დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 434 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 18/11/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111125012, 25/11/2011 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 21/05/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 390050010.10.003.016594 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №434
2011 წლის 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 1533) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. 46-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე ინფორმაცია ქვეყნდება სააგენტოს ინტერნეტგვერდზე ან/და ინტერნეტგვერდზე – www.eauction.ge.“.
2. 48-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ელექტრონულ აუქციონს ატარებს სააგენტო. სააგენტო უფლებამოსილია, რომ ელექტრონული აუქციონი ჩაატაროს, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მეშვეობით.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დოკუმენტის კომენტარები