„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 135
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/04/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/04/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 21/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 390050010.10.003.016808
  • Word
135
12/04/2012
ვებგვერდი, 18/04/2012
390050010.10.003.016808
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

 საქართველოს მთავრობის

დადგენილება 135

2012 წლის 12 აპრილი

. თბილისი

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენი­ლებაში (სსმ, 2010 წ., მუხ. 1533) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დად­გენი­ლე­ბით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“: 

1. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 29. ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყა­როს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) მოპოვების დო­კუ­მენტის მიმღები

ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობი­ექ­ტ­ის (გარ­და გადამფრენი ფრინველებისა) მოპოვების დოკუმენ­ტის (შემ­დგომში – ნა­დირობის დოკუმენტი) მიღების უფლება აქვს ნე­ბის­მი­ერ დაინტერესებულ პირს, ხოლო გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველის ტყვეობაში გამ­­­რავლებისა და მოპოვების მიზნით ნადირობის დოკუმენტის მიღების უფ­ლე­ბა აქვს მხოლოდ იმ პირს, რომელსაც აქვს:

ა) სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია;

ბ) სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზია;

გ) მოწყობილი ცხოველის ტყვეობაში გამრავლების ცენტრი.“.

2. 30-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. თუ ნადირობის დოკუმენტის საფუძველზე უნდა განხორციელდეს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველის გარემოდან ამო­ღება მისი შემდგომში ტყვეობაში გამრავლების მიზნით, დაინტერესებული პირი ვალდებულია, სააგენტოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწი­ნებულის გარდა ნადირობის დოკუმენტის მისაღებად წარუდ­გინოს:

ა) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობის ტყვეობაში გამრავ­ლე­ბის გეგმა, რომელშიც ასახული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

ა.ა) დასატყვევებელი ინდივიდების რაოდენობის, სქესისა და ასაკის თაო­ბაზე;

ა.ბ) ცხოველის ცოცხლად დაჭერის მეთოდის შესახებ;

ა.გ) ცოცხლად დამჭერი ხაფანგების გამოყენების შემთხვევაში მათი შე­მოწმების პერიოდულობის თაობაზე;

ა.დ) დატყვევების დროისა  და ხანგრძლივობის თაობაზე;

ა.ე) მოსალოდნელი შედეგებისა და შედეგების შეფასების ინდიკატორე­ბის თაობაზე;

ა.ვ) ცხოველის ტყვეობაში გამრავლებისათვის საჭირო მატერიალურ-ტე­ქ­ნიკური ბაზის თაობაზე;

ა.ზ) აღწარმოებისათვის გამოსაყენებელი მეთოდების შესახებ;

ა.თ) ცხოველთა აღწარმოებაზე დაკვირვების სიხშირისა და მეთოდების შესახებ;

ა.ი) ცხოველის ტყვეობაში გამრავლებისას გამოსაყენებელი შიდასააღ­რიცხ­ვო დოკუმენტაციის შესახებ;

ბ) ამ წესის 29-ე მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი დოკუმენ­ტი.“.

3. 34-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. პირი, რომელიც ნადირობის დოკუმენტის საფუძველზე ახორციე­ლებს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველის ტყვეობაში გამრავ­ლე­ბას, ვალდებულია განახორციელოს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სა­ხეობის ტყვეობაში გამრავლების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიე­ბე­ბი.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი    ნ . გილაური