„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 691
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/01/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 21/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 390050010.10.003.021014
691
31/12/2018
ვებგვერდი, 08/01/2019
390050010.10.003.021014
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №691

2018 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში (სსმ, №103, 24/08/2010) შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. 27მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. 272 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ წესის 271 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაინტერესებული პირის განცხადებაში უნდა აღინიშნოს სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის აუცილებლობის მოტივაცია, მიზანი და ვადები. განცხადებას, გარდა ამ წესის 273 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა,  თან უნდა დაერთოს (მათ შორის, ელექტრონული ფორმით):

ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის – მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი, ხოლო ფიზიკური პირისათვის – საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი, საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – სადამფუძნებლო დოკუმენტების ასლი;

ბ) სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის შერჩეული ფართობის დაზუსტებული აზომვითი ნახაზი UTM კოორდინატთა სისტემაში, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს აზომვითი ნახაზის შემსრულებელი პირის მიერ, ამასთან, წარდგენილ უნდა იქნეს დაზუსტებული აზომვითი ნახაზის Sp-ფაილის ელექტრონული ვერსია UTM კოორდინატთა სისტემაში;

გ) ხე-ტყის მოჭრის აუცილებლობის დასაბუთება და ტყეკაფის აღრიცხვის მასალები (ამ წესის დანართ №1-ის მიხედვით);

დ) ინფორმაცია სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის შერჩეულ ფართობზე წითელი ნუსხით დაცულ მერქნიან მცენარეთა სახეობების არსებობის შესახებ.“.

3. 272 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. 273 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 273. არსებული ობიექტების ფუნქციონირებისათვის, რეკონსტრუქციის (რეაბილიტაციის) ან დემონტაჟისათვის, ასევე წიაღის შესწავლის ან/და მოპოვებისათვის  მიწის სამუშაოების და/ან სპეციალური ჭრების უფლების მინიჭების წესი“.

5. 273 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და  32 პუნქტები:

„31. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე (გარდა დაცული ტერიტორიების იმ კატეგორიებისა და ზონებისა, სადაც კანონმდებლობით აკრძალულია ტყითსარგებლობა) წიაღის შესწავლის ან/და მოპოვებისთვის საჭირო მიწის სამუშაოების და/ან სპეციალური ჭრების განხორციელებისათვის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელი განცხადებით მიმართავს სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის დაწესებულებას, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში − შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს. განცხადებას უნდა დაერთოს: კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის – მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი, ხოლო ფიზიკური პირისათვის – საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი, წიაღის შესწავლის ან/და მოპოვების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო ტერიტორიის კოორდინატები UTM კოორდინატთა სისტემაში და Shp-ფაილების ელექტრონული ვერსია საკადასტრო გეგმასთან ერთად, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, წინასწარი სპეციალური გამოკვლევის მასალები, ხე-ტყის მოჭრის აუცილებლობის დასაბუთება და ტყეკაფის აღრიცხვის მასალები (ამ წესის დანართ №1-ის მიხედვით), გარდა წიაღის შესწავლის სამუშაოების შემთხვევისა. წიაღის შესწავლის სამუშაოებისათვის ტყეკაფის აღრიცხვის მასალები (ამ წესის დანართ №1-ის მიხედვით) წარდგენილი უნდა იქნეს ჭრის განხორციელებამდე.

32.  სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე (გარდა დაცული ტერიტორიების იმ კატეგორიებისა და ზონებისა, სადაც კანონმდებლობით აკრძალულია ტყითსარგებლობა) წიაღის შესწავლის ან/და მოპოვებისთვის საჭირო მიწის სამუშაოების და/ან სპეციალური ჭრების განხორციელებაზე (გარდა „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვებისა (ბუნებრივი გარემოდან ამოღებისა)), შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას, დაინტერესებული პირის განცხადების რეგისტრაციიდან 30 დღეში უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულება, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში − შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო.  აღნიშნული ორგანოები დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უზრუნველყოფენ ტყეკაფის გამოყოფას, გამოყოფილი ტყეკაფის გახსნას და ტყეკაფის ათვისებისათვის ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელებას.  ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სპეციალური მიზნით, ტყითსარგებლობის წერილობითი ხელშეკრულება არ იდება.“.

6.   27 3 მუხლის:

ა) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის პირველი − 32 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მართვის ორგანოს მიერ მიწის სამუშაოების და/ან სპეციალური ჭრებისათვის საჭირო მიწის ფართობის რეგისტრაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში (შემდგომში – საჯარო რეესტრი) არ ხორციელდება.

5. ამ მუხლის პირველი − 32 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სპეციალური ჭრის შედეგად მოჭრილი ხე-ტყის გადაცემა ხორციელდება „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის მე-5 − 61 პუნქტებით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7.  ამ მუხლით, გარდა 31 და 32 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა, დადგენილი წესით სპეციალური ჭრის განხორციელებისას,  მერქნიანი მცენარეების ვარჯის ფორმირება ხორციელდება წინასწარი აღრიცხვის გარეშე და რესურსის ოდენობა დგინდება ფაქტობრივად დამზადებული მასის ან მოცულობის მიხედვით.

8. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებზე, გარდა 31 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, არ ვრცელდება ამ წესის 277 მუხლით განსაზღვრული საკომპენსაციო საფასურის გადახდის ვალდებულება.“.

7.  277 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 277. საკომპენსაციო საფასურის გადახდის წესი

1. ამ წესის 27​1 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფრასტრუქტურის მშენებლობის ან ამისათვის საჭირო საპროექტო ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოებისათვის ან  ამ წესის 27​1 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული, არსებულ ინფრასტრუქტურაზე დამატებით ახალი სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას, აგრეთვე ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩასატარებლად, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის, ტყითმოსარგებლე ერთჯერადად, მიწაზე სამუშაოების განხორციელების დროს, ფართობის შესაბამისად იხდის საკომპენსაციო საფასურს, ამ წესის მე-7 დანართის №2 ცხრილის მიხედვით. ამასთან, ამ პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის, მერქნიანი მცენარეების მოჭრის აუცილებლობის შემთხვევაში, ტყითმოსარგებლე ასევე ვალდებულია, ერთჯერადად გადაიხადოს საკომპენსაციო საფასურიც, ამ წესის მე-7 დანართის №1 ცხრილის შესაბამისად.  საკომპენსაციო საფასური ხმარდება მართვის ორგანოს მიერ ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებების უზრუნველყოფას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკომპენსაციო საფასურის გადახდა ხდება სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობის დაწყებამდე, სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში გადასაცემი მიწის ფართობისა და გამოყოფილ ტყეკაფზე მონიშნული მერქნული რესურსის მოცულობის მიხედვით, ხე-ტყის ჭრის აუცილებლობის შემთხვევაში.

3. ამ წესის 273 მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული წიაღის შესწავლისთვის ან/და მოპოვებისთვის საკომპენსაციო საფასურის გადახდა ხდება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესით. წიაღის  მოპოვების შემთხვევაში, მიწის ფართობისა და მერქნიანი მცენარეების ჭრისათვის კომპენსაციის გადახდა ხორციელდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან ამ სამუშაოების დაწყებამდე პერიოდში. წიაღის შესწავლის შემთხვევაში, მიწის ფართობისათვის კომპენსაციის გადახდა ხორციელდება უფლებამოსილი ოგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან ამ სამუშაოების დაწყებამდე პერიოდში, ხოლო  მერქნიანი მცენარეების მოჭრის აუცილებლობის შემთხვევაში − ჭრის განხორციელებამდე. ამ პუნქტით გათვალისწინებული საკომპენსაციო საფასურის გადახდა ხდება მიწის ფართობისა და გამოყოფილ ტყეკაფზე მონიშნული მერქნული რესურსის მოცულობის მიხედვით, ხე-ტყის ჭრის აუცილებლობის შემთხვევაში. საკომპენსაციო საფასური ხმარდება მართვის ორგანოს მიერ ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებების უზრუნველყოფას.“.  

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე