„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 527
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/09/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 21/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 390050020.10.003.018147
527
01/09/2014
ვებგვერდი, 02/09/2014
390050020.10.003.018147
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №527

2014 წლის 1 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში (სსმ, №103, 24/08/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 და 222 პუნქტები:

„221. მრგვალი ხე-ტყე (მორი) - ხე-ტყის დამზადების შედეგად  მიღებული, 12 სმ-ზე მეტი (წვრილი ბოლოდან) დიამეტრის მქონე მერქნული რესურსი.

222. საშეშე მერქანი - ხე-ტყის დამზადების შედეგად მიღებული ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი ან წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის მერქნული რესურსი.“.  

2. მე-2 მუხლის 262 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„262. ტყეკაფის გაუქმება - ტყეკაფის ათვისებამდე ამ ტყეკაფის არასწორად გამოყოფის, ან გამოყოფილი ტყეკაფის ათვისების შეუძლებლობის შემთხვევაში, მართვის ორგანოს მიერ ტყეკაფის გაუქმების აქტის შედგენა და მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში მისი ატვირთვა.“.

 

 

3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. ტყითსარგებლობის სახეები

ამ დადგენილების მიზნებისათვის, ტყითსარგებლობის სახეებია:

ა) ხე-ტყის დამზადება;

ბ) მიჩენის მიზნით სარგებლობა;

გ) სპეციალური მიზნით სარგებლობა;

დ) სააგენტოს მიერ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობა;

ე) ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადება;

ვ) ტყის ფონდში მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა;

ზ) ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობა;

თ) სატყეო პლანტაციური მეურნეობის წარმოება;

ი) სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა;

კ) საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით სარგებლობა;

ლ) თევზის მეურნეობის მოწყობა;

მ) ცხოველთა თავშესაფრებისა და სანაშენეების მოწყობა;

ნ) არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობა;

ო) კომპლექსური ტყითსარგებლობა;

პ) კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავსება.“.

4. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ძირნაყარი ხე-ტყის გაცემისას, ტყეკაფი მომიჯნავე ტერიტორიისაგან საიდენტიფიკაციო ნიშნით არ გაიმიჯნება. ხე-ტყის განთავსების ტერიტორია ფიქსირდება GPS კოორდინატებით. შესაბამისი დოკუმენტის გარეშე მოჭრილი ხე-ტყით წარმოშობილ ძირნაყარზე ტყეკაფი არ გამოიყოფა. ძირნაყარი ხე-ტყის მოცულობა დგინდება საორიენტაციოდ.“.

5. მე-8 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ტყეკაფზე ჭრაში დანიშნული ხეების აღრიცხვა ხორციელდება ხის სახეობების, დიამეტრებისა და შესაბამისი ხარისხების მიხედვით. სააგენტოს მიერ განხორციელებული სპეციალური ჭრის დროს ტყეკაფზე ჭრაში დანიშნული ხეების აღრიცხვა ხორციელდება, მხოლოდ, ხის სახეობებისა და დიამეტრების მიხედვით.“.

6. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 და 222 პუნქტები:

„221. სააგენტოს მიერ განხორციელებული სპეციალური ჭრების ფარგლებში, ტყეკაფის მონიშვნის მასალების მონაცემთა ერთიან ბაზაში ასახვა, დადგენილი წესით, ხორციელდება სააგენტოს მიერ. ამ შემთხვევაში, ტყეკაფი გამოიყოფა ტყეკაფის პასპორტის გამოწერით, რომელიც ხელმოწერით დასტურდება მართვის ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ.

222. ტყეკაფის ათვისების ვადაა მისი გამოყოფიდან ორი წელი. ამ ვადის გასვლის შემდგომ, ტყეკაფი უქმდება, იმის მიუხედავად, სრულად მოხდა მისი ათვისება, თუ არა.“.

7. 81 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. სააგენტოს მიერ სპეციალური ჭრის შედეგად დამზადებული მერქნული რესურსის გასხვისებისას:

ა) მრგვალი ხე-ტყის (მორის) გაცემისას, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდა ხორციელდება „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის პირველი კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობით;

ბ) საშეშე მერქნის გაცემისას, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდა ხორციელდება „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის მე-3 კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობით.“.

8. მე-12 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. მართვის ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, მართვის ორგანოს მიერ ან/და მასთან შეთანხმებით, სხვა პირის მიერ, ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მოწყობისას, რეაბილიტაციისას ან/და მოვლისას, სამინისტროს თანხმობით, სპეციალური ჭრები ხორციელდება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, 30 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე (გარდა, დაცული ტერიტორიების იმ კატეგორიებისა და ზონებისა, სადაც კანონმდებლობით აკრძალულია ტყითსარგებლობა). ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაზე ამ დადგენილების V1 თავის მოთხოვნები არ ვრცელდება.“.

9. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

„5. II ხარისხის ხე-ტყე, „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დასახლებულ პუნქტებში, კალენდარული წლის განმავლობაში ერთ კომლს (ოჯახს) შესაძლებელია მიეცეს არა უმეტეს 15 მ3-ისა. ამ მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (გარდა ქ. თბილისისა) მიერ ხდება ფაქტობრივად მაცხოვრებელი კომლების (ოჯახების) წარმომადგენელთა (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) სიების მართვის ორგანოსათვის წარდგენა, ხოლო დაცული ტერიტორიიდან გასაცემი II ხარისხის ხე-ტყის ოდენობა განისაზღვრება დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმითა და დროებითი რეგულირების წესით.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პირობები ვრცელდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სოფლებზე.“.

10. 271 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) ტყის მდგრადი მართვის პრინციპებიდან გამომდინარე, სააგენტოს მიერ განხორციელებული სპეციალური ჭრებისათვის.“.

 

11. 273 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის 271 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მიზნებისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში გამოყოფის საკითხი დასმულია მართვის ორგანოს მიერ, გადაწყვეტილება მიიღება სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან საკითხის შეთანხმების გარეშე.“.

12. 275 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 276 მუხლი:

მუხლი 276. სააგენტოს მიერ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობა

1. სააგენტოს მიერ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის განხორციელების თაობაზე სააგენტოს უფროსი შუამდგომლობით მიმართავს მინისტრს, რომელიც შესაბამისი ბრძანებით, სააგენტოს მიერ სპეციალური ჭრის განხორციელების მიზნით, განსაზღვრავს სააგენტოს მიერ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ტერიტორიას.

2. სააგენტოს მიერ სპეციალური ჭრები ხორციელდება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე. ამ შემთხვევაში, ამ წესის 274 - 275 მუხლების მოთხოვნები სააგენტოზე არ ვრცელდება და სპეციალური მიზნით ტყითსარგებლობის წერილობითი ხელშეკრულება არ იდება.

3. სააგენტოს მიერ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისას განხორციელებული სპეციალური ჭრებით ხე–ტყის დამზადება და ტრანსპორტირება ხორციელდება უშუალოდ, ან შესაბამისი მომსახურების სახელწიფო შესყიდვით.

4. სააგენტოს მიერ სპეციალური ჭრით დამზადებული მრგვალი ხე–ტყე (მორი) და/ან საშეშე მერქანი, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, საწყობდება სააგენტოს მიერ გამოყოფილ სპეციალურ ადგილზე (ადგილებზე).

5. სააგენტო სპეციალური ჭრით ხე-ტყის დამზადებას ახორციელებს მთავარი სარგებლობისა და მოვლითი ჭრების მოთხოვნათა დაცვით.

6. სააგენტოს მიერ სპეციალური ჭრით დამზადებული ან/და დასამზადებელი მერქნული რესურსის რეალიზაცია ხორციელდება ელექტრონული აუქციონის მეშვეობით.“.

13. 42-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. მართვის ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, მართვის ორგანოს მიერ ან/და მასთან შეთანხმებით, სხვა პირის მიერ ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მოწყობისას, რეაბილიტაციის ან/და მოვლის, ასევე, მართვის ორგანოს მიერ ხანძარსაწინააღმდეგო ან/და ხე–ტყის დამზადების ღონისძიებების განხორციელებისას ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნა ხორციელდება ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გარეშე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

14. 45-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„2. ამ თავის მიზნებისათვის, მერქნული რესურსია (გარდა სოციალური ჭრის ფარგლებში ხე-ტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე დამზადებული მერქნული რესურსისა) სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ფართობებზე განხორციელებული ჭრების, სპეციალური ჭრებისა და სააგენტოს მიერ განხორციელებული სპეციალური ჭრების შედეგად დამზადებული მერქნული რესურსი, აგრეთვე, ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მოწყობისას, რეაბილიტაციისას ან/და მოვლისას მოჭრილი მერქნული რესურსი (გარდა ამ წესის მე-12 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ტყითმოსარგებლისათვის (მათ შორის, ლიცენზიანტი) ტყითსარგებლობის ვადის ამოწურვის ან შეწყვეტის შემდეგ სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოუზიდავი მერქნული რესურსი, მოვლითი ჭრებით მიღებული მერქნული რესურსი, ამ წესის 56-ე მუხლის მე-5 პუნქტით, 58-ე მუხლის მე-6 პუნქტით, 59-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და 611 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გარემოდან ამოღებული მერქნული რესურსი, ასევე, მართვის ორგანოსთვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაცემული მერქნული რესურსი.“.

15. 46-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:   

„4. ელექტრონული აუქციონი ცხადდება სააგენტოს უფროსის ბრძანებით.“.

16. 46-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:

ა) აუქციონის გამომცხადებელი ორგანოს დასახელებას;

ბ) ქონების დასახელებას, ადგილმდებარეობას და ზოგად მონაცემებს (ტყის ფონდის სარგებლობაში გაცემის შემთხვევაში) ან მერქნული რესურსის საკუთრებაში გაცემის შემთხვევაში, მერქნული რესურსის სახეობას, ადგილმდებარეობასა და მოცულობას, მრგვალი ხე-ტყის (მორის) შემთხვევაში, მის სიგრძეს, წვრილი თავის დიამეტრს, ფირნიშის მონაცემებს;

გ) აუქციონის დაწყებისა და დასრულების დროს, რომელსაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, განსაზღვრავს სააგენტო;

დ) სარგებლობის უფლებით გადასაცემი ტყის ფონდის ან საკუთრების უფლებით გასაცემი მერქნული რესურსის საწყის ფასს;

ე) მერქნული რესურსისათვის „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის პირველი კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობასა და სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობას (მერქნული რესურსის საკუთრებაში გაცემის შემთხვევაში);

ვ) ბეს ოდენობას;

ზ) აუქციონის ჩატარების პირობებს;

თ) სახელმწიფო ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში - სარგებლობის ვადას;

ი) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც აუქციონის გამომცხადებელი ორგანო ჩათვლის საჭიროდ.“.

17. 46-ე მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 461 მუხლი:

„მუხლი 461. სააგენტოს მიერ განხორციელებული სპეციალური ჭრების ფარგლებში დამზადებულ ან/და დასამზადებელ მერქნულ რესურსზე ელექტრონული აუქციონის გამოცხადების წესი

1. სააგენტოს მიერ განხორციელებული სპეციალური ჭრების ფარგლებში  დამზადებულ ან/და დასამზადებელ მერქნულ რესურსზე ელექტრონული აუქციონი ცხადდება სააგენტოს ინიციატივით.

2. ელექტრონული აუქციონის ჩატარების მიზანია მერქნული რესურსის საკუთრების უფლება მიანიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ელექტრონული ვაჭრობის პროცესში ყველაზე მაღალ ფასს დააფიქსირებს.

3. ელექტრონული აუქციონი ცხადდება სააგენტოს უფროსის ბრძანებით.

4. ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე ინფორმაცია ქვეყნდება სააგენტოს ინტერნეტგვერდზე და ინტერნეტგვერდზე – www.eauction.ge.

5. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:

ა) აუქციონის გამომცხადებლის დასახელებას;

ბ) მერქნული რესურსის სახეობას, ადგილმდებარეობასა და მოცულობას, მრგვალი ხე-ტყის (მორის) შემთხვევაში - მის სიგრძეს, წვრილი თავის დიამეტრს, ფირნიშის მონაცემებს, ხოლო დასამზადებელი მერქნული რესურსის შემთხვევაში - სახეობას, ადგილმდებარეობასა და მოცულობას;

გ) აუქციონის დაწყებისა და დასრულების დროს, რომელსაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს სააგენტო;

დ) საკუთრების უფლებით გასაცემი მერქნული რესურსის აუქციონის საწყის ფასს (დღგ-ის ჩათვლით);

ე) მერქნული რესურსისათვის „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის - მრგვალი ხე-ტყის (მორის) შემთხვევაში - პირველი კატეგორიისათვის და საშეშე მერქნისათვის - მე-3 კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობას;

ვ) ბეს ოდენობას;

ზ) აუქციონის ჩატარების პირობებს;

თ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც აუქციონის გამომცხადებელი ორგანო ჩათვლის საჭიროდ.

6. აუქციონში მონაწილეს უფლება აქვს, აუქციონზე გამოტანილი ქონების შესახებ მიიღოს მისთვის საჭირო, სააგენტოს ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაცია.

7. სააგენტოს მიერ განხორციელებული სპეციალური ჭრების ფარგლებში  დამზადებულ ან/და დასამზადებელ მერქნულ რესურსზე ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის პი­რო­ბები განისაზღვრება ამ წესის 47-ე მუხლის შესაბამისად.“.

18. 48-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. სააგენტოს მიერ დამზადებული ან/და დასამზადებელი მერქნული რესურსის გაცემის მიზნით გამართული ელექტრონული აუქციონის საორიენტაციო ფასი, კვარტალში ერთხელ, დგინდება სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების საექსპერტო დასკვნის საფუძველზე.“.

19. 50-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. სააგენტოს მიერ განხორციელებული სპეციალური ჭრების ფარგლებში დამზადებული ან/და დასამზადებელი მერქნული რესურსის საკუთრებაში გაცემის თაობაზე ელექტრონულ აუქციონზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესი.“.

20. 52-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქტები:

„41. სააგენტოს მიერ განხორციელებული სპეციალური ჭრების ფარგლებში დამზადებული მერქნული რესურსის საკუთრების უფლებით გაცემის მიზნით, გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით, გადაიხადოს მითითებულ სააგენტოს ანგარიშზე, მის მიერ ელექტრონულ აუქციონზე შეთავაზებული ფასი. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის - მრგვალი ხე-ტყის (მორის) შემთხვევაში - პირველი კატეგორიისათვის და საშეშე მერქნისათვის - მე-3 კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის ადგილობრივ ბიუჯეტში გადახდას სააგენტო ახორციელებს მერქნული რესურსის აუქ­ციონში გამარჯვებულისათვის გადაცემამდე.  

42. სააგენტოს მიერ სპეციალური ჭრების ფარგლებში დასამზადებული მერქნული რესურსის საკუთრების უფლებით გაცემის მიზნით, გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით, ავანსის სახით, გადაიხადოს მითითებულ სააგენტოს ანგარიშზე, მის მიერ ელექტრონულ აუქციონზე შეთავაზებული ფასის 10%. დარჩენილი თანხის გადახდის, მერქნული რესურსის დამზადების ვადები და მიწოდების პირობები განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი