დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
"ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 367 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 07/09/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/09/2012 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 21/05/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 390050010.10.003.017040 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №367
2012 წლის 7 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 1533) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე‑10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ტყითმოსარგებლე ვალდებულია სოციალური ჭრის შედეგად მოპოვებული ხე-ტყის, ასევე მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართვის შემთხვევაში სოციალური ჭრის შედეგად მოპოვებული ხე-ტყის, ასევე მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართვამდე სააგენტოს ანგარიშზე გადაიხადოს ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართვის საფასური: 1 კუბურ მეტრ მერქნულ რესურსზე (როგორც ხე-ტყის, ასევე გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაშიც) – 100 ლარი. იმ შემთხვევაში, თუ მერქნული რესურსის მოცულობა მეტია ან ნაკლებია 1 კუბურ მეტრზე, ტყითმოსარგებლე ყოველ 0,1 კუბურ მეტრზე იხდის 10 ლარს. ამასთან, მოცულობა მრგვალდება 0,1 კუბური მეტრის სიზუსტით.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ი . მერაბიშვილი
დოკუმენტის კომენტარები