საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1809-IXმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/09/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 030000000.05.001.020621
1809-IXმს-Xმპ
09/09/2022
ვებგვერდი, 23/09/2022
030000000.05.001.020621
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. VII11 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ადმინისტრაციული სამართალწარმოება საგადასახადო ორგანოს მიერ კომერციული ბანკისგან, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან, სესხის გამცემი სუბიექტისგან, ვალუტის გადამცვლელი პუნქტისგან, საბროკერო კომპანიისგან, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარისგან, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისგან, აქტივების მმართველი კომპანიისგან, საინვესტიციო კომპანიისგან  პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების თაობაზე“.

2. 2145 და 2146 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 21​45. მოსამართლის ბრძანება კომერციული ბანკის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის, საბროკერო კომპანიის, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, აქტივების მმართველი კომპანიის, საინვესტიციო კომპანიის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე

კომერციული ბანკის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის, საბროკერო კომპანიის, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, აქტივების მმართველი კომპანიის, საინვესტიციო კომპანიის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე ბრძანებას საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე პირის ადგილსამყოფლის მიხედვით.

მუხლი 21 46. საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა

1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმებისას (ამ შემოწმების ფარგლებში) კომერციული ბანკისგან, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან, სესხის გამცემი სუბიექტისგან, ვალუტის გადამცვლელი პუნქტისგან, საბროკერო კომპანიისგან, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარისგან, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისგან, აქტივების მმართველი კომპანიისგან, საინვესტიციო კომპანიისგან პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, თუ საგადასახადო ორგანომ ამ პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთხელ მაინც მიმართა ინფორმაციის წარდგენის შესახებ, მაგრამ მან აღნიშნული ინფორმაცია დადგენილ ვადაში არ წარუდგინა.

2. შუამდგომლობა დასაბუთებული უნდა იყოს. მასში უნდა მიეთითოს:

ა) იმ პირის დასახელება და საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლის შესახებ ინფორმაციის მიღებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო;

ბ) კომერციული ბანკის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის, საბროკერო კომპანიის, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, აქტივების მმართველი კომპანიის, საინვესტიციო კომპანიის დასახელება, საიდანაც მიღებული უნდა იქნეს  ინფორმაცია;

გ) საგადასახადო ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის აღწერა;

დ) საგადასახადო ორგანოს მიერ ინფორმაციის მიღების ფორმა და ვადა.“.

3. 2147 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კომერციული ბანკის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის, საბროკერო კომპანიის, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, აქტივების მმართველი კომპანიის, საინვესტიციო კომპანიის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე მოსამართლის ბრძანების გამოცემის წესი“;

ბ) მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) კომერციული ბანკი, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სესხის გამცემი სუბიექტი, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, საბროკერო კომპანია, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარი, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი, აქტივების მმართველი კომპანია, საინვესტიციო კომპანია, რომელმაც საგადასახადო ორგანოს უნდა მიაწოდოს პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია;“;

გ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მოსამართლის ბრძანება დგება 4 ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი ეგზავნება შუამდგომლობის წარმდგენ საგადასახადო ორგანოს, მეორე – პირს, რომლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზედაც გამოიცა ბრძანება, მესამე – კომერციულ ბანკს, საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, სესხის გამცემ სუბიექტს, ვალუტის გადამცვლელ პუნქტს, საბროკერო კომპანიას, ლიცენზირებულ ცენტრალურ დეპოზიტარს, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს, აქტივების მმართველ კომპანიას ან საინვესტიციო კომპანიას, ხოლო მეოთხე რჩება სასამართლოში.“.

4. VII12 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ადმინისტრაციული სამართალწარმოება საგადასახადო ორგანოს მიერ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისთვის კომერციული ბანკისგან, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან, სესხის გამცემი სუბიექტისგან, ვალუტის გადამცვლელი პუნქტისგან, საბროკერო კომპანიისგან, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარისგან, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისგან, აქტივების მმართველი კომპანიისგან, საინვესტიციო კომპანიისგან პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების თაობაზე“.

5. 2148 და 2149 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 21​48. მოსამართლის ბრძანება კომერციული ბანკის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის, საბროკერო კომპანიის, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, აქტივების მმართველი კომპანიის, საინვესტიციო კომპანიის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ინფორმაციის მიწოდების თაობაზე

  საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კომერციული ბანკის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის, საბროკერო კომპანიის, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, აქტივების მმართველი კომპანიის, საინვესტიციო კომპანიის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე ბრძანებას საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე კომერციული ბანკის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის, საბროკერო კომპანიის, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, აქტივების მმართველი კომპანიის, საინვესტიციო კომპანიის ადგილსამყოფლის მიხედვით.

მუხლი 21 49. საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა

1. საგადასახადო ორგანო სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით კომერციული ბანკისგან, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან, სესხის გამცემი სუბიექტისგან, ვალუტის გადამცვლელი პუნქტისგან, საბროკერო კომპანიისგან, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარისგან, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისგან, აქტივების მმართველი კომპანიისგან, საინვესტიციო კომპანიისგან პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის (გარდა „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით გათვალისწინებული ინფორმაციისა) გამოთხოვის თაობაზე, თუ სხვა სახელმწიფოს კომპეტენტურმა (უფლებამოსილმა) ორგანომ მოითხოვა ეს ინფორმაცია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად.

2. შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს:

ა) იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლის შესახებ ინფორმაციის მიღებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო;

ბ) კომერციული ბანკის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის, საბროკერო კომპანიის, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, აქტივების მმართველი კომპანიის, საინვესტიციო კომპანიის დასახელება, საიდანაც მიღებული უნდა იქნეს ინფორმაცია;

გ) საგადასახადო ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის აღწერა;

დ) საგადასახადო ორგანოს მიერ ინფორმაციის მიღების ფორმა და ვადა;

ე) წერილობითი განმარტება, რომ სხვა სახელმწიფოს მოთხოვნა ინფორმაციის მიწოდების შესახებ აკმაყოფილებს საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების მოთხოვნებს.“.

6. 2150 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისთვის კომერციული ბანკის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის, საბროკერო კომპანიის, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, აქტივების მმართველი კომპანიის, საინვესტიციო კომპანიის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე მოსამართლის ბრძანების გამოცემის წესი“;

ბ) მე-4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) კომერციული ბანკი, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სესხის გამცემი სუბიექტი, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, საბროკერო კომპანია, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარი, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი, აქტივების მმართველი კომპანია, საინვესტიციო კომპანია, რომელმაც საგადასახადო ორგანოს უნდა მიაწოდოს პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია;“;

გ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი ეგზავნება შუამდგომლობის წარმდგენ საგადასახადო ორგანოს, მეორე – კომერციულ ბანკს, საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, სესხის გამცემ სუბიექტს, ვალუტის გადამცვლელ პუნქტს, საბროკერო კომპანიას, ლიცენზირებულ ცენტრალურ დეპოზიტარს, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს, აქტივების მმართველ კომპანიას ან საინვესტიციო კომპანიას, ხოლო მესამე რჩება სასამართლოში.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 ნოემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

9 სექტემბერი 2022 წ.

N1809-IXმს-Xმპ