ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 242
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/08/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 103, 24/08/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 21/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
242
20/08/2010
სსმ, 103, 24/08/2010
000000000.00.000.000000
ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (24/08/2010 - 13/10/2010)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 242

2010 წლის 20 აგვისტო

ქ. თბილისი

ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს ტყის კოდექსის 116-ე მუხლის „ე.გ“ ქვე­პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტყითსარგებლობის წესი.

    მუხლი 2.

ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადა­კარ­­გუ­ლად გამოცხადდეს:

ა) საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დე­პარტამენტის თავმჯდომარის 2002 წლის 28 მარტის №10/93 ბრძანება „ტყეკაფის გამოყოფის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“;

ბ) საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დე­პარტამენტის თავმჯდომარის 2002 წლის 22 თებერვლის №10/27 ბრძანება „საანგარიშო ტყეკაფის დადგენის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“;

გ) საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დე­პარტამენტის თავმჯდომარის 2002 წლის 3 დეკემბრის №10/159 ბრძანება „ტყითსარგებლობის სანებართვო დოკუმენტის გა­ცე­მისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადების, მათ შო­რის, ტყეკაფების გამოყოფისათვის საჭირო თანხებისა და მათი გადახდის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაო­ბაზე“;

დ) საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დე­პარტამენტის თავმჯდომარის 1997 წლის 24 ივლისის №10/89 ბრძანება „საქართველოში კონკურსით გასაყიდი ტყეკაფების გა­მოყოფისა და სალიცენზიო დოკუმენტაციის მომზადებაზე მომსახურების ფასის გამოყენების და მისი ფუნქციონირების შესახებ“.

    მუხლი 3.

დადგენილება, გარდა ამ დადგენილებით დამ­ტკი­ცებული წესის მე-3 მუხლის “ბ“ ქვეპუნქტის, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და VI თავისა, ამოქ­მედ­დეს „ყოფილი საკოლმეურნეო ტყეებისა და საბჭოთა მეუ­რ­ნეობების გამგებლობაში არსებული ტყის ფონდის მიწების სატყეო მეურნეობის სახელმწიფო ორგანოებისათვის გადა­ცემის წესის და ვადების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 12 სექ­ტემბრის №404 ბრძანებულების, “საქართველოს ტყეებში მთა­ვარი სარგებლობის ჭრის წესის შესახებ დებულების დამ­ტკიცებისა და ტყეების დაცვის, აღდგენა-განახლების მთელ რიგ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 10 იანვრის №6 ბრძანებულების, “საქართველოს ტყე­ებში ზეზეური ხის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს პრე­ზიდენტის 1996 წლის 24 ივლისის №479 ბრძანებულებისა და „სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის, მისი შეზ­ღუ­დ­ვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ დებულების და­მ­ტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 დეკემბრის №506 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადებისთანავე.

    მუხლი 4.

ამ დადგენილებით დამტ­კი­ცებული წესის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-4 მუხ­ლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და VI თა­ვი ამოქ­მედ­დეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი      ნ. გილაური

 

ტყითსარგებლობის წესი

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. დადგენილების მიზანი

1. დადგენილების მიზანია განსაზღვროს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის წესი.

2. დადგენილებით განისაზღვრება:

ა) ტყითსარგებლობის სახეები;

ბ) სსიპ – სატყეო სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ გაწეული მომსახურების სახეები;

გ) სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის ოდე­ნობა;

დ) ტყეკაფის მონიშვნის, გამოყოფის და ხე-ტყის დამზა­დე­ბის წესი;

ე) ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემის წესი;

ვ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემის წესი;

ზ) ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობი­ექტის (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) მოპოვების შესა­ხებ დოკუმენტის გაცემის წესი;

თ) სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენის მიზნით გაცემის წე­სი;

ი) ტყის ფონდის სარგებლობაში გაცემის წესი და აუქციო­ნის წლიური საწყისი ფასი.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

1. ბარის ტყე – ვაკეზე განფენილი ტყეები, კერძოდ, კოლ­ხეთის დაბლობის ტყეები, და აღმოსავლეთ საქართველოს ჭა­ლის ტყეები. დანარჩენი ტყეები მიეკუთვნება მთის ტყეებს.

2. განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბანი – სახელმწიფო ტყის ფონდის (გარდა დაცული ტერიტორიებისა) მწვანე ზონის და საკურორტო ზონის ტერიტორიები (აღნიშ­ნული ტერიტორიების ნუსხასა და მასზე მიკუთვნებული კვარ­ტალების ჩამონათვალს ტყის მართვის უფლების მქონე ორგა­ნოს წარდგინებით კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტ­კი­ცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რე­სურ­სების მინისტრი), ჭალის ტყეები, სხვადასხვა დანიშ­ნუ­ლების დაცვითი ტყის ზოლები; ალპური ზონის მიმდებარე 300 მეტრი სიგანის ტყის გავრცელების არეალი (სუბალპური ტყეე­ბი); უტყეო სივრ­ცეებს შორის მდებარე 100 ჰექტარამდე სიდიდის ტყით დაფა­რული ფართობები; თოვლის ზვავებისა და ღვარ­ცოფების მუდმი­ვი კალაპოტების გასწვრივ 200 მეტრამდე სი­განის ტყის ზოლები; 350-ზე მეტი დაქანების ფერდობებზე მდე­ბა­რე ტყის უბნები; ფლა­ტეების, დამეწყრილი ადგილების, ჩამო­ნაშალების, კარსტული წარ­მონაქმნების, მთის დედაქანების მიწის ზედაპირზე გამოსვ­ლის ადგილების ირგვლივ 100 მეტ­რამ­დე სიგანის ტყის ზოლები; რკინიგზებისა და საავტო­მობილო გზების გასწვრივ (მათი მიწის ვაკისიდან) 100 მეტ­რამდე სიგანის ტყის ზოლები; მდინარეების, ტბების, წყალ­საცავებისა და წყლის არხების გასწვრივ ნაპირი­დან 300 მეტ­რამდე სიგანის ტყის უბნები; დასასვენებელი სახ­ლების, პანსიონატებისა და სამკურნალო დაწესებულებების, მი­ნერა­ლუ­რი წყაროების ირგვ­ლივ 1 კმ რადიუსში არსებული ტყის უბ­ნები. მანძილი იზღუ­დება წყალგამყოფით.

3. კალამი – მცენარის ყოველი აჭრილი ნაწილი, რომლი­თაც შეიძლება მცენარის გამრავლება.

4. კორომი – მომიჯნავე ტერიტორიისაგან შემადგენლო­ბითა და სტრუქტურით მკვეთრად განსხვავებული ტყის ნაწილი.

5. მართვის ორგანო – საქართველოს ტყის კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით განსაზღვრული ორგანოები.

6. მინისტრი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებ­რივი რესურსების მინისტრი.

7. ნეკერი – ხის კვირტებიანი ნორჩი ტოტები.

8. სათესლე ხე – ბუნებრივი განახლების (მოთესვის) ხელ­შეწყობისათვის გათვალისწინებული ხე.

9. სამინისტრო – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუ­ნებ­რივი რესურსების სამინისტრო.

10. სიმაღლის თანრიგი – ხის სიმაღლისა და დიამეტრის თანაფარდობა, რომელიც უნდა იქნეს გამოყენებული ზეზემ­დგო­მი ხე-ტყის მოცულობის გაანგარიშებისათვის.

11. სირონი – 0,5 მეტრი სიგანის ტყის ზოლი, სადაც იჭრება მერქნიანი მცენარეები ტყით დაფარული ფართობების ურთი­ერთ­­გამიჯვნისას. გამოიყენება კვარტალების ხელოვნური გამი­ჯვნი­სათვის (როცა კვარტალები არ არის გამოყოფილი ბუნებ­რივი საზღვრით) და ბარის ტყეებში ტყეკაფის მომიჯნავე ტერიტო­რიისაგან გამიჯვნისათვის.

12. ტაქსაციური დიამეტრი – მიწის პირიდან 1,3 მეტრ სი­მაღლეზე აზომილი ხის დიამეტრი, მიღებული მაქსიმალური და მინიმალური დიამეტრების გასაშუალოებით. ფერდობზე აიღება ზედა მხრიდან.

13. ტყეკაფი – საქართველოს ტყის ფონდის განსაზღვ­რუ­ლი ტერიტორია, სადაც გათვალისწინებულია ზეზემდგომი ან ძირნა­ყარი ხე-ტყის დამზადება.

14. ტყეკაფის გამოყოფა – მონიშნული ტყეკაფის შეთანხ­მება მართვის ორგანოების მიერ.

15. ტყეკაფის მონიშვნა – ტყეკაფის გამიჯვნა მოსაზღვრე ტერიტორიისაგან, დასამზადებელი ხე-ტყის აღრიცხვა, ტყეკაფის აღრიცხვის უწყისისა და შესაბამისი კარტოგრაფიული მასალის შედგენა.

16. ტყით დაფარული ფართობი – 0,3 ჰა და მეტი ფართობი, რომელიც წარმოდგენილია 2 მეტრი და მეტი სიმაღლის ხეებით ან 1,5 მეტრი და მეტი სიმაღლის მერქნიანი ბუჩქოვანი მცენა­რეების ერთობლიობით, რომელთა ვარჯების პროექცია შეად­გენს ფართობის 30%-ს და მეტს.

17. ტყის არამერქნული რესურსები – მცენარეები, რომელთა შემადგენლობაში მერქანი არ არის (სოკოები, სამკურნალო ტექ­ნი­კური ნედლეული და სხვა ბალახოვანი და ბუჩქოვანი მცენა­რეები და მათი პროდუქტები).

18. ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტები – თესლი, ნა­ყოფი, ფოთოლი, წიწვი, ყვავილი.

19. ტყის რესურსი – ტყის ფონდში არსებული მიწის ნა­ყოფიერი ფენა, მერქნიანი და არამერქნიანი მცენარეების პრო­დუქტები, არამერქნული რესურსი, ხის მეორეხარისხოვანი მასა­ლები, სოჭის გირჩის, თეთრყვავილას ბოლქვებისა და ყოჩი­ვარ­დას გორგლების გარდა.

20. ჭალის ტყე – ვაკე რელიეფზე მდინარეთა აუზებში არ­სე­­­ბული ტყეები.

21. ხე-ტყე – სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე არ­სებული მერქნული რესურსი.

22. ხე-ტყის დამზადება – ზეზემდგომი ხე-ტყის მოჭრა და/ან ძირნაყარი ხე-ტყიდან მერქნის ამოღება და გამოზიდვა.

23. ხე-ტყის ნარჩენი – ხე-ტყის დამზადების შედეგად ტყე­კაფზე დარჩენილი ქერქი, ნაფოტი, ნახერხი, შეშად გამოუ­სა­დეგარი ტოტები.

24. ხის მეორეხარისხოვანი მასალები – მერქნიანი მცე­ნა­რეების ფესვები, ქერქი, ლაფანი, ნეკერი, ძირკვი, ტოტები, ფიჩ­ხი, კალამი.

25. ძირნაყარი ხე-ტყე – მიწაზე დაყრილი წაქცეული ხმე­ლი ხე, მოთხრილ-მოტეხილი, ქარქცეული, თოვლტეხილი მერ­ქანი. აგრეთვე მოჭრილი მერქანი, რომელზეც ხე-ტყის დამზა­დების შესაბამისი დოკუმენტი არ არის გაცემული ან გასული აქვს გა­მოზიდვის ვადა.

თავი II

ტყითსარგებლობის სახეები, მომსახურების სახეები, მომსახურების საფასური

    მუხლი 3. ტყითსარგებლობის სახეები

ტყითსარგებლობის სახეებია:

ა) ხე-ტყის დამზადება;

ბ) ნადირობა;

გ) მიჩენის მიზნით სარგებლობა;

დ) სპეციალური მიზნით სარგებლობა;

ე) ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მე­ორეხარისხოვანი მასალების დამზადება;

ვ) ტყის ფონდში მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა;

ზ) ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობა;

თ) სატყეო პლანტაციური მეურნეობის წარმოება;

ი) სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა;

კ) საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულ­ტუ­რულ-გამაჯანსაღებელი მიზნით სარგებლობა;

ლ) თევზის მეურნეობის მოწყობა;

მ) ცხოველთა თავშესაფრებისა და სანაშენეების მოწყობა;

ნ) არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობა;

ო) კომპლექსური ტყითსარგებლობა.

    მუხლი 4. მომსახურების სახეები

1. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებია:

ა) ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემა;

ბ) ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობი­­ექტის (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) მოპოვების დოკუ­მენტის გაცემა;

გ) სალიცენზიო ობიექტის მომზადება;

დ) ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემა და შე­საბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

ე) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემა;

ვ) მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორ­მა­ციის მომზადება:

ვ.ა) მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დაზუსტება;

ვ.ბ) მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დაზუსტება და სა­კადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება;

ვ.გ) მიწის ნაკვეთის სატაქსაციო დახასიათება;

ვ.დ) სიტუაციური გეგმის მომზადება;

ზ) საექსპლუატაციო უბნის კონტურების დადგენა და სა­ტა­­ქსაციო დახასიათება;

თ) ხაზობრივი ნაგებობისათვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის მომზადება:

თ.ა) ხაზობრივი ნაგებობისათვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დაზუსტება და საკადასტრო აზომვითი ნა­ხა­ზის მომზადება;

თ.ბ) ხაზობრივი ნაგებობისათვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის სა­ტაქსაციო დახასიათება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვე­პუნქტებით გან­საზღვრული მომსახურება ხორციელდება საა­გენ­ტოსთან დადე­ბუ­ლი ხელშეკრულების საფუძველზე.

    მუხლი 5. მომსახურების საფასური

სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური განი­საზ­ღვრება ამ წესის №4 დანართის შესაბამისად.

თავი III

ტყეკაფის მონიშვნის, გამოყოფისა და ხე-ტყის დამზადების წესი

    მუხლი 6. ტყეკაფის მონიშვნისა და გამოყოფის მიზანი

ტყეკაფის მონიშვნისა და გამოყოფის მიზანია ხე-ტყის დამ­ზადების შესაძლებლობის შექმნა.

    მუხლი 7. ხე-ტყის დამზადება

1. ხე-ტყის დამზადება ხორციელდება ტყეკაფზე. ტყეკა­ფის საზღვრები ექვემდებარება მომიჯნავე ტერიტორიისაგან საიდენ­ტიფიკაციო ნიშნებით (ჭრაში დაუნიშნავ ხეებზე შესაბამისი წარ­წერა, სირონის გაჭრა, ბოძის ჩასმა) გამიჯვნას.

2. ტყეკაფი მომიჯნავე ტერიტორიისაგან საიდენტი­ფიკა­ციო ნიშნით არ გაიმიჯნება ძირნაყარი ხე-ტყის გაცემისას – ფიქ­სირ­დება ხე-ტყის განთავსების ტერიტორია ხელსაწყო GPS-ით, და­სამზადებელი ხე-ტყის მოცულობა დგინდება საორიენტაციოდ.

    მუხლი 8. ტყეკაფის მონიშვნა და გამოყოფა

1. ტყეკაფი მოინიშნება დასამზადებელი ხე-ტყის აღრიცხ­ვისათვის.

2. ტყეკაფზე დასამზადებელი ხე-ტყის აღრიცხვა წარ­მოებს:

ა) ფართობის მიხედვით – მთავარი სარგებლობის პირწმინ­და ჭრის დროს;

ბ) ჭრაში დანიშნული ხეების მოცულობის მიხედვით (ძი­რობრივად) – მთავარი სარგებლობის (გარდა პირწმინდა ჭრისა), მოვლითი (გარდა განათებითი და გაწმენდითი სახისა) ჭრების გან­ხორციელებისას;

გ) სპეციალური ჭრის დროს – ფართობის მიხედვით ან ძი­რობრივი აღრიცხვით.

3. ტყეკაფის მონიშვნამდე მართვის ორგანოების მიერ განი­სა­ზღვრება ტყეკაფის მონიშვნას დასაქვემდებარებელი საორიენ­ტაციო ფართობები და დასამზადებელი ხე-ტყის საორიენტაციო მოცულობა სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის, დაგეგმ­ვისა და მონიტორინგის მასალების და ტყის ფაქტობრივი მდგო­მარეობის საფუძველზე, ხოლო მასალების არარსებობის შემთ­ხვევაში – ტყის ფაქტობრივი მდგომარეობის მიხედვით.

4. ტყეკაფის მონიშვნის სამუშაოების დაწყებამდე ტყეკა­ფის მომნიშნავი პირის მიერ დგება ადგილმდებარეობის დათვალიე­რების აქტი. მასში ასახული უნდა იყოს:

ა) სატყეო უბანი, სატყეო, სამცველო (სარეინჯერო), კვარ­ტალი, ლიტერი;

ბ) ლიტერის მონაცემები – შემადგენლობა, ექსპოზიცია, სი­მაღლე ზღვის დონიდან, დაქანება, ფართობი (ჰა), მარაგი (კუბ.მ), სიხშირე, ზეზემდგომი ხე-ტყის საშუალო დიამეტრი და საშუა­ლო სიმაღლე. აღმონაცენ-მოზარდის რაოდენობა (განი­საზღ­ვრე­ბა ვიზუალურად „დამაკმაყოფილებელი“ ან „არადა­მაკ­მაყო­ფი­ლე­ბელი“), მარადმწვანე ქვეტყით, მაყვლის ბუჩქებით, გვიმ­რით ან სხვა ბუნებრივი განახლებისათვის ხელისშემშ­ლელი მცენა­რეებით ფართობის დაფარულობა (აისახება ვიზუა­ლურად აღ­ნიშ­ნული მცენარეებით ფართობის პროცენტული და­ფარულობა).

5. ტყეკაფების მონიშვნა ხორციელდება:

ა) მთავარი სარგებლობის პირწმინდა ჭრისთვის სირონების გაჭრით, გარდა იმ გვერდებისა, რომლებიც შემოსაზღვრულია არ­სებული მიჯნებით (საკვარტალე სირონები, გზები, მდინა­რეები, უტყეო სივრცეები, არხები და სხვ.);

ბ) სპეციალური ჭრისათვის გარე საზღვარზე არსებული ხეების შერჩევითი მონიშვნით (საღებავით);

გ) მთავარი სარგებლობის (გარდა პირწმინდა ჭრებისა) და მოვლითი ჭრებისათვის – ტყეკაფის საწყისი წერტილის მყარი ორიენტირით მონიშვნით (ბოძზე ან ჭრას დაუქვემდებარებელ ზეზემდგომ ხეზე წარწერით, რომელზედაც აღნიშნული იქნება სატყეო, კვარტალი, ლიტერი, ტყეკაფის მონიშვნის წელი და ჭრის სახე).   

6. ბარის ტყეებში მთავარი სარგებლობის პირწმინდა ჭრის ტყეკაფები მოინიშნება სწორკუთხოვანი ფორმით. მთის ტყეებში მთავარი სარგებლობის და მოვლითი ჭრების ტყეკაფი მოინიშ­ნება ლიტერის (ლიტერების) ფარგლებში. მოვლითი ჭრის სანი­ტარიული სახის ტყეკაფების მონიშვნა დაშვებულია კვარტალის ფარგლებშიც. სპეციალური ჭრის ტყეკაფები მოინიშნება სპე­ციალური მიზნების განხორციელების პროექტის ან სხვა ტექ­ნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სრულად ან ეტაპობრივად.

7. პირწმინდა და ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრების ტყეკაფის გამოყოფის დროს სათესლე ხეებზე 1,5 მ-მდე სიმაღლეზე საღე­ბავით კეთდება „+“ ნიშანი. ტყეკაფის აღრიცხვის მასალებში დამატებით აღინიშნება სათესლე ხეების რაოდენობა.

8. ტყეკაფის მონიშვნისას კეთდება ადგილმდებარეობის ნა­ხაზი (აბრისი) მასშტაბით 1:10000, რომელზეც დაიტანება:

ა) კვარტალის ტერიტორიაზე ტყეკაფის კონფიგურაცია და ტყეკაფის საწყისი წერტილის კოორდინატები;

ბ) ტყეკაფზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული გზები (მათი მდგომარეობის ასახვით).

9. ტყეკაფზე მოსაჭრელი ხე-ტყის ოდენობის (მოცულო­ბის) დადგენა წარმოებს:

ა) ფართობის მიხედვით – პირწმინდა ჭრის განხორციე­ლე­ბისას დასამზადებელი ხე-ტყის მოცულობა იანგარიშება სანი­მუშო ფართობის მიხედვით, მისი ოდენობა უნდა შეადგენდეს ჭრას დაქვემდებარებული ფართობის არანაკლებ 5 %-ს;

ბ) ძირობრივად (თითოეული ხის მოცულობის მიხედვით) – მთავარი სარგებლობის (გარდა პირწმინდა) და მოვლითი ჭრე­ბის განხორციელების დროს. აღრიცხვას ექვემდებარება 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები. ხეები იდამღება ფესვის ყელ­თან მართვის ორგანოებთან შეთანხმებული იდენტიფი­ცირე­ბის დამღით, მდგრადი საღებავით ეწერება რიგითი ნომერი (მრიცხველში) და ტაქსაციური დიამეტრი (მნიშვნელში). ჭრაში დანიშნულ ხეებზე თვალთახედვის არეში (მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 1,7 მეტრამდე სიმაღლეზე) კეთდება მონიშვნა მკვეთრი ფერის საღებავით;

გ) დამზადებული ხე-ტყის მასის მიხედვით – როდესაც მო­საჭრელი ხეების 75%-მდე რაოდენობას ტაქსაციური დიამეტ­რი 8 სმ-ზე ნაკლები აქვს. ამ შემთხვევაში იანგარიშება დასამ­ზადებ­ლად გათვალისწინებული ხე-ტყის მოცულობის საორიენ­ტაციო ოდენობა. დამზადებული ხე-ტყის ოდენობა შემდგომში ზუსტ­დე­ბა ფაქტობრივად დამზადებული ხე-ტყის აზომვით. აღ­რიცხ­ვის აღნიშნული სახე აგრეთვე გამოიყენება ძირნაყარი და ნა­ხან­ძრა­ლი ხე-ტყის აღრიცხვისას.

10. ჭრას დასაქვემდებარებელი ხეების აღრიცხვა წარმო­ებს მათი ტაქსაციური დიამეტრის გაზომვით ოთხსანტიმეტრია­ნი სი­მს­­ხოს საფეხურებით.

11. მთავარი სარგებლობის და სოციალური ჭრის ტყე­კაფზე ჭრაში დანიშნული ხეების აღრიცხვა ხორციელდება ჯიშების, დიამეტრების და ხის კატეგორიის მიხედვით.

12. ხე-ტყის აღრიცხვა ხორციელდება შემდეგი ხის კატე­გო­რიების შესაბამისად:

ა) „ა“ კატეგორიის (სამასალე) ხეს მიეკუთვნება ხე, რომ­ლის ღეროს სამასალე ნაწილის (დაუზიანებელი, სწორი ღერო ვარჯამდე) სიგრძე შეადგენს 6,5 მეტრსა და მეტს;

ბ) „ბ“ კატეგორიის (ნახევრადსამასალე) ხეს მიეკუთვნება ხე, რომლის ღეროს სამასალე ნაწილის (დაუზიანებელი, სწორი ღერო ვარჯამდე) სიგრძე შეადგენს 2,1 მეტრიდან 6,5 მეტრამდე;

გ) „გ“ კატეგორიის (საშეშე) ხეს მიეკუთვნება ხე, რომლის ღეროს სამასალე ნაწილის (დაუზიანებელი, სწორი ღერო) სიგრ­­ძე შეადგენს 2,1 მეტრზე ნაკლებს.

13. მოვლითი ჭრის ტყეკაფში (გარდა გავლითი ჭრისა) აღი­რიცხება ჭრაში დანიშნული ხეების სრული მოცულობა, ხოლო სასაქონლო ღირსება (მასალა ან შეშა) განისაზღვრება ფაქტობ­რივად დამზადებული ხე-ტყის მიხედვით. ასეთივე წესით აღრიც­ხვას ექვემდებარება ძირნაყარი და ნახანძრალი ხე-ტყე, რომლის მოცულობა იანგარიშება საორიენტაციოდ.

14. ტყეკაფზე ჭრაში დანიშნული ხეების მოცულობის და­სადგენად განისაზღვრება სიმაღლის თანრიგი თითოეული ჯი­ში­სათვის, რომლის რაოდენობა აღემატება მოსაჭრელი ხეების რაოდენობის 10%-ს. ჯიშების მიხედვით დგინდება ჭრაში დანიშ­ნული ხეების საშუალო ტაქსაციური დიამეტრი და იზომება ამ დიამეტრის (დასაშვებია გრადაცია ერთი სიმსხოს საფეხურის ფარგლებში) 3 ხის სიმაღლე, განისაზღვრება ხეთა სიმაღლის გასაშუალოებული მაჩვენებელი და დგინდება ჭრაში დანიშნული ხეებისათვის სიმაღლის თანრიგი.

15. ტყეკაფის აღრიცხვის უწყისში (დანართი №1) ხის მოცუ­ლობის გაანგარიშება ხორციელდება 0,01 კუბ.მ სიზუსტით.

16. ტყეკაფების მონიშვნის მასალების (ტყეკაფის აღრიცხვის უწყისი და აბრისი) ერთი ეგზემპლარი ინახება მართვის ორგა­ნოში, მეორე ეგზემპლარი – ტყითმოსარგებლესთან (გარდა სოციალური ჭრით ტყითმოსარგებლისა).

17. მართვის ორგანოების მიერ ტყეკაფებზე მოსაჭრელი ხე-ტყის აღრიცხვის სამუშაოების შეთანხმება ხდება თითოეულ ტყე­კაფზე აღრიცხვის სამუშაოების დამთავრების შემდეგ. შე­თანხმებით დგინდება:

ა) დაქანება, სიხშირე (თვალზომით), ჭრაში დანიშნული ხე-ტყის სიმაღლის საშუალო თანრიგი, აღმონაცენ-მოზარდის რაო­დენობა (განისაზღვრება ვიზუალურად);

ბ) ჭრაში დანიშნული ხეების ტაქსაციური დიამეტრის შესა­ბამისობა ტყეკაფის აღრიცხვის უწყისში ასახულ მონა­ცემებთან, რისთვისაც ტაქსაციური დიამეტრი აეზომება შერჩე­ვით ჭრაში დანიშნული ხეების რაოდენობის არანაკლებ 20%-ს და აღნიშ­ნული ხეებიდან სამ ხეზე ზუსტდება სიმაღლის თან­რიგი. სხვა­ობის გამოვლენის შემთხვევაში გადამოწმებას ექვემ­დება­რება ჭრაში დანიშნული ყველა ხის ტაქსაციური დიამეტრი.

18. მართვის ორგანოს მიერ მონიშნული ტყეკაფების გამო­ყოფა ხორციელდება შეთანხმების გარეშე.

19. ტყეკაფი არ გამოიყოფა, თუ:

ა) ხე-ტყე ჭრაში დანიშნულია მოქმედი კანონმდებლობის და­რღვევით;

ბ) ტყეკაფის აღრიცხვის უწყისში ზეზემდგომი ხე-ტყის მო­ცულობა არ შეესაბამება ზეზემდგომი ხე-ტყის მოცულობით ცხრი­ლებს (გარდა შემთხვევებისა, როცა ზეზემდგომი ხე გადა­ტეხილია ან/და როცა მოსაჭრელი ხე-ტყის მოცულობა განი­საზღვრება საორიენტაციოდ);

გ) ტყეკაფის აღრიცხვის უწყისში მოყვანილი ინფორმაცია არ შეესაბამება ფაქტობრივ მდგომარეობას.

20. ტყეკაფის აღრიცხვის არასრულყოფილი მასალების წარ­დგენისას და/ან ტყეკაფის აღრიცხვის უწყისში ცდომილების შემთხვევაში ტყეკაფი არ გამოიყოფა.

21. ტყეკაფის მომნიშნავი ვალდებულია, ამ მუხლის მე-19 და მე-20 პუნქტებით გათვალისწინებული შეცდომები აღმოფხვ­რას მართვის ორგანოს მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში.

    მუხლი 9. ტყეკაფის მონიშვნის სამუშაოების შესრულებისას გასათვალისწინებელი მოთხოვნები

1. ტყეკაფების მონიშვნის სამუშაოების შესრულებისას გა­თვალისწინებული უნდა იქნეს მთავარი სარგებლობის, სპე­ცია­ლუ­რი ჭრების და მოვლითი ჭრების განხორციელების ნორ­მები.

2. მთავარი სარგებლობის ჭრები არ ინიშნება:

ა) საქართველოს ტყის კოდექსის მე-15 მუხლით გან­საზღვ­რული ორგანოს მართვას დაქვემდებარებულ ტერიტო­რიებზე;

ბ) საქართველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვ­რული ორგანოების მართვას დაქვემდებარებული ტერიტორიების განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნებში.

3. მთავარი სარგებლობის ჭრები ხორციელდება საქართ­ველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლით გათვალისწინებული ორ­გა­ნოების მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე არსე­ბუ­ლი სოჭის, ნაძვის, ფიჭვის, წიფლის, რცხილის, აკაციის, მურ­ყანის (თხმელა) წმინდა და შერეულ კორომებში და ჭრაში და­ნიშვნას ექვემდებარება მცენარეები №2 დანართში ასახული მო­ნაცე­მების მიხედვით.

    მუხლი 10. სოციალური ჭრა

1. სოციალური ჭრებისათვის ტყეკაფის მონიშვნა ხორცი­ელდება მთავარი სარგებლობის და მოვლითი ჭრების ნორმებით დადგენილი წესით საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და საჯარო სა­მართლის იურიდიულ პირებზე (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებულ საჯარო სამართ­ლის იურიდიულ პირზე) საშეშე მერქნის გასაცემად.

2. სოციალური ჭრებისათვის ტყეკაფის მონიშვნა ასევე ხორ­ციელდება მთავარი სარგებლობის და მოვლითი ჭრების ნორ­მებით დადგენილი წესით ადგილობრივ მოსახლეობაზე სა­შეშე და/ან სამასალე მერქნის გასაცემად.

3. ადგილობრივი მოსახლეობისა და საბიუჯეტო ორგანი­ზა­ცი­ების საჭიროებისათვის მერქნული რესურსის გაცემა ხორცი­ელდება აგრეთვე ძირნაყარი ხე-ტყიდან და გადაბელილი ხეების ხელახალი გადაბელვით მიღებული მერქნიდან.

    მუხლი 11. მთავარი სარგებლობის ჭრის სახეები

1. მთავარი სარგებლობის ჭრის სახეებია – პირწმინდა, თან­დათანობითი, ჯგუფურ-ამორჩევითი და ნებით ამორჩევითი ჭრები (მთავარი სარგებლობის ჭრებით მოსაჭრელი მერქნიანი მცენა­რეების სახეობების (ჯიშების) დიამეტრები მოცემულია №2 და­ნართში).

2. პირწმინდა ჭრა: ინიშნება ბარის ტყეებში 0–5 გრადუ­სამ­დე დაქანების ფერდობებზე და გულისხმობს ტყის გან­საზღვ­რული უბნის ტერიტორიაზე არსებული ხეების სწრაფ­მოზარდ ფოთლოვან სახეობათა (აკაცია, თხმელა-მურყანი) პირ­წმინდა ჭრას. ტყეკაფის მოკლე მხარე არ უნდა აღემატებოდეს 100 მეტრს. ტყეკაფის გრძელი მხარე გაბატონებული ქარების პერპენდიკულარულია და მისი სიდიდე არ აღემატება 1 კი­ლო­მეტრს. ერთ ჯერზე მოსაჭრელი ტყეკაფის ფართობი 10 ჰა-ს არ აღემატება. საკვარტალე ქსელის გათვალისწინებით ტყეკაფის მიმართულება ქარების საწინააღმდეგოა და იჭრება მხოლოდ №2 დანართით განსაზღვრული დიამეტრის ხეები.

3. თანდათანობითი ჭრა: ინიშნება 200 -მდე დაქანების ფერ­დო­ბებზე ღრმა და საშუალო სიღრმის ნიადაგებზე არსებულ ფიჭვნარ კორომებში, ითვალისწინებს ტყის საბურველის რამდე­ნიმე ჯერად თანდათანობით და თანაბარ შეთხელებას (მოსა­ჭრელი ხეების ამოღებას) და გულისხმობს ტყის განსაზ­ღვრული უბნის ტერიტორიაზე ჭრის განხორციელებას 30–40 წლის განმავლობაში. ჭრის ყოველიშემდეგი ჯერი ხორციელდება მხოლოდ ტყის საბურველის (ხეების ვარჯების ერთობლიობა) ქვეშ დამაკმაყოფილებელი რაოდენობის სასურველ მერქნიან სახეობათა მოზარდის (დანართი №3) არსებობისას. მოზარდის არასაკმარისი რაოდენობის შემთხვევაში ხორციელდება ბუნებ­რივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები. 0.7 და მეტი სიხ­შირის კორომებში ჭრა სამ ჯერად ტარდება. ჭრის პირველი ჯერის შემდეგ კორომის სიხშირე 0,5-ზე დაბლა არ დაიყვანება. ჭრის ინტენსივობა არ უნდა აღემატებოდეს კორო­მის საერთო მარაგის 25%-ს. ჭრის მეორე ჯერი ხორციელდება 10-15 წლის შემდეგ. იჭრება მერქნის პირვანდელი (ჭრამდე არსებული) საერთო მარაგის 30-35%, კორომის სიხშირე 0.4-0.3-ზე დაბლა არ დაიყვანება. ჭრის მე-3 ჯერი ხორციელდება 15 წლის შემდეგ. 0.5-0.6 სიხშირის კორომებში ჭრა ხორციელდება ორ ჯერად. პირველ ჯერზე იჭრება საერთო მარაგის 30-40%. ჭრის მეორე (ბოლო) ჯერი ხორციელდება 15 წლის შემდეგ.

4. ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრა: გულისხმობს 200-მდე და­ქა­ნე­ბის ფერდობების განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე (ტყე­კაფზე) ხანგრძლივი პერიოდის (20-40 წელი) განმავლობაში ამ უბნის ცალკეულ მცირე მონაკვეთებზე (ყალთაღებში, ფანჯ­რებ­ში) პირწმინდა ჭრას. მცირე მონაკვეთების (ყალთაღების) შერ­ჩევის და მათი გაფართოების ძირითადი პრინციპია ტყის გან­საზღვრული უბნის ტერიტორიაზე მათი თანაბარი განაწი­ლება და ტყის ბუნებრივი განახლებისათვის მაქსიმალური ხელშეწ­ყობა. ყალთაღების (ფანჯრების) გაგანიერებისას რგო­ლის სიგა­ნე არ უნდა აღემატებოდეს ყალთაღის დიამეტრის მეოთხედს. ყალთაღების მოწყობისას და გაგანიერების თითო­ეულ ყალთაღ­ში ან რგოლში დატოვებული უნდა იქნეს არანა­კლებ 2 სათეს­ლე ხისა. ყალთაღების გაგანიერება ხორციელ­დება თესლ­მს­ხმო­­იარობის წელს.

5. ჭრის დროს მოზარდის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით ხეების წაქცევა ხდება ტყის მოუჭრელი კედლის მიმარ­თულებით.

6. ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრა წიფლნარებში, ნაძვნარებსა და სოჭნარებში ტარდება ყველა ექსპოზიციის 200 -მდე დაქანების ფერდობებზე 0.6 და მეტი სიხშირის კორომებში ღრმა და სა­შუალო სიღრმის ნიადაგებზე მკვდარსაფრიან, წივანიან, ჩიტის­თვალიან და ქრისტესბეჭდიან ტყის ტიპებში, სადაც მოზარდი ჯგუფურად არის გავრცელებული. თითოეულ ჰექტარზე ეწყობა 20-25 მ დიამეტრის 5 ყალთაღი (ფანჯარა), რომლებიც არსე­ბუ­ლი მოზარდის ჯგუფებს უნდა მიესადაგოს. ბუნებრივი ყალ­თაღების არარსებობის შემთხვევაში ისინი ხელოვნურად იქმნე­ბა ფართობზე თანაბარი განლაგებით. ყალთაღების გაგა­ნიერება მოზარდის მდგომარეობის მიხედვით ხდება 10-15 წლის შემდეგ. ყალთაღების მოწყობისა და გაგანიერების თითოეულ ჯერზე იჭ­რება კორომის პირვანდელი მარაგის 25-30%.

7. ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრა რცხილნარებში ხორცი­ელდება 200 -მდე დაქანების ყველა ექსპოზიციის ფერდობებზე ღრმა და საშუალო სიღრმის ნიადაგებზე განლაგებული და მოზარდის ჯგუფური გავრცელების კორომებში. თითოეულ ჰექტარზე ეწყო­ბა 20-25 მ სიგანის 4-5 ყალთაღი (ფანჯარა), რომლებიც არსე­ბული მოზარდის ჯგუფებს უნდა მიესადაგოს. ბუნებრივი ყალ­თაღების არარსებობის შემთხვევაში ისინი ხელოვნურად იქმნე­ბა ფართობზე თანაბარი განლაგებით. ყალთაღების გაგანიერება მოზარდის მდგომარეობის მიხედვით ხდება 8-10 წლის შემდეგ. ყალთაღების მოწყობისა და გაგანიერების დროს იჭრება კორო­მის პირვანდელი მარაგის 35-40%.

8. ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრა ხორციელდება შესაბამისი კვა­ლი­­ფიკაციის სამეცნიერო-კვლევითი ორგანი-ზაციის რეკომენდა­ციის საფუძველზე.  

9. ნებით ამორჩევითი ჭრა: ინიშნება 35 გრადუსამდე დაქა­ნების ჩრდილო ექსპოზიციის და 30 გრადუსამდე დაქანების სამხრეთ ექსპოზიციის 0.6 და მეტი სიხშირის კორომებში, ხოლო 0.5 და ნაკლები სიხშირის კორომებში ჭრა ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მერქნიან სახეობათა მოზარდი არის იმ რაოდენობით, რომელიც ტყეკაფზე ტყის აღდგენას უზრუნველყოფს (დანართი №3). მოზარდის არასაკმარისი რაო­დე­ნობის შემთხვევაში ხორციელდება ბუნებრივი განახლე­ბის ხელშეწყობის ღონისძიებები. მარადმწვანე ქვეტყიანი, მაყვლიანი და გვიმრიანი ტყის კორომებში ჭრა შეიძლება და­შვებულ იქნეს მხოლოდ 0.7 და მეტი სიხშირის კორომებში. 0.6 და ნაკლები სიხშირის მარადმწვანე ქვეტყიან, მაყვლიან და გვიმრიან ტყის კორომებსა და მიკროუბნებში ჭრა არ ინიშნება. აღნიშ­ნულ კორომებში დასაშვებია ბუნებრივი განახლების ხელ­შეწყობის ღონისძიებების განხორციელება, რომლის წინაპირო­ბას შეადგენს განახლებისათვის და შემდგომ ჭრისათვის ტერი­ტორიის მომზადება ქვეტყის გამოხშირვით ან ფანჯრული და ზოლებრივი პირწმინდა მოჭრით. 5 წლის შემდეგ ბუნებრივი განახლების დამაკმაყოფილებელი მონაცემების მიღების შემდ­გომ დასაშვებია ჭრის დანიშვნა. ჭრა გულისხმობს ტყის განსა­ზღვრული უბნის ტერიტორიაზე სატყეო-სამეურნეო თვალ­სა­ზრისით მიზანშეწონილი ხეების თანდათანობით და მთელ უბან­ზე გადაანგარიშებით თანაბარ ჭრას. ჭრის განმეორების პერიო­დი კორომის სიხშირისა და მოზარდის მდგომარეობის მიხედვით 10-30 წლით განისაზღვრება. ჭრის ინტენსივობა შემდეგია: 0.6 სიხშირის კორომებში არსებული მარაგის 15%, 0.7 სიხშირის კორომებში – 20%, ხოლო 0.8 და მეტი სიხშირის, აგრეთვე კარგი განახლების მქონე 0.5 სიხშირის კორომებში – 25%. 0,3-0,4 სიხშირის კარგი განახლების მქონე კორომებში ჭრაშიინიშნება ყველა ხე №2 დანართში მოყვანილი დიამეტრების მი­ხედვით. ამ პროცესში მოსაჭრელი ხეების განლაგება სივრ­ცეში მეტ-ნაკლებად თანაბარია. იჭრება ნაირხნოვანი, ვერ­ტიკალური აღნაგობის კორომის სხვადასხვა ხნოვანებითი თაო­ბისა თუ იარუსის ხეები.

10. ჩრდილო ექსპოზიციის 310 –350 -ის დაქანების ფერდო­ბებზე ჭრა დასაშვებია მხოლოდ 0,7 და მეტი სიხშირის კორო­მებში, ჭრის ინტენსივობა 5%-ით ნაკლებია, ვიდრე 300 -მდე დაქანების ფერდობებზე არსებული შესაბამისი სიხშირის კორო­მებისათვის. ხე-ტყის გამოზიდვა ტყეში სამანქანე გზამდე ხორ­ციელდება საბაგირო და საჰაერო ტრანსპორტის ან ცოც­ხალი გამწევი ძალის გამოყენებით.

11. თანდათანობით და ამორჩევით ჭრას დაქვემ­დებარებულ უბანზე (უბნებზე) საქონლის ძოვება იკრძალება ჭრის დაწყე­ბამდე და ჭრის შემდეგ 5 წლის განმავლობაში, ხოლო პირ­წმინდა ჭრების დროს – ჭრის დასრულებიდან 5 წლის გან­მავლობაში. თანდათანობით და ამორჩევით ჭრას დაქვემდება­რებულ უბანზე (უბნებზე) ჭრაში პირველ რიგში ინიშნება გადაბერებული, ფაუტი, მრუდღეროიანი და ის ხეები, რომლებიც ხელს უშლის მოზარდის ზრდა-განვითარებას.

12. თანდათანობითი და ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრისათვის გა­მო­ყო­ფილი ტყეკაფის ფართობი არ აღემატება 25 ჰექტარს. ნე­ბით-ამორჩევითი ჭრის დროს ტყეკაფის სიდიდე არ იზღუდება და გა­ნი­საზღვრება ჭრისათვის დანიშნული სატაქსაციო უბნის ფართობით.

    მუხლი 12. ხე-ტყის დამზადების განსაკუთრებული მოთხოვნები

1. მთის ტყეებში ხე-ტყის დამზადების სამუშაოების დამთავ­რების შემდეგ ნიადაგის მინერალიზებული (დამუშავებული) ზედაპირის სიდიდე, მორსათრევი გზების, დასატვირთი და სხვა მოედნების ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს ტყეკაფის ფარ­თობის 15%-ს, ხოლო ჭრაში დაუნიშნავი ზრდის შეწყვეტით დაზიანებული 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოჭრილი ხეების რაოდენო­ბის 10%-ს.

2. ტყეკაფზე ხე-ტყის დამზადების დაწყებამდე ტყითმო­სარგებლის მიერ ხორციელდება ტყეკეფამდე მისასვლელი სა­ტყეო-სამეურნეო გზებისა და მორსათრევების გაყვანა, დასა­ტვირთი მოედნებისა და ხე-ტყის ზედა საწყობების მოწყობა ადგილებზე, სადაც არსებულ მოზარდს, ახალგაზრდა ხეებსა და ნიადაგს ნაკლები ზიანი მიადგება. მექანიზმების მოძრაობა დაიშვება მხოლოდ მორსათრევებზე. დაუშვებელია ტოტებ­შეუჭ­რელი ხეების მორთრევა. სატყეო-სამეურნეო გზების მიწის ვა­კისის სიგანე შეადგენს არანაკლებ 4,5–6,5 მეტრისა, ხოლო სავალი ნაწილის სიგანე – არანაკლებ 3,0–5,5 მეტრისა, სატრაქ­ტორო გამოზიდვისათვის სატყეო-სამეურნეო მორსათრევის სი­განეა ტრაქტორის სიგანეს დამატებული 2 მეტრი. მოსახ­ვევებში დასაშვებია მიწის ვაკისის გაგანიერება და აუცილებ­ლობის შემთხვევაში ასაქცევების მოწყობა. მოზარდისა და ჭრაში დაუნიშნავი ხეების შენარჩუნების მიზნით დასაშვებია დაკლაკ­ნილი სათრევების მოწყობა. მკვეთრ მოსახვევებზე და­საშვებია მორსათრევების 10 მეტრამდე გაგანიერება.

3. დამზადებული ხე-ტყის გამოზიდვისათვის საჰაერო კი­დულ დანადგართა (საბაგირო გზა) ტრასების სიგანე არ უნდა აღემატებოდეს 15 მეტრს. 21 გრადუსი და მეტი დაქანების ფერ­დობებზე საჰაერო კიდულ დანადგართა მოწყობამ არ უნდა გამოიწვიოს ხე-ტყის ჭრა.

4. ხე-ტყის დამზადებისას ცდომილება ფაქტობრივად დამ­ზადებულ ხე-ტყესა და ტყეკაფის აღრიცხვის მასალებში არსე­ბულ მონაცემებს (გარდა ძირნაყარი და ნახანძრალი ხე-ტყისა) შორის არ უნდა აღემატებოდეს 10%-ს.

    მუხლი 13. ჭრის შედეგად მიღებული ნარჩენების განთავსება

1. ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით ჭრის შედე­გად მიღებული ნარჩენების განთავსება წარმოებს:

ა) ნარჩენების დაწყობით მორსათრევ ბილიკებზე ტყე­კაფის ათვისების შემდეგ ეროზიისაგან დაცვის მიზნით;

ბ) შეშად გამოუსადეგარი ტოტების ხურგებად (სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 1 მეტრს) დაწყობით;

გ) ნარჩენების ფართობებზე თანაბრად გაბნევით;

დ) ენტომომავნებლების და ფიტოდაავადებების გავრ­ცე­ლების აღკვეთის მიზნით ნარჩენების დაწვა ხანძრის გავრ­ცე­ლების უსაფრთხოების ნორმების დაცვით;

ე) სხვა მეთოდებით, მათ შორის, ჭრის ნარჩენების მო­სახ­ლეობისათვის უფასოდ გაცემით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნარ­ჩე­ნე­ბის განთავსება ტყეკაფზე ან ტყეკაფის გარეთ ხორციელდება მართვის ორგანოს მიერ მითითებულ ადგილზე და ხე-ტყის დამ­ზადების დამთავრებისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს ხე-ტყის გა­მოზიდვამდე.

3. განთავსების მეთოდს არჩევს მართვის ორგანო. ნარ­ჩენების განთავსებით მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს ფერ­დო­ბებზე ეროზიის კერების წარმოშობა.

თავი IV

ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემის წესი

    მუხლი 14. ხე-ტყის დამზადების ბილეთის ობიექტი

1. ხე-ტყის დამზადების ბილეთი გაიცემა თითოეულ ტყეკაფ­ზე.

2. ხე-ტყის დამზადების ბილეთი წარმოადგენს ტყეკაფზე ხე-ტყის დამზადების დაწყების განმსაზღვრელ დოკუმენტს.

    მუხლი 15. ხე-ტყის დამზადების ბილეთის სუბიექტი

ხე-ტყის დამზადების ბილეთის სუბიექტია ტყითმოსარგებლე და/ან ტყითმოსარგებლეები:

ა) თუ ტყეკაფს ჰყავს ერთი ტყითმოსარგებლე, ხე-ტყის დამ­ზა­დების ბილეთი გაიცემა ორ ეგზემპლარად, საიდანაც ერთი ეგზემპლარი ეძლევა ტყითმოსარგებლეს, ხოლო მეორე ეგზემპ­ლარი რჩება მართვის ორგანოში;

ბ) თუ ტყეკაფს ჰყავს ერთზე მეტი ტყითმოსარგებლე – ერთ ეგზემპლარად, რომელიც რჩება მართვის ორგანოში.

    მუხლი 16. ხე-ტყის დამზადების ბილეთის რეკვიზიტები

ხე-ტყის დამზადების ბილეთში აისახება:

ა) ბილეთის გამოწერის თარიღი;

ბ) ტყეკაფის ადგილმდებარეობა (მართვის ორგანო, სატყეო უბანი, სატყეო, კვარტალი, ლიტერი, ტყეკაფის კოორდინატები), ჯიშების მიხედვით მოსაჭრელი ხეების რაოდენობა, მოსაჭრელი ხე-ტყის მოცულობა სულ, მათ შორის, მასალა, შეშა.

    მუხლი 17. ხე-ტყის დამზადების ბილეთის გამცემი ორგანო

ხე-ტყის დამზადების ბილეთს გასცემს მართვის ორგანო.         

თავი V

ტყის ფონდის მიჩენის მიზნით გაცემის წესი

    მუხლი 18. სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენის მიზნები

მიჩენილია სახელმწიფო ტყის ფონდის უბანი, რომელსაც, განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი აუცილებლობიდან გამომ­დინარე, საქართველოს ტყის კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით უფლებამოსილ ორგანოებთან ერთად, მიჩენის მიზ­ნე­ბის გათვა­ლისწინებით, მართავს საქართველოს კონსტიტუციური შეთან­ხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სა­ქართველოს საპატრიარქო), საქართველოს შინაგან საქმეთა სა­მი­ნისტრო ან საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

    მუხლი 19. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენის მიზანი

სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენის მიზანია:

ა) მოქმედი საეკლესიო და სამონასტრო კომპლექსების მიმ­დებარედ ბუნებრივ საზღვრებში 20 ჰექტარამდე ფართობზე თვითმყოფადი ბუნების შენარჩუნება და მომლოცველებისათვის მშვიდი გარემო პირობების შექმნა;

ბ) სახელმწიფო უშიშროებისა და თავდაცვის უზრუნველ­ყოფა.

    მუხლი 20. სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენის წესი

1. სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენა ხორციელ­დება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბრძა­ნებულების საფუძველზე ხელშეკრულება იდება მართვის ორ­განოსა და სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენით დაინტე­რესებულ პირს შორის.

    მუხლი 21. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენის ხელშეკრულება

1. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენის ხელშეკრულება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას და მოიცავდეს:

ა) მიჩენას დაქვემდებარებული ტერიტორიის მდებარეობას, ფართობს, საზღვრებს, ტყისა და მიწების კატეგორიას, სხვა პარამეტრების მიხედვით ამ ტერიტორიის დახასიათებას;

ბ) ამ ტერიტორიაზე არსებული ტყის დახასიათებას, მისი ფართობის, საზღვრების, ძირითადი სახეობრივი და ასაკობრივი შემადგენლობის, აგრეთვე მისი ფიზიკური მდგომარეობის სხვა მახასიათებლებს;

გ) ნათლად გამოკვეთილ მიჩენის მიზნებს;

დ) ხელშეკრულების დამდებ პირთა უფლებებსა და ვალ­დებულებებს:

დ.ა) მიჩენილ ტერიტორიაზე სატყეო დარგის მუშაკთა და მოქალაქეთა შესვლისა და გადაადგილების სფეროში;

დ.ბ) ტყის მოვლის სფეროში;

დ.გ) ტყის დაცვის სფეროში;

დ.დ) სხვა სატყეო ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორ­ციელების სფეროში;

დ.ე) ტყითსარგებლობის დაგეგმვისა და განხორციელების სფეროში;

დ.ვ) ბუნებრივი ან სტიქიური მოვლენების თავიდან აცი­ლების ან მათი შედეგების ლიკვიდაციის სამუშაოების განხორ­ციელების სფეროში;

ე) მიჩენილ ტერიტორიაზე არსებული ბუნების, კულტურის, ისტორიული და რელიგიური ძეგლების დაცვისა და მოქალა­ქეებისათვის მათი ხელმისაწვდომობის გარანტიებს;

ვ) მიჩენილი ტერიტორიის კოორდინატებს;

ზ) მიჩენის ვადას.

2. სახელმწიფო ტყის ფონდის ისეთი ტერიტორიის მიჩენი­სას, რომელიც ესაზღვრება სახელმწიფო საზღვარს ან სასა­ზღვრო ზოლს, მიჩენის ხელშეკრულების პირობები უნდა შეუ­თანხმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

    მუხლი 22. სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენის ვადები

სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენა ხორციელდება 20 წლამდე ვადით.

    მუხლი 23. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენის შესახებ საკითხის დასმა

1. სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენის თაობაზე სა­კით­ხის დასმის უფლება აქვს:

ა) საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღია­რე­ბულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (საქართველოს სა­პატრიარქო);

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს;

გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.

2. სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენის შესახებ გან­ცხადება წარედგინება სამინისტროს.

3. განცხადებას თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენ­ტა­ცია:

ა) მიჩენის მიზნით სარგებლობის საჭიროების და/ან აუცი­ლებლობის მიზანი, მოტივაცია და ვადები;

ბ) მიჩენის მიზნების განსახორციელებლად გამოსაყოფი ფართობის დაზუსტებული აზომვითი ნახაზი UTM კოორდი­ნატ­თა სისტემაში, ფართობის ადგილმდებარეობის სრული დასახე­ლე­ბა და სატაქსაციო დახასიათება, ამონახაზი ტყის კორომთა გეგმი­დან (აბრისი) მასშტაბით 1:10000.

    მუხლი 24. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენის შეთანხმება

1. ამ წესის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდ­გენილი დოკუ­მენტაცია მართვის ორგანოსთან შე­თანხ­მების შემდეგ განსა­ხილ­ველად ეგზავნება:

ა) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამი­ნი­სტ­­როს; 

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (თუ ეს ტერიტორია მდებარეობს 5-კილომეტრიან სასაზღვრო ზონაში);

გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს;

დ) შესაბამის ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს;

ე) საჭიროების შემთხვევაში – სხვა ადმინისტრაციულ ორ­განოს.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ადმინისტ­რა­ციული ორგანოების დადებითი პასუხის შემდეგ სა­მი­ნისტრო სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტს განსახილველად წა­რუდ­გენს საქართველოს მთავრობას.

3. სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენის შესახებ სა­ქართ­ველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე იდება ხელ­შეკრულება მართვის ორგანოებსა და სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენით დაინტერესებულ პირს შორის.

    მუხლი 25. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილ უბანზე მოქალაქეთა უფლებების შეზღუდვა

1. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის ტერიტო­რიაზე შეიძლება შეიზღუდოს ან მთლიანად აიკრძალოს ტყით­სარ­გებლობა და მოქალაქეთა ტყეში ყოფნა, თუ ეს მიჩე­ნილი უბნის გამოყოფის მიზანთან შეუთავსებელია.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთ­ხვე­ვებისათვის მოქალაქეთა ტყეში ყოფნისა და ტყითსარგებ­ლობის შეზღუდვა ან აკრძალვა ხორციელდება მიჩენის თაობა­ზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

    მუხლი 26. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნით სარგებლობა

1. მიჩენილი უბნის გამოყენება იმ პირის მიერ, ვისთ­ვისაც გადაცემულია უბანი, დაიშვება მხოლოდ მიჩენის მიზნით და მიჩენასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულების ფარგ­ლებში.

2. მიჩენილ უბანზე ტყითსარგებლობა, ტყის მოვლისა და აღდგენის სამუშაოები ხორციელდება კანონმდებლობით დადგე­ნილი წესით და მართვის ორგანოების ზედამხედ­ველო­ბით იმ ფორ­მითა და მოცულობით, რომლებიც ხელს არ შეუშლის მიჩე­ნის მიზნების განხორციელებას.

3. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილ უბანზე ტყის დაცვა ხორციელდება:

ა) საქართველოს საპატრიარქოსათვის გამოყოფილ ტერიტო­რიაზე – მართვის ორგანოების მიერ;

ბ) სახელმწიფო უშიშროებისა და თავდაცვის უზრუნველ­ყოფისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე – საქართველოს შინა­გან საქმეთა სამინისტროს ან/და საქართველოს თავდაცვის სა­მი­ნისტროს მიერ.

    მუხლი 27. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნით სარგებლობის შეზღუდვა, შეჩერება და აკრძალვა

1. სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენის მიზნებისათვის გამოყენების უფლება წყდება სა­ქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და მიჩენის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებისა და მხარეებს შორის დადებული ხელშეკ­რულების საფუძველზე.

2. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის ტერი­ტორიაზე ტყითსარგებლობის შეზღუდვა, შეჩერება და აკრძალვა ხორციელდება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების, ამ უბნის მიჩენის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებუ­ლებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგე­ნილ სხვა შემ­თხ­ვევებში.

თავი VI

ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) მოპოვების დოკუმენტის გაცემის წესი

    მუხლი 28. ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტი

ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობი­ექტები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

    მუხლი 29. ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) მოპოვების დოკუმენტის მიმღები

ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობი­ექტის (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) მოპოვების დოკუმენ­ტის (შემდგომში – ნადირობის დოკუმენტი) მიღების უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს სანადირო იარა­ღის ტარების უფლება.

    მუხლი 30. განცხადება ნადირობის დოკუმენტის მისაღებად

1. დაინტერესებული პირი ნადირობის დოკუ­მენტის მისაღე­ბად სააგენტოს წარუდგენს წერი­ლობით განცხადებას.

2. წერილობითი განცხადება, გარდა საქართველოს ზოგადი ად­მი­ნისტ­რაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვ­ნებისა, უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის სახეობა;

ბ) მოპოვების ვადა;

გ) მოპოვების რაოდენობა.

3. განცხადებას თან უნდა ერთოდეს მომსახურების სა­ფა­სურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

    მუხლი 31. ნადირობის დოკუმენტის გაცემის ვადა

ნადირობის დოკუმენტი გაიცემა განცხადების რეგისტ­რა­ცი­იდან 1 სამუშაო დღის ვადაში.

    მუხლი 32. ნადირობის დოკუმენტის გამცემი ორგანო

ნადირობის დოკუმენტის გაცემის უფლება აქვს საა­გენტოს.

    მუხლი 33. ნადირობის დოკუმენტის რეკვიზიტები

ნადირობის დოკუმენტში უნდა მიეთითოს:

ა) ნადირობის დოკუმენტის ნომერი;

ბ) ნადირობის დოკუმენტის გაცემის ადგილი, თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

გ) ნადირობის დოკუმენტის გამცემი ორგანო;

დ) ნადირობით დაინტერესებული პირის სახელი, გვარი, პი­რა­დი ნომერი;

ე) მოსაპოვებელი ცხოველთა სამყაროს ობიექტის სახეობა და ოდენობა;

ვ) ნადირობის დოკუმენტის მოქმედების ვადა;

ზ) ნადირობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი პი­რის ხელმოწერა.

    მუხლი 34. ტყის ფონდში ნადირობის რეგულირება

1. ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სახეობების კვოტებს საველე-სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე გან­საზღვრავს საა­გენტო და ამტკიცებს მინისტრი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კვოტების დამტკიცებამდე ტყის ფონდის ტერიტორიაზე ნადირობა არ დაი­შვება.

3. ტყის ფონდში ნადირობისათვის მოსარგებლე სააგენტოს მიერ გაწეული მომსახუ­რების საფასურს იხდის წინასწარ, ნადირობის დოკუმენტის მიღებამდე. ასევე წინასწარ გადახდას ექვემდებარება გარეული ცხოველის მოპოვებისათვის კანონით დაწესებული ბუნებრივი რე­სურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი.

თავი VII

ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემის წესი

    მუხლი 35. ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთი

ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთი გაიცემა:

ა) ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტების დამზადები­სათვის;

ბ) ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადებისათვის;

გ) ტყის არამერქნული რესურსების დამზადებისათვის;

დ) მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისათვის.

    მუხლი 36. ტყის რესურსით მოსარგებლე

ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის მიღების უფ­ლე­ბა აქვს ნებისმიერ ფიზიკურ და კერძო სამართლის იური­დიულ პირს.

    მუხლი 37. განცხადება ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის მისაღებად

1. დაინტერესებული პირი ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის მისაღებად სააგენტოს წარუდგენს წერილობით გან­ცხადებას.

2. წერილობითი განცხადება, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტ­რა­ციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვ­ნებისა, უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) მოსაპოვებელი ტყის რესურსის სახეობა;

ბ) მოპოვების ვადა;

გ) მოსაპოვებელი რესურსის რაოდენობა;

დ) მოპოვების საშუალება;

ე) მოპოვების ადგილი.

3. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივი­დუალური მეწარმისათვის – მეწარმეთა და არასამეწარმეო (არა­კო­მერციული) იური­დიული პირების რეესტრიდან ამონაწერი, ხოლო ფიზიკურიპირისათვის – საქართ­ველოს მოქალაქის პი­რა­დობის დამადასტურებელი მოწ­მობის ან პასპორტის ას­ლები.

    მუხლი 38. ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემის ვადა

  ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთი ტყის ფონდის ტერიტორიაზე განხორციელებული შესაბამისი გა­მო­კვლევის საფუძველზე გაიცემა განცხადების რეგისტრა­ციი­დან 30 დღის ვადაში.

    მუხლი 39. ტყის რესურსით რესურსით ბილეთის გამცემი ორგანო

ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემის უფ­ლე­ბა აქვს სააგენტოს.

    მუხლი 40. ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის მოქმედების ვადა

ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის მოქმედების ვა­დაა 1 წელი მისი გაცემის დღიდან.

    მუხლი 41. ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის რეკვიზიტები

ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთში უნდა მიეთითოს:

ა) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის ნომერი;

ბ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემის ადგილი, თარიღი და დრო (რიცხვი, თვე, წელი);

გ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გამცემი ორგანო;

დ) ტყის რესურსის მოპოვების ადგილი (სატყეო უბანი);

ე) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის მიმღების სა­ხელი, გვარი და პირადი ნომერი ან იური­დიული პირის შემთ­ხვე­ვაში – მისი სახელწოდება და საიდენტი­ფიკაციო ნომერი;

ვ) მოსაპოვებელი რესურსის სახეობა (ქართულად და ლა­თინურად) და მოცულობა;

ზ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის მოქმედების ვადა;

თ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა.

    მუხლი 42. ტყის ფონდში მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნის რეგულირება

1. ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთი მიწის ნაყო­ფიერი ფენის მოხსნისათვის არ გაიცემა:

ა) ალპურ და სუბალპურ ზონებში;

ბ) ტყით დაფარულ ფართობებზე;

გ) ფართობებზე, სადაც გათვალისწინებულია ტყის აღდგე­ნა;

დ) 10 გრადუსზე მეტი დაქანების ფერდობებზე;

ე) არამდგრად (30 სმ-მდე სიღრმის) ნიადაგებზე;

ვ) საშუალო მდგრადობის (31-50 სმ სიღრმის) ნიადაგებზე;

ზ) სხვა ტერიტორიებზე, სადაც ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნაზე არ არის გაცემული უფლებამოსილი პირის საინჟინ­რო-გეოლოგიური დასკვნა.

2. ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის მისაღებად განც­ხადებას მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისათვის თან უნდა ერთ­ოდეს:

ა) სარგებლობას დაქვემდებარებული ფართობის დაზუსტე­ბული საკადასტრო აზომვითი ნახაზი UTM კოორდინატთა სის­ტე­მაში, ფართობის ადგილმდებარეობის სრული დასახელება და სატაქსაციო დახასიათება, ამონახაზი ტყის კორომთა გეგმიდან (აბრისი) მასშტაბით 1:10000, სარგებლობის განხორციელებაზე საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა;

ბ) განსახორციელებელი საქმიანობის პროექტი (პროექტში სპეციფიკურ საქმიანობასთან ერთად ასახული უნდა იყოს გარე­მოდან ამოსაღები რესურსის ოდენობა).

თავი VIII

ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემის წესი და აუქციონის წლიური საწყისი ფასი

    მუხლი 43. ტყის ფონდით სარგებლობის ობიექტი

1. ამ თავის მიზნებისათვის ტყის ფონდით სარგებლობის ობიექტია მის ფარგლებში არსებული მიწის ნაკვეთი.

2. სახელმწიფო სასაზღვრო ზოლში ტყის ფონდის სარგებ­ლობის უფლებით გაცემა შესაძლებელია მხოლოდ საქართვე­ლოს შინაგან საქმეთა სამინისტრო­ს­თან შეთანხმებით.

    მუხლი 44. ტყის ფონდით მოსარგებლის უფლება-მოვალეობები

1. ტყის ფონდის ფარგლებში არსებული მიწის ნაკვეთის სარგებლობაში მიღების უფლება აქვს ფიზიკურ ან კერძო სა­მართლის იურიდიულ პირს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტყითმო­სარგებლე უფლებამოსილია სარგებლობის ობი­ექ­­ტი სარგებლო­ბაში გადასცეს სხვა პირს მთლიანად.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ შემთხვევაში გამს­ხვისებელი ვალდებულია, შესაბამისი საბუთები წარუდგინოს სააგენტოს, რომელიც ვალდებულია, ტყითსარგებლობის ხელ­შეკ­რულებაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები. აღნიშ­ნული ხელშეკრულება ძალაში შედის მისი საჯარო რეესტრში რეგის­ტრაციის მომენტიდან.

4. საჯარო რეესტრში ტყითსარგებლობის ხელშეკრუ­ლების რეგისტრაციას უზრუნველყოფს ახალი ტყითმოსარგებლე.

    მუხლი 45. ტყის ფონდის სარგებლობაში გაცემის ფორმა

ტყის ფონდის სარგებლობის უფლების მოპოვების მიზნით ტარდება აუქციონი.

    მუხლი 46. აუქციონის ჩატარების წესი

1. აუქციონი შეიძლება გამოცხადდეს სააგენტოს ინიცია­ტივით ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.

2. სააგენტოს ინიციატივით აუქციონი ცხადდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

3. წერილობით განცხადებას, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტ­რაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვ­ნებისა, თან უნდა დაერთოს:

ა) სასურველი ფართობის საკადასტრო აზომვითი ნახაზი;

ბ) სარგებლობის სახე.

4. სააგენტოს ინიციატივით აუქციონი ცხადდება ტყის ფონ­დის შესაბამისი მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტ­რაციის შემდეგ.

5. აუქციონი საჯაროა და ხელმისაწვდომია ყველა დაინ­ტერე­სებული პირისათვის.

6. აუქციონი შეიძლება გაიმართოს:

ა) სააგენტოს შენობაში;

ბ) სააგენტოს მიერ წინასწარ განსაზღვრულ სხვა მისა­მართზე.

7. სააგენტო სარგებლობის უფლების გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციას და აუქციონის ჩატარების თარიღს აქვეყნებს სააგენტოს ვებგვერდზე ან/და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.

8. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გამცემის დასახე­ლებას;

ბ) სარგებლობის უფლებით გასაცემ კონკრეტულ ობიექტს;

გ) აუქციონის გამართვისა და სარგებლობის უფლების მაძი­ებლის მიერ განცხადების წარდგენის ვადებს;

დ) კანონმდებლობით დადგენილ სარგებლობის უფლებით გაცემის პირობებს;

ე) ზოგად მოთხოვნებს კონკრეტული ობიექტით სარგებ­ლო­ბისათვის;

ვ) გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;

ზ) აუქციონის საწყის ფასს;

თ) სხვა მონაცემებს, სააგენტოს გადაწყვეტილებით.

9. აუქციონის გამართვის მიზანია, აუქციონის ჩატარე­ბისას სარგებლობის უფლება მიენიჭოს იმ პრეტენდენტს, რომელიც აუქციონის პროცესში ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს საა­გენტოს.

10. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სააგენტოს უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) წერილობითი განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ტერიტორიის ადგილმდებარეობის (სატყეო უბანი, სატყეო, კვარტალი), სარგებლობის სახის და სარგებლობას დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთის ფართობის შესახებ;

ბ) განცხადებას უნდა ერთოდეს კერძო სამართლის იური­დიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმ­წიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირი­სათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლო­ბით დად­გე­ნილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამ­ფუძნებლო დოკუ­მენ­ტების დამოწმებული ასლები;

გ) “ბეს“ გადახდის ქვითარი.

11. აუქციონში მონაწილეობის შესახებ განცხადება მიიღება აუქ­ციო­ნის გამოცხადებიდან არანაკლებ15 დღის განმავლო­ბაში, ხოლო აუქციონი ჩატარდება განცხადების მიღების შეწ­ყვე­ტიდან არა უმეტეს მე-5 სამუშაო დღეს. განცხადებების მი­ღების საბო­ლოო ვადას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ად­გენს სააგენტო.

12. ერთნაირი საბოლოო ფასის შეთავაზების შემთხ­ვევაში განმეორებითი აუქციონი ტარდება მე-4 სამუშაო დღეს იმავე შენო­ბაში და აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვრება წინა აუქ­ციონზე პრეტენდენტების მიერ შეთავაზებული მაქსიმა­ლური ფასის ოდენობით.

13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხ­ვე­ვა­ში ინფორმაცია აუქციონის ჩატარების თარიღის შე­სახებ ქვეყნ­დება სააგენტოს ვებგვერდზე.

    მუხლი 47. აუქციონში მონაწილეობის პირობები

1. აუქციონში მონაწილეობის შესახებ განაცხადების მიღება მთავ­რ­დება გამოცხადებულ დღესა და საათზე, რის შემდეგაც შემო­სუ­ლი განაცხადები არ მიიღება.

2. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთ­ხოვნებს, პრეტენდენტი იღებს სპეციალურად აუქციონი­სათვის დამზადებულ (კომპიუტერულად დაბეჭდილ), ე.წ. “მონა­წილეობის ბარათს“, რის შემდეგაც იგი იძენს პრეტენდენტის სტატუსს.

3. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად მაძიებელი ვალ­დებულია, სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ განაცხადში მითი­თებულ საბანკო დაწესებულებაში შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით შეიტანოს “ბე“.

4. “ბეს“ ოდენობა განისაზღვრება წლიური საწყისი ფასის 100 %-ის ოდენობით.

5. თუ პრეტენდენტი აუქციონში ვერ გაიმარჯვებს, მას “ბე“ უკან უბრუნდება, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში – „ბეს“ თანხა ითვლება აუქციონის საბოლოო/შე­თავაზებულ ფას­ში.

6. “ბე“ უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ:

ა) პრეტენდენტი არ გამოცხადდა აუქციონზე;

ბ) თუ პრეტენდენტი დადგენილ ვადაში არ გადაიხდის აუქციონზე მის მიერ დასახელებულ თანხას (რომელიც დაფიქ­სირებულია ოქმში).

    მუხლი 48. უარი აუქციონში მონაწილეობაზე

პრეტენდენტი აუქციონში მონაწილეობისათვის არ დაიშვება, თუ:

ა) დაგვიანებით წარადგინა აუქციონში მონაწილეობისა­თვის საჭირო დოკუმენტაცია;

ბ) წარადგინა წინასწარ ყალბი, არაზუსტი ან არა­სრული ინფორმაცია (მათ შორის, ქვითარი, რომელიც ადასტურებს მაძიებლის მიერ „ბეს“ გადახდას);

 გ) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სა­ფუძ­ველზე არ შეიძლება მონაწილეობდეს დანიშნულ აუქ­ციონში.

    მუხლი 49. აუქციონის ჩატარების პროცედურა

1. აუქციონი ტარდება საჯაროდ.

2. აუქციონს ორგანიზებას უწევს და ატარებს სააგენტო.

3. პრეტენდენტი აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, წა­რადგენს “მონაწილის ბარათს“ და გადის რეგისტრაციას.

4. სააგენტოს წარმომადგენელი საჯაროდ აცხადებს აუქ­ციონის დაწყებას და აუქციონის შესახებ ინფორმაციას (მათ შორის, მის საწყის ფასს).

5. პრეტენდენტი, რომელიც მონაწილეობას იღებს აუქ­ცი­ონში, დალუქული კონვერტით წარადგენს ინფორმაციას, რო­მელ­შიც დაფიქსირებული იქნება კონკრეტული ფასი, პრეტენ­დენტის დასახელება და ხელმოწერა და რომელსაც ათავსებს აუქ­ციო­ნისა­თვის განკუთვნილ სპეციალურ გამჭვირვალე ყუთში.

6. კონვერტ(ებ)ის ყუთში მოთავსების შემდეგ ყუთი იხსნება.

7. კონვერტების გახსნის შემდეგ სააგენტოს წარმომად­გენელი ასახელებს იმ პრეტენდენტის სახელს, რომელმაც აღ­ნიშნულ აუქციონში წარადგინა ყველაზე მაღალი ფასი, და აცხადებს მას გამარჯვებულად.

    მუხლი 50. აუქციონის ჩაშლა

აუქციონი ავტომატურად ითვლება ჩაშლილად, თუ:

ა) სააგენტოში არ იქნა წარდგენილი არც ერთი გა­ნაცხადი აუქციონში მონაწილეობის მიღების თაობაზე;

ბ) აუქციონზე არ გამოცხადდა არც ერთი პრეტენდენტი;

გ) არც ერთმა პრეტენდენტმა, რომელიც ესწრებოდა აუქ­ციონს, მასში მონაწილეობა არ მიიღო;

დ) არ იქნა შეთავაზებული საწყისი ან მასზე მაღალი ფასი;

ე) ამ დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პრეტენდენტი დადგენილ ვადაში არ გადაიხდის აუქციონზე მის მიერ დასახელებულ თანხას (რომელიც დაფიქ­სი­რებულია ოქმში);

ვ) დაირღვა კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთ­ხოვნები.

    მუხლი 51. აუქციონის შედეგების გაფორმების წესი

1. აუქციონის დამთავრებიდან არა უგვიანეს 3 დღის ვადაში დგება ოქმი, რომელშიც აისახება აუქციონის ჩატარების პროცე­სი და შედეგები.

2. ოქმს ხელს აწერს:

ა) აუქციონში მონაწილე გამარჯვებული პირი;

ბ) აუქციონის ჩატარებისათვის უფლებამოსილი პირი.

3. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონი ჩაიშალა, დაუყოვნებლივ ფორმდება არშემდგარი აუქციონის ოქმი, რომელსაც ხელს აწერს აუქციონის ჩატარებისათვის უფლებამოსილი პირი.

4. ოქმის გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის შემთხვევაში ფორმდება სარგებლობის ხელშეკრულება.

    მუხლი 52. ანგარიშსწორების წესი

1. აუქციონის ოქმის გაფორმებიდან არა უგვიანეს 30 კა­ლენ­დარული დღის ვადაში პრეტენდენტმა ოქმში მითითებულ საბანკო დაწესებულებაში შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით უნდა შეიტანოს ის ფულადი თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო/შეთავაზებულ წლიურ ფასს.

2. მეორე და შემდგომი წლების ტყითსარგებლობის წლიური საფასური (აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი) უნდა იქნეს გადახდილი ხელშეკრულების ყოველი მომდევნო წლის დად­გომამდე.

3. იმ შემთხვევაში, თუ სარგებლობის უფლების ხელ­შეკ­რუ­ლების მიმღები დაარღვევს ანგარიშსწორების წესს, იგი ვალ­დე­ბულია, დარღვევის დღიდან ყოველ გადაცილებულ სამუშაო დღე­ზე გადაიხადოს პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 3%-ის ოდენობით სააგენტოს ანგარიშზე. გადაცილებულ დღეთა რაო­დენობა არ უნდა აღემატებოდეს 30 სამუშაო დღეს. ვადის ამოწურვის შემთხვევაში ხელშეკრულება ავტომატურად ითვლე­ბა გაუქმებულად.

    მუხლი 53. ტყითსარგებლობის ხელშეკრულება

1. ტყითსარგებლობის ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს:

ა) მხარეთა რეკვიზიტებს (ფიზიკური პირი – სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი; იურიდიული პირი – ორგანიზაციის სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები);

ბ) ხელშეკრულების დადების საფუძველს;

გ) ტყითსარგებლობის სახეს;

დ) ხელშეკრულების მოქმედების ვადას;

ე) მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს;

ვ) გადასახდელი თანხის ოდენობასა და გადახდის ვადებს;

ზ) მხარეთა პასუხისმგებლობას;

თ) სადავო საკითხების განხილვის წესს;

ი) ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს;

კ) ხელშეკრულების დადების თარიღს;

ლ) სპეციფიკურ პირობებს;

მ) მხარეთა ხელმოწერას.

2. ხელშეკრულებას თან უნდა დაერთოს ობიექტის საკა­დასტრო აზომვითი ნახაზი.

3. ტყითსარგებლობის ხელშეკრულება ძალაში შედის ტყით­მოსარგებლის მიერ მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მო­მენტიდან.

    მუხლი 54. ტყითსარგებლობის ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი

1. თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების და­დების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელ­შეკ­რულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ხელ­შეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. წი­ნა­აღმდეგ შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებათა გათვალის­წინე­ბით, ხელშეკრულების მხარეს არ მოეთხოვება შეუცვ­ლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა.

2. გარემოებათა შეცვლას უთანაბრდება, როცა წარმოდ­გე­ნები, რომლებიც ხელშეკრულების საფუძველი გახდა, არა­სწო­რი აღმოჩნდა.

3. მხარეები ჯერ უნდა შეეცადონ, რომ ხელშეკრულება მიუსადაგონ შეცვლილ გარემოებებს. თუკი შეუძლებელია ხელ­შეკ­რულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი ან მეო­რე მხარე ამას არ ეთანხმება, მაშინ იმ მხარეს, რომლის ინ­ტერესებიც დაირღვა, შეუძლია უარი თქვას ხელშეკრუ­ლება­ზე.

    მუხლი 55. საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით სარგებლობის (შემდგომშირეკრეაციული ტყითსარგებლობა) რეგულირება

1. რეკრეაციული ტყითსარგებლობა გულისხმობს ტყის ფონ­დის გამოყენებას რეკრეაციული მიზნებისათვის.

2. რეკრეაციული ტყითსარგებლობისათვის ფართობების შერ­ჩევა ხდება სათანადო საქმიანობით დაინტერესებული პირის (პირე­ბის) განცხადების საფუძველზე.

3. რეკრეაციული ტყითსარგებლობისათვის ფართობების შერ­ჩევა ხდება ტყის ფონდის ტყით დაფარულ და ტყით დაუფა­რავ ფართობებზე იმ აუცილებელი პირობის გათ­ვალის­წინებით, რომ რეკრეაციული ტყითსარგებლობისათვის აუცილებელი ნა­გე­ბობანი ეწყობა ტყით დაუფარავ ფართობებზე და ტყითსარ­გებ­­ლობამ არ უნდა გამოიწვიოს ხე-ტყის დაზიანება.

4. განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნებში რეკრეაციული ტყითსარგებლობა დაშვებულია მხოლოდ ტურის­ტული მიზნებისათვის შენობა-ნაგებობების მოწყობისა და ხე-ტყის დამ­ზადების გარეშე.

    მუხლი 56. პლანტაციური მეურნეობის წარმოების მიზნით სარგებლობის რეგულირება

1. პლანტაციური მეურნეობის წარმოების მიზანია ტყის მერქნული და სხვა მცენარეული რესურსების მიღება.

2. პლანტაციური მეურნეობის წარმოების მიზნებს შეიძლება შეადგენდეს:

ა) მერქნული, არამერქნული რესურსების და მათი პრო­დუქტების მიღება;

ბ) სხვადასხვა დანიშნულების (მათ შორის, სარგავი მასა­ლის აღზრდა, საახალწლო ნაძვის ხეებად წიწვოვანი ხე-მცე­ნარეების აღზრდა და სხვ.) ნარგაობის შექმნა.

3. პლანტაციური მეურნეობის წარმოებისათვის ფართობების შერჩევა უნდა მოხდეს ტყის ფონდის ტყით დაუფარავ ფართო­ბებზე.

4. პლანტაციური მეურნეობისათვის ფართობების შერჩევის მასალები უნდა მოიცავდეს ინფორმაციას:

ა) ფართობისა და მისი საზღვრების შესახებ (საკადასტრო აზომვითი ნახაზი);

ბ) მდებარეობის (სატყეო უბანი, სატყეო, კვარტალი, სი­მაღ­ლე ზღვის დონიდან, დაქანება, ექსპოზიცია და სხვ.) შე­სახებ;

გ) არსებული და მოსაწყობი გზებისა და სხვა ინფრასტ­რუქტურის შესახებ;

დ) ნაკვეთზე არსებული ხეების რაოდენობის შესახებ ტაქ­საც­იური დიამეტრის მიხედვით;

ე) შერჩეული ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიების ზოგადი დახასიათების შესახებ;

ვ) კონკრეტული სიტუაციისათვის საჭირო სხვა შესაძლო მონაცემების შესახებ.

5. ფართობების შერჩევა არ უნდა მოხდეს ტერიტო­რიაზე, სადაც პლანტაციური მეურნეობის წარმოების მიზნებისათვის აუცილებელი გახდება ხის (ხეების) მოჭრა 1 ჰექტარზე 50 კუბ. მეტრზე მეტი ოდენობით. პლანტაციური მეურნეობის წარმოების მიზნების განხორციელებისათვის დასაშვებია ბუჩქნარისა და ქვეტყის ფანჯრულად ან ზოლებრივად მოჭრა. მოჭრილი მერქნული რესურსიდან სარეალიზაციოდ ვარგისი მერქნული რესურსი შემდგომი რეალიზაციისათვის გადაეცემა ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოებს, რომლებიც მის რეალიზაციას ახორციელებენ კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. სატყეო პლანტაციური მეურნეობის წარმოების გან­ხორ­ციელება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს პლანტაციური მეურნეობის მოწყობის პროექტის მიხედვით, რო­მელიც დგება „ტყის მოვლისა და აღდგენის წესის“ დამტკი­ცე­ბის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესა­ბა­მისად.

7. პლანტაციური მეურნეობის მიზნით გაცემულ ტყის ფონ­დის ტერიტორიაზე დაიშვება მხოლოდ დროებითი ნაგებობების მოწყობა.

    მუხლი 57. ტყის ფონდის სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის რეგულირება

1. ტყის ფონდის სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობა გულისხმობს ტყის ფონდის გამოყენებას მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მისაღებად, სათიბად, საძოვრად, სა­ფუტკრისა და საქონლისდროებითი სადგომების მოსაწყობად, ტყის ფონდში არსებული ბაღებითა და ვენახებით სარგებ­ლო­ბას.

2. ტყის ფონდის სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობა ხორციელდება იმ ფორმებითა და მეთოდებით, რომლებიც არ აზიანებს აღმონაცენ-მოზარდს, არ იწვევს მერქნიანი მცენა­რეების დაზიანებასა და ეროზიულ მოვლენებს.

3. სასოფლო-სამეურნეო მიზნით გაცემულ ტყის ფონდის ტერი­ტორიაზე დაიშვება მხოლოდ დროებითი ნაგებობების მოწ­ყობა.

    მუხლი 58. ტყის ფონდის თევზის მეურნეობის მოწყობის მიზნით სარგებლობის რეგულირება

1. თევზის მეურნეობის მოწყობის მიზანია სასაქონლო თევ­ზის გამოზრდა და მისი მოპოვება.

2. თევზის მეურნეობის მოწყობისათვის შესაბამისი ფართო­ბების შერჩევა ხდება სათანადო საქმიანობით დაინტერესებული პირის (პირების) განცხადების ან სააგენტოს ინიცია­ტივის სა­ფუძველზე.

3. თევზის მეურნეობის მოწყობისათვის შეირჩევა მდინა­რეები, ტბები, წყალსაცავები და მათი მიმდებარე ტყით დაუფა­რავი ფართობები.

4. იკრძალება ეკოსისტემისათვის უცხო და აგრესიულად ინვაზიური სახეობების შემოყვანა და მათი გამრავლება.

5. თევზის მეურნეობისათვის ფართობების შერჩევის მასა­ლები უნდა მოიცავდეს ინფორმაციას:

ა) ფართობისა და მისი საზღვრების შესახებ (საკადასტრო აზომვითი ნახაზი);

ბ) მდებარეობის (სატყეო უბანი, სატყეო და კვარტალ(ებ)ი) შესახებ;

გ) არსებული და მოსაწყობი გზებისა და სხვა ინფრასტ­რუქტურის შესახებ;

დ) შერჩეული ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიების ზოგადი დახასიათების შესახებ;

ე) კონკრეტული სიტუაციისათვის საჭირო სხვა შესაძლო მონაცემების შესახებ.

6. ფართობების შერჩევა არ უნდა მოხდეს ტერიტორიაზე, სადაც თევზის მეურნეობის წარმოების მიზნებისათვის აუცი­ლებელი გახდება ხის (ხეების) მოჭრა 1 ჰექტარზე 50 კუბ. მეტრზე მეტი ოდენობით. მოჭრილი მერქნული რესურსიდან სარეალიზაციოდ ვარგისი მერქნული რესურსი შემდგომი რეა­ლიზაციისათვის გადაეცემა ტყის ფონდის მართვის უფლე­ბის მქონე ორგანოებს და რეალიზაცია ხორციელდება კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 59. ცხოველთა თავშესაფრებისა და სანაშენეების მოწყობის მიზნით ტყის ფონდით სარგებლობის რეგულირება

1. ცხოველთა სამყაროს ობიექტების სანაშენეებისა და თავშესაფრების მოწყობა ხორციელდება ცხოველთა სამყაროს ობიექტების შენარჩუნების ან გამრავლების მიზნით.

2. თავშესაფრებისა და სანაშენე მეურნეობის მოწყო­ბი­სა­თვის ფართობების შერჩევა ხდება ტყის ფონდის ტყით დაფა­რულ და ტყით დაუფარავ ფართობებზე. ფართობები უნდა შეირჩეს ისე, რომ სარგებლობამ არ გამოიწვიოს ტყის და­ზიანება, ხოლო მოსაშენებელი ცხოველთა სამყაროს ობიექტებ­მა არ უნდა მოახდინოს ტყის ეკოსისტემაზე უარყოფითი ზემოქ­მედება. იკრძალება აგრესიულად ინვაზიური სახეობების გამო­ყენება.

3. ფართობების შერჩევა არ უნდა მოხდეს ტერიტორიაზე, სადაც სანაშენეების მიზნებისათვის აუცილებელი გახდება ხის (ხეების) მოჭრა 1 ჰექტარზე 50 კუბ. მეტრზე მეტი ოდენობით. დასაშვებია ბუჩქნარის და ქვეტყის პირწმინდად მოჭრა (ამოძირ­კვის გარეშე). აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ მოჭრილ ხე-ტყეზე ტყითმოსარგებლე იხდის ბუნებრივი რესურსებით სარ­გებლობისათვის მოსაკრებელს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მოჭრილი მერქნული რესურსიდან სარეალიზაციოდ ვარგისი მერქნული რესურსი შემდგომი რეალიზაციისათვის გადაეცემა ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოს, რომელიც მის რეალიზაციას ახორციელებს კანონმდებლობით დადგენი­ლი წესით.

    მუხლი 60. ტყის ფონდის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის რეგულირება

1. არასასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყის ფონდით სარგებ­ლობა გულისხმობს ტყით დაუფარავ ფართობებზე შენობა-ნაგებობების მშენებლობა-მოწყობას, აგრეთვე კვებისა და სხვა დანიშნულების ობიექტების მშენებლობა-მოწყობას.

2. სარგებლობა უნდა განხორციელდეს ამ დადგენილებით განსაზღვრული ნორმებით და მოსაწყობი ინფრასტრუქტურის მშენებლობის ნებართვის შესაბამისად, კანონმდებლობით დად­გენილი წესით.

3. ამ წესის მე-3 მუხლის „კ“–„ო“ ქვეპუნქტებით გათვა­ლისწინებული ტყითსარგებლობის სახეები ითვლება ტყის ფონ­დის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარ­გებლობად.

    მუხლი 61. ტყის ფონდით კომპლექსური სარგებლობის რეგულირება

1. ტყის ფონდით კომპლექსური სარგებლობისას დასაშვებია ამ წესის მე-3 მუხლის „თ“–„ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქმიანობების ერთდროულად გან­ხორ­ციელება.

2. ტყის ფონდით კომპლექსური სარგებლობა დაშვე­ბულია იმ ფორმებითა და მეთოდებით, რომლებიც ხელს არ შეუშლის ტყის შემდგომ აღდგენასა და მოვლას.

3. კომპლექსური ტყითსარგებლობის განსახორციელებ­ლად სააგენტოს წარედგინება ყველა დოკუმენტაცია, რო­მე­ლიც გათ­ვა­ლისწინებულია კომპლექსური საქმიანობით თითოეუ­ლი სარ­გებ­ლობის სახეზე.

    მუხლი 62. სარგებლობის ობიექტის აუქციონის წლიური საწყისი ფასი

სარგებლობის ობიექტის აუქციონის წლიური საწყი­სი ფა­სებია:

ა) არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობისათვის – 1200 ლარი 1 ჰექტარამდე;

ბ) ცხოველთა თავშესაფრებისა და სანაშენეების მოწყო­ბი­სათვის – 1200 ლარი 1 ჰექტარამდე;

გ) თევზის მეურნეობის მოწყობისათვის – 1200 ლარი 1 ჰექ­ტარამდე;

დ) საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულ­ტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით სარგებლობისათვის – 1200 ლარი 1 ჰექტარამდე;

ე) სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობისათვის და პლანტაციური მეურნეობის წარმოებისათვის აუქციონის წლი­­­ური საწყისი ფასი განისაზღვრება თვითმმართველი ერთე­ულების მიხედვით შემდეგნაირად:

    

 

 

თვითმმართველი ერთეულის დასახელება

 

ლარი

1 ჰექტარამდე

1

თბილისი (გარდა თბილისის დასახლებებისა (სოფლებისა)), მარნეული

57

2

ბოლნისი, გარდაბანი, თბილისის დასახლებები (სოფლები): წავკისი, კოჯორი, ტაბახმელა, შინდისი, დიდება, კვესეთი, სამადლო, კიკეთი, ნასაგურალი, ახალდაბა, დიდი ლილო, ვარკეთილი

52

3

რუსთავი, ბათუმი, გაგრა, გალი, გუდაუთა, გულრიფში, ოჩამჩირე, სოხუმი, ტყვარჩელი   

51

4

ქობულეთი, ხელვაჩაური, გურჯაანი, დედოფლისწყარო

44

5

თელავი, ლაგოდეხი, სიღნაღი 

43

6

ყვარელი, გორი, მცხეთა, ახმეტა, დმანისი, ერედვი, თიღვი, თბილისის დასახლებები (სოფლები): დიღომი, მშრალხევი, დაბა ზაჰესი, გლდანი, დიდგორი, ზურგოვანა, თელოვანა, ძველი ვეძისი, აგარაკი, თხინვალი, სოფელ გლდანიდან ავჭალის დასახლებამდე – საბაღე ნაკვეთები, გიორგიწმინდა – საბაღე ნაკვეთები, მუხიანის მიმდებარე საბაღე ნაკვეთები, ხევძმარის მიმდებარე „ავშიანის“ დასახლება, ლოტკინის დასახლება – სანერგე მეურნეობა, რესის მიმდებარე დასახ­ლება, თბილისის ზღვის არსებული დასახლება

39

7

კასპი, თეთრიწყარო, სამტრედია

38

8

საგარეჯო, ქარელი, ხაშური

36

9

ქურთა, წალკა

34

10

აბაშა, ზუგდიდი

34

11

ახალქალაქი, ახალციხე

34

12

მარტვილი, სენაკი, ხობი, ფოთი

33

13

ნინოწმინდა  

33

14

ახალგორი, ვანი, ზესტაფონი, ლანჩხუთი, ოზურგეთი  

30

15

ბაღდათი, თერჯოლა, ხონი, ქუთაისი

28

16

წალენჯიხა, წყალტუბო, ჩხოროწყუ

24

17

საჩხერე, ცაგერი, ცხინვალი

22

18

ამბროლაური, დუშეთი, თიანეთი, ადიგენი, ბორჯომი

18

19

ასპინძა, ტყიბული, ხულო, ქედა

17

20

შუახევი, ხარაგაული, ჭიათურა, ლენტეხი, ონი, ჩოხატაური, მესტია, სტეფანწმინდა, ჯავა

13;

 

ვ) თუ ამ მუხლის „ე“ ქვეპუნქტში აღნიშნული მიწის ნაკ­ვეთის ფართობი ერთ ჰექტარზე ნაკლებია, აუქციონის წლიური საწყი­სი ფასი მრგვალდება 1 ჰექტარამდე;

ზ) კომპლექსური სარგებლობისათვის – 1200 ლარი 1 ჰექტა­რამდე.

დანართი #1

 

ტყეკაფის აღრიცხვის უწყისი

 

 მართვის ორგანო ----------------------------------------------------------------

 

სატყეო უბანი _____________, სატყეო --------------------------, სამცველო  (სარეინჯერო) # ____, კვ. # ----------- ლიტერი (ლიტერები) -----------

 

ფართობი -------- ჰა, სიმაღლის თანრიგი __________ ჭრის სახე  ----------------------------------------------------

 

აღრიცხვის მეთოდი ---------------------------------------------------------------------- ტყეკაფის კოორდინატები ---------

 

ხის #

მერქნიანი სახეობა

დიამეტრი

ხის კატეგორია      `~, `~, `~

ხის მოცულობა, კუბ.

შენიშვნა

 

სულ

მათ შორის, ლიკვიდური მერქანი

 

სულ ლიკვიდური მერქანი

მასალა

შეშა

 

1

2

3

4

5

6

7

8

9

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შენიშვნა:  1. ფართობის  მიხედვით ტყეკაფის გამოყოფისას მოსაჭრელი ხე-ტყის ოდენობა დგინდება სანიმუშო ფართობების მიხედვით, რომელიც თან ერთვის აღრიცხვის უწყისს. 2. აღრიცხვის უწყისის ბოლოში იწერება ხეთა რაოდენობა  და მე-5_მე-8  გრაფების ჯამური მონაცემი, მათ შორის, ჯიშების მიხედვით. 3. მოვლითი ჭრებისა და ძირნაყარი ხე-ტყის აღრიცხვისას  მე-5_მე-8  გრაფებში შეიტანება  საორიენტაციო მონაცემები

4. სხვაობა ხის მოცულობასა და ლიკვიდურ მოცულობას შორის წარმოადგენს ნარჩენს.

 

ტყეკაფის გამომყოფი ---------------------------------------------------------------------------------------------------------

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

უწყისის შედგენის თარიღი -----------------------------------

 

 

დანართი #2

 

 

კორომებში მთავარი სარგებლობის ჭრებით მოსაჭრელი მერქნიანი მცენარეების სახეობების ( ჯიშების ) დიამეტრები

 

სახეობა

ფესვის ყელის დიამეტრი (სმ)

მკერდის სიმაღლის დიამეტრი (სმ)

 

1

2

3

 

სოჭი

50 და მეტი

40 და მეტი

 

ნაძვი

50 ~

40 ~

 

ფიჭვი

50 ~

40 ~

 

წიფელი

50 ~

40 ~

 

რცხილა

40 და მეტი

32 და მეტი

 

თხმელა ()

24 და მეტი

20 ~

 

თხმელა ()

12 და მეტი

16 ~

 

აკაცია

8 და მეტი

12 ~

 

შენიშვნა: დანართში მოყვანილი დიამეტრების მიხედვით დგინდება როგორც ჭრას დაქვემდებარებული კორომების საშუალო დიამეტრიასევე ამ კორომში მოსაჭრელ ხეთა დიამეტრები, რომლებიც არ უნდა იყოს დანართში მოყვანილ დიამეტრზე ნაკლები.

 

დანართი #3

 

ტყის ბუნებრივი განახლების შეფასების ცხრილი

 

კორომის სიხშირე

მოზარდის სიმაღლე მეტრობით

0.5_1.0

1.1_3.0

3.1 და მეტი

მოზარდის რაოდენობა ცალობით

0.3_0.4

7000

4000

2000

0.5_0.6

4000

2000

1000

 

 

 

 

 მოცემული სიხშირის კორომებში სიმაღლის ნებისმიერ გრადაციაში თუ გვაქვს

ცხრილში ნაჩვენები რაოდენობის ან მეტი მოზარდი, ის ჩაითვლება საკმარისად ტყის აღდგენის უზრუნველყოფისათვის. იმ შემთხვევაში, როცა კორომში მოზარდის რაოდენობა სიმაღლის ყველა გრადაციაში ნაკლებია ცხრილში ნაჩვენებ რაოდენობაზე, ტყის აღდგენისათვის საკმარისი მოზარდის საერთო რაოდენობა დგინდება  შემდეგნაირად: იანგარიშება მოცემული სიხშირის კო­რო­მების თითოეული სიმაღლის გრადაციაში არსებული მოზარდის რაოდე­ნობის პროცენტი ცხრილის შესაბამის მაჩვენებლებთან შედარებით, მიღებული პროცენტები შეიკრიბება და მათი ჯამი თუ 100-ის ტოლია ან მეტი, მოზარდის რაოდენობა ჩაითვლება საკმარისად ტყის აღდგენის უზრუნველყოფისთვის.

 მაგალითი: 0.3-0.4 სიხშირის კორომში მოზარდის რაოდენობა შეადგენს 0.5-დან

1 მეტრამდე – 2000 ცალს, 1.1-დან 3 მეტრამდე – 1500 ცალს, 3.1 მეტრი და მეტი – 1000 ცალს, მაშინ მათი პროცენტები ცხრილის შესაბამის მონაცემებთან შეადგენს 28-, 37-სა და 50-. მათი ჯამი ტოლია 115 %-ის, .. მოზარდის საერთო რაოდენობა საკმარისია ტყის განახლების უზრუნველყოფისათვის.

 

დანართი #4

სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური

 

 

მომსახურების დასახელება

მომსახურების საფასური ( დღგ - ის ჩათვლით ) ლარებში

1 კუბ .

1 კგ

 

 

 

 

1

2

3

4

5

6

7

ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემა:

 

 

 

 

 

 

მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისათვის

500

_

 

 

 

 

ტყის არამერქნული რესურსების მოპოვებისათვის

_

1.0

 

 

 

 

ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტების მოპოვებისათვის

_

1.0

 

 

 

 

ხის მეორეხარისხოვანი მასალების მოპოვებისათვის

_

1.0

 

 

 

 

მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება :

მომსახურების საფასური ( დღგ - ის ჩათვლით ) ლარებში

0,1 ჰა-მდე

0,1-1,0 ჰა-მდე

1.0-10.0 ჰა-მდე

10.0-100 ჰა-მდე

100.0-1000 ჰა-მდე

1000.0-5000 ჰა- ჩათვლით

მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დაზუსტება

20

100

500

1000

2000

2500

მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დაზუსტება და საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება

150

500

1000

2500

3500

5000

მიწის ნაკვეთის სატაქსაციო დახასიათება

100

500

1000

2500

4000

10000

სიტუაციური გეგმის მომზადება

100

200

500

1000

1500

2500

 

 შენიშვნა: მე-7 სვეტში მითითებულ ფართობზე მეტი ფართობის შემთხვევაში მომსახურება განხორციელდება მე-6 სვეტში მითითებული საფასურის დამატებითფართობის პროპორციულად.

საექსპლუატაციო უბნის კონტურების   დადგენა და სატაქსაციო დახასიათება

მომსახურების საფასური ( დღგ - ის ჩათვლით ) ლარებში

ერთი

სანიმუშო ფართობის საფასური

(5 სანიმუშო ფართობამდე)

ერთი სანიმუშო ფართობის საფასური

(10 სანიმუშო ფართობამდე)

ერთი

სანიმუშო ფართობის საფასური

(100 სანიმუშო ფართობამდე)

ერთი

სანიმუშო ფართობის საფასური

(100 სანიმუშო ფართობი და მეტი)

 

 

საექსპლუატაციო უბნის კონტურების  დადგენა და უბნის სატაქსაციო დახასიათება ერთი სანიმუშო ფართობისათვის

250

200

100

70

_

_

ხაზობრივი ნაგებობისათვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის მომზადება :

მომსახურების საფასური ( დღგ - ის ჩათვლით ) ლარებში

1კმ-მდე

1კმ–5კმ-მდე

5კმ–10კმ-მდე

10კმ–100კმ-მდე

100კმ–500კმ-მდე

500 კმ და მეტი

ხაზობრივი ნაგებობისათვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დაზუსტება და საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება

100

250

500

5000

15000

30000

 

მომსახურების საფასური ( დღგ - ის ჩათვლით ) ლარებში

1კმ-მდე

კილომეტრის საფასური

1კმ–10კმ-მდე

კილომეტრის საფასური 10,0კმ–100კმ-მდე

კილომეტრის საფასური

100კმ–500კმ-მდე

კილომეტრის საფასური

500 კმ და მეტი

ხაზობრივი ნაგებობისათვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის სატაქსაციო დახასიათება

500

500

450

400

350

 

69. 18/05/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 221 - ვებგვერდი, 21/05/2021 68. 07/09/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 562 - ვებგვერდი, 08/09/2020 67. 17/08/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 506 - ვებგვერდი, 19/08/2020 66. 09/07/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 427 - ვებგვერდი, 13/07/2020 65. 04/05/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 288 - ვებგვერდი, 05/05/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 64. 30/04/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 282 - ვებგვერდი, 01/05/2020 63. 23/12/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 638 - ვებგვერდი, 26/12/2019 62. 14/11/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 545 - ვებგვერდი, 14/11/2019 61. 24/05/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 242 - ვებგვერდი, 27/05/2019 60. 31/12/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 691 - ვებგვერდი, 08/01/2019 59. 31/12/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 688 - ვებგვერდი, 08/01/2019 58. 04/10/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 480 - ვებგვერდი, 05/10/2018 57. 03/07/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 353 - ვებგვერდი, 05/07/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 56. 02/02/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 55 - ვებგვერდი, 06/02/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 55. 08/11/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 492 - ვებგვერდი, 09/11/2017 54. 11/08/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 392 - ვებგვერდი, 15/08/2017 53. 03/08/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 376 - ვებგვერდი, 07/08/2017 52. 03/07/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 319 - ვებგვერდი, 06/07/2017 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 51. 08/06/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 284 - ვებგვერდი, 12/06/2017 50. 06/04/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 187 - ვებგვერდი, 10/04/2017 49. 01/03/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 106 - ვებგვერდი, 07/03/2017 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 48. 09/12/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 543 - ვებგვერდი, 13/12/2016 47. 12/09/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 435 - ვებგვერდი, 13/09/2016 46. 12/09/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 434 - ვებგვერდი, 13/09/2016 45. 07/09/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 428 - ვებგვერდი, 08/09/2016 44. 30/06/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 288 - ვებგვერდი, 01/07/2016 43. 11/05/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 213 - ვებგვერდი, 16/05/2016 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 42. 02/02/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 47 - ვებგვერდი, 04/02/2016 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 41. 09/11/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 569 - ვებგვერდი, 11/11/2015 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 40. 04/09/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 455 - ვებგვერდი, 08/09/2015 39. 17/08/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 425 - ვებგვერდი, 18/08/2015 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 38. 03/12/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 656 - ვებგვერდი, 04/12/2014 37. 12/09/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 550 - ვებგვერდი, 15/09/2014 36. 01/09/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 527 - ვებგვერდი, 02/09/2014 35. 15/08/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 499 - ვებგვერდი, 18/08/2014 34. 06/06/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 366 - ვებგვერდი, 10/06/2014 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 33. 05/05/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 326 - ვებგვერდი, 05/05/2014 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 32. 04/03/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 205 - ვებგვერდი, 05/03/2014 31. 24/12/2013 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 368 - ვებგვერდი, 24/12/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 30. 29/11/2013 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 302 - ვებგვერდი, 29/11/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 29. 09/11/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 447 - ვებგვერდი, 19/11/2012 28. 10/10/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 424 - ვებგვერდი, 12/10/2012 27. 07/09/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 367 - ვებგვერდი, 07/09/2012 26. 06/09/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 366 - ვებგვერდი, 07/09/2012 25. 05/09/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 356 - ვებგვერდი, 05/09/2012 24. 29/08/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 350 - ვებგვერდი, 30/08/2012 23. 29/08/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 345 - ვებგვერდი, 30/08/2012 22. 13/07/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 255 - ვებგვერდი, 13/07/2012 21. 24/05/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 185 - ვებგვერდი, 28/05/2012 20. 12/04/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 135 - ვებგვერდი, 18/04/2012 19. 18/01/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 16 - ვებგვერდი, 24/01/2012 18. 04/01/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 1 - ვებგვერდი, 06/01/2012 17. 29/12/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 513 - ვებგვერდი, 30/12/2011 16. 21/12/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 486 - ვებგვერდი, 111223041, 26/12/2011 15. 18/11/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 434 - ვებგვერდი, 111125012, 25/11/2011 14. 13/10/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 392 - ვებგვერდი, 111017020, 18/10/2011 13. 11/10/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 389 - ვებგვერდი, 111017017, 17/10/2011 12. 23/09/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 362 - ვებგვერდი, 110927015, 28/09/2011 11. 14/09/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 349 - ვებგვერდი, 110915020, 15/09/2011 10. 07/09/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 338 - ვებგვერდი, 110909008, 09/09/2011 9. 26/08/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 325 - ვებგვერდი, 110830003, 30/08/2011 8. 27/06/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 260 - ვებგვერდი, 110628035, 29/06/2011 7. 21/06/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 250 - ვებგვერდი, 110628007, 28/06/2011 6. 01/06/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 228 - ვებგვერდი, 110603015, 03/06/2011 5. 13/05/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 199 - ვებგვერდი, 110517007, 17/05/2011 4. 12/04/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 175 - ვებგვერდი, 110415019, 15/04/2011 3. 21/01/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 33 - ვებგვერდი, 270111, 27/01/2011 2. 13/01/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 14 - ვებგვერდი, 180111, 18/01/2011 1. 13/10/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 319 - სსმ, 134, 19/10/2010