საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
დოკუმენტის ნომერი 2352
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/07/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 39(46), 06/08/1999
სარეგისტრაციო კოდი 030.000.000.05.001.000.672
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2352
23/07/1999
სსმ, 39(46), 06/08/1999
030.000.000.05.001.000.672
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (29/12/2006 - 04/07/2007)

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

თავი I. ადმინისტრაციული პროცესის ძირითადი დებულებანი

    მუხლი 1. კოდექსის მოქმედების სფერო

1. ეს კოდექსი განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესებს.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

     მუხლი 2. სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები

1. ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

2. სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს:

ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან;

ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა;

გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე;

დ) თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის ქონების კანონიერება.

21. სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე.

3. დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს სარჩელი იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის გადაწყვეტა მის უფლებამოსილებას განეკუთვნება.

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3391-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.28

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800-სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

საქართველოს 2006 წლის 14 ივლისის კანონი №3452-სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ.236

    მუხლი 3. დისპოზიციურობის პრინციპი

1. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით.

2. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაცი-ული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

    მუხლი 4. შეჯიბრებითობა და საქმის გარემოებების გამოკვლევა სასამართლოს მიერ

ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად.

თავი II. განსჯადობა

    მუხლი 5. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი საქმეები

1. რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით განიხილავს სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებულ ადმინისტრაციულ საქმეებს, გარდა ამ კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საქმეებისა.

2. რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით განიხილავს ასევე ადმინისტრაციულ საქმეებს იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არ მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე.

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800-სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

    მუხლი 6. მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები

მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ საქმეებს:

ა) სოფლის, თემის, დაბისა და ქალაქის, რომელიც შედის რაიონის შემადგენლობაში, წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების თაობაზე;

ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე გამოტანილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შესახებ;

გ) სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხის თაობაზე;

დ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის თაობაზე;

 სამსახურში შრომითი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავასთან დაკავშირებით;

ვ) მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე ბრძანების გამოცემის თაობაზე.

ზ) შესაბამისი ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ.

საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №169-სსმI, №7, 08.03.2000წ., მუხ.10

საქართველოს 2000 წლის 25 ოქტომბრის კანონი №567-სსმI, №39, 10.11.2000წ., მუხ.111

საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1555-სსმI, №26, 30.09.2002წ., მუხ124

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3391-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.28

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800-სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

საქართველოს 2006 წლის 14 ივლისის კანონი №3452-სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ.236

თავი III. მიუკერძოებლობა, აცილება

    მუხლი 7. საქმის განხილვაში მოსამართლის განმეორებითი მონაწილეობის დაუშვებლობა

მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას საქმის განხილვაში, თუ იგი ამ საქმესთან დაკავშირებით ადრე მონაწილეობდა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

საქართველოს 2000 წლის 25 ოქტომბრის კანონი №567-სსმI, №39, 10.11.2000წ., მუხ.111

     მუხლი 8 (ამოღებულია)

საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №169-სსმI, №7, 08.03.2000წ., მუხ.10

თავი IV. პროცესის ხარჯები

     მუხლი 9. სახელმწიფო ბაჟი

1. სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე.

2. დავის საგნის ფასს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის პირველ ნაწილში გათვალისწინებულის გარდა, განსაზღვრავს სასამართლო.

3. საქმის შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განახევრდება.

4. ფიზიკური პირის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ფიზიკური პირი ინდივიდუალური მეწარმეა, არ დააბრკოლებს საქმის განხილვასა და გადაწყვეტას.

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800-სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

    მუხლი 10. პროცესის ხარჯების ანაზღაურება

1. ფიზიკური პირი ვალდებულია პირველი ინსტანციის სასამართლოში გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შესაძლებლობა.

2. თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

3. თუ მხარე, რომელიც ვალდებულია გადაიხადოს სასამართლოს ხარჯები, რამდენიმე ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან შედგება, მაშინ სასამართლო ხარჯები მათ შორის ნაწილდება თანაბრად.

საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №169-სსმI, №7, 08.03.2000წ., მუხ.10

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800-სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

    მუხლი 11. საპროცესო ხარჯების განაწილება საქმის მორიგებით დამთავრებისას

1. თუ სასამართლო წარმოება დასრულდა მორიგებით და მხარეები ვერ შეთანხმდნენ ხარჯების განაწილებაზე, ამასთან მხარე არ არის გათავისუფლებული სასამართლო ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებისაგან, მაშინ სასამართლო ხარჯები მათ შორის ნაწილდება თანაბრად.

2. სასამართლოსგარეშე ხარჯებს თითოეული მათგანი ანაზღაურებს დამოუკიდებლად.

თავი V.  საპროცესო ვადები. სასამართლო შეტყობინება და დაბარება

    მუხლი 12. გასაჩივრების ვადის ათვლა

1. გასაჩივრების ვადის დინება დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი.

2. თუ მხარეს არ ეცნობა გასაჩივრების უფლების შესახებ ან ეცნობა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული რომელიმე მოთხოვნის დარღვევით, მაშინ გასაჩივრება შეიძლება სასამართლოს აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში.

3. ამ მუხლის პირველ ნაწილთან სასამართლო აქტის შეუსაბამობის შემთხვევაში სასამართლო მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით გამოიტანს განჩინებას სასამართლო აქტის ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე. განჩინებაზე დაიშვება კერძო საჩივარი.

საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №169-სსმI, №7, 08.03.2000წ., მუხ.10

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800-სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

    მუხლი 13. მხარეთათვის სასამართლო უწყების, დოკუმენტების გადაცემა

1. სასამართლოს მიერ მხარეთათვის ან საქმეში მონაწილე სხვა პირისათვის გაგზავნილ ყველა უწყებაზე, დოკუმენტსა თუ წერილზე უნდა აღინიშნოს გაგზავნის თარიღი.

2. სასამართლოს ყველა გადაწყვეტილების, განჩინების, ბრძანების, დადგენილების ასლი უნდა გადაეცეს მხარეს.

3. პირი, რომელიც არ არის რეგისტრირებული საქართველოში ან რეგისტრირებულია მისამართის გარეშე, სასამართლოს მოთხოვნით ვალდებულია დანიშნოს სხვა პირი, რომელიც უფლებამოსილი იქნება დოკუმენტების მიღებაზე.

4. თუ მხარე საქმეს აწარმოებს წარმომადგენლის მეშვეობით, ყველა დოკუმენტი ეგზავნება წარმომადგენელს, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც დოკუმენტი მხარესაც უნდა გაეგზავნოს.

5. თუ სასამართლოს მიერ გასაგზავნი დოკუმენტი დიდი მოცულობისაა, მაშინ მხარეს ეგზავნება ამ დოკუმენტის მხოლოდ დასახელება და ეცნობება, რომ მას აქვს მისი სასამართლოს კანცელარიაში გაცნობის უფლება.

6. მხარეს უფლება აქვს მიიღოს ამ დოკუმენტის ასლი საკუთარი ხარჯით ან გააკეთოს ამონაწერი სასამართლოს კანცელარიაში.

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800-სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

     მუხლი 131. საგადასახადო და საბაჟო საქმეების განხილვის ვადა

საგადასახადო და საბაჟო საქმეების განხილვის ვადა სასამართლოში სარჩელის შეტანიდან მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემამდე არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №932-სსმI, №41, 30.12.2004წ., მუხ.208

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2361-სსმI, №55, 27.12.2005წ., მუხ.381

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4231-სსმI, №50, 30.12.2006წ., მუხ.382

თავი VI. მხარეები ადმინისტრაციულ პროცესში

    მუხლი 14. ადმინისტრაციული პროცესის მონაწილეები

1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 79-ე მუხლით გათვალისწინებული პირების გარდა, ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილეობს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც გამოსცა ადმინი-სტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე რაიმე ქმედება.

2. სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს ან სახელმწიფოსაგან დელეგირებული უფლებების საფუძველზე კერძო პირის მოქმედებებსა და გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელია სახელმწიფო.

     მუხლი 15. ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილეობა წარმომადგენლის მეშვეობით

1. თუ მხარე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოა, სასამართლოში მას წარმოადგენს მისი ხელმძღვანელი ან ის თანამდებობის პირი, რომელსაც კანონმდებლობით მინიჭებული აქვს წარმომადგენლობის უფლება.

2. სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში თავის წარმომადგენლად, დადგენილი წესით, დანიშნოს ის თანამდებობის პირი ან სახელმწიფო მოსამსახურე, რომელიც ამ ადმინისტრაციულ ორგანოში მსახურობს.

3. სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანო უფლებამოსილია თავის წარმომადგენლად დანიშნოს ადვოკატი.

საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №169-სსმI, №7, 08.03.2000წ., მუხ.10

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800-სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

    მუხლი 16. მესამე პირის ჩაბმა ადმინისტრაციულ პროცესში

1. სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე სასამართლო უფლებამოსილია აცნობოს პირს, რომლის ინტრესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩააბას იგი საქმეში მესამე პირად.

2. მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. თუ სამართალურთიერთობაში მონაწილეობს   10  პირზე მეტი, მაშინ სასამართლო საქმეში ჩააბამს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც ამის სურვილს გამოთქვამენ.

21. ყოველ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს განცხადებით, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილის შესაბამისად საქმეში მესამე პირად ჩაბმის თაობაზე.

22. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილის შესაბამისად მესამე პირი შეიძლება ჩაბმული იქნეს საქმეში ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, რისთვისაც იგი მიმართავს სასამართლოს მოტივირებული განცხადებით.

23. მესამე პირის საქმეში ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

3. სასამართლოს განჩინება საქმეში მესამე პირად ჩაბმის შესახებ უნდა გაეგზავნოს მხარეებს და მესამე პირებს, ხოლო თუ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მესამე პირად ათ პირზე მეტია ჩაბმული, განჩინების გადაცემა შეიძლება შეიცვალოს გამოქვეყნებით.

4. სასამართლოს განჩინება პირის მესამე პირად საქმეში ჩაბმის შესახებ არ გასაჩივრდება. ამ მუხლის მე-2 ნაწილთან დაკავშირებით მიღებული სასამართლო განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ იმ პირის მიერ, რომელიც ჩაბმულ იქნა საქმეში.

5. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მესამე პირი სარგებლობს მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა უფლებით და მას ეკისრება მოსარჩელის ყველა მოვალეობა.

საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №169-სსმI, №7, 08.03.2000წ., მუხ.10

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800-სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

თავი VII . სასამართლო მტკიცებულებები

    მუხლი 17. მტკიცების ტვირთი

1. მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

2. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

საქართველოს 2000 წლის 25 ოქტომბრის კანონი №567-სსმI, №39, 10.11.2000წ., მუხ.111

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800-სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

     მუხლი 18. მოწმე და ექსპერტიზა

1. სასამართლო ვალდებულია მოწმის მიერ სასამართლოში ჩვენების მიცემამდე სამი დღით ადრე მაინც აცნობოს მხარეს მოწმის ვინაობა, მის მიერ ჩვენების მიცემის დრო და ადგილი, აგრეთვე ფაქტები, რომლებთან დაკავშირებითაც მოწმემ ჩვენება უნდა მისცეს სასამართლოს. ეს ვადა არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ამაზე მხარეები თანხმობას განაცხადებენ და თუ ამას სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს.

2. გადაწყვეტილება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ უნდა ეცნობოს მხარეებს. თუ სასამართლოს მიერ სხვა ვადა არ არის დადგენილი, მხარე უფლებამოსილია შეტყობინების მიღებიდან სამი დღის განმავლობაში წარადგინოს თავისი მოსაზრება ექსპერტიზის საგნისა და მოცულობის შესახებ.

3. ექსპერტის დასკვნა უნდა გაეგზავნოს მხარეებს, რომლებსაც უფლება აქვთ წარმოადგინონ თავიანთი მოსაზრებანი.

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800-სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

    მუხლი 19. მტკიცებულებების შეგროვება სასამართლოს მიერ

1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივითაც შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები.

2. მხარეს უფლება აქვს ამ ფაქტობრივი გარემოებების გამოყენებამდე და მტკიცებულებების შემოწმებამდე წარადგინოს საკუთარი მოსაზრება მათ თაობაზე.

    მუხლი 20. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ინფორმაციის სასამართლოში წარდგენის თაობაზე

ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სასამართლოს მოთხოვნით წარუდგინოს მას საქმის განხილვისა და გადაწყვეტისათვის აუცილებელი დოკუმენტები და სხვა ინფორმაცია.

საქართველოს 2001 წლის 14 სექტემბრის კანონი №1063-სსმI, №26, 01.10.2001წ., მუხ.110

    მუხლი 20 1 . სასამართლოს მიერ გასაიდუმლოებული ინფორმაციის განხილვის წეს

    1. სასამართლო (მოსამართლე) გასაიდუმლოებული საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების კანონიერების შემოწმების მიზნით საქმეს იხილავს დახურულ სხდომაზე მხარეთა დასწრების გარეშე.

   2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია მხარეებს არ წარედგინება.

  3. ამ მუხლით გათვალისწინებული საქმის თაობაზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში არ მიეთითება ის მონაცემი, რომელიც გამოიწვევს გასაიდუმლოებული ინფორმაციის გამჟღავნებას.

საქართველოს 2001 წლის 14 სექტემბრის კანონი №1063-სსმI, №26, 01.10.2001წ., მუხ.110 

    მუხლი 21. სასამართლო აქტების გაცნობის უფლება

1. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, საქმეში მონაწილე პირებს შეუძლიათ სასამართლოს კანცელარიაში გაეცნონ საქმის თაობაზე გამოტანილ სასამართლო აქტებს, აგრეთვე სასამართლოსათვის წარდგენილ მასალებს.

2. მხარე უფლებამოსილია მიიღოს სასამართლო აქტებისა და ადმინისტრაციული საქმის სხვა მასალის ასლები სასამართლოს კანცელარიის მეშვეობით. დოკუმენტის ასლის გადაღებისათვის აუცილებელ ხარჯებს ანაზღაურებს მხარე. ასლის გადაღებისათვის სხვა რაიმე გადასახდელის მოთხოვნა არ შეიძლება.

3. მხარეებს გასაცნობად არ წარედგინებათ სასამართლო აქტების პროექტები, აგრეთვე სხვა მოსამზადებელი მასალები.

თავი VII1. ადმინისტრაციული სამართალწარმოება მეწარმის საქმიანობის შემოწმებასთან დაკავშირებით

საქართველოს 2001 წლის 8 ივნისის კანონი №925-სსმI, №18, 28.06.2001წ., მუხ.60

    მუხლი 211. მოსამართლის ბრძანება მეწარმის საქმიანობის შემოწმების თაობაზე

ბრძანებას მეწარმის საქმიანობის შემოწმების თაობაზე მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე ან მაგისტრატი მოსამართლე მეწარმის ადგილსამყოფლის მიხედვით.

საქართველოს 2001 წლის 14 სექტემბრის კანონი №1063-სსმI, №26, 01.10.2001წ., მუხ.110

საქართველოს 2001 წლის 8 ივნისის კანონი №925-სსმI, №18, 28.06.2001წ., მუხ.60

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800-სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

    მუხლი 212. მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობა

1. მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობა მოსამართლეს წარედგინება მეწარმის შემოწმების დაწყებამდე.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც შეიძლება მეყსეული და უშუალო საფრთხე შეექმნას სახელმწიფო უშიშროებას, ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ანდა მტკიცებულებებს, მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს საწარმოს საქმიანობა შემოწმების საგნის ნაწილში და დაუყოვნებლივ მიმართოს მოსამართლეს შუამდგომლობით. თუ საწარმოს საქმიანობის შეჩერება შეუძლებელია ან იგი მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს საწარმოს ანდა ამას მოითხოვს მეწარმე, მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია დაიწყოს მეწარმის შემოწმება და 24 საათის განმავლობაში შესაბამისი შუამდგომლობით მიმართოს მოსამართლეს. შუამდგომლობის წარდგენისას მაკონტროლებელმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, თუ რაში მდგომარეობდა შემოწმების გადაუდებელი აუცილებლობა.

3. მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობა მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ უნდა შეიცავდეს საკმარის საფუძველს ბრძანების გასაცემად. შუამდგომლობაში მიეთითება იმ მეწარმის ზუსტი მონაცემები, რომელიც უნდა შემოწმდეს, შემოწმების ვადა, ხასიათი და ფარგლები. შუამდგომლობას დაერთვის აგრეთვე მაკონტროლებელი ორგანოს სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის ცნობის ასლი.

საქართველოს 2001 წლის 8 ივნისის კანონი №925-სსმI, №18, 28.06.2001წ., მუხ.60

     მუხლი 213. მეწარმის საქმიანობის შემოწმების საკითხის გადაწყვეტის წესი

1. მოსამართლე გადაწყვეტილებას მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე იღებს შუამდგომლობის წარდგენიდან 72 საათის განმავლობაში.

2. მოსამართლე მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად ღია სასამართლო სხდომაზე, გარდა „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. სასამართლო სხდომაში მონაწილეობენ მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენელი და ის მეწარმე ან მისი წარმომადგენელი, რომლის საქმიანობის შემოწმებასაც ითხოვს მაკონტროლებელი ორგანო. „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ამ კოდექსის 201 მუხლით განსაზღვრული წესით.

3. მოსამართლეს უფლება აქვს გამოიძახოს და დაკითხოს პირი, რომლის ჩვენებაც (ცნობები) ასაბუთებს შუამდგომლობას, მისცეს წინადადება შუამდგომლობის შემტან მაკონტროლებელ ორგანოს და მეწარმეს წარმოადგინონ შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმებისათვის საჭირო დოკუმენტები და ნივთიერი მტკიცებულებანი.

4. მოსამართლე სასამართლო სხდომის გახსნის შემდეგ აცხადებს, თუ რა შუამდგომლობა განიხილება, ასახელებს პროცესის მონაწილეებს, არკვევს, არის თუ არა აცილებები. მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენელი, რომელმაც შუამდგომლობა შეიტანა, ასაბუთებს მას, რის შემდეგაც უპასუხებს მოსამართლისა და მეწარმის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის შეკითხვებს. მხარეთა გამოუცხადებლობა არ იწვევს შუამდგომლობის განხილვის გადადებას.

5. თუ სასამართლო სხდომაში მონაწილეობს მეწარმე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი, მას ეძლევა შესაძლებლობა მისცეს განმარტებები და ჩამოაყალიბოს საწინააღმდეგო მოსაზრებები.

6. სასამართლო სხდომაზე დგება ოქმი. შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ მოსამართლე გასცემს დასაბუთებულ ბრძანებას მეწარმის საქმიანობის შემოწმების თაობაზე. თუ არ არსებობს მეწარმის საქმიანობის შემოწმების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები, მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება მეწარმის საქმიანობის შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ. თუ მეწარმის შემოწმება უკვე დაწყებულია, დადგენილებაში მიეთითება შემოწმების შეწყვეტისა და მეწარმისათვის მიყენებული ზიანის (თუ ზიანი დადგა მაკონტროლებელი ორგანოს ბრალეული ქმედების შედეგად) ანაზღაურების შესახებ.

7. მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება:

ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) მოსამართლის გვარი;

გ) მაკონტროლებელი ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს;

დ) განკარგულება მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ, მისი არსი და მეწარმე, რომლის შემოწმებაც ხდება;

ე) ბრძანების მოქმედებისა და მეწარმის საქმიანობის შემოწმების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 15 დღეს;

ვ) თანამდებობის პირი ან ორგანო, რომელიც უფლებამოსილია შეასრულოს ბრძანება;

ზ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

8. მეწარმის საქმიანობის შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის დადგენილებაში აღინიშნება:

ა) დადგენილების შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) მოსამართლის გვარი;

გ) მაკონტროლებელი ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს;

დ) განკარგულება მეწარმის საქმიანობის შემოწმებაზე უარის თქმის თაობაზე შესაბამისი დასაბუთებით და მეწარმე, რომლის შემოწმებაზედაც ითქვა უარი;

ე) თანამდებობის პირი ან ორგანო, რომელმაც უნდა შეასრულოს დადგენილება;

ვ) მოსამართლის ხელმოწერა და ბეჭედი.

9. მოსამართლის ბრძანება ან დადგენილება დგება სამ ცალად, აქედან ერთი ეგზავნება შუამდგომლობის წარმდგენ მაკონტროლებელ ორგანოს, მეორე–შესაბამის მეწარმეს ან მის კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო მესამე რჩება სასამართლოში.

10. ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძველზე მეწარმე ან მისი წარმომადგენელი 3 დღის განმავლობაში იმ დროიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა აღნიშნული გარემოება, უფლებამოსილია მეწარმის საქმიანობის შემოწმების თაობაზე მოსამართლის ბრძანების გაუქმების შუამდგომლობით მიმართოს იმ სასამართლოს, რომლის მოსამართლის ბრძანებითაც ხორციელდება მეწარმის საქმიანობის შემოწმება. შუამდგომლობა განიხილება ამ მუხლით დადგენილი წესით. შუამდგომლობის დაკმაყოფილება იწვევს მოსამართლის ბრძანების გაუქმებას.

11. (ამოღებულია).

12. ბრძანების მოქმედების და მეწარმის საქმიანობის შემოწმების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 15 დღეს, გამონაკლის შემთხვევებში დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებია ამ ვადის გაგრძელება არა უმეტეს 15 დღისა. მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობა მეწარმის საქმიანობის შემოწმების ვადის გაგრძელების შესახებ განიხილება ამ მუხლით დადგენილი წესით.

13. შუამდგომლობის შემტანი უფლებამოსილია სასამართლოში შუამდგომლობის განხილვისას მოსამართლის სათათბირო ოთახში გასვლამდე გამოითხოვოს იგი. იმავე საფუძვლით შუამდგომლობის განმეორებით შეტანა არ დაიშვება.

14. მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის ბრძანების გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ. ბრძანების გასაჩივრება აჩერებს ბრძანების მოქმედებას. მოსამართლის ბრძანება ამ მუხლით დადგენილი წესით 48 საათის განმავლობაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში.

15. საჩივარი მოსამართლის დასაბუთებული ბრძანების (დადგენილების) გაუქმების თაობაზე შეიტანება ბრძანების (დადგენილების) გამომცემ სასამართლოში მხარისთვის ბრძანების (დადგენილების) ასლის გადაცემიდან 48 საათის განმავლობაში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს. საჩივრის და თანდართული მასალების ასლები ეგზავნება მეორე მხარეს.

16. საჩივარი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განიხილება არსებითად, კოლეგიური წესით, საჩივრის შესვლიდან 3 დღის განმავლობაში, ამ მუხლით გათვალისწინებული წესით.

17. სააპელაციო ინსტანციის სასამართლო გასაჩივრებულ ბრძანებას აუქმებს ბრძანებით, ხოლო გასაჩივრებულ დადგენილებას – დადგენილებით.

18. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება (დადგენილება) საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

საქართველოს 2001 წლის 8 ივნისის კანონი №925-სსმI, №18, 28.06.2001წ., მუხ.60    საქართველოს 2001 წლის 14 სექტემბრის კანონი №1063-სსმI, №26, 01.10.2001წ., მუხ.110

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800-სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

თავი VII2. ადმინისტრაციული სამართალწარმოება თანამდებობის პირთა უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემასთან დაკავშირებით

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3391-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.28

    მუხლი 214. თანამდებობის პირთა უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ სარჩელის აღძვრა

1. თანამდებობის პირთა უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ სარჩელი შეიძლება აღძრულ იქნეს თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის მიმართ.

2. სარჩელის აღძვრის უფლება აქვს პროკურორს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თანამდებობის პირის მიმართ სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 30 დღის ვადაში.

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3391-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.28

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4214-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.442

    მუხლი 215. ტერმინთა განმარტება

ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) თანამდებობის პირი – „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირი, საჯარო მოხელე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი ან მისი მოადგილე, აგრეთვე სახელმწიფო საწარმოს (რომელშიც სახელმწიფო ფლობს წილის (აქციათა) 50%-ს ან მეტს) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი დაკავებული თანამდებობიდან;

ბ) ოჯახის წევრი – თანამდებობის პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე მასთან მუდმივად მცხოვრები პირი;

გ) ახლო ნათესავი – თანამდებობის პირის ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, გერი, და და ძმა, აგრეთვე მშობლის და შვილის გერები, მეუღლის და, ძმა და მშობლები;

დ) დაკავშირებული პირი – პირი, რომელსაც იურიდიული დოკუმენტაციის საფუძველზე საკუთრებაში აქვს ქონება და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი მოპოვებულია თანამდებობის პირის მიერ ან/და ამ ქონებით სარგებლობს, განკარგავს თანამდებობის პირი (ან განკარგა თანამდებობის პირმა);

ე) უკანონო ქონება – ქონება, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, აქციები (წილი), რომელიც თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს, ახლო ნათესავს ან დაკავშირებულ პირს მოპოვებული აქვთ კანონის მოთხოვნათა დარღვევით;

ვ) დაუსაბუთებელი ქონება – ქონება, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, აქციები (წილი), რომლის კანონიერი საშუალებებით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს, ახლო ნათესავს ან დაკავშირებულ პირს არ გააჩნიათ ან იგი მოპოვებულია უკანონო ქონების გასხვისების შედეგად მიღებული ფულადი სახსრებით

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3391-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.28

საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2266-სსმI, №55, 27.12.2005წ.,მუხ.369

    მუხლი 216. ქონების უკანონოდ ან დაუსაბუთებლად ცნობა

1. თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის ქონებას მოსამართლე ცნობს უკანონოდ, თუ საქმის წარმოების პროცესში, სათანადო მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, სასამართლომ გამოარკვია, რომ ქონება ან ამ ქონების შეძენისთვის საჭირო საშუალებები მოპოვებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევის შესაბამისად.

2. მოსარჩელე ვალდებულია სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები მოპასუხის ქონების უკანონობისა და დაუსაბუთებლობის თაობაზე. თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის ქონებას მოსამართლე მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე ცნობს დაუსაბუთებლად, თუ საქმის წარმოების პროცესში მოპასუხემ ვერ წარუდგინა სასამართლოს ქონების ან ამ ქონების შეძენისთვის საჭირო ფინანსური საშუალებების კანონიერი გზით მოპოვების ან ამ ქონებაზე კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები.

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3391-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.28

    მუხლი 217. ქონების დაყადაღება

1. თუ არის მონაცემები, რომ თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის მფლობელობაში არსებულ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ ანდა სხვაგვარად გაასხვისებენ, პროკურორი ვალდებულია სასამართლოს მიმართოს განცხადებით ქონების, მათ შორის, საბანკო ანგარიშების დაყადაღების თაობაზე.

2.(ამოღებულია).

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3391-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.28

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4214-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.442

    მუხლი 218. ქონების უკანონოდ ან დაუსაბუთებლად ცნობის იურიდიული შედეგები

1. თუ სასამართლომ ამ თავის 216 მუხლის შესაბამისად თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის ქონება ცნო უკანონოდ ან დაუსაბუთებლად, მოპასუხის ქონება მესამე პირთა კანონიერი ინტერესების დაკმაყოფილების შემდეგ გადაეცემა მის კანონიერ მესაკუთრეს, ხოლო კანონიერი მესაკუთრის დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში – სახელმწიფოს.

2. თუ მოპასუხის ქონების შეძენის წყარო ან მისი კანონიერება ან დასაბუთებულობა ნაწილობრივ დასტურდება, სახელმწიფოს უბრუნდება მოპასუხის ქონების ის ნაწილი, რომლის კანონიერებას ან დასაბუთებულობას მოპასუხე სასამართლო წესით ვერ დაადასტურებს.

3. თუ შეუძლებელია მოპასუხის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების პირვანდელი მდგომარეობით სახელმწიფოსთვის დაბრუნება, მოპასუხეს დაეკისრება ამ ქონების ეკვივალენტური ფულადი თანხის გადახდა.

4. სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხის დაუსაბუთებელი ან უკანონო ქონების კანონიერი მესაკუთრის ან სახელმწიფოსთვის გადაცემის თაობაზე აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3391-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.28

     მუხლი 219. თანამდებობის პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა

1. თუ სასამართლო დაადასტურებს, რომ თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის მფლობელობაში იმყოფება უკანონო და დაუსაბუთებელი ქონება და სასამართლო პროცესის მსვლელობისას თანამდებობის პირის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, პროკურორი იწყებს სისხლისსამართლებრივ დევნას მის წინააღმდეგ.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალწარმოება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3391-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.28

საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1352-სსმI, №19, 28.04.2005წ., მუხ.124

     მუხლი 2110. სარჩელის დაუკმაყოფილებლობის შედეგები

თუ უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების თაობაზე სარჩელი არ დაკმაყოფილდა, იმავე ქონებასთან დაკავშირებით განმეორებითი სარჩელის წარდგენა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოვლინდა ახალაღმოჩენილი გარემოებები.

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3391-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.28

    მუხლი 2111. დაუსწრებელი გადაწყვეტილება

1. თანამდებობის პირთა უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემის თაობაზე წარმოებული საქმეების განხილვისას, როდესაც თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის მიმართ გამოცხადებულია ძებნა, არ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.

2. მხარეს, რომელიც არ გამოცხადებულა სასამართლოში, ეგზავნება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი მისი გამოტანიდან 5 დღის განმავლობაში. მხარეს უფლება აქვს, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივროს სააპელაციო (საკასაციო) ინსტანციაში. სააპელაციო (საკასაციო) საჩივარზე მხარის ხელმოწერა დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიალურად ან საკონსულო წესით.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოიყენება სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების (შეტყობინების) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის VIII თავით დადგენილი წესი.

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3391-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.28

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4214-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.442

თავი VII3. ადმინისტრაციული სამართალწარმოება ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და დახმარებასთან დაკავშირებით

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3146-სსმI, №20, 09.06.2006წ., მუხ.174

    მუხლი 2112. სასამართლოსათვის მიმართვა

1. ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვს მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს, ხოლო ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

2. კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში ოჯახში ძალადობისას სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3146-სსმI, №20, 09.06.2006წ., მუხ.174

    მუხლი 2113. დამცავი ორდერის გამოცემისა და გასაჩივრების წესი

1. ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია გამოცემულ იქნეს დამცავი ორდერი.

2. განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის თაობაზე შეიტანება პირველი ინსტანციის სასამართლოში ამ კოდექსით დადგენილი წესით.

3. განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით. იგი უნდა შეიცავდეს:

ა) განცხადების შემტანი პირის სახელს, გვარს;

ბ) განცხადების შემტანი პირის საცხოვრებელი ადგილის მისამართს;

გ) ოჯახში ძალადობის ფაქტის აღწერას;

დ) ცნობებს მოძალადისა და მსხვერპლის, მათი ურთიერთკავშირის შესახებ;

ე) მტკიცებულებათა ჩამონათვალს;

ვ) დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნას;

ზ) მსხვერპლის ან დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლების მქონე სხვა პირის ხელმოწერას.

4. სასამართლო განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას დამცავი ორდერის გამოცემის, გაუქმების, მოქმედების ვადის გაგრძელების ან გამოცემაზე უარის თქმის შესახებ.

5. განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ მოსამართლე განუმარტავს განმცხადებელს, რომ შეგნებულად ცრუ დასმენისათვის ან ცრუ ჩვენებისათვის მის მიმართ გამოყენებული იქნება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, და ართმევს ხელწერილს, გამოიძახებს და აცნობს განცხადებას იმ პირს, რომლის მიმართაც არის შეტანილი განცხადება, და სთხოვს მას დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენას. პირი, რომლის მიმართაც არის შეტანილი განცხადება, უფლებამოსილია წერილობით გასცეს პასუხი განცხადებაში მითითებულ საკითხებზე და წარადგინოს მტკიცებულებები სასამართლო უწყების მიღებიდან 3 დღის ვადაში.

6. დამცავი ორდერის გამოცემის, გაუქმების, მოქმედების ვადის გაგრძელების ან გამოცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ერთჯერადად საჩივრდება იმავე ინსტანციის სასამართლოში 3 დღის ვადაში, ხოლო მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის წარდგენიდან 7 დღის ვადაში. დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს გამოცემული დამცავი ორდერის მოქმედებას.

7. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აფერხებს ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხების განხილვას შესაბამის სასამართლოში.

8. დამცავი ორდერის გამოცემასთან დაკავშირებული საქმეები სასამართლოში განიხილება ამ კოდექსის 22-ე–34-ე მუხლებით დადგენილი წესით.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3146-სსმI, №20, 09.06.2006წ., მუხ.174

     მუხლი 2114. სასამართლოს უფლებამოსილება შემაკავებელი ორდერის დამტკიცებასთან დაკავშირებით

1. უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერი მისი გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს. სასამართლო წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში განიხილავს ორდერის გამოცემის მიზანშეწონილობის საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას მისი დამტკიცების ან დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ.

2. სასამართლო შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას, გააგრძელოს მისი მოქმედება დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.

3. თუ შემაკავებელი ორდერის გამოცემისას სახეზეა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, საქმეზე იწყება სისხლისსამართლებრივი დევნა.

4. უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერის თაობაზე სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება ხდება ამ კოდექსის 2113 მუხლით დადგენილი წესით.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3146-სსმI, №20, 09.06.2006წ., მუხ.174

    მუხლი 2115. დამცავი ან შემაკავებელი ორდერით გასათვალისწინებელი საკითხები

1. დამცავი ან შემაკავებელი ორდერი იწერება სამართალწარმოების ენაზე, ცხადად და გასაგებად. იგი შეიძლება დაიწეროს ხელით ან დაიბეჭდოს ტექნიკური საშუალების გამოყენებით.

2. დამცავ ან შემაკავებელ ორდერში მიეთითება:

ა) მისი გამოცემის თარიღი და ადგილი;

ბ) გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო მის გამოცემას;

გ) მოძალადის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, პროფესია და საცხოვრებელი ადგილი;

დ) ამ მუხლის მე-3–მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული იმ მოქმედებების ჩამონათვალი, რომლებიც ეკრძალება მოძალადეს.

3. დამცავი ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს:

ა) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან დაცვის ზომებს;

ბ) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან გარიდებისა და თავშესაფარში მათი მოთავსების საკითხებს;

გ) მოძალადის ვალდებულებას – არ შეზღუდოს მსხვერპლი, ისარგებლოს პირადი ნივთებით, ავტომანქანით ან სხვა იმ ქონებით, რომელიც აუცილებელია პიროვნების ნორმალური არსებობისათვის;

დ) მოძალადის მიერ თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების აკრძალვას;

ე) მოძალადის ბავშვისაგან განცალკევების, მასთან შეხვედრისა და ურთიერთობის რეგულირების საკითხებს;

ვ) მოძალადის მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ სხვა ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მიახლოების საკითხებს;

ზ) მოძალადისათვის იარაღით, მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით, სარგებლობის უფლების შეზღუდვას, ასევე იარაღის შეძენის ან შეძენაზე ნებართვის მოპოვების უფლების აკრძალვას ორდერის მოქმედების ან ორდერით განსაზღვრულ პერიოდში;

თ) მოძალადის მიერ მსხვერპლის მკურნალობის, თავშესაფარში ყოფნის და სხვა, გონივრულ ფარგლებს მიკუთვნებული ხარჯების ანაზღაურების საკითხებს;

ი) მოძალადის სარეაბილიტაციო ცენტრში მოთავსების, მისი რეაბილიტაციის ღონისძიებებისა და რეაბილიტაციაზე ზედამხედველობის საკითხებს;

კ) გაფრთხილებას ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ;

ლ) სხვა საკითხებს, რომლებიც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოებისათვის.

4. შემაკავებელი ორდერი, რომელსაც ხელს აწერენ მისი გამოცემის უფლების მქონე პირი და მსხვერპლი, შეიძლება ითვალისწინებდეს:

ა) მოძალადის იმ სახლისაგან მოშორების საკითხს, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მიუხედავად იმისა, იგი ამ სახლის მესაკუთრეა თუ არა;

ბ) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან გარიდებისა და თავშესაფარში მათი მოთავსების საკითხებს;

გ) მოძალადის მიერ თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების აკრძალვას;

დ) მოძალადის ბავშვისაგან განცალკევების საკითხებს;

ე) მოძალადის მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ სხვა ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მიახლოების საკითხებს;

ვ) მოძალადისათვის იარაღით, მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით, სარგებლობის უფლების შეზღუდვას, ასევე იარაღის შეძენის უფლების აკრძალვას ორდერის მოქმედების ან ორდერით განსაზღვრულ პერიოდში;

ზ) სხვა საკითხებს, რომლებიც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოებისათვის.

5. გამოცემულ შესაბამის ორდერში შესაძლებელია მიეთითოს ამ მუხლის მე-3–მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული საკითხებიდან ერთ-ერთი ან ყველა ერთად, ძალადობის ფაქტის ადეკვატურობის გათვალისწინებით.

6. შემაკავებელი ორდერი მზადდება 3 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ბარდება მოძალადეს, ერთი – მსხვერპლს, ხოლო ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოს (პირს).

7. დამცავი ან შემაკავებელი ორდერი ძალაში შედის გამოცემისთანავე.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3146-სსმI, №20, 09.06.2006წ., მუხ.174

  თავი VII4. ადმინისტრაციული სამართალწარმოება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებასთან დაკავშირებით

საქართველოს 2006 წლის 14 ივლისის კანონი №3452-სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ.236

    მუხლი 2116. მოსამართლის ბრძანება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ

1. შესაბამისი ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ ბრძანებას გამოსცემს მაგისტრატი მოსამართლე, ხოლო იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არ მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე, – რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე ფსიქიატრიული დაწესებულების ადგილსამყოფლის მიხედვით.

2. მოსამართლე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმეს განიხილავს და ბრძანებას გამოსცემს ამ თავით დადგენილი წესით.

საქართველოს 2006 წლის 14 ივლისის კანონი №3452-სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ.236

     მუხლი 2117. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ მოსამართლისათვის ან სასამართლოსათვის მიმართვა

1. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ ბრძანების გამოცემის თხოვნით მაგისტრატ მოსამართლეს ან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მიმართავს იმ ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია, რომელშიც მოთავსებულია პაციენტი.

2. ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია მაგისტრატ მოსამართლეს ან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს ბრძანების გამოცემის თხოვნით მიმართავს პაციენტის სტაციონარში მოთავსებიდან 48 საათის ვადაში.

3. ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართვა უნდა იყოს დასაბუთებული და ეფუძნებოდეს ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დასკვნას, რომელიც პაციენტის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებთან (პასპორტი, პირადობის მოწმობა, ქორწინების მოწმობა და ა. შ.) ერთად, მათი არსებობის შემთხვევაში, უნდა დაერთოს ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართვას. თუ არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით სტაციონარში მოსათავსებელი პირის ვინაობა (სახელი, გვარი, ასაკი, სქესი, მოქალაქეობა, საცხოვრებელი ადგილის მისამართი) დაუდგენელია, რადგან არ არსებობს მისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტები, ფსიქიატრიული დაწესებულების მიმართვას უნდა დაერთოს „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოქმი, თუ იგი შეადგინა პოლიციის თანამშრომელმა.

საქართველოს 2006 წლის 14 ივლისის კანონი №3452-სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ.236

    მუხლი 2118. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმის განხილვისა და ბრძანების გამოცემის წესი

1. მოსამართლე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მიმართვის წარდგენიდან 24 საათის ვადაში.

2. მოსამართლე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმეს განიხილავს ერთპიროვნულად, დახურულ სასამართლო სხდომაზე. სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ პაციენტის მკურნალობის პროცესში ჩართულ პირებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთა მონაწილეობაც აუცილებელია ადმინისტრაციული სამართალწარმოების უზრუნველსაყოფად. საქმის განხილვაში უნდა მონაწილეობდნენ ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენელი, შესაბამისი ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის ერთი წევრი მაინც, პაციენტი და მისი ადვოკატი. თუ პაციენტს არა აქვს ადვოკატის აყვანის შესაძლებლობა, სასამართლო ვალდებულია დაუნიშნოს მას ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე. საქმის განხილვაში აგრეთვე მონაწილეობს პაციენტის კანონიერი წარმომადგენელი, ან ასეთის არარსებობისას – ნათესავი (ამ შემთხვევაში ტერმინი „პაციენტის ნათესავი“ გულისხმობს „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა წრეს). განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც პაციენტის სასამართლოში მიყვანა შეუძლებელია მისი ავადმყოფობის გამო ან სხვა ობიექტური მიზეზით, მოსამართლე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საკითხის განსახილველად ატარებს გასვლით სასამართლო სხდომას იმ სტაციონარში, რომელშიც პაციენტი იმყოფება.

3. მოსამართლე სასამართლო სხდომის გახსნის შემდეგ აცხადებს, თუ რა მიმართვა განიხილება, ასახელებს სასამართლო პროცესის მონაწილეებს, არკვევს, არის თუ არა აცილებები. ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენელი ასაბუთებს თავის მიერ წარდგენილ მიმართვას, რის შემდეგაც უპასუხებს მოსამართლის, პაციენტის, მისი ადვოკატის, კანონიერი წარმომადგენლის ან/და ნათესავის შეკითხვებს. პაციენტის კანონიერი წარმომადგენლის ან ნათესავის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა არ არის მიმართვის განხილვის გადადების საფუძველი.

4. მოსამართლეს უფლება აქვს გამოიძახოს და დაკითხოს ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის წევრები, რომელთა დასკვნის საფუძველზედაც მიმართა ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციამ სასამართლოს, აგრეთვე სხვა პირი, რომლის ჩვენებაც (ცნობები) ასაბუთებს მიმართვას. პაციენტი, მისი ადვოკატი, კანონიერი წარმომადგენელი ან/და ნათესავი უფლებამოსილია მოითხოვოს სხვა პირთა დაკითხვაც, რომელთა ჩვენებას საქმესთან დაკავშირებით შეიძლება არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს. პაციენტს, მის ადვოკატს, კანონიერ წარმომადგენელს ან/და ნათესავს უფლება აქვს სასამართლოს მისცეს განმარტებები და ჩამოაყალიბოს საპირისპირო მოსაზრებები.

5. სასამართლო სხდომაზე დგება ოქმი. მიმართვის დასაბუთებულობის შემოწმებისა და „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლების შეფასების შემდეგ მოსამართლე გამოსცემს დასაბუთებულ ბრძანებას არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პაციენტის არანებაყოფლობითი მკურნალობის კრიტერიუმების ამოწურვამდე, მაგრამ არა უმეტეს 3 თვისა, სტაციონარში მოთავსების შესახებ.

6. თუ არ არსებობს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების კანონით დადგენილი საფუძვლები, მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებაზე უარის შესახებ. ამ შემთხვევაში არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით სტაციონარში მოთავსებული პირი დაუყოვნებლივ უნდა გაეწეროს სტაციონარიდან.

7. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ მოსამართლის ბრძანებაში მიეთითება:

ა) ბრძანების გამოცემის თარიღი და ადგილი;

ბ) მოსამართლის გვარი;

გ) ფსიქიატრიული დაწესებულება, რომლის ადმინისტრაციამაც წარადგინა სასამართლოში მიმართვა;

დ) სასამართლო პროცესის მონაწილე მხარეები;

ე) განკარგულება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ, შესაბამისი დასაბუთებით, და სტაციონარში მოსათავსებელი პირის ვინაობა (თუ პირის ვინაობა დაუდგენელია, რადგან არ არსებობს მისი იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ფაქტი ან მონაცემი, მაშინ მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება – „არაიდენტიფიცირებული პაციენტი №......“ და განხილული ადმინისტრაციული საქმის სარეგისტრაციო ნომრის მიხედვით მას მიენიჭება პირობითი ნომერი);

ვ) არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ ბრძანების მოქმედების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. ბრძანებაში, როგორც წესი, მიეთითება, რომ იგი მოქმედებს პაციენტის არანებაყოფლობითი მკურნალობის კრიტერიუმების ამოწურვამდე, რასაც ადგენს შესაბამისი ექიმ-ფსიქიატრთა კომისია დასკვნის საფუძველზე;

ზ) ფსიქიატრიული დაწესებულება (მისი ხელმძღვანელი), რომელმაც უნდა შეასრულოს ბრძანება;

თ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

8. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებაზე უარის შესახებ მოსამართლის დადგენილებაში მიეთითება:

ა) დადგენილების გამოტანის თარიღი და ადგილი;

ბ) მოსამართლის გვარი;

გ) ფსიქიატრიული დაწესებულება, რომლის ადმინისტრაციამაც წარადგინა სასამართლოში მიმართვა;

დ) სასამართლო პროცესის მონაწილე მხარეები;

ე) განკარგულება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებაზე უარის შესახებ, შესაბამისი დასაბუთებით, და იმ პირის ვინაობა, რომელიც უნდა მოთავსებულიყო სტაციონარში (თუ პირის ვინაობა დაუდგენელია, რადგან არ არსებობს მისი იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ფაქტი ან მონაცემი, მაშინ მოსამართლის დადგენილებაში აღინიშნება – „არაიდენტიფიცირებული პაციენტი №......“ და განხილული ადმინისტრაციული საქმის სარეგისტრაციო ნომრის მიხედვით მას მიენიჭება პირობითი ნომერი);

ვ) ფსიქიატრიული დაწესებულება (მისი ხელმძღვანელი), რომელმაც უნდა შეასრულოს დადგენილება;

ზ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

9. მოსამართლის ბრძანება (დადგენილება) დგება სამ ცალად, რომელთაგან ერთი ეგზავნება მიმართვის წარმდგენ ფსიქიატრიულ დაწესებულებას, მეორე – პაციენტს, მის კანონიერ წარმომადგენელს ან ნათესავს, ხოლო მესამე რჩება სასამართლოში.

10. ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციას უფლება აქვს სასამართლოში მიმართვის განხილვისას მოსამართლის სათათბირო ოთახში გასვლამდე გამოითხოვოს თავისი მიმართვა.

11. მოსამართლის ბრძანება (დადგენილება) ძალაში შედის მხარეებისათვის ბრძანების (დადგენილების) გამოცხადებისთანავე.

საქართველოს 2006 წლის 14 ივლისის კანონი №3452-სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ.236

    მუხლი 2119. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ მოსამართლის ბრძანების მოქმედების ვადა და მისი მოქმედების ვადის გაგრძელების წესი

1. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ მოსამართლის ბრძანება მოქმედებს პაციენტის არანებაყოფლობითი მკურნალობის კრიტერიუმების ამოწურვამდე, რაც დასტურდება ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დასკვნის საფუძველზე, მაგრამ ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. სტაციონარში მოთავსების ვადა აითვლება პირის სტაციონარში მოთავსებიდან.

2. პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე და „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე დასაშვებია ამ ვადის გაგრძელება არა უმეტეს 3 თვისა. ყოველი ამგვარად გაგრძელებული ვადის ამოწურვის შემთხვევაში ფსიქიატრიული დაწესებულება უფლებამოსილია კვლავ მიმართოს სასამართლოს ვადის გაგრძელების მოთხოვნით, თუ არ არის ამოწურული არანებაყოფლობითი მკურნალობის კრიტერიუმები. ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართვა არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების ვადის გაგრძელების შესახებ განიხილება ამ კოდექსის 2118 მუხლით დადგენილი წესით, ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის შესაბამისი მიმართვის წარდგენიდან 72 საათში.

3. იმ შემთხვევაში, თუ არანებაყოფლობითი მკურნალობის კრიტერიუმები ამოიწურა არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ ან/და არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების ვადის გაგრძელების თაობაზე მოსამართლის ბრძანების გამოცემიდან 3 თვის გასვლამდე, პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა გაეწეროს სტაციონარიდან. გადაწყვეტილებას პაციენტის გაწერის შესახებ იღებს ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დასკვნის საფუძველზე, რაც დაუყოვნებლივ ეცნობება მაგისტრატ მოსამართლეს ან/და შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.

საქართველოს 2006 წლის 14 ივლისის კანონი №3452-სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ.236

    მუხლი 2120. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებასთან დაკავშირებით მოსამართლის ბრძანების (დადგენილების) გასაჩივრება

1. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებასთან დაკავშირებით მოსამართლის ბრძანება (დადგენილება) შეიძლება გაასაჩივროს ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციამ, პაციენტმა, მისმა ადვოკატმა, კანონიერმა წარმომადგენელმა ან/და ნათესავმა სააპელაციო სასამართლოში ამ მუხლით დადგენილი წესით.

2. საჩივარი მოსამართლის დასაბუთებული ბრძანების (დადგენილების) გაუქმების შესახებ შეიტანება ბრძანების (დადგენილების) გამომცემ (გამომტან) სასამართლოში მხარისთვის ბრძანების (დადგენილების) ასლის გადაცემიდან 48 საათის ვადაში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ გადაუგზავნის სააპელაციო სასამართლოს. საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები გადაეგზავნება მეორე მხარესაც.

3. სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის ბრძანების (დადგენილების) გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.

4. საჩივარი სააპელაციო სასამართლოში განიხილება არსებითად, კოლეგიური წესით, საჩივრის შეტანიდან ერთი კვირის ვადაში, ამ კოდექსის 2118 მუხლით გათვალისწინებული წესით; ამასთანავე სააპელაციო საჩივრის განხილვისას სასამართლოს უფლება აქვს პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის დადგენის მიზნით საკუთარი ინიციატივით ან მხარეთა მოთხოვნით დანიშნოს დამატებითი სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა. დამატებითი სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა ტარდება სახელმწიფოს ხარჯზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დამატებითი სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას მოითხოვს პროცესის მონაწილე ერთ-ერთი მხარე.

5. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ ბრძანებას აუქმებს ბრძანებით, ხოლო გასაჩივრებულ დადგენილებას – დადგენილებით.

6. სააპელაციო სასამართლოს ბრძანება (დადგენილება) საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

საქართველოს 2006 წლის 14 ივლისის კანონი №3452-სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ.236

თავი VIII. ადმინისტრაციული სამართალწარმოება პირველი ინსტანციის სასამართლოში

    მუხლი 22. სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

1. სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

2. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

3. სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო ნორმატიული აქტის შემთხვევაში – უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება ისეთ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებზე, რომლებიც ეხება თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის უკანონო და დაუსაბუთებელ ქონებას და მიღებულია (გამოცემულია) კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.

5. სარჩელი საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კოდექსებით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე სასამართლოს უნდა წარედგინოს საგადასახადო და საბაჟო კოდექსებით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით.

 საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №169-სსმI, №7, 08.03.2000წ., მუხ.10

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3391-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.28

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800-სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4259-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.419

    მუხლი 23. სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე

1. სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

2. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

3. თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის მიღებიდან ერთი თვის ვადაში.

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800-სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

    მუხლი 24. სარჩელი ქმედების განხორციელების თაობაზე

1. სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

2. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800-სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

    მუხლი 25. აღიარებითი სარჩელი

1. აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

2. აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება აღიძრას, თუ მოსარჩელეს შეუძლია აღძრას სარჩელი ამ კოდექსის 22_ 24-ე მუხლების საფუძველზე.

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800-სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

     მუხლი 251. სახელშეკრულებო დავები

1. სახელშეკრულებო დავების გადაწყვეტა ხდება საერთო სასამართლოებისათვის მიმართვის გზით.

2. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

3. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული კერძოსამართლებრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავა მხარეთა შეთანხმებით შეიძლება განსახილველად გადაეცეს კერძო არბიტრაჟს.

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800-სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

    მუხლი 26. სარჩელის წარდგენა განსჯად სასამართლოში

1. სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე.

2. არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

3. სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით.

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800-სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

    მუხლი 261. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობა

1. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში არ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავის დებულებები.

2.(ამოღებულია).

3. სასამართლო (მოსამართლე ) უფლებამოსილია , მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად გამოიტანოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე და ამ კოდექსის მე -4 და მე -19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით .

საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №169-სსმI, №7, 08.03.2000წ., მუხ.10

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №932-სსმI, №41, 30.12.2004წ., მუხ.208

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1174-სსმI, №13, 12.04.2005წ., მუხ.88

    მუხლი 262. განმწესრიგებელი სხდომა

1. სარჩელის მიღებიდან ორი კვირის ვადაში განმწესრიგებელ სხდომაზე სასამართლო, მხარეთა მონაწილეობით, განიხილავს ამ კოდექსის 22-ე–25-ე მუხლებით გათვალისწინებული სარჩელის დასაშვებობის საკითხს. მხარეთა გამოუცხადებლობა არ დააბრკოლებს საკითხის განხილვას.

2. სასამართლო განჩინებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ იგი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 22-ე–25-ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს. სასამართლო აღნიშნული საფუძვლით წყვეტს საქმის წარმოებას პროცესის ნებისმიერ სტადიაზე.

3. განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ საჩივრდება კერძო საჩივრით ზემდგომ სასამართლოში.

4. ზემდგომი სასამართლო განჩინების გაუქმების ან არსებითი განხილვისას წარმოების შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენის შემთხვევაში საქმეს განსახილველად დაუბრუნებს განსჯად სასამართლოს.

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800-სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

     მუხლი 27. გამარტივებული სამართალწარმოება

სასამართლო უფლებამოსილია მხარეთა წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ადმინისტრაციული საქმე განიხილოს და გადაწყვიტოს მხარეთა დაუსწრებლად.

    მუხლი 28. დაჩქარებული ადმინისტრაციული სამართალწარმოება

1. სასამართლოს (მოსამართლეს) შეუძლია მხარის მოთხოვნით მიიღოს

გადაწყვეტილება საქმის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ.

2. დაჩქარებული წესით საქმის განხილვის დროს სასამართლო უფლებამოსილია:

ა) შეამოკლოს მოპასუხის მიერ თავისი პასუხის (შესაგებლის) ან შეგებებული სარჩელის წარდგენის ვადა;

ბ) მესამე პირს არ განუსაზღვროს ვადა სარჩელზე საკუთარი მოსაზრების წარდგენისათვის;

გ) არ დაადგინოს მხარეების მიერ ექსპერტის დანიშვნასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების წარდგენის ვადა;

დ) შეუმოკლოს მხარეებს ექსპერტის დასკვნასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების წარდგენის ვადა.

    მუხლი 29. გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება

1. სარჩელის მიღება სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას.

2. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება არ შეჩერდება, თუ:

ა) ეს დაკავშირებულია სახელმწიფო ან ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლების ან სხვა გადასახდელების გადახდასთან;

ბ) აღსრულების გადადება გამოიწვევს მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს, ან მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს ან უსაფრთხოებას;

გ) იგი გამოცემულია შესაბამისი კანონის საფუძველზე გამოცხადებული საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს;

დ) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულია წერილობითი დასაბუთებული გადაწყვეტილება დაუყოვნებელი აღსრულების შესახებ, თუ არსებობს გადაუდებელი აღსრულების აუცილებლობა;

ე) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღსრულებულია ან იგი წარმოადგენს აღმჭურველ აქტს და მისი შეჩერება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს სხვა პირის კანონიერ უფლებას ან ინტერესს;

ვ) ეს გათვალისწინებულია კანონით.

3. მხარის მოთხოვნით, სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას. სასამართლო უფლებამოსილია განსაზღვროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედების შეჩერების ვადა.

4. მხარის მოთხოვნით, სასამართლოს შეუძლია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში გააუქმოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედების შეჩერება, თუ არსებობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის გადაუდებელი აღსრულების აუცილებლობა, რაც დაკავშირებულია მნიშვნელოვან (არსებით) ზიანთან ან ზღუდავს მხარის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

5. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ მხარის შუამდგომლობა შეიძლება წარდგენილ იქნეს სარჩელის აღძვრამდეც.

6. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს სამი დღის ვადაში და ერთი დღის ვადაში უგზავნის მხარეებს.

7. თუ შეჩერებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღსრულებულია, სასამართლოს შეუძლია გააუქმოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება.

8. ახლად აღმოჩენილი გარემოების არსებობისას სასამართლო უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე შეცვალოს ან გააუქმოს განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ.

9. სასამართლო განჩინებაზე დაიშვება კერძო საჩივარი.

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800-სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

    მუხლი 30. განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ

   სასამართლოს განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის შეჩერების თაობაზე ძალას კარგავს:

ა) მოცემულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას;

ბ) სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულების შემთხვევაში.

  საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800-სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

    მუხლი 301. განჩინება ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ

1. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლოს შეუძლია სარჩელის აღძვრისას მხარის შუამდგომლობით შეაჩეროს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ამ აქტის კანონიერების თაობაზე ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულებით პირს მიადგება არსებითი ზიანი ან შეუძლებელი გახდება პირის კანონიერი უფლებისა და ინტერესის დაცვა.

2. ახლად აღმოჩენილი გარემოების არსებობისას სასამართლო უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე შეცვალოს ან გააუქმოს განჩინება ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ.

3. სასამართლო განჩინებაზე დაიშვება კერძო საჩივარი.

საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №169-სსმI, №7, 08.03.2000წ., მუხ.10

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800-სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

    მუხლი 31. დროებითი განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ქმედების განხორციელების შესახებ

1. განცხადების საფუძველზე სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე შეუძლია დავის საგანთან დაკავშირებით მიიღოს დროებითი განჩინება, როდესაც არსებობს საშიშროება, რომ არსებული მდგომარეობის შეცვლით ხელი შეეშლება განმცხადებლის უფლების რეალიზაციას ან აღნიშნული მნიშვნელოვნად გართულდება. სასამართლოს დროებითი განჩინების გამოყენება დასაშვებია ასევე სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წინასწარი მოწესრიგებისათვის, თუ ეს მოწესრიგება, უპირველეს ყოვლისა, გრძელვადიანი სამართლებრივი ურთიერთობის შემთხვევაში აუცილებელია მნიშვნელოვანი ზიანის, არსებული საფრთხის ან სხვა საფუძვლების გამო.

2. დროებით განჩინებას იღებს საქმის განმხილველი სასამართლო. ასეთ სასამართლოს წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლო, ხოლო როდესაც დავა იხილება სააპელაციო ინსტანციაში – სააპელაციო სასამართლო.

საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №169-სსმI, №7, 08.03.2000წ., მუხ.10

     მუხლი 32. სასამართლო გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე სარჩელთან დაკავშირებით

1. თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

2. თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღსრულებული იყო სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მხარის შუამდგომლობით სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს აღსრულების გაუქმების წესის შესახებ.

3. სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია, მხარის კანონიერი ინტერესის არსებობისას და მისი მოთხოვნით, ბათილად ცნოს ეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

4. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

5. სასამართლოს გადაწყვეტილებას ნორმატიულ-ადმინისტრაციული აქტის ბათილად გამოცხადების შესახებ აქვს სავალდებულო ძალა. თუ ნორმატიულ-ადმინისტრაციული აქტის ბათილად გამოცხადება მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთოებას ან გამოიწვევს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ხარჯების მნიშვნელოვან გაზრდას, სასამართლო უფლებამოსილია ნორმატიულ-ადმინისტრაციული აქტი ბათილად ცნობის ნაცვლად გამოაცხადოს ძალადაკარგულად.

6. სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა გამოქვეყნდეს იმავე წესით, რა წესითაც იყო გამოქვეყნებული ნორმატიული აქტი.

    მუხლი 33. სასამართლო გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე სარჩელთან დაკავშირებით

1. თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

2. სასამართლო უფლებამოსილია თავისი განჩინებით მოაწესრიგოს სადავო საკითხი, თუ აღნიშნული ითვალისწინებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას და არ საჭიროებს საქმის გარემოებათა დამატებით გამოკვლევას, ამასთანავე, საკითხი არ მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. სასამართლოს მიერ გამოტანილ ამ გადაწყვეტილებაზე არ ვრცელდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის ამ კოდექსით დადგენილი წესი.

 საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800-სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

     მუხლი 331. სასამართლოს გადაწყვეტილება მოქმედების განხორციელების თაობაზე სარჩელთან დაკავშირებით

თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800-სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

თავი IX. აპელაცია და კასაცია

    მუხლი 34. სააპელაციო და საკასაციო საჩივრების დასაშვებობა

1. სააპელაციო და საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დასაშვებია, მიუხედავად სარჩელის ფასისა. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლისა და 391-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები.

2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული წესით საქმეში ჩაბმულმა მესამე პირებმა შეიძლება კანონით დადგენილ ვადებში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

4. ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისა და განხილვის ვადა შეადგენს ექვს თვეს.

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800-სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

თავი IX1. გარდამავალი დებულებანი

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800-სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

    მუხლი 35

1. ამ კანონის ამოქმედებამდე საერთო სასამართლოების წარმოებაში არსებული ადმინისტრაციული გარიგების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განხილული და გადაწყვეტილი იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

2. ამ კანონით გათვალისწინებულ სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილებას 2005 წლის 1 ნოემბრამდე ახორციელებენ საოლქო და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოები.

3. საოლქო სასამართლოსა და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს მიერ 2005 წლის 15 ივლისამდე წარმოებაში მიღებული საქმეები, რომელთა განხილვა წარმოადგენს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს უფლებამოსილებას, გადაეცემა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.

4. 2005 წლის 1 ნოემბრამდე დარეგისტრირებული საკასაციო საჩივრების განხილვაზე არ ვრცელდება ამ კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოქმედება.

5. 2008 წლის 1 იანვრამდე შეტანილი სააპელაციო საჩივარი შეიძლება ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლემ შემდეგ საქმეებზე:

ა) ამ კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაზე;

ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე;

გ) საჯარო რეესტრის ჩანაწერთან დაკავშირებულ დავაზე;

დ) საცხოვრებელი ბინის პრივატიზებასთან დაკავშირებულ დავაზე;

ე) ადმინისტრაციულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ დავაზე საიჯარო ურთიერთობის თაობაზე;

ვ) სამშენებლო ურთიერთობიდან წარმოშობილ დავაზე;

ზ) კერძო საჩივარზე.

6. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ საქმეებზე დაწყებულ სააპელაციო წარმოებას ერთპიროვნულად აგრძელებს სააპელაციო (საოლქო) სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ის მოსამართლე, რომელიც გამწესებულ იქნა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში.

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800-სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2133-სსI, №53, 19.12.2005წ., მუხ.352

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3389-სსმI, №26, 14.07.2006წ., მუხ.211

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4307-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.449

     მუხლი 351. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრება

  თუ ამ კოდექსის VII2 თავის შესაბამისად, მხარის მიმართ გამოტანილია სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მხარეს უფლება აქვს, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივროს სააპელაციო (საკასაციო) ინსტანციაში. ამ დებულების მოქმედება ვრცელდება ამ კოდექსის VII2 თავის ამოქმედების მომენტიდან გამოტანილ ყველა სასამართლო გადაწყვეტილებაზე.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4214-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.442

თავი X. დასკვნითი დებულება

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4214-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.442

      მუხლი 36. კოდექსის ამოქმედება

ეს კოდექსი ამოქმედდეს 2000 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4214-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.442

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1999 წლის 23 ივლისი.

№2352_ რს

 

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №169-სსმI, №7, 08.03.2000წ., მუხ.10

2.საქართველოს 2000 წლის 25 ოქტომბრის კანონი №567-სსმI, №39, 10.11.2000წ., მუხ.111

3.საქართველოს 2001 წლის 8 ივნისის კანონი №925-სსმI, №18, 28.06.2001წ., მუხ.60

4.საქართველოს 2001 წლის 14 სექტემბრის კანონი №1063-სსმI, №26, 01.10.2001წ., მუხ.110

5.საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1555-სსმI, №26, 30.09.2002წ., მუხ124

6.საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3391-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.28

7.საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №932-სსმI, №41, 30.12.2004წ., მუხ.208

8.საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1174-სსმI, №13, 12. 04. 2005წ., მუხ.88

9.საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1352-სსმI, №19, 28. 04. 2005წ., მუხ.124

10.საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800-სსმI, №37, 14. 07.2005წ., მუხ.244

11.საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2133-სსI, №53, 19.12.2005წ., მუხ.352

12.საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2266-სსმI, №55, 27.12.2005წ., უხ.369

13.საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2361-სსმI, №55, 27.12.2005წ., მუხ.381

14.საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3146-სსმI, №20, 09.06.2006წ., მუხ.174

15.საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3389-სსმI, №26, 14.07.2006წ., მუხ.211

16.საქართველოს 2006 წლის 14 ივლისის კანონი №3452-სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ.236

17.საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4214-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.442

18.საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4231-სსმI, №50, 30.12.2006წ., მუხ.382

19.საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4259-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.419

20.საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4307-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.449

98. 29/05/2024 - საქართველოს კანონი - 4213-XIVმს-Xმპ - ვებგვერდი, 12/06/2024 97. 15/12/2023 - საქართველოს კანონი - 3995-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 26/12/2023 96. 30/11/2023 - საქართველოს კანონი - 3817-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 19/12/2023 95. 29/11/2023 - საქართველოს კანონი - 3758-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 11/12/2023 94. 03/07/2023 - საქართველოს კანონი - 3458-XIIრს-Xმპ - ვებგვერდი, 25/07/2023 93. 13/06/2023 - საქართველოს კანონი - 3112-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 30/06/2023 92. 31/05/2023 - საქართველოს კანონი - 2994-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 13/06/2023 91. 22/02/2023 - საქართველოს კანონი - 2623-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 10/03/2023 90. 22/12/2022 - საქართველოს კანონი - 2478-Xრს-Xმპ - ვებგვერდი, 29/12/2022 89. 30/11/2022 - საქართველოს კანონი - 2140-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2022 88. 18/10/2022 - საქართველოს კანონი - 1920-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 24/10/2022 87. 09/09/2022 - საქართველოს კანონი - 1809-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 23/09/2022 86. 11/05/2022 - საქართველოს კანონი - 1568-VIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 17/05/2022 85. 12/04/2022 - საქართველოს კანონი - 1476-VIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 19/04/2022 84. 22/12/2021 - საქართველოს კანონი - 1186-VIIრს-Xმპ - ვებგვერდი, 28/12/2021 83. 30/03/2021 - საქართველოს კანონი - 426-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 13/04/2021 82. 29/09/2020 - საქართველოს კანონი - 7180-Iს - ვებგვერდი, 05/10/2020 81. 16/09/2020 - საქართველოს კანონი - 7127-Iს - ვებგვერდი, 21/09/2020 80. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6881-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 79. 13/07/2020 - საქართველოს კანონი - 6759-რს - ვებგვერდი, 20/07/2020 78. 23/06/2020 - საქართველოს კანონი - 6362-IIს - ვებგვერდი, 01/07/2020 77. 20/12/2019 - საქართველოს კანონი - 5656-რს - ვებგვერდი, 31/12/2019 76. 29/11/2019 - საქართველოს კანონი - 5407-Iს - ვებგვერდი, 10/12/2019 75. 30/10/2019 - საქართველოს კანონი - 5229-Iს - ვებგვერდი, 30/10/2019 74. 20/09/2019 - საქართველოს კანონი - 5025-Iს - ვებგვერდი, 01/10/2019 73. 28/06/2019 - საქართველოს კანონი - 4908-IIს - ვებგვერდი, 04/07/2019 72. 30/11/2018 - საქართველოს კანონი - 3807-Iს - ვებგვერდი, 13/12/2018 71. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3095-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 70. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3039-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 69. 07/03/2018 - საქართველოს კანონი - 2036-IIს - ვებგვერდი, 29/03/2018 68. 07/03/2018 - საქართველოს კანონი - 2050-IIს - ვებგვერდი, 21/03/2018 67. 01/06/2017 - საქართველოს კანონი - 950-IIს - ვებგვერდი, 20/06/2017 66. 04/05/2017 - საქართველოს კანონი - 762-IIს - ვებგვერდი, 25/05/2017 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 65. 10/03/2017 - საქართველოს კანონი - 381-IIს - ვებგვერდი, 22/03/2017 64. 14/02/2017 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/3/638 - ვებგვერდი, 21/02/2017 63. 08/02/2017 - საქართველოს კანონი - 258-IIს - ვებგვერდი, 13/02/2017 62. 22/12/2016 - საქართველოს კანონი - 202-რს - ვებგვერდი, 29/12/2016 61. 21/12/2016 - საქართველოს კანონი - 158-რს - ვებგვერდი, 28/12/2016 60. 01/12/2016 - საქართველოს კანონი - 47-Iს - ვებგვერდი, 15/12/2016 59. 22/06/2016 - საქართველოს კანონი - 5450-IIს - ვებგვერდი, 12/07/2016 58. 27/04/2016 - საქართველოს კანონი - 5013-IIს - ვებგვერდი, 13/05/2016 57. 24/12/2015 - საქართველოს კანონი - 4716-რს - ვებგვერდი, 28/12/2015 56. 11/12/2015 - საქართველოს კანონი - 4630-Iს - ვებგვერდი, 23/12/2015 55. 28/10/2015 - საქართველოს კანონი - 4467-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 54. 28/10/2015 - საქართველოს კანონი - 4451-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 53. 27/10/2015 - საქართველოს კანონი - 4350-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 52. 17/07/2015 - საქართველოს კანონი - 4063-რს - ვებგვერდი, 29/07/2015 51. 08/07/2015 - საქართველოს კანონი - 3978-რს - ვებგვერდი, 20/07/2015 50. 03/07/2015 - საქართველოს კანონი - 3900-რს - ვებგვერდი, 10/07/2015 49. 29/05/2015 - საქართველოს კანონი - 3667-IIს - ვებგვერდი, 05/06/2015 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 48. 12/12/2014 - საქართველოს კანონი - 2947-Iს - ვებგვერდი, 24/12/2014 47. 31/10/2014 - საქართველოს კანონი - 2763-Iს - ვებგვერდი, 11/11/2014 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 46. 17/10/2014 - საქართველოს კანონი - 2699-Iს - ვებგვერდი, 31/10/2014 45. 05/03/2014 - საქართველოს კანონი - 2047-IIს - ვებგვერდი, 17/03/2014 44. 25/03/2013 - საქართველოს კანონი - 486-რს - ვებგვერდი, 05/04/2013 43. 05/06/2012 - საქართველოს კანონი - 6392-Iს - ვებგვერდი, 19/06/2012 42. 26/04/2012 - საქართველოს კანონი - 6091-Iს - ვებგვერდი, 10/05/2012 41. 28/12/2011 - საქართველოს კანონი - 5666-რს - ვებგვერდი, 12/01/2012 40. 27/12/2011 - საქართველოს კანონი - 5643-რს - ვებგვერდი, 12/01/2012 39. 06/12/2011 - საქართველოს კანონი - 5371-IIს - ვებგვერდი, 111220010, 20/12/2011 38. 25/11/2011 - საქართველოს კანონი - 5354-IIს - ვებგვერდი, 111208020, 08/12/2011 37. 05/05/2011 - საქართველოს კანონი - 4646-Iს - ვებგვერდი, 110518022, 18/05/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 36. 22/03/2011 - საქართველოს კანონი - 4463-Iს - ვებგვერდი, 110401011, 01/04/2011 35. 12/11/2010 - საქართველოს კანონი - 3806 - სსმ, 66, 03/12/2010 34. 21/07/2010 - საქართველოს კანონი - 3526 - სსმ, 46, 04/08/2010 33. 04/05/2010 - საქართველოს კანონი - 3046 - სსმ, 24, 10/05/2010 32. 28/12/2009 - საქართველოს კანონი - 2510 - სსმ, 3, 13/01/2010 31. 04/12/2009 - საქართველოს კანონი - 2270 - სსმ, 45, 21/12/2009 30. 04/12/2009 - საქართველოს კანონი - 2262 - სსმ, 41, 08/12/2009 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 29. 24/09/2009 - საქართველოს კანონი - 1692 - სსმ, 29, 12/10/2009 28. 16/07/2009 - საქართველოს კანონი - 1466 - სსმ, 20, 28/07/2009 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 27. 26/06/2009 - საქართველოს კანონი - 1346 - სსმ, 13, 02/07/2009 26. 27/03/2009 - საქართველოს კანონი - 1131 - სსმ, 9, 13/04/2009 25. 26/12/2008 - საქართველოს კანონი - 878 - სსმ, 41, 30/12/2008 24. 19/12/2008 - საქართველოს კანონი - 801 - სსმ, 40, 29/12/2008 23. 28/12/2007 - საქართველოს კანონი - 5670 - სსმ, 1, 03/01/2008 22. 11/07/2007 - საქართველოს კანონი - 5281 - სსმ, 30, 30/07/2007 21. 04/07/2007 - საქართველოს კანონი - 5198 - სსმ, 28, 18/07/2007 20. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4307 - სსმ, 51, 31/12/2006 19. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4259 - სსმ, 51, 31/12/2006 18. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4231 - სსმ, 50, 30/12/2006 17. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4214 - სსმ, 51, 31/12/2006 16. 14/07/2006 - საქართველოს კანონი - 3452 - სსმ, 30, 27/07/2006 15. 23/06/2006 - საქართველოს კანონი - 3389 - სსმ, 26, 14/07/2006 14. 24/05/2006 - საქართველოს კანონი - 3146 - სსმ, 20, 09/06/2006 13. 20/12/2005 - საქართველოს კანონი - 2361 - სსმ, 55, 27/12/2005 12. 16/12/2005 - საქართველოს კანონი - 2266 - სსმ, 55, 27/12/2005 11. 25/11/2005 - საქართველოს კანონი - 2133 - სსმ, 53, 19/12/2005 10. 24/06/2005 - საქართველოს კანონი - 1800 - სსმ, 37, 14/07/2005 9. 20/04/2005 - საქართველოს კანონი - 1352 - სსმ, 19, 28/04/2005 8. 25/03/2005 - საქართველოს კანონი - 1174 - სსმ, 13, 12/04/2005 7. 29/12/2004 - საქართველოს კანონი - 932 - სსმ, 41, 30/12/2004 6. 13/02/2004 - საქართველოს კანონი - 3391 - სსმ, 6, 09/03/2004 5. 21/06/2002 - საქართველოს კანონი - 1555 - სსმ, 26, 30/09/2002 4. 14/09/2001 - საქართველოს კანონი - 1063 - სსმ, 26, 10/10/2001 3. 08/06/2001 - საქართველოს კანონი - 925 - სსმ, 18, 28/06/2001 2. 25/10/2000 - საქართველოს კანონი - 567 - სსმ, 39, 10/11/2000 1. 24/02/2000 - საქართველოს კანონი - 169 - სსმ, 7, 08/03/2000