„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 435
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/09/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/09/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 21/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 390050010.10.003.019500
435
12/09/2016
ვებგვერდი, 13/09/2016
390050010.10.003.019500
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №435

2016 წლის 12 სექტემბერი

   ქ. თბილისი

 

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში (სსმ, №103, 24/08/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის: 

1. მე-12 მუხლის მე-6 და 61 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სპეციალური ჭრის განხორციელებისას, თუ რელიეფი არ იძლევა საშუალებას, რომ მოჭრილი მერქნული რესურსი გამოტანილ და დასაწყობებულ იქნეს სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე, სპეციალური ჭრის განმახორციელებელი ვალდებულია, სააგენტოს მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩარიცხოს: კომპენსაციის სახით, 1 კუბ.მ მერქნულ რესურსზე 3 ლარი (დღგ-ის ჩათვლით) და ამ წესის 48-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი თანხა, საიდანაც სააგენტო უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის პირველი კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის გადარიცხვას, საკომპენსაციო თანხის საკუთარ ანგარიშზე ასახვას, ხოლო დარჩენილი თანხის ცენტრალურ ბიუჯეტში გადარიცხვას.

61. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სპეციალური ჭრის განხორციელებისას, თუ რელიეფი არ იძლევა საშუალებას, რომ მოჭრილი მერქნული რესურსი გამოტანილ და დასაწყობებულ იქნეს აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე, სპეციალური ჭრის განმახორციელებელი ვალდებულია, აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩარიცხოს: კომპენსაციის სახით, 1 კუბ.მ მერქნულ რესურსზე 3 ლარი (დღგ-ის ჩათვლით) და ამ წესის 48-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი თანხა, საიდანაც აჭარის სატყეო სააგენტო უზრუნველყოფს საკომპენსაციო თანხის საკუთარ ანგარიშზე ასახვას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის პირველი კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლისა და დარჩენილი თანხის გადარიცხვას.“.

2. 278 მუხ­ლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო ტყის ფონდის ფარგლებს გარეთ, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული ველური მცენარეების სახეობების ან მათი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღებით დაინტერესებული პირი ვალდებულია, გადაიხადოს საკომპენსაციო საფასური ამ წესის  №7 დანართის  პირველი ცხრილის მიხედვით, მერქნული რესურსის შესაბამისი ჯგუფისათვის დადგენილი საფასურის ოთხმაგი ოდენობით. საკომპენსაციო საფასური ჩაირიცხება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – ეროვნული საშენი მეურნეობის ანგარიშზე და ხმარდება მისი დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“.

3. 48- მუხლის მე-5 და 51 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მერქნული რესურსის საკუთრებაში გაცემის მიზნით გამართული ელექტრონული აუქციონის საწყისი საორიენტაციო ფასი (დღგ-ის ჩათვლით), კვარტალში ერთხელ, დგინდება სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების საექსპერტო დასკვნის საფუძველზე, ხოლო ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით გამართული აუქციონის საწყისი ფასი ამ წესის 62-ე მუხლის შესაბამისად.

51. სააგენტოს მიერ დამზადებული ან/და დასამზადებელი მერქნული რესურსის გაცემის მიზნით გამართული ელექტრონული აუქციონის საორიენტაციო ფასი (დღგ-ის ჩათვლით), კვარტალში ერთხელ, დგინდება სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების საექსპერტო დასკვნის საფუძველზე.“.

4. 48- მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 52 პუნქტი:

„52. სააგენტოს მიერ განხორციელებული მოვლითი ჭრის შედეგად დამზადებული მერქნული რესურსის საკუთრებაში გაცემის მიზნით გამართული ელექტრონული აუქციონის საწყისი საორიენტაციო ფასი (დღგ-ის ჩათვლით) დგინდება ყოველი ამგვარი ჭრის შემთხვევისათვის სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ შედგენილი შესაბამისი საექსპერტო დასკვნის საფუძველზე.“.

5. 52- მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მერქნული რესურსის საკუთრების უფლებით გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა, სააგენტოს მიერ მითითებულ ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით გადაიხადოს მის მიერ აუქციონზე შეთავაზებული საბოლოო ფასი, ასევე სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ფართობებზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ გაწეული მერქნულ რესურსზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისა და სპეციალური ფირნიშებით მარკირებისათვის დაწესებული მომსახურების საფასური. აღნიშნული თანხიდან სააგენტო უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტში – აუქციონის ფასის გადარიცხვას, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში – „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის მრგვალი ხე-ტყის (მორის) შემთხვევაში პირველი კატეგორიისათვის და საშეშე მერქნისათვის მე-3 კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის გადახდას.“.

6. 52- მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 43 პუნქტი:

„43. სააგენტოს მიერ განხორციელებული მოვლითი ჭრის შედეგად დამზადებული მერქნული რესურსის საკუთრების უფლებით გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა, სააგენტოს მიერ მითითებულ ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით გადაიხადოს მის მიერ აუქციონზე შეთავაზებული საბოლოო ფასი, ასევე სააგენტოს მიერ გაწეული მერქნულ რესურსზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისა და სპეციალური ფირნიშებით მარკირებისათვის დაწესებული მომსახურების საფასური. აღნიშნული თანხიდან სააგენტო უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტში – აუქციონის ფასის გადარიცხვას, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში – „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის მრგვალი ხე-ტყის (მორის) შემთხვევაში - პირველი კატეგორიისათვის და საშეშე მერქნისათვის - მე-3 კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის გადახდას.“.

7. 5 დანართი ამოღებულ იქნ.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი