„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 389
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111017017, 17/10/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 21/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 390050010.10.003.016549
  • Word
389
11/10/2011
ვებგვერდი, 111017017, 17/10/2011
390050010.10.003.016549
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 389

2011 წლის 11 ოქტომბერი

. თბილისი

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილეის შეტანის თაობაზე

მუხლი 1.  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 1533) და ამ   დადგენილებით დამტკიცებული ტყითსარგებლობის წესის:

1. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სოციალური ჭრა ხორციელდება არაკომერციული მიზნით მოსახლეობის, საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის) და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა პირების ხე-ტყით (მათ შორის, ნახანძრალი და ძირნაყარი ხე-ტყე, სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ფართობებზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი, ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მშენებლობისას ან/და მოწყობისას მოჭრილი მერქნული რესურსი, ტყითმოსარგებლისათვის (მათ შორის, ლიცენზიატისათვის) ტყითსარგებლობის ვადის ამოწურვის ან შეწყვეტის შემდეგ სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოუზიდავი მერქნული რესურსი) უზრუნველყოფის მიზნით..

2. მე-11 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. ნებით ამორჩევითი ჭრა ხორციელდება:

ა) 0,3 და 0,4 სიხშირის კორომებში, 3 დანართის შესაბამისად, გაბატონებული მერქნიანი ჯიშების საკმარისი რაოდენობის მოზარდის არსებობისას, ჭრაში ინიშნება 28 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები (მათ შორის, პირველ რიგში ზეხმელი, ხმობადი და ფუღურო ხეები);

ბ)  0,5 სიხშირის კორომებში ჭრა ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მერქნიან სახეობათა მოზარდი არის საკმარისი რაოდენობით, რომელიც ტყეკაფზე ტყის აღდგენას უზრუნველყოფს (3 დანართის გათვალისწინებით), 0,5 სიხშირის კორომებში იჭრება მარაგის 25%-მდე;

გ) 0,6 და ნაკლები სიხშირის მარადმწვანე ქვეტყიან, მაყვლიან და გვიმრიან ტყის კორომებსა და მიკროუბნებში ჭრა არ ინიშნება (თუ მათი დაფარულობა 40%-ზე მეტია). აღნიშნულ კორომებში დასაშვებია ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელება, რომელთა წინაპირობას შეადგენს განახლებისა და შემდგომ ჭრისათვის ტერიტორიის მომზადება ქვეტყის გამოხშირვით ან ფანჯრული და ზოლებრივი პირწმინდა მოჭრით, ჩატარებული ჭრებიდან 5 წლის შემდეგ საკმარისი მოზარდის არსებობის შემთხვევაში (3 დანართის გათვალისწინებით) დასაშვებია ჭრის დანიშვნა;

დ) 0,6-0,7 სიხშირის კორომებში იჭრება არსებული მარაგის 20%-მდე, ხოლო 0.8 და მეტი სიხშირის კორომებში – არსებული მარაგის 30%-მდე (კორომის სიხშირის 0,3 ერთეულით დაწევით). 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში, მარადმწვანე ქვეტყის, მაყვლისა და გვიმრის არსებობის შემთხვევაში (თუ მათი დაფარულობა 40%-ზე მეტია) სიხშირე არ დაიყვანება 0,6-ზე დაბლა..

3. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტები:

7. დაუშვებელია ტყითმოსარგებლის მიერ ხე-ტყის დამზადების პროცესში ტყეკაფში ხის ჭრის დროს ჭრაში დაუნიშნავი ფესვის ყელზე 12 სმ და მეტი დიამეტრის მქონე ხეების წაქცევა ან ღეროს გადატეხვა ტყეკაფში მონიშნული მოჭრილი ხეების 10%-ზე მეტი ოდენობით, ხოლო ამ ოდენობის ფარგლებში დაზიანებული და მოპოვებული მერქნული რესურსი ჩაითვლება შესაბამისი ტყითმოსარგებლის ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით განსაზღვრული ყოველწლიურად მოსაპოვებელი მერქნული რესურსის ოდენობის ფარგლებში.

8. ტყითმოსარგებლისათვის გამოყოფილ ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მოსაწყობად შერჩეულ ფართობზე ხე-ტყის მოჭრის აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობა (მათ შორის, სპეციალური ჭრის განხორციელება) ან/და დადგენილი წესით  ტყეკაფის გამოყოფა ლიცენზიით გათვალისწინებული ყოველწლიურად მოსაპოვებელი მერქნული რესურსის ოდენობის ფარგლებში.

9. ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მოწყობისათვის დადგენილი წესით ტყეკაფის გამოყოფისას ტყითმოსარგებლის მიერ ხორციელდება მოსაჭრელი ხეების (გარდა წითელი ნუსხით გათვალისწინებული სახეობებისა) ძირობრივად მონიშვნა, ტყეკაფის მონიშვნის მასალების შესაბამისი მართვის ორგანოსათვის გადაცემა და ტყეკაფის გამოყოფა დადგენილი წესით. ტყეკაფის მონიშვნამდე ტყითმოსარგებლე ვალდებულია შესაბამის მართვის ორგანოს ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მიმართულების შესათანხმებლად ტყეკაფის ადგილმდებარეობის მითითებით წარუდგინოს:

ა) ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის შერჩეული ფართობის დაზუსტებული აზომვითი ნახაზი UTM კოორდინატთა სისტემაში, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს აზომვითი ნახაზის შემსრულებელი პირის მიერ (ამასთან, წარმოდგენილი უნდა იქნეს დაზუსტებული აზომვითი ნახაზის Shp-ფაილი ელექტრონული ვერსია UTM კოორდინატთა სისტემაში);

ბ) ინფორმაცია  შერჩეულ ფართობზე წითელი ნუსხით დაცულ მერქნიან მცენარეთა სახეობების არსებობის შესახებ;

) მოთხოვნის შემთხვევაში, ინფორმაცია შერჩეულ ფართობზე არსებული ტყის სატაქსაციო მონაცემების შესახებ.

10. ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მიმართულების შეთანხმების შემდეგ, დადგენილი წესით გამოყოფილ ტყეკაფში ტყითმოსარგებლეს თავის მიერ მოჭრილი მერქნული რესურსი ჩაეთვლება ლიცენზიით განსაზღვრულ ყოველწლიურად მოსაპოვებელი მერქნული რესურსის ოდენობის ფარგლებში.“.

4. 271 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 271. სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის მიზნები

1. სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობა ხორციელდება შემდეგი მიზნებისათვის:

ა) ჰიდროკვანძების, მილსადენების, გზების, კავშირგაბმულობის (გარდა ტყის ფონდში კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავსებისა), ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, არხების ფუნქციონირებისათვის, მშენებლობისათვის, რეკონსტრუქციისათვის (რეაბილიტაციისათვის) ან დემონტაჟისათვის ან ამისათვის საჭირო საპროექტო ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოებისათვის;

ბ) ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებისა და  წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციისათვის;

გ) ხეების შესაძლო წაქცევით ნებისმიერი ინფრასტრუქტურის ან მისი ცალკეული ელემენტების ფუნქციონირების შეზღუდვის ან მათი დაზიანების საფრთხის არსებობისას;

დ) წიაღის შესწავლის ან/და მოპოვებისათვის;

ე) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეკონსტრუქციისათვის (რეაბილიტაციისათვის), არქეოლოგიური სამუშაოების, არქეოლოგიური დაზვერვის, არქეოლოგიური გათხრების წარმოებისათვის;

ვ) ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩასატარებლად;

ზ) სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის.

 2. ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მოწყობისათვის სახელმწიფო ტყის ფონდი სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების მინიჭება შესაძლებელია ასევე გახორციელდეს ტყითმოსარგებლის მიერ ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მოწყობისათვის დადგენილი წესით გამოყოფილი ტყეკაფის ათვისების შემდეგ, ხოლო ასეთი საჭიროების არარსებობის შემთხვევაში, ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მოწყობა ტყითმოსარგებლის მიერ ხორციელდება სახელმწიფო ტყის ფონდი სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე.“.

5. 45-მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ამ თავის მიზნებისათვის მერქნული რესურსია სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ფართობებზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი, აგრეთვე ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეოსამეურნეო გზის მშენებლობისას ან/და მოწყობისას მოჭრილი მერქნული რესურსი (გარდა ამ წესის მე‑12 მუხლის მე‑10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ტყითმოსარგებლისათვის (მათ შორის, ლიცენზიატი) ტყითსარგებლობის ვადის ამოწურვის ან შეწყვეტის შემდეგ, სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოუზიდავი მერქნული რესურსი, აგრეთვე ამ წესის 56-ე მუხლის მე-5 პუნქტით, 58-ე მუხლის   მე-6 პუნქტით, 59-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და 611 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში – გარემოდან ამოღებული მერქნული რესურსი.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                        ნ. გილაური