საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5013-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/04/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 030000000.05.001.018109
5013-IIს
27/04/2016
ვებგვერდი, 13/05/2016
030000000.05.001.018109
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის VII14 თავი:

  „თავი VII14. ადმინისტრაციული სამართალწარმოება  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სახელშეკრულებო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებით

 

  მუხლი 2157. სასამართლოსთვის ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელით მიმართვა

  1. ქონებრივი ან/და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნით ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელით სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს იმ პირს, რომლის მიმართაც არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ – კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც  ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა.

  2. პირი ან მისი წარმომადგენელი ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელს წარუდგენს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული კომიტეტის გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის ვადაში.

  3. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელს უნდა ერთოდეს:

  ა) პირის მიმართ კონვენციის დარღვევის ან/და სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის გადახდის თაობაზე კომიტეტის გადაწყვეტილების ასლი;

 ბ)  პირის წარმომადგენლის მიერ სარჩელის წარდგენისას − წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

  მუხლი 2158. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხის განხილვა

  1. მოსამართლე ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელის შეტანიდან 5 დღის ვადაში განიხილავს სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხს.

  2. თუ მოსამართლე გამოარკვევს, რომ ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, იგი გამოიტანს განჩინებას არსებული ხარვეზის შესახებ და მოსარჩელეს ხარვეზის შესავსებად გონივრულ ვადას დაუნიშნავს. თუ მოსარჩელე დანიშნულ ვადაში შეავსებს აღნიშნულ განჩინებაში მითითებულ ხარვეზს, მოსამართლე გამოიტანს განჩინებას ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღებასთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი გამოიტანს განჩინებას ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და სარჩელს თანდართულ დოკუმენტებთან ერთად მოსარჩელეს დაუბრუნებს.

  3. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე სასამართლო განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

  4. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღებასთან დაკავშირებით სასამართლო განჩინების გამოტანის შემდეგ ან ასეთი განჩინების გამოტანის ვადის გასვლის შემდეგ მოსამართლე სარჩელს და თანდართული დოკუმენტების ასლებს დაუყოვნებლივ უგზავნის მოპასუხეს და განუსაზღვრავს მას შესაგებლის წარდგენის ვადას.

 

  მუხლი 2159. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელის განხილვა

  ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს პირის მიმართ კონვენციის დარღვევის ფაქტს, რომელიც დასტურდება კომიტეტის გადაწყვეტილებით.

 

  მუხლი 2160. ფულადი კომპენსაციის გაცემის საკითხის გადაწყვეტის წესი

  1. ამ თავით გათვალისწინებული სამართალწარმოებისას მოპასუხეა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

  2. ფულადი კომპენსაციის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას რაიონული (საქალაქო) სასამართლო იღებს პირის მიმართ კონვენციით განსაზღვრული ადამიანის უფლებების დარღვევის სიმძიმისა და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით.

  3. ამ თავით გათვალისწინებული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილება. ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით, სასამართლო აღნიშნულ საქმეს ზეპირი მოსმენით განიხილავს. ამ თავით გათვალისწინებული საქმე განიხილება საქმის განხილვისათვის საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ საერთო ვადაში და დადგენილი წესით.

  4. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში.

  5. სააპელაციო საჩივარი წარედგინება გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს, რომელიც მას თანდართულ მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის სააპელაციო სასამართლოს.

  6. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

  7. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება (განჩინება) საბოლოოა და არ საჩივრდება.“.

  2. 34-ე მუხლის 1ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:

  „ი1) კონვენციის დარღვევის ან/და სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის გადახდის თაობაზე კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე ფულადი კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებულ დავაზე;“.

  3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 353 მუხლი:

 „მუხლი 353. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე კომპენსაციის გაცემის წესი

  1. პირი, რომლის მიმართაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ან ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტმა ამ კოდექსის VII14 თავის ამოქმედებამდე მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის გადახდის თაობაზე, უფლებამოსილია აღნიშნული კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე ფულადი კომპენსაციის გაცემის მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს ამ კოდექსის VII14 თავით დადგენილი წესით.

  2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირმა სასამართლოს უნდა მიმართოს ამ კოდექსის VII14 თავის ამოქმედებიდან 3 თვის  ვადაში.“.

 

  მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

27 აპრილი 2016 წ.

N5013-IIს