საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2623-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/02/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/03/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 030000000.05.001.020817
2623-XIმს-Xმპ
22/02/2023
ვებგვერდი, 10/03/2023
030000000.05.001.020817
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. VII11 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ადმინისტრაციული სამართალწარმოება საგადასახადო ორგანოს მიერ კომერციული ბანკისგან, მიკრობანკისგან, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან, სესხის გამცემი სუბიექტისგან, ვალუტის გადამცვლელი პუნქტისგან, საბროკერო კომპანიისგან, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარისგან, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისგან, აქტივების მმართველი კომპანიისგან, საინვესტიციო კომპანიისგან პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების თაობაზე“.

 2. 2145 და 2146 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 21​45. მოსამართლის ბრძანება კომერციული ბანკის, მიკრობანკის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის, საბროკერო კომპანიის, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, აქტივების მმართველი კომპანიის, საინვესტიციო კომპანიის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე

კომერციული ბანკის, მიკრობანკის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის, საბროკერო კომპანიის, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, აქტივების მმართველი კომპანიის, საინვესტიციო კომპანიის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე ბრძანებას საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე ამ პირის ადგილსამყოფლის მიხედვით.

მუხლი 2146. საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა

1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმებისას ამ შემოწმების ფარგლებში კომერციული ბანკისგან, მიკრობანკისგან, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან, სესხის გამცემი სუბიექტისგან, ვალუტის გადამცვლელი პუნქტისგან, საბროკერო კომპანიისგან, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარისგან, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისგან, აქტივების მმართველი კომპანიისგან, საინვესტიციო კომპანიისგან პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, თუ საგადასახადო ორგანომ ამ პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთხელ მაინც მიმართა ინფორმაციის წარდგენის შესახებ, მაგრამ მან აღნიშნული ინფორმაცია დადგენილ ვადაში არ წარუდგინა.

2. საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა დასაბუთებული უნდა იყოს. მასში უნდა მიეთითოს:

ა) იმ პირის დასახელება და საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლის შესახებ ინფორმაციის მიღებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო;

ბ) კომერციული ბანკის, მიკრობანკის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის, საბროკერო კომპანიის, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, აქტივების მმართველი კომპანიის, საინვესტიციო კომპანიის დასახელება, რომლისგანაც მიღებული უნდა იქნეს ინფორმაცია;

გ) საგადასახადო ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის აღწერა;

დ) საგადასახადო ორგანოს მიერ ინფორმაციის მიღების ფორმა და ვადა.“.

3. 2147 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კომერციული ბანკის, მიკრობანკის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის, საბროკერო კომპანიის, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, აქტივების მმართველი კომპანიის, საინვესტიციო კომპანიის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე მოსამართლის ბრძანების გამოცემის წესი“;

ბ) მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) კომერციული ბანკი, მიკრობანკი, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სესხის გამცემი სუბიექტი, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, საბროკერო კომპანია, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარი, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი, აქტივების მმართველი კომპანია, საინვესტიციო კომპანია, რომელმაც საგადასახადო ორგანოს პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს;“;

გ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მოსამართლის ბრძანება დგება 4 ეგზემპლარად. მისი ერთი ეგზემპლარი ეგზავნება შუამდგომლობის წარმდგენ საგადასახადო ორგანოს, მეორე – პირს, რომლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზედაც გამოიცა ბრძანება, მესამე – კომერციულ ბანკს, მიკრობანკს, საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, სესხის გამცემ სუბიექტს, ვალუტის გადამცვლელ პუნქტს, საბროკერო კომპანიას, ლიცენზირებულ ცენტრალურ დეპოზიტარს, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს, აქტივების მმართველ კომპანიას, საინვესტიციო კომპანიას, ხოლო მეოთხე რჩება სასამართლოში.“.

4. VII12 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ადმინისტრაციული სამართალწარმოება საგადასახადო ორგანოს მიერ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისთვის კომერციული ბანკისგან, მიკრობანკისგან, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან, სესხის გამცემი სუბიექტისგან, ვალუტის გადამცვლელი პუნქტისგან, საბროკერო კომპანიისგან, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარისგან, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისგან, აქტივების მმართველი კომპანიისგან, საინვესტიციო კომპანიისგან პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების თაობაზე“.

5. 2148 და 2149 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 21​48. მოსამართლის ბრძანება კომერციული ბანკის, მიკრობანკის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის, საბროკერო კომპანიის, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, აქტივების მმართველი კომპანიის, საინვესტიციო კომპანიის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ინფორმაციის მიწოდების თაობაზე

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კომერციული ბანკის, მიკრობანკის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის, საბროკერო კომპანიის, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, აქტივების მმართველი კომპანიის, საინვესტიციო კომპანიის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე ბრძანებას საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე ამ კომერციული ბანკის, მიკრობანკის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის, საბროკერო კომპანიის, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, აქტივების მმართველი კომპანიის, საინვესტიციო კომპანიის ადგილსამყოფლის მიხედვით.

მუხლი 2149. საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა

1. საგადასახადო ორგანო სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით კომერციული ბანკისგან, მიკრობანკისგან, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან, სესხის გამცემი სუბიექტისგან, ვალუტის გადამცვლელი პუნქტისგან, საბროკერო კომპანიისგან, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარისგან, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისგან, აქტივების მმართველი კომპანიისგან, საინვესტიციო კომპანიისგან პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის (გარდა „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით, „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შესაბამისი შეთანხმებით გათვალისწინებული ინფორმაციისა) გამოთხოვის თაობაზე, თუ სხვა სახელმწიფოს კომპეტენტურმა უწყებამ მოითხოვა ეს ინფორმაცია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად.

2. საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს:

ა) იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლის შესახებ ინფორმაციის მიღებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო;

ბ) კომერციული ბანკის, მიკრობანკის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის, საბროკერო კომპანიის, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, აქტივების მმართველი კომპანიის, საინვესტიციო კომპანიის დასახელება, რომლისგანაც მიღებული უნდა იქნეს ინფორმაცია;

გ) საგადასახადო ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის აღწერა;

დ) საგადასახადო ორგანოს მიერ ინფორმაციის მიღების ფორმა და ვადა;

ე) წერილობითი განმარტება, რომ სხვა სახელმწიფოს მოთხოვნა ინფორმაციის მიწოდების შესახებ აკმაყოფილებს საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების მოთხოვნებს.“.

6. 2150 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისთვის კომერციული ბანკის, მიკრობანკის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის, საბროკერო კომპანიის, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, აქტივების მმართველი კომპანიის, საინვესტიციო კომპანიის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე მოსამართლის ბრძანების გამოცემის წესი“;

ბ) მე-4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) კომერციული ბანკი, მიკრობანკი, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სესხის გამცემი სუბიექტი, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, საბროკერო კომპანია, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარი, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი, აქტივების მმართველი კომპანია, საინვესტიციო კომპანია, რომელმაც საგადასახადო ორგანოს პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს;“;

გ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად. მისი ერთი ეგზემპლარი ეგზავნება შუამდგომლობის წარმდგენ საგადასახადო ორგანოს, მეორე – კომერციულ ბანკს, მიკრობანკს, საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, სესხის გამცემ სუბიექტს, ვალუტის გადამცვლელ პუნქტს, საბროკერო კომპანიას, ლიცენზირებულ ცენტრალურ დეპოზიტარს, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს, აქტივების მმართველ კომპანიას, საინვესტიციო კომპანიას, ხოლო მესამე რჩება სასამართლოში.“.

7. 29-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მხარის მოთხოვნით, სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შესახებ ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს ხდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას, გარდა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედების შეჩერებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელებას ან კომერციული ბანკის, მიკრობანკის დეპოზიტართა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს ან/და კომერციული ბანკის, მიკრობანკის ან ფინანსური სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას. სასამართლო უფლებამოსილია განსაზღვროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედების შეჩერების ვადა.“.

8. 32-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას აქვს სავალდებულო ძალა. თუ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადება მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ანდა გამოიწვევს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ხარჯების მნიშვნელოვან გაზრდას ან თუ საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტის, მათ შორის, კომერციული ბანკის რეზოლუციის პროცესში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ბათილად გამოცხადებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ფინანსური სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას ან/და კომერციული ბანკის, მიკრობანკის დეპოზიტართა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს, სასამართლო უფლებამოსილია ამ ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტი ბათილად გამოცხადების ნაცვლად ძალადაკარგულად გამოაცხადოს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

22 თებერვალი 2023 წ.

N2623-XIმს-Xმპ