დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 513 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 29/12/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2011 |
ძალაში შესვლის თარიღი | 30/12/2011 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 21/05/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 390050010.10.003.016673 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №513
2011 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 1533) და ამ დადგენილებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 30-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. 31-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
3. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 32. ნადირობის დოკუმენტის გამცემი ორგანო
1. დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ნადირობის დოკუმენტის გაცემის, ან გაცემის თაობაზე უარის თქმის შესახებ. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ნადირობის დოკუმენტი გაიცემა სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
2. ნადირობის დოკუმენტის გაცემისას შესაძლებელია დადგინდეს დამატებითი პირობები.“.
4. 34-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დაინტერესებულ პირს ნადირობის დოკუმენტს გადასცემს სააგენტო შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ. მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი სააგენტოში წარდგენილი უნდა იქნეს ნადირობის დოკუმენტის გაცემის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან არა უმეტეს 7 სამუშაო დღისა. აღნიშნულ ვადაში მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში, ნადირობის დოკუმენტის გაცემის თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სააგენტოს უფროსი აცხადებს ძალადაკარგულად.“.
5. №4 დანართის №6 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6 | ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების დოკუმენტის გაცემისათვის სახეობის ერთ ინდივიდზე: |
მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარობით | |||||
6.1 | ნიამორი | 500 ლარი |
|
|
|
|
|
6.2 | ჯიხვი, კეთილშობილი ირემი, მურა დათვი |
300 ლარი |
|
|
|
|
|
6.3 | შველი, გარეული ღორი | 200 ლარი |
|
|
|
|
|
6.4 | კავკასიური როჭო, კასპიური შურთხი |
100 ლარი |
|
|
|
|
|
6.5 | დურაჯი | 50 ლარი |
|
|
|
|
|
6.6 | მგელი, მელა, ტყის კვერნა, ქვის კვერნა, მაჩვი, ნუტრია, ენოტი, ხოხობი, კაკაბი, გნოლი |
30 ლარი |
|
|
|
|
|
6.7 | ტურა, ტყის კატა, კურდღელი, ენოტისებური ძაღლი |
20 ლარი.“. |
|
|
|
|
|
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დოკუმენტის კომენტარები