საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3758-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 030000000.05.001.102033
3758-XIIIმს-Xმპ
29/11/2023
ვებგვერდი, 11/12/2023
030000000.05.001.102033
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) 2168 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2168. მოსამართლის ბრძანება ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ

„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ ბრძანებას ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო) მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

29 ნოემბერი 2023 წ.

N3758-XIIIმს-Xმპ