დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ტყით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 325 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 26/08/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110830003, 30/08/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 390050010.10.003.016485 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №325
2011 წლის 26 აგვისტო
ქ. თბილისი
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 1533) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. მე‑4 მუხლის მე‑2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ დადგენილებით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე. ადმინისტრაციული ორგანოების შემთხვევაში, ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდევინება ხორციელდება მომსახურების გაწევიდან არა უგვიანეს 15 კალენდარული დღისა. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მერქნული რესურსის რეალიზაციის ან/და განაწილებისას ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისა და სპეციალური ფირნიშებით მარკირების შემთხვევაში, მომსახურება (მათ შორის, მომსახურების საფასურის გადახდის ვადები) ხორციელდება სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსის დამზადების ადგილიდან ტრანსპორტირებისათვის, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი „სათბობი შეშის ვაუჩერის“ საფუძველზე მოსახლეობის სათბობი შეშით დაკმაყოფილებისას ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირებისათვის სააგენტო მომსახურებას ახორციელებს უსასყიდლოდ.“.
2. მე‑10 მუხლის მე‑14 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) მოვლითი ჭრების სახეებს დაქვემდებარებული ტყის უბნებში ტყეკაფის მონიშვნა ხორციელდება მოვლითი ჭრებით დადგენილი ნორმებით;
ვ) საკურორტო და მწვანე ზონის კატეგორიის ტყეებში ჭრის შედეგად სიხშირე არ დაიყვანება 0,4 სიხშირეზე დაბლა (განსაზღვრული ტერიტორიისათვის პრიორიტეტული ჯიშის შენარჩუნებით).“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ‑მინისტრი ნ. გილაური
დოკუმენტის კომენტარები