„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 55
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/02/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/02/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 21/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 390050010.10.003.020371
55
02/02/2018
ვებგვერდი, 06/02/2018
390050010.10.003.020371
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №55

2018 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის          მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში (სსმ, №103, 24/08/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ  წესში:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს (შემდგომში – დაცული ტერიტორიების სააგენტო) მიერ დაცული ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დაცულ ტერიტორიებზე ხე-ტყის დამზადებისას ერთი კუბური მეტრი მერქნის მოპოვებისათვის გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობა;“.

2. მე-2 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბანი – სახელმწიფო ტყის ფონდის (გარდა დაცული ტერიტორიებისა) მწვანე ზონისა და საკურორტო ზონის ტერიტორიები (აღნიშნული ტერიტორიების ნუსხასა და მასზე მიკუთვნებული კვარტალების ჩამონათვალს ტყის მართვის უფლების მქონე ორგანოს წარდგინებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი); ჭალის ტყეები; სხვადასხვა დანიშნულების დაცვითი ტყის ზოლები; ალპური ზონის მიმდებარე 300 მეტრი სიგანის ტყის გავრცელების არეალი (სუბალპური ტყეები); უტყეო სივრცეებს შორის მდებარე 100 ჰექტარამდე სიდიდის ტყით დაფარული ფართობები; თოვლის ზვავებისა და ღვარცოფების მუდმივი კალაპოტების გასწვრივ 200 მეტრამდე სიგანის ტყის ზოლები; 350-ზე მეტი დაქანების ფერდობებზე მდებარე ტყის უბნები; ფლატეების, დამეწყრილი ადგილების, ჩამონაშალების, კარსტული წარმონაქმნების, მთის დედაქანების მიწის ზედაპირზე გამოსვლის ადგილების ირგვლივ 100 მეტრამდე სიგანის ტყის ზოლები; რკინიგზებისა და საავტომობილო გზების გასწვრივ (მათი მიწის ვაკისიდან) 100 მეტრამდე სიგანის ტყის ზოლები; მდინარეების, ტბების, წყალსაცავებისა და წყლის არხების გასწვრივ ნაპირიდან 300 მეტრამდე სიგანის ტყის უბნები; დასასვენებელი სახლების, პანსიონატებისა და სამკურნალო დაწესებულებების, მინერალური წყაროების ირგვლივ 1 კმ-ის რადიუსში არსებული ტყის უბნები. მანძილი იზღუდება წყალგამყოფით.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მინისტრი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.“;

გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სამინისტრო – საქართველოს გარემოს დაცვისა  და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.“;

დ) 23- პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„23. ხე-ტყის ნარჩენი – ხე-ტყის დამზადების შედეგად დარჩენილი ქერქი, ნაფოტი, ნახერხი, შეშად გამოუსადეგარი ტოტები, აგრეთვე ის ძირნაყარი ხე-ტყე, რომელსაც ბუნებრივი თუ სხვა ფაქტორების ზემოქმედების გამო აღარ გააჩნია მერქნული რესურსის ღირებულება.“.

3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემისათვის მომსახურების საფასურის გადახდა ხდება ტყითმოსარგებლის მიერ ხე-ტყის დამზადების ბილეთში მითითებული მერქნული რესურსის მოცულობის შესაბამისად.“.

4. მე-8 მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ძირობრივად (თითოეული ხის მოცულობის მიხედვით) – მთავარი სარგებლობის (გარდა პირწმინდა) და მოვლითი ჭრე­ბის განხორციელების დროს. აღრიცხვას ექვემდებარება 8 სმ-ისა და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები. ხეები იდამღება ფესვის ყელთან მართვის ორგანოებთან შეთანხმე­ბუ­ლი იდენტიფი­ცირე­ბის დამღით (სააგენტოს მიერ ტყეკაფის მონიშვნისას გამოიყენება 82 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დამღა, დამღის ნიმუშზე არსებული ხარისხის მაჩვენებელს მნიშვნელობა არ მიენიჭება), მდგრადი საღებავით ეწერება რიგითი ნო­მერი. ჭრაში დანიშნულ ხეებზე თვალთახედვის არეში (მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 1,7 მეტრამდე სიმაღლეზე) კეთდება მონიშვნა მკვეთრი ფერის საღებავით ან ჩამონათალი;“.

5. 81 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. 81 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) I-II ხარისხის მრგვალი ხე-ტყისათვის (მორისათვის) გადახდილ უნდა იქნეს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის მიხედვით ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის II კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებელი, III-IV ხარისხის მრგვალი ხე-ტყისათვის (მორისათვის) – იმავე ცხრილის შესაბამისი ჯგუფის III კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებელი;“.

7. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტყის ფონდის ტერიტორიაზე სოციალური ჭრა ხორციელდება არაკომერციული მიზნით, მხოლოდ მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველყოფისათვის.“.

8. მე-10 მუხლის მე-11 – მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. დადებით (შესაბამისი მერქნული რესურსის მარაგის არსებობის შემთხვევაში) ან უარყოფით გადაწყვეტილებას I ხარისხის ხის გაცემის საკითხზე განაცხადის მიღებიდან ერთი თვის ვადაში საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის), თვითმმართველი ერთეულების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების შემთხვევაში – შესაბამისი მართვის ორგანოს მიმართვის საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში იღებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამმართველო, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, რომელსაც გამოცემის შემდეგ ინფორმაციის სახით უგზავნის სამინისტროს.

12. საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, თვითმმართველი ერთეულების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ ტენდერის გამოცხადებისა და სამშენებლო ან მასთან გათანაბრებული ისეთი მომსახურების შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში, რომელიც ითვალისწინებს სამშენებლო მასალის სახით მერქნული რესურსის გამოყენებას, დაინტერესებული პირის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამმართველოს წერილობით განცხადებასთან ერთად წარედგინება შესაბამისი პროექტი ან/და დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლის განსახორციელებლადაც მოთხოვნილია მერქნული რესურსი, სადაც მითითებული და დასაბუთებული უნდა იყოს ზემოთ მითითებული პროექტისათვის აუცილებელი მერქნული რესურსის მოცულობა.

13. საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მოთხოვნილი I ხარისხის ხის მოთხოვნის შემთხვევაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამმართველოს წერილობით თხოვნასთან ერთად წარედგინება საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული შესაბამისი პროექტი ან/და მშენებლობის ნებართვა (არსებობის შემთხვევაში), რომლის განსახორციელებლადაც მოთხოვნილია მერქნული რესურსი და მშენებლობის განმახორციელებლის მიერ წერილობითი დადასტურება მოთხოვნის ფაქტობრივ მდგომარეობასთან შესაბამისობის თაობაზე.“.

9. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31-ე პუნქტი:

„31. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე, გარდა ამავე მუხლის პირველი, 11, მე-2, მე-3, მე-16, მე-17, მე-18 – 22-ე, 24-ე – 27-ე, 30-ე პუნქტებისა.“.

10. მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) განხორციელებული ჭრების, სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით საწყობდება სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მისი სააგენტოსათვის გადაცემა ხდება სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) ჭრის, ამორიცხულ ფართობზე ჭრის ან სპეციალური ჭრის განხორციელების უფლების მქონე პირსა და სააგენტოს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით. სააგენტოს მიერ აღნიშნული მერქნული რესურსის დახარისხება ხორციელდება ამ წესის 8მუხლის შესაბამისად. ასეთი წესით დამზადებულ მერქანს სააგენტო გასცემს ელექტრონული აუქციონის მეშვეობით ან მის გარეშე, 463 მუხლით დადგენილი წესით. სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) განხორციელებული ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსის 463 მუხლით დადგენილი წესით გაცემისას ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებელი არ გადაიხდება.“. 

11. მე-12 მუხლის 52 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„52. სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე არსებული შიგა წყლების ნაპირებზე, რომელიც არ ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე, არსებული ძირნაყარი მერქნული რესურსის (თუ მისი დიამეტრი წვრილი თავის ბოლოდან შეადგენს არა უმეტეს 12 სანტიმეტრისა) მოპოვება დასაშვებია მოსახლეობის მიერ უსასყიდლოდ, სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე. მითითებული ძირნაყარი მერქნული რესურსი (თუ მისი დიამეტრი წვრილი თავის ბოლოდან შეადგენს 12 სანტიმეტრზე მეტს) შესაძლებელია აითვისოს მოსახლეობამ მერქნული რესურსის სპეციალური ფირნიშით მარკირებისა და წარმოშობის დოკუმენტის გაცემის შედეგად, სააგენტოს მომსახურების საფასურის გადახდით. იმ შემთხვევაში, თუ ჭარბი აკუმულირების ადგილებიდან მოსახლეობა საკუთარი ძალებით ვერ შეძლებს ძირნაყარი მერქნული რესურსის გამოზიდვას, ამასთან, მერქნული რესურსის ადგილზე დატოვება ქმნის ჩახერგილობას, სააგენტო უფლებამოსილია, სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილების საფუძველზე, თავად უზრუნველყოს მერქნული რესურსის გამოტანა. ასეთი მერქნული რესურსი სააგენტოს მიერ შეიძლება გაიცეს ელექტრონული აუქციონის მეშვეობით ან მის გარეშე, 463 მუხლით დადგენილი წესით. აღნიშნული მერქნული რესურსის  463 მუხლით დადგენილი წესით გაცემისას ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებელი არ გადაიხდება.“.

12. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. განთავსების ადგილიდან ხე-ტყის ნარჩენის დაინტერესებული პირებისთვის საკუთრებაში გადაცემა დასაშვებია „ტყის მოვლისა და აღდგენის წესით“ განსაზღვრული მოვლის ღონისძიებების განხორციელების ფარგლებში მართვის ორგანოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, მხოლოდ ბიოსაწვავის წარმოების მიზნით. ხე-ტყის ნარჩენის ათვისება ხორციელდება ტყეკაფის გამოყოფის გარეშე. ასათვისებელი ხე-ტყის ნარჩენის მოცულობა დგინდება წინასწარ საორიენტაციოდ, ხოლო ფაქტობრივად ათვისებული ხე-ტყის ნარჩენის მოცულობა დაანგარიშდება ამ წესის მე-10 დანართით დამტკიცებული მეთოდოლოგიის მიხედვით. ტრანსპორტირების დაწყებამდე დაინტერესებული პირი ვალდებულია, ნარჩენი ადგილზე დააქუცმაცოს სათანადო ტექნოლოგიის გამოყენებით. ხე-ტყის ნარჩენის ათვისებისათვის პირმა უნდა გადაიხადოს სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ ყოველწლიურად შედგენილი შესაბამისი დასკვნის საფუძველზე მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილი საფასური, ფაქტობრივად ათვისებული მოცულობისთვის, ტრანსპორტირების დაწყებამდე. გადახდილი საფასური წარმოადგენს სააგენტოს დაფინანსების წყაროს.  საფასურის გადახდის დამატებითი პირობები დგინდება მართვის ორგანოსთან დადებული ხელშეკრულებით. ხე-ტყის ნარჩენის ტრანსპორტირება ხორციელდება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის საფუძველზე.“.

13. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ხე-ტყის დამზადების ბილეთი გაიცემა სოციალური ჭრისათვის გამოყოფილი კონკრეტული ტყეკაფის ფარგლებში და ხე-ტყის დამზადების ბილეთის მოქმედების ვადაა მისი გაცემიდან 90 კალენდარული დღე, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ ხე-ტყის დამზადების ვადაგასული ბილეთის ნაცვლად ახალი ბილეთი არ გაიცემა.“.

14. მე-14 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ხე-ტყის ხარისხის მიუხედავად, დადგენილ ვადებში ხე-ტყის სრული მოცულობით აუთვისებლობის შემთხვევაში, ხე-ტყის დამზადების ბილეთი უქმდება და მართვის ორგანოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი უკან არ ბრუნდება.“.

15.  274  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 274. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებლისათვის  სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობის უფლების მინიჭების წესი

1. თუ გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით განსაზღვრული, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა იმავდროულად საჭიროებს სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობას, საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს დაურთოს ამ წესის 272 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, რომელიც გამიჯნული იქნება საქართველოს ტყის კოდექსის მე-15-მე-16 მუხლებით განსაზღვრული სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით. ასეთ შემთხვევაში, ტყითსარგებლობის უფლება საქმიანობის განმახორციელებელს ენიჭება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემასთან ერთად. ამ პუნქტით დადგენილი წესით მიღებული სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ძალაშია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შემდეგ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში,  სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობისათვის საკომპენსაციო და/ან შემარბილებელი ღონისძიებები, საქართველოს ტყის კოდექსის მე-15-მე-16 მუხლებით განსაზღვრული სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამის მართვის ორგანოსთან შეთანხმების საფუძველზე, დგინდება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობებით. საკომპენსაციო ღონისძიებების ბენეფიციარს წარმოადგენს შესაბამისი მართვის ორგანო.“.

16.  277 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ წესის 271 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფრასტრუქტურის მშენებლობის ან ამისათვის საჭირო საპროექტო ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოებისათვის ან ამ წესის 271  მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული, არსებულ ინფრასტრუქტურაზე დამატებით ახალი სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას, აგრეთვე წიაღის შესწავლის და/ან მოპოვებისათვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩასატარებლად, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის ტყითმოსარგებლე ერთჯერადად, მიწაზე სამუშაოების განხორციელების დროს ფართობის შესაბამისად იხდის საკომპენსაციო საფასურს, ამ წესის მე-7 დანართის №2 ცხრილის მიხედვით. ამასთან, ამ პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის, მერქნიანი მცენარეების მოჭრის აუცილებლობის შემთხვევაში, ტყითმოსარგებლე ასევე ვალდებულია, ერთჯერადად გადაიხადოს საკომპენსაციო საფასურიც, ამ წესის მე-7 დანართის №1 ცხრილის შესაბამისად.  საკომპენსაციო საფასური ხმარდება მართვის ორგანოს მიერ ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებების უზრუნველყოფას.“.

17.  278 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო ტყის ფონდის ფარგლებს გარეთ, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული ველური მცენარეების სახეობების ან მათი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღებით დაინტერესებული პირი ვალდებულია, გადაიხადოს საკომპენსაციო საფასური ამ წესის №7 დანართის პირველი ცხრილის მიხედვით, მერქნული რესურსის შესაბამისი ჯგუფისათვის დადგენილი საფასურის ოთხმაგი ოდენობით. საკომპენსაციო საფასური ჩაირიცხება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ – ეროვნული საშენი მეურნეობის ანგარიშზე და ხმარდება მისი დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“.  

18. 463 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 463. მერქნული რესურსის პირდაპირი მიყიდვის წესი

1. პირდაპირი მიყიდვის წესით მერქნული რესურსი შესაძლებელია გაიცეს საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, თვითმმართველი ერთეულების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მრგვალი ხე-ტყით (მორით) უზრუნველსაყოფად, მათ მიერ ტენდერის გამოცხადებისა და სამშენებლო ან მასთან გათანაბრებული ისეთი მომსახურების შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში, რომელიც ითვალისწინებს სამშენებლო მასალის სახით მერქნული რესურსის გამოყენებას. ასეთ შემთხვევაში, დაინტერესებული პირის მიერ  წერილობით განცხადებასთან ერთად სააგენტოს წარედგინება შესაბამისი პროექტი ან/და დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლის განსახორციელებლადაც მოთხოვნილია მერქნული რესურსი, სადაც მითითებული და დასაბუთებული უნდა იყოს ზემოთ აღნიშნული პროექტისათვის აუცილებელი მერქნული რესურსის მოცულობა. საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მრგვალი ხე-ტყის (მორის) მოთხოვნის შემთხვევაში, წერილობით თხოვნასთან ერთად სააგენტოს წარედგინება საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული შესაბამისი პროექტი ან/და მშენებლობის ნებართვა (არსებობის შემთხვევაში), რომლის განსახორციელებლადაც მოთხოვნილია მერქნული რესურსი და მშენებლობის განმახორციელებლის მიერ წერილობითი დადასტურება მოთხოვნის  ფაქტობრივ მდგომარეობასთან შესაბამისობის თაობაზე. შესაბამისი მერქნული რესურსის არსებობის შემთხვევაში, პირდაპირი მიყიდვის წესით მერქნული რესურსის გაცემის მიზნით ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება (ნასყიდობის ან სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება).

2. პირდაპირი მიყიდვის წესით მერქნული რესურსი გაიცემა საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის), თვითმმართველი ერთეულების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საშეშე მერქნული რესურსით უზრუნველყოფის მიზნით, რაზეც ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება (ნასყიდობის ან სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება).

3. სააგენტო უფლებამოსილია, პირდაპირი მიყიდვის ფორმით მოსახლეობას გადასცეს მრგვალი ხე-ტყე (მორი) გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში (ხანძარი, სტიქიური უბედურება ან/და სხვა ფორსმაჟორული გარემოებები), რომელთა შედეგად დაზიანდა ან/და განადგურდა საცხოვრებელი სახლი. მერქნული რესურსის პირდაპირი მიყიდვის თაობაზე ფორმდება შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულება. მოსახლეობის მიერ მოთხოვნილი რესურსის დასაბუთებულობას შეისწავლის სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მიერ შექმნილი კომისია. კომისიის მუშაობაში სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოს წარმომადგენელი მონაწილეობას არ იღებს. კომისია ადგილზე შეისწავლის მოთხოვნის შესაბამისობას ფაქტობრივ მდგომარეობასთან, რაზედაც დგება კომისიის დასკვნა. დასკვნა თანდართულ ფოტოსურათებთან ერთად წარედგინება მართვის ორგანოს, რომელიც შესაბამისი მერქნული რესურსის არსებობის შემთხვევაში წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე გასცემს მოთხოვნილ მერქნულ რესურსს.

4. სააგენტო უფლებამოსილია, პირდაპირი მიყიდვის წესით გასაცემი საშეშე მერქნული რესურსის მიწოდება უზრუნველყოს დაპობილ-დაჩეხილი სახით. ასეთ შემთხვევაში, დამატებით გადახდილი უნდა იქნეს №4 დანართით გათვალისწინებული თანხა, რაც სააგენტოს დაფინანსების წყაროს წარმოადგენს.“.

19. 52-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 46 პუნქტი:

„46. ამ წესის 463 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოსახლეობის, ასევე საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის) და თვითმმართველი ერთეულების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირდაპირი მიყიდვის შემთხვევაში, მერქნული რესურსისათვის გადახდილ უნდა იქნეს  სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ ყოველწლიურად შედგენილი შესაბამისი დასკვნის საფუძველზე მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილი ფასი, რაც წარმოადგენს სააგენტოს დაფინანსების წყაროს. აღნიშნული თანხიდან სააგენტო უზრუნველყოფს ამ წესის 81 მუხლის მე-5 პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით დადგენილი მოსაკრებლის გადახდას შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში მერქნული რესურსის საკუთრებაში გადაცემამდე.“.

20.   დანართი №9 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №9

საშეშე მერქნული რესურსის სარეალიზაციო ფასები (დღგ-ის ჩათვლით)

მერქნული რესურსის სახეობა

1 3-ის სარეალიზაციო ფასი

ტრანსპორტირებით

1 3-ის სარეალიზაციო ფასი

ტრანსპრტირების გარეშე (დასაწყობების ადგილიდან)

 უთხოვარი, ბზა, ღვია, ძელქვა, კაკალი, მუხა, წაბლი, იფანი, თელა, თუთა, ნეკერჩხალი, ცაცხვი, პანტა, საღსაღაჭი, წიფელი, რცხილა, აკაცია, აკაკი და უხრავი

90 ლარი

 

 

75 ლარი

 ფიჭვი, ნაძვი, სოჭი, კედარი, კვიპაროსი, კრიპტომერია, ტუია, ჯაგრცხილა, ჭადარი და ტყის დანარჩენი მერქნიანი სახეობები

85 ლარი

 

70 ლარი

შენიშვნა: დადგენილი სარეალიზაციო ფასები ტრანსპორტირებით მოცემულია 30 კმ-ის ჩათვლით, ხოლო 30 კმ-ის ზევით ყოველ მომდევნო კილომეტრზე ფასს ემატება 1 მ3-ისთვის 0,50 ლარი (დღგ-ის ჩათვლით). საშეშე მერქნული რესურსის დაპობა-დაჩეხვის მომსახურების ღირებულება განისაზღვრება №4 დანართით.“. 

21. დაემატოს შემდეგი შინაარსის №10 დანართი:

დანართი №10

ხე-ტყის ნარჩენის მოცულობის გაანგარიშების მეთოდოლოგია

G= V/ * G * K = კგ

V= G / (G * K) = კბმ

სადაც:

G - ნარჩენის წონა (კგ);

V/ - ა/მ ძარის მოცულობა (კბმ);

G - ერთი კბმ მკვრივი მერქნის წონა (კგ);

K - გადაზიდვის კოეფიციენტი;

V - ნარჩენის მოცულობა (კბმ);

სიდიდე K, როგორც წონის  განსაზღვრის, ასევე ადგილზე დატვირთული მანქანის მოცულობის გაანგარიშების შემთხვევაში, უდრის 0.36-ს, ხოლო ტრანსპორტირების შემთხვევაში, მოცულობა დაანგარიშდება სიმკვრივის კოეფიციენტით, რომელიც უდრის 0.44-ს.

ერთი კუბური მეტრი მკვრივი მერქნის წონა (კგ)*

ხის ჯიში

1 კბმ ხის წონა კგ - 50/33%-იანი ტენიანობით

მუხა, ნეკერჩხალი, წაბლი

860

ცაცხვი

600

აკაცია

750

წიფელი

800

რცხილა, ჯაგრცხილა

970

ვერხვი, მურყანი

650

თელა

790

ნაძვი

560

სოჭი

550

ფიჭვი

625

შენიშვნა: შერეული კორომების შემთხვევაში, წონა დაანგარიშდება ამ ცხრილში მითითებული შესაბამისი ხის ჯიშების წონის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკული მონაცემის მიხედვით.“.

მუხლი 2
გარდამავალი დებულებები

1. დადგენილების პირველი მუხლის მე-13-მე-14 პუნქტების მოქმედება არ გავრცელდეს ამ დადგენილების ამოქმედებამდე გაცემულ ან/და განახლებად ხე-ტყის დამზადების ბილეთებზე. დადგენილების ამოქმედებამდე გაცემული ან/და გაცემული, მაგრამ ვადაგასული ბილეთების განახლების შესაძლებლობის და მათ საფუძველზე ხე-ტყის ათვისების ვადად განისაზღვროს 2019 წლის 1 იანვრამდე პერიოდი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაცემული ბილეთების მოქმედება შეწყდება, ხოლო ვადაგასული ბილეთები განახლებას არ დაექვემდებარება.

 2. დადგენილების პირველი მუხლის მე-16 პუნქტის მოქმედება არ გავრცელდეს დადგენილების ამოქმედებამდე სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ კომპენსაციის სახით ფაქტობრივად მიღებულ გადასახდელებზე, 2018 წლის დაგეგმილი ბიუჯეტის ფარგლებში.

მუხლი 3
1. დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან.


პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი