„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“

  • Word
„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 3046
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/05/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24, 10/05/2010
სარეგისტრაციო კოდი 030.000.000.05.001.004.027
  • Word
3046
04/05/2010
სსმ, 24, 10/05/2010
030.000.000.05.001.004.027
„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის VII6 თავი:

თავი VII6

ადმინისტრაციული სამართალწარმოება ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან ან თავშესაფრის მიცემასთან დაკავშირებით

    მუხლი 2124. სასამართლოსთვის მიმართვა

ლტოლვილის სტატუსის მინიჭების ან თავშესაფრის მიცემის თაობაზე მოთხოვნით რაიონული (საქალაქო) სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს ლტოლვილის სტატუსის ან თავშესაფრის მაძიებელს უარის მიღებიდან 10 დღის ვადაში.

    მუხლი 2125. ლტოლვილის სტატუსის მინიჭების ან თავშესაფრის მიცემის საკითხის გადაწყვეტის წესი

1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე გადაწყვეტილებას ლტოლვილის სტატუსის მინიჭების ან თავშესაფრის მიცემის თაობაზე იღებს სარჩელის წარმოებაში მიღებიდან 2 თვის ვადაში.

2. სააპელაციო საჩივარი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე შეიტანება გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში მხარისათვის მისი გადაცემიდან 10 დღის ვადაში. მოსამართლე სააპელაციო საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს.

3. სააპელაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში განიხილება მისი წარმოებაში მიღებიდან 1 თვის ვადაში.

4. სააპელაციო სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას.

5. საკასაციო საჩივარი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე შეიტანება სააპელაციო სასამართლოში მხარისათვის მისი გადაცემიდან 10 დღის ვადაში.

6. საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის საერთო ვადა შეადგენს 2 თვეს. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობას წყვეტს მისი წარმოებაში მიღებიდან 1 თვის ვადაში.“.

2. IX თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აპელაცია და კასაცია, საქმის წარმოების განახლება“.

3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 342 მუხლი:

     „მუხლი 342. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების დაუშვებლობა

ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებასთან დაკავშირებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა არ გამოიყენება.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 27 აპრილი.

№3046–I

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.