„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 366
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/06/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/06/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 21/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 390050020.10.003.017986
366
06/06/2014
ვებგვერდი, 10/06/2014
390050020.10.003.017986
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №366

2014 წლის 6 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 1533) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. -10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სოციალური ჭრის წესით გაიცემა ხე-ტყე, მათ შორის: ნახანძრალი, სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ფართობებზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი, ტყითმოსარგებლისათვის (მათ შორის, ლიცენზიანტისათვის) ტყითსარგებლობის ვადის ამოწურვის ან შეწყვეტის შემდეგ სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოუზიდავი მერქნული რესურსი, მოვლითი ჭრებით მიღებული მერქნული რესურსი, ასევე, მართვის ორგანოსთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული მერქნული რესურსი.“.

2. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 - მე-14 პუნქტებ:

„12. მართვის ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, მართვის ორგანოს მიერ ან/და სახელმწიფო შესყიდვის წესით, ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მშენებლობისას ან/და მოწყობისას,  სამინისტროს თანხმობით, სპეციალური ჭრები ხორციელდება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, 30 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე, (გარდა, დაცული ტერიტორიების იმ კატეგორიებისა და ზონებისა, სადაც კანონმდებლობით აკრძალულია ტყითსარგებლობა). ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ამ დადგენილების V1 თავის მოთხოვნები არ ვრცელდება.

13.  მართვის ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, მართვის ორგანოს მიერ ან/და სახელმწიფო შესყიდვის წესით, ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მშენებლობისას ან/და მოწყობისას, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ველური მცენარეების ან მათი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღება და ზემოაღნიშნული საქმიანობა სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის 30 გრადუსზე მეტი დაქანების ფერდობებზე ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სპეციალური მიზნით ტყითსარგებლობის წერილობითი ხელშეკრულება არ იდება.

14. ამ მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტებით დადგენილი წესით მოპოვებული მერქნული რესურსის გაცემა ხდება ამავე მუხლის მე-5 და 51 პუნქტებით დადგენილი წესით.“.

3. მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. II ხარისხის  ხე-ტყე კალენდარული წლის განმავლობაში ერთ კომლს (ოჯახს) შესაძლებელია მიეცეს არა უმეტეს 7 მ3-ისა. ამ მიზნით თვითმართველობის ორგანოების მიერ (გარდა თბილისისა) ხდება ფაქტობრივად მაცხოვრებელი კომლის (ოჯახის) წარმომადგენლის (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) სიების მართვის ორგანოსათვის წარდგენა, ხოლო დაცული ტერიტორიიდან გასაცემი II ხარისხის ხე-ტყის ოდენობა განისაზღვრება დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმითა და დროებითი რეგულირების წესით.“.

4. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ხე-ტყის  ხარისხის მიუხედავად, დადგენილ ვადებში ხე-ტყის სრული მოცულობით აუთვისებლობის  შემთხვევაში, ხე-ტყის დამზადების ბილეთი უქმდება და სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური უკან არ ბრუნდება. ასეთ შემთხვევაში, აუთვისებელი რესურსის მოპოვებით დაინტერესებული პირი, შესაბამისი მომსახურების გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, წერილობით მიმართავს მართვის ორგანოს ხე-ტყის დამზადების ბილეთის მისაღებად, რომელიც ვადაგასული ბილეთის საფუძველზე, გასცემს ხე-ტყის დამზადების ახალ ბილეთს იმავე სახეობებისა (ჯიშის) და ოდენობის ხე-ტყის დამზადებისათვის (შესაძლებელია შეიცვალოს ტყეკაფი).“.

მუხლი 2
1. პირებს, რომლებმაც 2013 წლის 3 დეკემბრამდე, ხე-ტყის დამზადების ბილეთის მოქმედების ვადის გასვლის გამო, ვერ დაასრულეს I ხარისხის მოჭრილი ხე-ტყის გამოზიდვა ტყეკაფებიდან, ამ დადგენილების ამოქმედებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, მომსახურებისათვის დადგენილი საფასურის ხელახლა გადახდის პირობით, ერთჯერადად, უფლება აქვთ  დაასრულონ ამ ხე-ტყის გამოზიდვა. ხე-ტყის გამოტანის ვადაა მხოლოდ 30 კალენდარული დღე,  ხე-ტყის დამზადების ახალი ბილეთის აღებიდან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში, სახელმწიფო ტყის ფონდის დაცულ ტერიტორიებზე ხე-ტყის გამოზიდვის უფლება აქვთ „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №302 დადგენილების მე-2 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ იმ პირებს, რომელთაც 2014 წლის 1 მარტისათვის ვერ დაასრულეს I ხარისხის მოჭრილი ხე-ტყის გამოზიდვა ტყეკაფებიდან.

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი