"ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
"ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/01/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 270111, 27/01/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 21/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 390050020.10.003.016194
  • Word
33
21/01/2011
ვებგვერდი, 270111, 27/01/2011
390050020.10.003.016194
"ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 33

2011 წლის 21 იანვარი

. თბილისი

,,ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წელი, №103, მუხლი 1533) შეტანილ იქნეს ცვლილებები, დამატებები და დადგენილებით დამტკიცებული ,,ტყითსარგებლობის წესის’’:

1. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

,,5. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით საწყობდება სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მისი სააგენტოსათვის გადაცემა ხდება ამორიცხულ ფართობზე ჭრის ან სპეციალური ჭრის განხორციელების უფლების მქონე პირსა და სააგენტოს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით. ასეთი წესით დამზადებული მერქანი გაიცემა სააგენტოს მიერ მხოლოდ ელექტრონული აუქციონის მეშვეობით ან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.

 6. სპეციალური ჭრის განხორციელებისას, თუ რელიეფი არ იძლევა საშუალებას მოჭრილი მერქნული რესურსი გამოტანილ და დასაწყობებულ იქნეს სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე, სპეციალური ჭრის განმახორციელებელი ვალდებულია, კომპენსაციის სახით ჩარიცხოს სააგენტოს ანგარიშზე ამ მერქნული რესურსისათვის დადგენილი, სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური 1 კუბურ მეტრ მერქნულ რესურსზე – 3 ლარი (დღგ-ის ჩათვლით), ადგილობრივ ბიუჯეტში – ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონით შესაბამისი სახეობის მერქნული რესურსისათვის დადგენილი სამასალე მერქნის მოსაკრებელი და სახელმწიფო ბიუჯეტში – ამ წესის მე-5 დანართით განსაზღვრული თანხა.’’.

2. მე-8 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი VIII

მერქნული რესურსის საკუთრებაში და ტყის ფონდის სარგებლობაში ელექტრონული აუქციონის ფორმით გაცემის წესი’’.

3. 43-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 43. ტყის ფონდით სარგებლობის ობიექტი

1. ამ თავის მიზნებისათვის ტყის ფონდით სარგებლობის ობიექტია მის ფარგლებში არსებული მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული მცენარეებით და შენობა-ნაგებობებით.

2. სააგენტოს მიერ ტყის ფონდი სარგებლობის უფლებით გაიცემა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ხოლო სახელმწიფო სასაზღვრო ზოლში, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობით.

3. სააგენტო სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებს გასცემს: სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის უფლებით არა უმეტეს 10 წლის ვადით, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის უფლებით – არა უმეტეს 49 წლის ვადით.’’.

4. 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ტყის ფონდის ფარგლებში არსებული მიწის ნაკვეთის სარგებლობაში მიღების უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, ან სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს, რომელიც არ არის იურიდიული პირი.’’.

5. 45-ე – 50-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 45. ტყის ფონდის სარგებლობაში გადაცემისა და მერქნული რესურსის საკუთრების უფლებით გაცემის წესი

1. ტყის ფონდის სარგებლობაში გადაცემა და მერქნული რესურსის საკუთრების უფლებით გაცემა ხდება სააგენტოს მიერ ელექტრონული აუქციონის ფორმით.

2. ამ თავის მიზნებისათვის მერქნული რესურსია სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ფართობებზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი, აგრეთვე ტყით მოსარგებლისათვის გამოყოფილ ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მშენებლობისას მოჭრილი მერქნული რესურსი, ტყითმოსარგებლისათვის (მათ შორის, ლიცენზიანტი) ტყითსარგებლობის ვადის ამოწურვის ან შეწყვეტის შემდეგ სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოუზიდავი მერქნული რესურსი, აგრეთვე ამ წესის 56-ე მუხლის მე-5 პუნქტით, 58-ე მუხლის მე-6 პუნქტითა და 59-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – გარემოდან ამოღებული მერქნული რესურსი.

    მუხლი 46. ელექტრონული აუქციონის გამოცხადების წესი

1. ელექტრონული აუქციონი შეიძლება გამოცხადდეს:

ა) ტყის ფონდის სარგებლობის უფლების გაცემის შემთხვევაში – სააგენტოს ინიციატივით ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ტყის ფონდის შესაბამისი მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ;

ბ) მერქნული რესურსის საკუთრებაში გაცემის შემთხვევაში – სააგენტოს ინიციატივით.

2. ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით მიღებით დაინტერესებული პირის წერილობით განცხადებას, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, თან უნდა დაერთოს:

ა) სასურველი ფართობის საკადასტრო აზომვითი ნახაზი;

ბ) სარგებლობის სახე.

3. ელექტრონული აუქციონის ჩატარების მიზანია ტყის ფონდით სარგებლობის უფლება და მერქნული რესურსის საკუთრების უფლება მიანიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ელექტრონული ვაჭრობის პროცესში ყველაზე მაღალ ფასს დააფიქსირებს, ხოლო თუ ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა პირობებით, სარგებლობის ან საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ პირს, რომელიც გამოცხადებული პირობების გათვალისწინებით ვაჭრობის პროცესში ყველაზე მაღალ ფასს დააფიქსირებს.

4. ელექტრონული აუქციონი ცხადდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

5. ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე ინფორმაცია ქვეყნდება ვებგვერდზე – ,,www.auction.ge’’.

6. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:

ა) ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გამცემი სუბიექტის დასახელებას;

ბ) ქონების დასახელებას, ადგილმდებარეობას და ზოგად მონაცემებს (ტყის ფონდის სარგებლობაში გაცემის შემთხვევაში) ან ქონების სახეობას, ადგილმდებარეობას და რაოდენობას (მერქნული რესურსის საკუთრებაში გაცემის შემთხვევაში);

გ) აუქციონის დაწყებისა და დასრულების დროს, რომელსაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს სააგენტო;

დ) სარგებლობის უფლებით გადასაცემი ტყის ფონდის საწყის საფასურს ან საკუთრების უფლებით გასაცემი მერქნული რესურსის საწყის ფასს;

ე) მერქნული რესურსისათვის ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონით შესაბამისი სახეობის მერქნული რესურსისათვის დადგენილი სამასალე მერქნის მოსაკრებლის ოდენობას და სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობას (მერქნული რესურსის საკუთრებაში გაცემის შემთხვევაში);

) ,,ბე’’-ს თანხის ოდენობას;

) აუქციონის ჩატარების პირობებს;

) ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში სარგებლობის ვადას;

ი) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც აუქციონის გამომცხადებელი ორგანო ჩათვლის საჭიროდ.

7. აუქციონში მონაწილეს უფლება აქვს, აუქციონზე გამოტანილი ქონების შესახებ მიიღოს მისთვის საჭირო, სააგენტოს ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაცია.

    მუხლი 47. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის პირობები

1. ელექტრონული (ინტერნეტ) აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებულ პირებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას ელექტრონულად, საშუალება ეძლევათ, გააკეთონ სასურველ ფასზე შეთავაზება საწყის საფასურზე ბიჯის დამატებით.

2. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა:

ა) შესაბამის ელექტრონულ ვებგვერდზე დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური და იურიდიული პირები, ისე სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნები, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები ან მათი კანონიერი წარმომადგენლები);

ბ) რეგისტრაციის დროს ინტერნეტ აუქციონის წესების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება;

გ) ფიზიკური პირის დარეგისტრირება სახელით, გვარითა და პირადი ნომრით;

დ) იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ არის იურიდიული პირი, დარეგისტრირება სახელწოდებითა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მიხედვით საიდენტიფიკაციო ნომრით ან შესაბამისი ქვეყნის იურიდიული პირის მარეგისტრირებელი ორგანოს შესაბამისი კოდით;

) ინტერნეტბანკინგის საშუალებით, ასევე საბანკო დაწესებულების მეშვეობით ,,ბე’’-ს თანხის გადახდა.

3. ,,ბე’’-ს ოდენობა განისაზღვრება ელექტრონული აუქციონის საწყისი ფასის 20%-ის ოდენობით.

4. თუ მონაწილე ელექტრონულ აუქციონში ვერ გაიმარჯვებს, მას ,,ბე’’ უკან უბრუნდება, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში – ,,ბე’’-ს თანხა ითვლება აუქციონის საბოლოო/შეთავაზებულ ფასში.

5. ,,ბე’’ უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ:

ა) მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში;

ბ) გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ელექტრონულ აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას.

6. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას ელექტრონულ ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:

ა) განაცხადის წარმდგენი პირი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ შეიძლება ცნობილ იქნეს სარგებლობის ან/და საკუთრების უფლების მიმღებად;

ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის მოთხოვნები.

    მუხლი 48. ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი

1. სააგენტო ელექტრონულ აუქციონს ატარებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მეშვეობით.

2. აუქციონში მონაწილე ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირდება შესაბამის ვებგვერდზე ამ წესის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რის შედეგადაც მას ენიჭება აუქციონში მონაწილის სტატუსი.

3. ელექტრონულ აუქციონში ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს ონლაინ რეჟიმში.

4. ელექტრონულ აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი.

5. მერქნული რესურსით საკუთრებაში გაცემის მიზნით გამართული ელექტრონული აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვრება №5 დანართის შესაბამისად, ხოლო ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით გამართული აუქციონის საწყისი ფასი – ამ წესის 62-ე მუხლის შესაბამისად.

6. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, ონლაინ რეჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), რომელიც, ასევე, ფიქსირდება ონლაინ რეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება მანამ, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ტყის ფონდის სარგებლობის უფლება და მერქნული რესურსის საკუთრების უფლება მიენიჭება მონაწილეს, რომელიც ონლაინ რეჟიმში ვაჭრობის დასრულების მომენტისათვის შესთავაზებს ყველაზე მაღალ ფასს.

7. თუ აუქციონის დასრულებამდე (მითითებული უნდა იყოს აუქციონის დასრულების ზუსტი დრო) ბოლო 5 წუთის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, მაშინ ფასის შეთავაზების დრო გაგრძელდება დასრულების მითითებული მომენტიდან 2 წუთით. თუ ამ დროის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, დრო კიდევ გაგრძელდება 2 წუთით მანამ, სანამ არ დაფიქსირდება საბოლოო თანხა. მაგრამ თუ დამატებული 2 წუთის განმავლობაში ახალი ფასი არ იქნება შეთავაზებული, აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება საბოლოო თანხის შემთავაზებელი პირი.

8. ვაჭრობის დასრულებისას გამარჯვებულს და დამარცხებულს ელექტრონული გზით გაეგზავნებათ ინფორმაცია აუქციონის შედეგების შესახებ, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.

9. აუქციონში გამარჯვებულს ელექტრონული გზით ეცნობება თანხის სრული გადახდის თარიღი და სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობები, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.

    მუხლი 49. გარიგებათა გაფორმების წესი

1. ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით გამართული ელექტრონული აუქციონის დამთავრებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის შემთხვევაში ფორმდება ტყითსარგებლობის ხელშეკრულება, ხოლო მერქნული რესურსის საკუთრებაში გაცემის მიზნით გამართული ელექტრონული აუქციონის დამთავრებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის შემთხვევაში ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება და გამარჯვებულს გადაეცემა მერქნული რესურსი საკუთრებაში.

2. ტყითსარგებლობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმებს ამტკიცებს სააგენტო.

    მუხლი 50. ელექტრონული აუქციონის ჩაშლა

1. ელექტრონული აუქციონი ავტომატურად ითვლება ჩაშლილად, თუ:

ა) ელექტრონულ აუქციონზე ვერ განხორციელდა ქონების რეალიზაცია;

ბ) ამ დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას;

გ) დაირღვა კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები.

2. ელექტრონული აუქციონის ჩაშლის შემთხვევაში ყოველ განმეორებით გამართულ აუქციონზე აუქციონის საწყისი ფასი მცირდება წინა აუქციონის საწყისი ფასის 20%-ის ოდენობით.’’.

6. 51-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

7. 52-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 52. ანგარიშსწორების წესი

1. ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში გამარჯვებულმა მითითებულ საბანკო ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით უნდა შეიტანოს ის ფულადი თანხა, რომელიც შეესატყვისება თავის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო/შეთავაზებულ წლიურ ფასს.

2. ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული მეორე და შემდგომი წლების ტყითსარგებლობის წლიურ საფასურს (აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი) იხდის ყოველი მომდევნო წლის დადგომამდე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში.

3. ანგარიშსწორების წესის დარღვევის შემთხვევაში სარგებლობის უფლების ხელშეკრულების მიმღები ვალდებულია, დარღვევის დღიდან ყოველ გადაცილებულ სამუშაო დღეზე გადაიხადოს პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 3%-ის ოდენობით სააგენტოს ანგარიშზე. გადაცილებულ დღეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 30 სამუშაო დღეს. ვადის ამოწურვის შემთხვევაში ხელშეკრულება ავტომატურად ითვლება გაუქმებულად.

4. მერქნული რესურსის საკუთრების უფლებით გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში მითითებულ საბანკო ანგარიშებზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით გადაიხადოს: სახელმწიფო ბიუჯეტში – თავის მიერ აუქციონზე შეთავაზებული ფასი, ადგილობრივ ბიუჯეტში – ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონით შესაბამისი სახეობის მერქნული რესურსისათვის დადგენილი სამასალე მერქნის მოსაკრებელი და სააგენტოს ანგარიშზე – ამ მერქნული რესურსისათვის დადგენილი, სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური 1 კუბურ მეტრ მერქნულ რესურსზე – 3 ლარი (დღგ-ის ჩათვლით), რის შემდეგაც მასზე გაიცემა ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი.’’.

8. 56-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. ფართობის შერჩევა არ უნდა მოხდეს ტერიტორიაზე, სადაც პლანტაციური მეურნეობის წარმოების მიზნებისათვის აუცილებელი გახდება ხის (ხეების) მოჭრა 1 ჰექტარზე 50 კუბურ მეტრზე მეტი ოდენობით. პლანტაციური მეურნეობის წარმოების მიზნების განხორციელებისათვის დასაშვებია ბუჩქნარისა და ქვეტყის ფანჯრულად ან ზოლებრივად მოჭრა. მოჭრილი მერქნული რესურსიდან სარეალიზაციოდ ვარგისი მერქნული რესურსი გაიცემა სააგენტოს მიერ ამ წესით დადგენილი აუქციონის წესით.’’.

9. 58-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. ფართობის შერჩევა არ უნდა მოხდეს ტერიტორიაზე, სადაც თევზის მეურნეობის წარმოების მიზნებისათვის აუცილებელი გახდება ხის (ხეების) მოჭრა 1 ჰექტარზე 50 კუბურ მეტრზე მეტი ოდენობით. მოჭრილი მერქნული რესურსიდან სარეალიზაციოდ ვარგისი მერქნული რესურსი გაიცემა სააგენტოს მიერ ამ წესით დადგენილი აუქციონის წესით.’’.

10. 59-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ფართობის შერჩევა არ უნდა მოხდეს ტერიტორიაზე, სადაც სანაშენეების მიზნებისათვის აუცილებელი გახდება ხის (ხეების) მოჭრა 1 ჰექტარზე 50 კუბურ მეტრზე მეტი ოდენობით. დასაშვებია ბუჩქნარისა და ქვეტყის პირწმინდად მოჭრა (ამოძირკვის გარეშე). მოჭრილი მერქნული რესურსიდან სარეალიზაციოდ ვარგისი მერქნული რესურსი გაიცემა სააგენტოს მიერ ამ წესით დადგენილი აუქციონის წესით.’’.

11. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის №5 დანართი:

 ,,დანართი №5

მერქნული რესურსის საკუთრების უფლებით გაცემის ელექტრონული აუქციონის საწყისი ფასი

 

 

ტყის მერქნიანი სახეობები

ერთ კუბურ მეტრ მერქნულ რესურსზე აუქციონის საწყისი ფასი (დღგ-ის ჩათვლით) ლარებით

უთხოვარი, ბზა, ღვია, ძელქვა, კაკალი

51

მუხა, წაბლი, იფანი, თელა, თუთა, ნეკერჩხალი, ცაცხვი, პანტა, საღსაღაჯი

 

30

წიფელი, რცხილა, აკაცია, აკაკი, უხრავი

 

24

ფიჭვი, ნაძვი, სოჭი, კედარი, კვიპაროსი, კრიპტომერია, ტუია

 

11

 ჯაგრცხილა, ჭადარი, ტყის დანარჩენი მერქნიანი სახეობები

 

7.’’.

 

 მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                                              ნ. გილაური