„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 368
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/12/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 21/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 390050010.10.003.017530
368
24/12/2013
ვებგვერდი, 24/12/2013
390050010.10.003.017530
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №368

2013 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებულ წესში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 1533) შეტანილ იქნეს ცვლილება და 274 მუხლს დაემატოს შემ­დეგი შინა­არ­სის მე-6 პუნქტი:

„6. 2014 წლის 1 სექტემბრამდე ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ შესაბამისი ხელშეკ­რუ­ლებით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელების მიზნით სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით  სარგებლობი­სას.“.

მუხლი 2
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქარ­თველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №302 დადგენილების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის მოქმედება 2014 წლის 1 სექტემბრამდე არ ვრცელდება ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ მე-6 პუნქტში მითითებულ შემთხვევაზე.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 29 ნოემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი