„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 506
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/08/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/08/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 21/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 390050010.10.003.022226
506
17/08/2020
ვებგვერდი, 19/08/2020
390050010.10.003.022226
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №506

2020 წლის 17 აგვისტო

   ქ. თბილისი

 

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში (სსმ, №103, 24/08/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.  განთავსების ადგილიდან ხე-ტყის ნარჩენის დაინტერესებული პირებისთვის საკუთრებაში გადაცემა დასაშვებია აუქციონის წესით. ხე-ტყის ნარჩენის ათვისება ხორციელდება ტყეკაფის გამოყოფის გარეშე. ასათვისებელი ხე-ტყის ნარჩენის მოცულობა დგინდება წინასწარ საორიენტაციოდ, ხოლო ფაქტობრივად ათვისებული ხე-ტყის ნარჩენის მოცულობა დაანგარიშდება ამ წესის მე-10 დანართით დამტკიცებული მეთოდოლოგიის მიხედვით. დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, ნარჩენი გამოიტანოს დაუქუცმაცებელი ან დაქუცმაცებული სახით. დაქუცმაცებული სახით ნარჩენის გამოტანის შემთხვევაში, მისი დაქუცმაცება უნდა მოხდეს ადგილზე, ტრანსპორტირების დაწყებამდე, სათანადო ტექნოლოგიის გამოყენებით. გადახდილი საფასური წარმოადგენს სააგენტოს დაფინანსების წყაროს.  ხე-ტყის ნარჩენის ტრანსპორტირება ხორციელდება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის საფუძველზე.“.

2. დანართი №10 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი №10

ხე-ტყის ნარჩენის მოცულობის გაანგარიშების მეთოდოლოგია

 

Gნ= Vა/მ * G * K = კგ

Vნ= Gნ / (G * K) = კბმ

 

სადაც:

Gნ - ნარჩენის წონა (კგ);

Vა/მ - ა/მ ძარის მოცულობა (კბმ);

G - ერთი კბმ მკვრივი მერქნის წონა (კგ);

K - გადაზიდვის კოეფიციენტი;

Vნ - ნარჩენის მოცულობა (კბმ);

 

სიდიდე K, როგორც წონის  განსაზღვრის, ასევე ადგილზე დატვირთული მანქანის მოცულობის გაანგარიშების შემთხვევაში, უდრის 0.36-ს, ხოლო ტრანსპორტირების შემთხვევაში, მოცულობა დაანგარიშდება სიმკვრივის კოეფიციენტით, რომელიც უდრის 0.44-ს.

 

ერთი კუბური მეტრი მკვრივი მერქნის წონა (კგ)*

 

ხის ჯიში

1 კბმ ხის წონა კგ - 50/33%-იანი ტენიანობით

მუხა, ნეკერჩხალი, წაბლი

860

ცაცხვი

600

აკაცია

750

წიფელი

800

რცხილა, ჯაგრცხილა

970

ვერხვი, მურყანი

650

თელა

790

ნაძვი

560

სოჭი

550

ფიჭვი

625


შენიშვნა: შერეული კორომების შემთხვევაში, წონა დაანგარიშდება ამ ცხრილში მითითებული შესაბამისი ხის ჯიშების წონის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკული მონაცემის მიხედვით. დაუქუცმაცებელი ხე-ტყის ნარჩენის გამოტანისას ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის შემთხვევაში, ნარჩენის მოცულობის განსაზღვრისას დგინდება სატრანსპორტო საშუალების ძარის მოცულობა მ3-ში.  ფოთლოვანი სახეობის ხის ნარჩენი დაანგარიშდება 0,20 კოეფიციენტზე ნამრავლით, შერეული  (წიწვოვან-ფოთლოვანი) სახეობის შემთხვევაში – 0,25 კოეფიციენტით, ხოლო წიწვოვანი სახეობის შემთხვევაში -– 0,30 კოეფიციენტით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია