„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 345
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/08/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/08/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 21/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 390050010.10.003.017018
  • Word
345
29/08/2012
ვებგვერდი, 30/08/2012
390050010.10.003.017018
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №345

2012 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 1533) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ და გენილებით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე. ადმინისტრაციული ორგანოების შემთხვევაში ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდა ხორციელდება მომსახურების გაწევიდან არა უგვიანეს 15 კალენდარული დღისა. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ მერქნულ რესურსზე დადგენილი წესით ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირების შემთხვევაში მომსახურება ხორციელდება ამ დადგენილებით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე. სოციალური ჭრების, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსის დამზადების ადგილიდან ტრანსპორტირებისათვის, აგრეთ ვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი „სათბობი შეშის ვაუჩერის“ საფუძველზე მოსახლეობის სათბობი შეშით დაკმაყოფილებისას ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირებისათვის სააგენტოს მიერ მომსახურება ხორციელდება უსასყიდლოდ. ამასთან, სამინისტრო უფლებამოსილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით , პირი გაათავისუფლოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ -მინისტრი                                                   ი .მერაბიშვილი