არასრულწლოვანს, დამცავი ორდერის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამის ადგილობრივ ორგანოს, ხოლო თუ სასამართლო გადაწყვეტილება შეეხება იარაღთან დაკავშირებულ საკითხებს, დამცავი და შემაკავებელი ორდერების თითო ეგზემპლარი ეგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს. დამცავ ორდერთან დაკავშირებით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება მხარეებს ბარდება ამ კოდექსით დადგენილი წესით.“;

ე) მე-6 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 ნაწილი:

„61. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შემაკავებელი ორდერი მზადდება არანაკლებ 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ბარდება მოძალადეს, ერთი – მსხვერპლს, ერთი ეგზემპლარი რჩება ორდერის გამომცემ ორგანოში, ხოლო ერთი ეგზემპლარი გადაეცემა სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემდგომი სამართლებრივი პროცედურის განსახორციელებლად.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 28 დეკემბერი.

№2510–რს