დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 187 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/04/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/04/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/05/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 390050010.10.003.019896 |
|
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში (სსმ, №103, 24/08/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი: „ლ) ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიიდან მიმდებარედ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის მიერ თუშეთის დაცულ ლანდშაფტში ხე-ტყის დამზადებისას ერთი კუბური მეტრი მერქნის მოპოვებისათვის გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობა.“. 2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მომსახურებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ დადგენილებით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე.“. 3. მე-5 მუხლს: ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი: „12. ამ წესის №4 დანართის 5.1 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების საფასური აგრეთვე ვრცელდება ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე გაწეულ მომსახურებაზე.“; ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. ამ მუხლის 12 პუნქტით განსაზღვრული საფასური გადაირიცხება ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ანგარიშზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები