დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 376 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 03/08/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/08/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 21/05/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 390050010.10.003.020085 |
|
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში (სსმ, №103, 24/08/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. 272 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ წესის 271 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაინტერესებული პირის განცხადებაში უნდა აღინიშნოს სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის აუცილებლობის მოტივაცია, მიზანი და ვადები. განცხადებას, გარდა ამ წესის 271 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წიაღის შესწავლის სამუშაოებისა და ამავე წესის 273 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, თან უნდა დაერთოს (მათ შორის, ელექტრონული ფორმით): ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის – მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი, ხოლო ფიზიკური პირისათვის – საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი; საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – სადამფუძნებლო დოკუმენტების ასლი; ბ) სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის შერჩეული ფართობის დაზუსტებული აზომვითი ნახაზი UTM კოორდინატთა სისტემაში, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს აზომვითი ნახაზის შემსრულებელი პირის მიერ, ამასთან, წარდგენილი უნდა იქნეს დაზუსტებული აზომვითი ნახაზის Sp-ფაილის ელექტრონული ვერსია UTM კოორდინატთა სისტემაში; გ) ხე-ტყის მოჭრის აუცილებლობის დასაბუთება და ტყეკაფის აღრიცხვის მასალები (ამ წესის დანართი №1-ის მიხედვით); დ) ინფორმაცია სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის შერჩეულ ფართობზე წითელი ნუსხით დაცულ მერქნიან მცენარეთა სახეობების არსებობის შესახებ. 6. ამ წესის 271 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წიაღის შესწავლის სამუშაოების განხორციელების მიზნებისათვის, დაინტერესებული პირის განცხადებას უნდა დაერთოს მხოლოდ ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. მერქნიანი მცენარეების მოჭრის აუცილებლობის შემთხვევაში, განცხადებაში უნდა მიეთითოს ხე-ტყის ჭრის აუცილებლობის დასაბუთებაც. ამ წესის 271 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში განცხადებას ასევე უნდა დაერთოს წიაღის შესწავლის ან/და მოპოვების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. ამ წესის 271 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წიაღის შესწავლის სამუშაოებისათვის ჭრის განხორციელებამდე ტყითმოსარგებლემ უნდა წარადგინოს ტყეკაფის აღრიცხვის მასალები (ამ წესის დანართ №1-ის მიხედვით).“. 2. 277 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკომპენსაციო საფასურის გადახდა ხდება სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობის დაწყებამდე, სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში გადასაცემი მიწის ფართობისა და გამოყოფილ ტყეკაფზე მონიშნული მერქნული რესურსის მოცულობის მიხედვით, ხე-ტყის ჭრის აუცილებლობის შემთხვევაში, ხოლო ამავე წესის 271 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წიაღის შესწავლის სამუშაოების განხორციელებისას მერქნიანი მცენარეების მოჭრის აუცილებლობის შემთხვევაში, საკომპენსაციო საფასურის გადახდა ხდება ჭრის განხორციელებამდე, გამოყოფილ ტყეკაფზე მონიშნული მერქნული რესურსის მოცულობის მიხედვით.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები