დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 47 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 02/02/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/02/2016 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 21/05/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 390050010.10.003.019111 |
|
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 1533) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. მე-14 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. II ხარისხის ხე-ტყე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებებში, კალენდარული წლის განმავლობაში, ერთ კომლს (ოჯახს) შესაძლებელია მიეცეს არაუმეტეს 15 მ3-ისა. ამ მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (გარდა ქ. თბილისისა) მიერ ხდება ფაქტობრივად მაცხოვრებელი კომლების (ოჯახების) წარმომადგენელთა (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) სიების მართვის ორგანოსათვის წარდგენა, ხოლო დაცული ტერიტორიიდან გასაცემი II ხარისხის ხე-ტყის ოდენობა განისაზღვრება დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმითა და დროებითი რეგულირების წესით.“. 2. 62-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა1) ტყის ფონდში კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავსებისათვის – 8 000 ლარი (დღგ-ის ჩათვლით) 1 ჰექტარამდე;“. |
მუხლი 2 |
ამ დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება იმ სამართალურთიერთობებზე, რომლებიც ტყის ფონდში კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავსების სფეროში უკვე წარმოშობილია ამ დადგენილების ამოქმედებამდე.
|
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები