საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4451-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 030000000.05.001.017931
4451-Iს
28/10/2015
ვებგვერდი, 11/11/2015
030000000.05.001.017931
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. VII8 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ადმინისტრაციული სამართალწარმოება ტერორიზმთან დაკავშირებული პირებისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირების ქონებაზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებით“.

2. 2130 და 2131 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2130. მოსამართლის ბრძანება პირის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე

 ბრძანებას ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (შემდგომ − გაერო) წესდების მე-7 თავის შესაბამისად მიღებული გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით (შემდგომ − გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები) განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის (ამ თავის მიზნებისთვის შემდგომ − კომისია) შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

 შენიშვნა: ამ თავის მიზნებისთვის ქონება არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, ან ამ შემოსავლით შეძენილი ქონება, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ, დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად ფლობენ, სარგებლობენ ან განკარგავენ ამ თავით განსაზღვრული პირები.

  მუხლი 2131. კომისიის შუამდგომლობა

1. ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე კომისიის შუამდგომლობა დასაბუთებული უნდა იყოს და მასში უნდა მიეთითოს ტერორიზმთან დაკავშირებული პირის და მისი ქონების შესახებ მონაცემები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

2. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე კომისიის შუამდგომლობა ეფუძნება გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების შესრულების ზედამხედველობისთვის პასუხისმგებელი კომიტეტების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.“.

3. 2132 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოსამართლე კომისიის შუამდგომლობას განიხილავს დაუყოვნებლივ, ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე.

2. მოსამართლე კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის წარდგენიდან 15 დღის ვადაში, ტერორიზმთან დაკავშირებული პირისათვის ან გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირისათვის შეუტყობინებლად.“;

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.  თუ მოსამართლე კომისიის შუამდგომლობის განხილვისას  მივა იმ დასკვნამდე, რომ მასში მითითებული პირი არის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირი ან/და ტერორიზმთან დაკავშირებული პირი, იგი გამოსცემს ბრძანებას აღნიშნული პირის ქონებაზე ან ქონების ნაწილზე ყადაღის დადების თაობაზე.“.

4. 2134 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2134. კომისიის შუამდგომლობა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე

1. კომისიას უფლება აქვს, ბრძანების გამომცემ სასამართლოს მიმართოს პირის ქონების ან ქონების ნაწილის ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობით შემდეგ შემთხვევებში:

ა) გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებში განხორციელებული ცვლილებების შედეგად პირი ამოღებულ იქნა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციიდან ან ამ პირის მიმართ სანქციები გაუქმდა;

ბ) კომისიის მიერ გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ პირი, რომლის ქონებასაც დაედო ყადაღა, არ იყო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებში მითითებული პირი;

გ) კომისიის მიერ პირი ამოღებულ იქნა ტერორიზმთან დაკავშირებული პირების სიიდან;

დ) გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით დადგენილი წესით ყადაღადადებული ქონების ან ქონების ნაწილის გამოყენება აუცილებელია პირის არსებობისთვის საჭირო, საკვების, ქირის, იპოთეკური კრედიტის, მედიკამენტების, სამედიცინო მომსახურების, გადასახადების, დაზღვევის გადასახადის, სახელმწიფო სერვისებით სარგებლობის, მიზნობრივი პროფესიული ან იურიდიული მომსახურების ხარჯების დასაფარავად, ანდა ყადაღადადებული ფინანსური სახსრების ან ეკონომიკური რესურსების შენახვის ხარჯების დასაფარავად;

ე) გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით დადგენილი წესით ყადაღადადებული ქონების ან ქონების ნაწილის გამოყენება აუცილებელია სხვა, განსაკუთრებული და გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარავად.

2. კომისიას უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს, თუ მან ყადაღადადებული ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს №1267 და №1989 რეზოლუციებით დადგენილი სანქციების შესრულების ზედამხედველობისთვის პასუხისმგებელ კომიტეტს აცნობა და კომიტეტს 48 საათის განმავლობაში არ მიუღია უარყოფითი გადაწყვეტილება კომისიის მიმართვასთან დაკავშირებით.

3. კომისიას უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს, თუ მან ყადაღადადებული ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს №1267 და №1989 რეზოლუციებით დადგენილი სანქციების შესრულების ზედამხედველობისთვის პასუხისმგებელი კომიტეტის თანხმობა მიიღო.

4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შუამდგომლობას თავდაპირველი ბრძანების გამომცემი სასამართლო განიხილავს ამ თავით დადგენილი წესით.

5. მოსამართლე ბრძანებით აუქმებს პირის ქონებაზე ან ქონების ნაწილზე დადებულ ყადაღას.“.

  მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

28 ოქტომბერი 2015 წ.

N4451-Iს