„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 288
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/07/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 21/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 390050010.10.003.019353
288
30/06/2016
ვებგვერდი, 01/07/2016
390050010.10.003.019353
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №288

2016 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში (სსმ, №103, 24/08/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:  

1. 275 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „6. სააგენტოს მიერ სპეციალური ჭრით დამზადებული მერქნული რესურსის რეალიზაცია ხორციელდება ელექტრონული აუქციონის მეშვეობით.“.

2. 275 მუხლს დაემატოს  შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. სააგენტოს მიერ სპეციალური ჭრით დასამზადებელი მერქნული რესურსის რეალიზაცია ხორციელდება ამ წესის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 462 მუხლის შესაბამისად.“.

3. 45-ე  მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დადგენილი წესით საქართველოს სახელმწიფოსთან საინვესტიციო ხელშეკრულების არსებობისას, ყოველწლიურად, 10 000 მ3-ზე მეტი მერქნული რესურსის მოთხოვნის შემთხვევაში, დაინტერესებული ხელშემკვრელი მხარის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებითა და დადგენილი პირობებით სააგენტო უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს მიერ სპეციალური ჭრით დასამზადებელი მერქნული რესურსი განკარგოს (გასცეს) პირდაპირი წესით, ელექტრონული აუქციონის გარეშე.“.

  4. 461 მუხლის შემდეგ დაემატოს  შემდეგი შინაარსის 462 მუხლი:

 

„მუხლი 462.  მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმე სუბიექტისათვის ან მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირისათვის სააგენტოს მიერ სპეციალური ჭრით დასამზადებელი მერქნული რესურსის განკარგვის (გადაცემის) წესი

1. მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე ან  მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ დაინტერესებულ პირებს  შეუძლიათ, სააგენტოს მიმართონ განაცხადით, სააგენტოს მიერ შესაბამის მაღალმთიან დასახლებაში სპეციალური ჭრით დასამზადებელი მერქნული რესურსის 12 თვის განმავლობაში არანაკლებ 100 მ3-ისა და არა უმეტეს 1000    მ3-ის შეძენის მიზნით (ვადის ათვლა დაიწყება შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების დადებიდან). განაცხადს, საწარმოს შემთხვევაში, თან უნდა ახლდეს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში – მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი საბუთი.

2. დაინტერესებული პირის განაცხადის მიღების შემდეგ, სააგენტო, გონივრულ ვადაში, განსაზღვრავს მოთხოვნილი დასამზადებელი მერქნული რესურსის არსებობის ან/და გაცემის შესაძლებლობას. დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი მერქნული რესურსის სრულად ან ნაწილობრივ გაცემის შესაძლებლობის შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას,  ინტერესთა გამოხატვის მიზნით, ინფორმაციის გამოქვეყნების თაობაზე. ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში, ვებგვერდებზე (forestry.gov.ge ან/და eauction.ge) აქვეყნებს შესაბამის ინფორმაციას, სხვა დაინტერესებულ პირთა მხრიდან ინტერესთა გამოხატვის მიზნით. ინტერესი გამოხატული უნდა იქნეს ინფორმაციის შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. სხვა პირთა მიერ ინტერესის გამოხატვის შემთხვევაში, სააგენტოში წარდგენილ განაცხადს ასევე უნდა ერთოდეს ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბუთი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული, ინტერესის გამოხატვისათვის განსაზღვრულ ვადაში სხვა დაინტერესებული პირის მიმართვის არარსებობის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ სპეციალური ჭრით დასამზადებელი მერქნული რესურსი გაიცემა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირზე, პირდაპირი მიყიდვის წესით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხოლო სხვა დაინტერესებული პირ(ებ)ის მიმართვის არსებობის შემთხვევაში, მერქნული რესურსი გაიცემა ამ წესის 461 მუხლით დადგენილი წესით.

4. სააგენტოს მიერ სპეციალური ჭრით დასამზადებელი მერქნული რესურსის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთან ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება მერქნული რესურსის მიწოდების ვადები და ნასყიდობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა პირობები, ფორმდება სააგენტოს მიერ ხე-ტყის დამზადების მომსახურების გაწევის თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების ან უშუალოდ, სააგენტოს მიერ ხე-ტყის დამზადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ.

5.  პირდაპირი მიყიდვის წესით მერქნული რესურსის გაცემის შემთხვევაში, საწარმო ან ფიზიკური პირი იხდის, მერქნული რესურსის მიწოდების მომენტისათვის, მრგვალი ხე-ტყისათვის (მორისათვის) სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ შესაბამის კვარტალში საექსპერტო დასკვნის საფუძველზე განსაზღვრულ საორიენტაციო ფასს, რომელსაც ემატება განსაზღვრული ფასის 15%.

6. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ცხრილის – ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის – მრგვალი ხე-ტყის (მორის) შემთხვევაში – პირველი კატეგორიისა  და საშეშე მერქნისათვის – მე-3 კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის ადგილობრივ ბიუჯეტში გადახდას სააგენტო ახორციელებს მერქნული რესურსის გადაცემამდე.“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი