დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 392 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 11/08/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/08/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 21/05/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 390050010.10.003.020101 |
|
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში (სსმ, №103, 24/08/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1.48-ე მუხლის 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „51. სააგენტოს მიერ დამზადებული მერქნული რესურსის საკუთრებაში გაცემის მიზნით გამართული ელექტრონული აუქციონის საწყისი საორიენტაციო ფასი (დღგ-ის ჩათვლით) ყოველწლიურად დგინდება სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების საექსპერტო დასკვნის საფუძველზე.“. 2. 59-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ცხოველთა თავშესაფრებისა და სანაშენეების მოწყობის წესი მტკიცდება მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“. 3. 601 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) ცხოველთა თავშესაფრებისა და სანაშენეების მოწყობა (მერქნიანი მცენარეების მოჭრის გარეშე, დროებითი შენობის ან/და ნაგებობის განთავსების უფლებით): სახელმწიფო ტყის ფონდის (გარდა დაცული ტერიტორიებისა) ჭალის ტყეებში, მდინარეების, წყლის არხების (გარდა სასმელი წყლის არხებისა) გასწვრივ ნაპირიდან 300 მეტრამდე სიგანის ტყის უბნებში, დაცვითი ტყის ზოლებში.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები