დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 427 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 09/07/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/07/2020 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 21/05/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 390050010.10.003.022142 |
|
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში (სსმ, №103, 24/08/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“:
1. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი: „ო) სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში გამოყოფილ ფართობებზე შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე სპეციალური ჭრების განხორციელება (გარდა ტყის მდგრადი მართვის პრინციპებიდან გამომდინარე, სააგენტოს, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ განხორციელებული სპეციალური ჭრების შემთხვევისა), ასევე ამავე მიზნებისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ხე-ტყის დამზადება სახელმწიფო ტყის ფონდის ფარგლებს გარეთაც.“. 2. მე-4 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების გაწევა და მომსახურების საფასურის გადახდა ხორციელდება სააგენტოსა და დაინტერესებულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი პირობებითა და დადგენილ ვადებში.“. 3. მე-8 მუხლის 21 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ფართობის მიხედვით – როდესაც აღსარიცხ ფართობზე ხეების 75% და მეტი რაოდენობის ტაქსაციური დიამეტრი 8-20 სმ-ია, ხე-ტყის მოცულობა იანგარიშება სანიმუშო ფართობის მიხედვით, რომლის ოდენობა უნდა შეადგენდეს აღრიცხვას დაქვემდებარებული ფართობის არანაკლებ 5%-ს, ხე-ტყის მოცულობა იანგარიშება ამოსარიცხი ფართობისთვის საორიენტაციოდ; გ) დამზადებული ხე-ტყის მასის მიხედვით − როდესაც აღსარიცხ ფართობზე ხეების 75% და მეტ რაოდენობას ტაქსაციური დიამეტრი 8 სმ-ზე ნაკლები აქვს და ბუჩქებისთვის, ამ შემთხვევაში განისაზღვრება მერქნული რესურსის საორიენტაციო მოცულობა. დამზადებული ხე-ტყის ოდენობა შემდგომში ზუსტდება ფაქტობრივად დამზადებული ხე-ტყის აზომვით.“. 4. მე-8 მუხლის მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) დამზადებული ხე-ტყის მასის მიხედვით – როდესაც მოსაჭრელი ხეების 75% და მეტ რაოდენობას ტაქსაციური დიამეტრი 8 სმ-ზე ნაკლები აქვს. ამ შემთხვევაში იანგარიშება დასამზადებლად გათვალისწინებული ხე-ტყის მოცულობის საორიენტაციო ოდენობა. დამზადებული ხე-ტყის ოდენობა შემდგომში ზუსტდება ფაქტობრივად დამზადებული ხე-ტყის აზომვით. აღრიცხვის აღნიშნული სახე აგრეთვე გამოიყენება ძირნაყარი და ნახანძრალი ხე-ტყის აღრიცხვისას.“. 5. მე-13 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. განთავსების ადგილიდან ხე-ტყის ნარჩენის დაინტერესებული პირებისთვის საკუთრებაში გადაცემა დასაშვებია „ტყის მოვლისა და აღდგენის წესით“ განსაზღვრული მოვლის ღონისძიებების განხორციელების ფარგლებში, აუქციონის წესით. ხე-ტყის ნარჩენის ათვისება ხორციელდება ტყეკაფის გამოყოფის გარეშე. ასათვისებელი ხე-ტყის ნარჩენის მოცულობა დგინდება წინასწარ საორიენტაციოდ, ხოლო ფაქტობრივად ათვისებული ხე-ტყის ნარჩენის მოცულობა დაანგარიშდება ამ წესის მე-10 დანართით დამტკიცებული მეთოდოლოგიის მიხედვით. ტრანსპორტირების დაწყებამდე დაინტერესებული პირი ვალდებულია, ნარჩენი ადგილზე დააქუცმაცოს სათანადო ტექნოლოგიის გამოყენებით. გადახდილი საფასური წარმოადგენს სააგენტოს დაფინანსების წყაროს. ხე-ტყის ნარჩენის ტრანსპორტირება ხორციელდება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის საფუძველზე. 5. სააგენტო უფლებამოსილია, თვითონ უზრუნველყოს ხე-ტყის ნარჩენის ტყიდან გამოტანა და დასაწყობება მის მიერ გამოყოფილ ადგილას, შემდგომში აუქციონით გაცემის მიზნით. სააგენტო უფლებამოსილია, ხე-ტყის ნარჩენის გამოტანა უზრუნველყოს მისი განთავსების ადგილზე დაქუცმაცებული სახით ან დაქუცმაცების გარეშე.“. 6. 276 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სახელმწიფო ტყის ფონდით 1 წელზე მეტი ვადით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში გაცემამდე, შესაბამისი მართვის ორგანო უზრუნველყოფს სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის განსაზღვრული ტერიტორიის დარეგისტრირებას საჯარო რეესტრში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 7. 45-ე მუხლის სათაური და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 45. ტყის ფონდის სარგებლობაში გადაცემის, მერქნული რესურსისა და ხე-ტყის ნარჩენის საკუთრების უფლებით გაცემის წესი 1. ტყის ფონდის სარგებლობაში გადაცემა სააგენტოს მიერ ხორციელდება ელექტრონული აუქციონის ფორმით. მერქნული რესურსის, მერქნული რესურსის პროდუქტებისა და ხე-ტყის ნარჩენის გაცემა სააგენტოს მიერ ხორციელდება ელექტრონული აუქციონის, ხოლო მერქნული რესურსის შემთხვევაში − ასევე ამ წესის 463 მუხლის შესაბამისად, პირდაპირი მიყიდვის ფორმით. რესურსის, ასევე ხე-ტყის ნარჩენის გაცემა შესაძლებელია, განხორციელდეს სააგენტოს მიერ სპეციალურად მოწყობილი ადგილებიდან. სააგენტო უფლებამოსილია, რესურსის, ასევე ხე-ტყის ნარჩენის დასაწყობების მიზნით, სპეციალური ადგილები, შესაბამისი ინფრასტრუქტურით, მოაწყოს მის მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე.“. 8. 46-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მერქნული რესურსის, მერქნული რესურსის პროდუქტებისა და ხე-ტყის ნარჩენის საკუთრებაში გაცემის შემთხვევაში − სააგენტოს ინიციატივით.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ელექტრონული აუქციონის ჩატარების მიზანია, ტყის ფონდით სარგებლობის უფლება და მერქნული რესურსის, მერქნული რესურსის პროდუქტებსა და ხე-ტყის ნარჩენზე საკუთრების უფლება მიანიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ელექტრონული ვაჭრობის პროცესში ყველაზე მაღალ ფასს დააფიქსირებს, ხოლო თუ ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა პირობებით, სარგებლობის ან საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ პირს, რომელიც გამოცხადებული პირობების გათვალისწინებით ვაჭრობის პროცესში ყველაზე მაღალ ფასს დააფიქსირებს.“; გ) მე-6 პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ1) მერქნული რესურსის პროდუქტების საკუთრებაში გაცემის შემთხვევაში, პროდუქტის სახეობას, ადგილმდებარეობასა და რაოდენობას, ხოლო ხე-ტყის ნარჩენის შემთხვევაში − ადგილმდებარეობასა და საორიენტაციო მოცულობას;“; დ) მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სარგებლობის უფლებით გადასაცემი ტყის ფონდის ან საკუთრების უფლებით გასაცემი მერქნული რესურსის, მერქნული რესურსის პროდუქტისა და ხე-ტყის ნარჩენის საწყის ფასს (დღგ-ის ჩათვლით);“. 9. 463 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 463. მერქნული რესურსის პირდაპირი მიყიდვის წესი“. 10. 463 მუხლში: ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ამ წესის მე-14 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული საშეშე მერქნული რესურსის მოცულობის სრულად ან ნაწილობრივ უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებით მერქნული რესურსი სპეციალურად მოწყობილი დასაწყობების ადგილებიდან, პირდაპირი მიყიდვის წესით, ასევე შეიძლება გაიცეს მოსახლეობაზეც. ამ წესით საშეშე მერქნული რესურსით სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირს აღარ აქვს უფლება, ისარგებლოს ხე-ტყის (საშეშე მერქნული რესურსის) დამზადების ბილეთით. თუ ამ პუნქტში მითითებული წესით ხდება ამ წესის მე-14 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული მოცულობიდან მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილება, პირს უფლება აქვს, მოცულობაში სხვაობა დამატებით დაამზადოს (შეივსოს) სოციალური ჭრისათვის გამოყოფილი შესაბამისი ტყეკაფის ფარგლებში ხე-ტყის დამზადებით. ამ პუნქტში მითითებულ შემთხვევებში, მერქნული რესურსის მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში ხორციელდება შესაბამისი ცვლილებების შეტანა (ასახვა).“; ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 11. 48-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მერქნული რესურსის, მერქნული რესურსის პროდუქტებისა და ხე-ტყის ნარჩენის საკუთრებაში გაცემის მიზნით გამართული ელექტრონული აუქციონის საწყისი საორიენტაციო ფასი (დღგ-ის ჩათვლით) ყოველწლიურად დგინდება სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების საექსპერტო დასკვნის საფუძველზე, ხოლო ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით გამართული აუქციონის წლიური საწყისი ფასი დგინდება ტყითსარგებლობის ობიექტის აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე (გარდა ამავე წესის 611 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა). პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში, აუქციონის წლიური საწყისი ფასი შესაძლებელია, განისაზღვროს აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილ ფასზე ნაკლები ოდენობით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. ტყის ფონდში კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავსებისათვის გამართული აუქციონის წლიური საწყისი ფასი შეადგენს 8 000 ლარს (დღგ-ის ჩათვლით) 1 ჰექტრამდე, ხოლო 1 ჰექტარზე მეტი ფართობის მოთხოვნის შემთხვევაში ფასი განისაზღვრება ყოველ მომდევნო კვადრატულ მეტრზე 0,8 ლარის ოდენობით.“. „6. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, ონლაინრეჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), რომელიც ასევე ფიქსირდება ონლაინრეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება მანამ, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ტყის ფონდის სარგებლობის უფლება და მერქნულ რესურსსა და მერქნული რესურსის პროდუქტებზე, ასევე ხე-ტყის ნარჩენზე საკუთრების უფლება მიენიჭება მონაწილეს, რომელიც ონლაინრეჟიმში ვაჭრობის დასრულების მომენტისათვის შესთავაზებს ყველაზე მაღალ ფასს.“. 12. 49-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 49. გარიგებათა გაფორმების წესი ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით გამართული ელექტრონული აუქციონის დამთავრებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის შემთხვევაში ფორმდება ტყითსარგებლობის ხელშეკრულება, ხოლო მერქნული რესურსის, მერქნული რესურსის პროდუქტებისა და ხე-ტყის ნარჩენის საკუთრებაში გაცემის მიზნით გამართული ელექტრონული აუქციონის დამთავრებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის შემთხვევაში ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება და გამარჯვებულს გადაეცემა მერქნული რესურსი, მერქნული რესურსის პროდუქტი და ხე-ტყის ნარჩენი საკუთრებაში.“. 13. 52-ე მუხლის: ა) 44 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „44. ამ წესის 463 მუხლის მე-2 და 21 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადახდილ უნდა იქნეს №9 დანართით დადგენილი ფასი, რაც წარმოადგენს სააგენტოს დაფინანსების წყაროს, ხოლო აღნიშნული თანხიდან სააგენტო უზრუნველყოფს ამ წესის 81 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოსაკრებლის გადახდას შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში მერქნული რესურსის საკუთრებაში გადაცემამდე.“; ბ) 47 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „47. ამ წესის 463 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დაინტერესებული პირებისათვის სარისთვის, ჭიგოსა და ბოძისათვის გადახდილ უნდა იქნეს სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ ყოველწლიურად შედგენილი შესაბამისი დასკვნით განსაზღვრული საფასური, რაც წარმოადგენს სააგენტოს დაფინანსების წყაროს. ამასთან, ბოძის გაცემის შემთხვევაში გადახდილი თანხიდან სააგენტო უზრუნველყოფს ამ წესის 81 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მოსაკრებლის გადახდას შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში მერქნული რესურსის საკუთრებაში გადაცემამდე.“; გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. მერქნული რესურსის პროდუქტების, ასევე ხე-ტყის ნარჩენის საკუთრების უფლებით გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, სააგენტოს მიერ მითითებულ ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით გადაიხადოს მის მიერ აუქციონზე შეთავაზებული საბოლოო ფასი, რაც წარმოადგენს სააგენტოს დაფინანსების წყაროს.“.
14. დანართი №4 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №4 სააგენტოს, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში – აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური
“. 15. დანართი №9 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №9 საშეშე მერქნული რესურსის სარეალიზაციო ფასები (დღგ-ის ჩათვლით)
შენიშვნა: დადგენილი სარეალიზაციო ფასები ტრანსპორტირებით მოცემულია 30 კმ-ის ჩათვლით, ხოლო 30 კმ-ის ზევით ყოველ მომდევნო კილომეტრზე ფასს ემატება 1 მ3-ისთვის 0,50 ლარი (დღგ-ის ჩათვლით). საშეშე მერქნული რესურსის დაპობა-დაჩეხვის მომსახურების ღირებულება განისაზღვრება №4 დანართით.“.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები