საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2699-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/10/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/10/2014
ძალაში შესვლის თარიღი 14/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 030000000.05.001.017526
2699-Iს
17/10/2014
ვებგვერდი, 31/10/2014
030000000.05.001.017526
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 2112  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2112. სასამართლოსათვის მიმართვა და მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების შეზღუდვის საკითხი

1. ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ მსხვერპლს (ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს), აგრეთვე მისი ოჯახის წევრს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

2. ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება მხოლოდ მსხვერპლის თანხმობით აქვს პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას.

3. არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების ყველა ეტაპზე, მათ შორის, არასრულწლოვნის დაკითხვისას (გამოკითხვისას), გათვალისწინებული უნდა იქნეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები, მისი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად. 

4. დამცავი ან შემაკავებელი ორდერის გამოცემის შესახებ ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს დაუშვებელია ოჯახში ძალადობის არასრულწლოვანი მსხვერპლის გამოკითხვა (მისგან ახსნა-განმარტების მიღება) სავარაუდო მოძალადე მშობლის (მშობლების)/კანონიერი წარმომადგენლის (წარმომადგენლების) თანდასწრებით; აგრეთვე დაუშვებელია არასრულწლოვნის დაკითხვაზე (გამოკითხვაზე) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის დასწრება, თუ მის (მათ) მიკერძოებულობასთან დაკავშირებით არსებობს ეჭვი მოძალადე ოჯახის წევრსა და მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შორის არსებული ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე ან ინტერესთა კონფლიქტის სხვა შემთხვევაში, ასევე მისთვის (მათთვის) არასრულწლოვნის მიერ მიცემული ჩვენების (გამოკითხვის ოქმის, ახსნა-განმარტების) გაცნობა ან გადაცემა.

5. მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში, შეჩერებულად ითვლება სასამართლოში საქმის წარმოების განმავლობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, თუ მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი სავარაუდო მოძალადეა ან მის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით არსებობს ეჭვი მოძალადე ოჯახის წევრსა და მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შორის არსებული ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე ან ინტერესთა კონფლიქტის სხვა შემთხვევაში.

6. სასამართლო მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში იმ ბავშვის მიმართ, რომლის ორივე მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შეეზღუდა მშობლის უფლება ან მოვალეობა, განჩინებით საქმეში მხარედ მოიწვევს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.“.

2. 2114  მუხლის:

ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სასამართლო შემაკავებელი ორდერის დასამტკიცებლად წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში განიხილავს ორდერის გამოცემის მიზანშეწონილობის საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას ორდერის დამტკიცების, დამტკიცებაზე უარის თქმის ან ნაწილობრივ დამტკიცების შესახებ. შემაკავებელი ორდერის გამომცემი პოლიციის უფლებამოსილი პირის ან პროცესის მონაწილე სხვა პირის შესაბამის სასამართლოში გამოუცხადებლობა არ აფერხებს ამ ნაწილით გათვალისწინებული საკითხის განხილვას და მასზე გადაწყვეტილების მიღებას.“;

ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სასამართლო პოლიციის უფლებამოსილი პირის ან პროცესის მონაწილე სხვა პირის მოთხოვნის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით განსაზღვრავს შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს.“.

3. 2115 მუხლის მე-3 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან მოძალადის გარიდების საკითხს;“;

ბ) „ი1“ ქვეპუნქტი:

„ი1) მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლის საკითხს;“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2015 წლის 1 სექტემბრიდან.

 


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

17 ოქტომბერი 2014 წ.

N2699-Iს