"ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
"ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 228
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/06/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110603015, 03/06/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 21/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 390050010.10.003.016388
  • Word
228
01/06/2011
ვებგვერდი, 110603015, 03/06/2011
390050010.10.003.016388
"ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 228

2011 წლის 1 ივნისი

ქ. თბილისი

ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის           2010 წლის 20 აგვისტოს 242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 25- მუხლის შესაბამისად „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში (სსმ, 2010 წ., მუხ. 1533) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის V1 თავი:

„თავი V1

სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობა

    მუხლი 271. სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის მიზნები

სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობა ხორციელდება შემდეგი მიზნებისათვის:

) ჰიდროკვანძების, მილსადენების, გზების, კავშირგაბმულობის და ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, არხების ფუნქციონირებისათვის, მშენებლობისათვის, რეკონსტრუქციისათვის (რეაბილიტაციისათვის) ან დემონტაჟისათვის ან ამისათვის საჭირო საპროექტო ან/და საინჟინრო‑გეოლოგიური სამუშაოებისათვის;

) ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებისა და წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციისათვის;

) ხეების შესაძლო წაქცევით ნებისმიერი ინფრასტრუქტურის ან მისი ცალკეული ელემენტების ფუნქციონირების შეზღუდვის ან მათი დაზიანების საფრთხის არსებობისას;

) წიაღის შესწავლის ან/და მოპოვებისათვის;

) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეკონსტრუქციისათვის (რეაბილიტაციისათვის), არქეოლოგიური სამუშაოების, არქეოლოგიური დაზვერვის, არქეოლოგიური გათხრების წარმოებისათვის;

) ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩასატარებლად.

    მუხლი 272. სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების მინიჭება

1. სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების მინიჭებისა და ამ ტერიტორიაზე სპეციალური ჭრების განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილებას მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე იღებს სამინისტრო, ხოლო დაცულ ტერიტორიებზე იქ, სადაც დაშვებულია სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური მიზნით სარგებლობა, – საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო, გარდა საქართველოს ტყის კოდექსის 68- მუხლის მე-5 ნაწილითა და 69- მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. საქართველოს ტყის კოდექსის 68- მუხლის მე-5 ნაწილითა და 69- მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის გაცემისა და ამ ტერიტორიაზე სპეციალური ჭრების განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.

    მუხლი 273. სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის თაობაზე საკითხის დასმა

1. სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობით დაინტერესებული პირი განცხადებით მიმართავს შესაბამისად სამინისტროს ან საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს.

2. დაინტერესებული პირის განცხადება (თანდართული დოკუმენტებით) ამ წესის 271 მუხლის „ა“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესათანხმებლად ეგზავნება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში საკითხი შესაძლებელია შეთანხმდეს სხვა დაინტერესებულ უწყებებთანაც.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაინტერესებულ უწყებებთან საკითხის შეთანხმებისა და შესაბამისი მართვის ორგანოს დასკვნის საფუძველზე სამინისტრო ან საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო იწყებს გადაწყვეტილების მიღების პროცედურას, ხოლო ამ წესის 272 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკითხს წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

4. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის 271 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუქტებით გათვალისწინებული მიზნებისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში გამოყოფის საკითხი დასმულია მართვის ორგანოს მიერ, გადაწყვეტილება მიიღება სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან საკითხის შეთანხმების გარეშე.

    მუხლი 274. სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის წარსადგენი დოკუმენტები

1. ამ წესის 271 მუხლის „ა“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებული პირის განცხადებაში უნდა აღინიშნოს სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის აუცილებლობის მოტივაცია, მიზანი და ვადები. განცხადებას თან უნდა დაერთოს:

) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი, ხოლო ფიზიკური პირისათვის საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი; საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სადამფუძნებლო დოკუმენტების ასლი;

) სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის შერჩეული ფართობის დაზუსტებული აზომვითი ნახაზი UTM კოორდინატთა სისტემაში, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს აზომვითი ნახაზის შემსრულებელი პირის მიერ;

) ხე-ტყის მოჭრის აუცილებლობის დასაბუთება;

) ინფორმაცია სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის შერჩეულ ფართობზე წითელი ნუსხით დაცულ მერქნიან მცენარეთა სახეობების არსებობის შესახებ.

2. ამ წესის 271 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განცხადებას ასევე უნდა დაერთოს წიაღის შესწავლის ან/და მოპოვების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.  

3. ამ წესის 271 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განცხადებას ასევე უნდა დაერთოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვა.

4. ამ წესის 271 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებული პირის განცხადებას თან უნდა დაერთოს მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, ხოლო 271 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ასევე ინფორმაცია მოსაჭრელი ხეების რაოდენობის შესახებ სახეობების მიხედვით.

    მუხლი 275. სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცედურა

1. ამ წესის 274 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო ან საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო ან საქართველოს მთავრობა, რის შესახებაც გამოიცემა შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

2. სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისას ხე-ტყის დამზადების აუცილებლობის შემთხვევაში ხორციელდება ტყეკაფის მონიშვნა და გამოყოფა, ხოლო ამისათვის საჭირო ხარებს გაიღებს დაინტერესბული მხარე.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აქტის საფუძველზე მართვის ორგანო დაინტერესებულ პირთან (გარდა ამ წესის 271 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა) აფორმებს სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ხელშეკრულებას.

4. სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით მოსარგებლე ვალდებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება დაარეგისტრიროს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.“.

 მუხლი 2. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 15 თებერვლის №5 ბრძანება „სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებისათვის სპეციალური დანიშნულების კატეგორიის მინიჭების წესის შესახებ“.

 მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 ივნისიდან.

პრემიერ-მინისტრი      ნ. გილაური