„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 288
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/05/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 21/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 390050010.10.003.022000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
288
04/05/2020
ვებგვერდი, 05/05/2020
390050010.10.003.022000
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/05/2020 - 15/01/2021)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება  №288

2020 წლის 4 მაისი

ქ. თბილისი

 

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში (სსმ, №103, 24/08/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტყითსარგებლობის წესის:

1. 277 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ წესის 271 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფრასტრუქტურის მშენებლობის ან ამისათვის საჭირო საპროექტო ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოებისათვის, ან ამ წესის 271 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული, არსებულ ინფრასტრუქტურაზე დამატებით ახალი სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას, აგრეთვე ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩასატარებლად, სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის, ტყით მოსარგებლე ერთჯერადად, მიწაზე სამუშაოების განხორციელების დროს, ფართობის შესაბამისად იხდის საკომპენსაციო საფასურს, ამ წესის მე-7 დანართის №2 ცხრილის მიხედვით. ამასთან, ამ პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის, მერქნიანი მცენარეების მოჭრის აუცილებლობის შემთხვევაში, ტყით მოსარგებლე ასევე ვალდებულია, ერთჯერადად გადაიხადოს საკომპენსაციო საფასურიც, ამ წესის მე-7 დანართის №1 ცხრილის შესაბამისად. საკომპენსაციო საფასური ხმარდება მართვის ორგანოს მიერ ტყის მოვლა-აღდგენისა და ტყის აღრიცხვა-ინვენტარიზაციის ღონისძიებების უზრუნველყოფას.“.

 

მუხლი 2
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და სსიპ – ეროვნულ სატყეო სააგენტოს, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს მიეცეთ უფლება, მათ ანგარიშზე 2020 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით არსებული და ამავე წელს მიღებული, „ტყითსარგებლობის წესის“ 277 მუხლით განსაზღვრული საკომპენსაციო საფასურის ფარგლებში გადახდილი თანხები 2020 წლის განმავლობაში ასევე გამოიყენონ საკუთარი მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებისთვის გასაწევი გადასახდელების დაფინანსებისათვის.
მუხლი 3
ამ დადგენილების მე-2 მუხლი მოქმედებს 2021 წლის 1 იანვრამდე.

 

მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია